Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. კი, თავისთავად. ინფორმაცია გამაოგნებელია.აჩვენებს ამ ტელევიზიის სახეს.
  2. დამნაშავე (რეალ ტივი) ფაქტზე დაიჭირეს
  3. PEPE. არ, მე არა მადლობა .ჩემი ახლობლის კვლევის პროდუქტია
  4. http://www.theepochtimes.com/n2/content/view/49903/ http://a.pix.ge/k/qp9yp.jpg http://b.pix.ge/x/dcrer.jpg ამას სახელიც არ ქვია , თვითონ გამოუნახეთ მანამდე კი გაერთეთ და ნახეთ ამ სურათებს შორის რამდენიმე განსხვავება.
  5. გრანტი არაა ცუდი , როცა საქმეს ხმარდება. მეც გრანტიჭამია ვარ იდეაში,მაგრამ ტექსტიდან რაიმე გაიგეთ
  6. 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი გასაგზავნ მიმართვას ხელმოწერით შეუერთდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. აღნიშნული გაერთიანება მიმართვის ტექსტის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროფკავშირებმა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების ტექსტი გაავრცელა. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ. "საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი ხალხისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან ამა წლის 20 მაისს, 12:00 საათზე, ნუცუბიძის ბავშვთა სახლთან (ნუცუბიძის №3) და ხელმოწერით შეუერთდებიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი გასაგზავნ მიმართვას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცალკე მიმართვას გაუგზავნიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატავენ მადლიერებას ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სთხოვენ ევროკავშირს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის მექანიზმები. 1. თამარ ჩუგოშვილი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2. ირაკლი პეტრიაშვილი – პროფესიული კავშირების გაერთიანება 3. ეკა ურუშაძე – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 4. მალხაზ თავართქილაძე – კოალიცია ევროპული საქართველოსათვის 5. ნინო დანელია – მედიამკვლევარი 6. უჩა ნანუაშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი 7. მაკა ჯახუა – რადიო "მწვანე ტალღა" 8. ნინო ციხისთავი - "კავკასიის ქალთა ქსელი" 9. არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" 10. თენგიზ ფხალაძე – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი 11. ეკატერინე სირაძე-დელონე - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 12. მერაბ ბასილაია - ფონდი "ALPE" 13. გიორგი ხუციშვილი – კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრი 14. რამაზ აფციაური – გაერო-ს ასოციაცია საქართველოში 15. ნაზიბროლა ჯანეზაშვილი – "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" 16. პაატა გაჩეჩილაძე - კავშირი "XXI საუკუნე" 17. ნათელა სახოკია – სტრატეგიულ გამოკვლევეთა ცენტრი 18. გია ანდღულაძე – დემოკრატ მესხთა კავშირი 19. ირაკლი სესიაშვილი – "სამართლიანობა და თავისუფლება" 20. ზაალ ანჯაფარიძე – ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 21. მურმან პატარაია - მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი 22. მიხეილ დევდარიანი – "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" 23. ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტო 24. ირინა ფუტკარაძე – "ჯანმრთელი სამყარო" 25. სოფო შუბლაძე – "პარტნიორები – საქართველო" 26. კობა ბოჭორიშვილი – კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი 27. გურანდა ჭავჭავაძე - ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს-ცენტრი" 28. სოფიო ქამუშაძე - ინიციატივები დახმარებისა და განვითარებისათვის". გადამლაშებულად დაცულია დიპეტიკეტი :nekro:
  7. გიგა არველაძე კალიასკიდან ადგება და ერს გადაარჩენს
  8. http://ghn.ge/news-42195.html მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ დასავლეთის ზეწოლით ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მრავალპარტიულ ფორმატში ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყო, თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა. ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მყოფი რვა მეტნაკლებად გავლენიანი ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი ჯგუფი ("ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია"), რომელსაც საზოგადოებამ ოპოზიციური "რვიანი" უწოდა, 12 მაისს აკეთებს საგანგებო განცხადებას, რომელშიც ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად "რვიანის" შეთავაზებებზე ხელისუფლების "წერილობით" პასუხს მაისის ბოლომდე დაელოდება. მოლაპარაკების ჩაშლაზე და მის შედეგებზე კი "რვიანი" პასუხისმგებლობას პირადად მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. ხელისუფლება "რვიანის" მკაცრ განცხადებას იმავე დღეს ეხმაურება დაბალი რანგის წარმომადგენლის დონეზე (რაც ასევე ნიშანდობლივია), მოლაპარაკებების ჩაშლაში "რვიანს" ადანაშაულებს მის განცხადებას ულტიმატუმად