Jump to content
Planeta.Ge

Goddess

პლანეტელი
  • პოსტები

    805
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Goddess

  1. ძააააააააალიან მიყვარს სიზმრები იქ ყველაფერი შემიძლია... ხშირად არის შემთხვევა, რომ ვმართავ სიზმარს... პოლნი კაიFია... ჩემ სიზმრებში, განსაკუთრებულად მართვადში, ძირითადად ფანტასტიკის სფეროში ვიჭრები. სიგიჟემდე მიყვარს ფრენა. ეგ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა ჩემთვის გარბიხარ და მერე დაკრავ ბოლო ნაბიჯს და მიფრინავ... ჩემ შემთხვევაში ეჭვი მეპარება ეს ფრენა ცენზურირებული სექსუალური აქტი იყოს (ფროიდი და რამე), ვინაიდან შეფარავ ეროტიკასა და პორნოსაც არ ვერიდები სიზმრებში
  2. ლიცი იგივე თემაა, ანუ პატრიარქის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი. შეერთებაც მგონი არ ღირს.
  3. აქაც გავახმოვანებ საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას: წიპა პრეზიდენტი ახვინტრიშტა, განრისხდა და დიიიიიდიიიიი, უშველებელი ბროლის საფერფლე უთავაზა საფეთქელშიო.. მერე კი მოიკვნიტა ჰალსტუხი, ეს რა მომსვლიაო... მაგრამ გვიანი იყო... რას გაიგებ, მამენტ, ამ გიჟის ხელში, ყველაფერი წარმოსადგენია. თუმცა, მე თავს შევიკავებ ზედმეტი კომენტარისაგან სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენ ან საკუთარი თვალით არ ვიხილავ რეალურ ფაქტებს. ერთI კი ცხადია, ეს ადამიანი, რომელიც უზომოდ მენანება, ასე უბრალოდ არ მომკვდარა იმ ავბედით ბინაშI.
  4. დღეს ამ თემას გავასუფთავებ. ყველა პოსტი, რომელიც არ არის ფორმულირებული კითხვის სახით ონალინ კონფერენციის სტუმრის მისამართით იქნება წაშლილი. მომავალში გთხოვთ გაითვალისწინოთ, მსგავს თემაში (ონლაინ კონფერენცია იგულისხმება) ყველანაირი გამონაკლისების გარეშე დაიშვება მხოლოდ კითხვები, ისიც ზომიერის ფარგლებში ფორმულირებული. თუ განსჯის ხასიათზე ხართ საკმაოდ დიდი ფორუმი და დიდი განყოფილებაა რომ რამოდენიმე თემა დაიტიოს, გახსენით ცალკე თემა და იქ ეღლაბუცეთ ერთმანეთს.
  5. წეღან ვუცქირე კავკასიის სატელევიზიო ეთერში, კერძოდ ლეჟავას კვირის რეპორტაჟში. ეხლა რაშია საქმე, დიადი ბელადისტი თეა თუთბერიძე თავის Fეისბუქზე ბლომად ყრის ვიდეოებს, სადაც გაშარჟებულია სრულიად საქართველოს პატრიარქი. მრავალი სახის ვიდეოა იქ, ზოგში პატრიარქი ვითომ მღერის იამაჰასთან რაღაც სისულელეებს, მერე ერთი კლიპია, თითქოს სრულიად საქართველოს საპატრიარქო და Fრენდს წვეულებას მართავს ნაითოFისში, სადაც გვეპატიჟებიან და ა.შ. თუმცა, ჩემი აღშფოთება გამოიწვია უკანასკნელმა ვიდეომ, სადაც უწმინდესის სიტყვით გამოსვლაზე დადებულია მონტაჟით მისი მიმსგავსებული ხმა, რომელიც იძახის: დედა მოგვედღნაო (ცენზურის გარეშე) და ა.შ. სხვა მრავალი ბილწსიტყვაობა პოლიტიკურ ელფერში... მესმის ზოგიერთი ამ საქციელის მომწონი ადამიანის პოზიცია, როცა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლებასაც უნდა ვგუობდეთ, თუმცა, არსებობს რაღაც მორალური ნორმები, რომელსაც შეგნებული და თავმოყვარე საზოგადების წევრი ადამიანი არ უნდა არღვევდეს. აქაურმა იუზრებმა, თუ ჩემი პოსტებისთვის თვალი უდევნებიათ, ალბათ იციან, რომ საკმაოდ არა რელიგიური ვარ, ის კი არა, სასტიკად კრიტიკულად ვარ განწყობილი ჩვენი ბოლოდროინდელი საეკლესიო და სამღვდელო ინსტიტუტის მიმართ, თუმცა, ჩემთვისაც კი მიუღებელია აბსოლუტური უმრავლესობის სულიერი ლიდერის ასეთი შეურაცხყოფა. პატრიარქზე კი არა, დალალილამაზე ან რომის პაპზეც მიუღებელია მსგავსი უხამსი ხუმრობა (პრინციპში, უხამსობა მხოლოდ, ამას ხუმრობას ვერ დაარქმევს საღად მოაზროვნე). აქ ამ თემას ვხსნი, ვინაიდან მაინტერესებს აქაურ იუზერთა დამოკიდებულებაც, თორემ მეზობელ ფორუმზე უკვე აზრის გამოხატვის სურვილი დაკარგული მაქვს პოლიტიკის განყოფილებაში, ვინაიდან იქ დიდი ხანია გადაეჩვივნენ არგუმენტირებულ მსჯელობას.
  6. ოუ მაი ფაქინგ გოფ! მაგათი ბუკლეტების მხოლოდ ჰედლაინებს დავყრი აქ შინაარსი თქვენ თვითონ გამოიცანით მიმართვები და ბუკლეტები ვალენტინობა–წარმართული ეროტიკული „დღესასწაული“ ახალი გაფორმებით. სატანისმი, Halloween. მართლმადიდებელი სარწმუნოების „ცოდვების“ შესახებ Hallowee–ის შესახებ ნარკომანების, ლოთებისა და მწეველების ურთიერთობა დემონებთან ფრთხილად – მორმონები! ბიბლია ამხელს „იეღოვას მოწმეთა“ სექტას. მაშ, რას მოწმობენ ისინი? მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი – უკან გადადგმული ნაბიჯია ფანატიზმი თუ კათოლიკურ სასწავლებლებში
  7. dire შენ ან მმკ-ის ფარული წევრი ხარ ან აზრზე არ ხარ რა ტრასაზე დაქრის ეგ გაერთიანება
  8. უპირველეს ყოვლისა, გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ ონლაინ კონფერენციისათვის. შეკითხვა: გასული აქციების შემდგომ საზოგადოებაში, ერთგვარად, ენთუზიაზმი ჩაკვდა და ნდობა გარკვეულწილად დაიკარგა ოპოზიციის მიმართ. აღიარებთ თუ არა ამ ფაქტს და იმ შემთხვევაში თუ აღიარებთ, გაქვთ თუ არა დასახული გარკვეული გეგმა, ნდობის მანდატის თავიდან მოსაპოვებლად და რა სახის არის ეს გეგმა. თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვა?
  9. lasha1997 ფულს თავიდან არავინ იძლევა... თუ კარგად მოიქცევი, მერე გაქვს საშუალება რომ საზღვრების გარედან მოიძიო დაფინანსებები.
  10. Nukriko ეს პათოსი ძალიან მომწონს! სიამოვნებით მივიღებდი, შეძლებისდაგვარად, მონაწილეობას. ანალოგიური იდეა მქონდა, მხოლოდ, ჩემთვის მტკივნეული მიმართულებით, ანუ შრომის კოდექსი... ჰოდა, თუ ასეთ რამეს მოვაბით თავი, მე მაგ მიმართულებას მივაწვებოდი.
  11. საქართველოში, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საკმაოდ ბევრი წყვილია, რომელთაც ტრადიციული გზით (სქესობრივი კავშირი) არ გამოსდით სანატრელი ბავშვის ყოლიება. ბუნებრივია, მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ჩასახვის შესაძლებლობებიც განვითარდა. მათგან ყველაზე პოპულარულია დედის სხეულის გარეთ ჩასხვა, ანუ, იღებენ დედის კვერცხუჯრედს, ანაყოფიერებენ მამის სპერმით და შემდგომ ათავსებენ განაყოფიერებულ ემბრიონს საშვილოსნოში. ის,თუ ვის საშვილოსნოში ათავსებენ კიდევ სხვა საკითხია. ხშირად, უშვილობის ძირითადი მიზეზი, სწორად არაჯანმრთელი საშვილოსნოა, რომელსაც არ შეუძლია ნაყოფის მიღება. ამ დროს მიმართავენ სუროგატ დედებს. ესენი არიან ქალები, რომელთა საშვილოსნოშიც ხდება ემბრიონის მოთავსება და გამოზრდა. საქართველოში სუროგატი დედების ინსტიტუტი ლეგალურია 1997 წლიდან და ამ მომსახურების ღირებულება 9000 ევროს არ აღემატება. ძლიან მაინტერესებს როგორც ქალების (დედების, თუ მომავალი დედების) ასევე მამაკაცების დამოკიდებულება.. უშვილობის შემთხვევაში, მისაღებია თუ არა თქვენთვის ამ მეთოდით სასურველი ბავშვის ყოლა.
  12. აი ჩემი შავი მაჯლაჯუნა, დედას სიხარული აქ ლოგინის ქვეშიდან გამოყოფილი აქვს თავი და მონდომებით ღრღნის საწოლს http://i041.radikal.ru/0910/a2/14e74874ceff.jpg აქ კი, სანამ მე ფორუმზე ვპოსტავ ასე სძინავს ჩემს ფეხებთან... და საერთოდ, სულ ზურგზე ძინავს. http://s44.radikal.ru/i106/0910/d8/45a4eb3a73ff.jpg
  13. საზოგადოების იმედი მაქვს. მჯერა, რომ ამ ყველაფერზე ხალხმა ისწავლა ჭკუა და მომავალში გაცილებით მეტად დაფიქრდებიან თავიანთ როლზე სახელმწიფოს მშენებლობაში.
  14. ეს თემა იხურება! თემის ავტორს გაფრთხილება! ასეთი თემის მეორედ გახსნის შემთხვევაში უკიდურეს სასჯელს მივმართავ!
  15. newstudio ვხსნი ამ ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მართალია სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ძირი გამოუთხარა და თითქმის გამოუსწორებლად გამოუთხარა რეიტინგი, თუმცა, თავისი დადებითი მხარეც ქონდა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში; და ეს დადებითი მხარე არის ის, რომ საზოგადოება, თითქოს მეტად მომწიფდა...და რას ვგულისხმობ... აღარც ცრუპენტელა და უუნარო პრეზიდენტი გვინდა, თუმცა, გულანთებული წმინდა ოპოზიციური ლიდერიც აღარ გვაკმაყოფილებს... ქუჩაში გავარდნებს აღარ ვიწონებთ... დაღვინებული, გაწონასწორებული და მართლაც რომ, ცივ გულზე და ცხელ გონებაზე წარმოებული პოლიტიკისთვის გავხდით მზად. როცა ალასანია სამთავრობო ჯგუფიდან წამოვიდა, უკვე ქონდა მას გარკვეული სახელი განთქმული იმით, რომ ცნობილი იყო მისი მოლაპრაკებების შესახებ აფხაზურ მხარესთან. ამ ცხელ პოლიტიკურ ორომტრიალში, ჩემის აზრით ერთ ერთი ის ჭკვიან პოლიტიკოსთაგანი აღმოჩნდა, რომელმაც ნაჩქარევი და "პოპულარული" ნაბიჯებისაგან თავი შეიკავა, რითაც, მოკლევადიანი პოპულარობისა საერთო მოწონების მაგიერ გრძელვადიანი პერსპექტივები არჩია. ის ნაბიჯი, ერთობ არაპოპულარული ნაბიჯი, რომ მონაწილეობა მიიღოს მერის არჩევნებში იმის გამო მომეწონა, რომ ის მზად არის, ზედმეტი პოპულიზმის გარეშე საქმით დაამტკიცოს თავისი ღირსება. მისი ერთადერთი მინუსი სწორედ ის არის, რომ სულ ისმის კითხვები:ვინ არის ალასანია, რა ვიცით რეალურად მის შესახებ, რომელი პოლიტიკოსი ეგ მყავს, რა გაუკეთებია ცხოვრებაში...ჰო და.. ეს საკმაოდ რთული გზა არის, მის მიერ არჩეული, რომელიც შანსს აძლევს საკუთარი თავი, ღირსება მომავალი პოლიტიკური კარიერა დამიკვიდროს მართლა საქმით და არა ლაი ლაითი. ეს კარგად ნააზრევი, წინასწარ გათვლილი ნაბიჯებია, რომელიც ასეთი იშვიათობა გახდა ქართული პოლიტიკის რეალობაში. მე ამ ნაბიჯს ვუწონებ ნამდვილად. თუ ის ამ მთავრობის პირობებში მერად მოღვაწეობის შემთხვევაში შესძლებს სახელის დამკვიდრებას, ის მართლა მზად იქნება მომავალი კარიერული წინსვლებისათვის. როგორც მერის კანდიდატს, მე მას მხარს დავუჭერ (თუ მანამდე, რამე სასწაული არ მოხდა და ქაქი არ მიირთვა, რაც ნაკლებად მეჯერება) და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ჩემს წარმოდგენებს.
  16. ჩემი სიმპატიები ალასანიას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მერის კანდიდატურაზე გამოთქვა პრეტენზიები
  17. მოკლედ... დღეს ესეთი დიალოგი წარიმართა ჩემს სამსახურში... თანამშრომელი #1: When there was an earthquake yesterday, my mother actually blamed it on Russia.. წუხელ რომ მიწისძვრა იყო, დედაჩემმა რუსეთს დააბრალა (იცინის) მე: Actually, even I thought for a moment, that it was Russia, as it was very unnatural, vertical, which is supposed to be the artificial earthquake. სხვათაშორის, მეც ეგრე ვიფიქრე, რუსეთს დავაბრალე, ვინაიდან ძალიან უცნაური, ვერტიკალური ბიძგებით იყო, რაც საკმაოდ გავს ხელოვნურს. ჩემი ერთ ერთი უცხოელი კოლეგა: I am sorry to say this, but Russia has very little such interest at the moment, as your president is already entertaining the whole nation. ვწუხვარ რომ უნდა ვთქვა, მაგრამ რუსეთს ნაკლებად ედარდება ამ წამს საქართველო, ვინაიდან თქვენი პრეზიტენდი უკვე ართობს მთელს ნაციას... და რა მინდოდა მეთქვა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპის მოქალაქეებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩვენი პრეზიდენტი.... მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ევროსტურქტურაში ამ ადამიანს სერიოზულად აღიქვამდნენ...
  18. newstudio მე და იმას გვაძლევ როლს???
  19. თბილისში, დაახლოებით 22.03 საათზე რიხტერის შკალით 4-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისში, საბურთალოს რაიონიდან 10 კილომეტრში დაფიქსირდა. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში ამ დროისთვის ნგრევის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შესულა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  20. ნუ ეგ ჰო, თუმცა, უფრო საშიშია, ვინაიდან, აშკარად ვერტიკალური რხევების მიწისძვრა იყო, რომელიც დამანგრეველია, ვინაიდან, შენობები ჰორიზონტალურ რყევებზეა გათვლილი. რაც ყველაზე უცნაურია, გუგუნის ხმაც იყო,თითქოს რაღაც აფეთქდა... თან არც ერთ სპეციალიზირებულ საიტებზე არ დადებულა ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ... რაღაც არ მომეწონა, ერთი სიტყვით>
×
×
  • შექმენი...