განიხილავს და არ იღებს. ამავე დროს, შეურიგებელი ოპოზიცია, თვლის რომ "რვიანმა" წარმატებით შეასრულა თავის ფუნქცია "გაეშიშვლებინა" ხელისუფლების ნამდვილი სახე და აღარ სჭირდება ხელისუფლების "ლეღვის ფოთლის" როლი. "რვიანი" კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას არ მიატოვებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის მანძილზე "რვიანმა" სულ ცოტა რვა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომლებიც შეიძლება ძვირად დაუჯდეს. შეცდომა #1. "რვიანი" ეკლექტური შემადგენლობა. მისი სუბიექტების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან არის ის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელმაც "რვიანში" ყველაზე უფრო შეუფერებელ დროს შეიძლება იფეთქოს. "რვიანში" თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატთა" ყოფნა ფაქტიურად ხელისუფლების "ტროას ცხენის" ყოფნის ტოლფასია. საკმარისია გავიხსენოთ როგორ დაეხმარა ქდმ-მ სხვა სატელიტ ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებას მისთვის სასურველი საარჩევნო კოდექსის მიღებაში 2010 წელს ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც "NDI"-ს ფორმატში მიმდინარე საარჩევნო დიალოგი "ნაციონალთა" მიზეზით ჩაიშალა. სად არის გარანტია იმისა, რომ უკანასკნელ მომენტში ქდმ იგივეს არ მოიმოქმედებს!?. სხვათა შორის, აპრილში, როდესაც მოლაპარაკებები შეწყდა იყო იდეა, რომ "რვიანის" სუბიექტთან მოლაპარაკებები "ნაცმოძრაობასთან" სწორედ ქდმ-ს შუამავლობით განახლებულიყო. დიდია ალბათობა, რომ დიალოგის საბოლოოდ ჩაშლის შემთხვევაში, "რვიანს" გაემიჯნონ ალასანიას "თავისუფალი დემოკრატებიც." არც მათთვის არის უცხო ხელისუფლებასთან გარიგებები, რასაც "ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას" უწოდებენ. შეცდომა # 2. გაცხადებული მიზნისა და ბრძოლის მეთოდების შეუთავსებლობა. "რვიანის" წარმომადგენლები ერთის მხრივ აცხადებენ, რომ იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების პოლიტიკა, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ ემხრობიან ხელისუფლების ეტაპობრივ ცვლილებას (?!) ეს ეტაპები კი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია რამდენიმე საარჩევნო ციკლზე გაიწელოს ისე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის მმართველობაში მოსვლა დიდხანს არ ეღირსოთ და მხოლოდ პარლამენტში ადგილებით დაკმაყოფილდნენ. "ყველას კარგად ესმის, რომ სწრაფი ცვლილება უშედეგოა ან სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.."აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში. უცნობია იყო თუ არა ალასანიას საპირველაპრილო ხუმრობა, როდესაც 1 აპრილს სააგენტო "პირველს" განუცხადა "რეალისტები უნდა ვიყოთ და კარგად ვაცნობიერებდეთ, რომ სააკაშვილი დღეს ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია და მისი ხელისკვრით გადმოგდება არ შეიძლება." ის რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების დათმობას დიდხანს არ აპირებენ, ყველა თვალნათლივ ხედავს. ამიტომაც, ვიდრე "რვიანი" საზოგადოებას ბოლომდე არ დაარწმუნებს იმაში, რომ რეალურად იბრძვის მათთვის მიუღებელი ხელისუფლების დაუყონებლივ შესაცვლელად, მაშინ საზოგადოება იძულებული იქნება დაიჯეროს ის, რაც ახლახანს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" განცხადებაში ითქვა. კერძოდ, განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების, ოპოზიციასა და ფსევდოპოზოციას შორის "სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები" არსებობს, რომ ხელისუფლებამ "მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას, საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს" და "ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა" შეცდომა # 3 არათანმიმდევრული ქმედებები და მიდრეკილება გარიგებისკენ. "რვიანის" განცხადებები რომ ის ბოლომდე იჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და რომ არჩევნები მათი ერთადერთი გზაა, საზოგადოებას აშკარად აბნევს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც იგივე "რვიანის" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავენ, თუმცა მხოლოდ "ზეწოლის მიზნით". მას შემდეგ რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყდა, და "ნაციონალებმა" "რვიანს" მოლაპარაკებების გაგრძელება ინდივიდუალურ რეჟიმში შესთავაზეს, თავდაპირველად "რვიანმა" უარი განაცხადა რადგან ეს მისი დაშლის მცდელობად შეაფასა.. თუმცა მეორე დღეს გაირკვა რომ "რვიანის" წარმომადგენლებს მაინც ჰქონდათ კულუარული ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებასთან "ტექნიკური საკითხების" დასაზუსტებლად. ალბათ სჯობდა რომ ეს შეხვედრები ან საჯარო ყოფილიყო, ან მათ შესახებ "რვიანის" მონაწილეებს წინასწარ განეცხადებინათ. საპროტესტო ელექტორატი ყოველთვის ნეგატიურად აღიქვამს ოპოზიციის კულუარულ კონტაქტებს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით როდესაც ამას პოსტ-ფაქტუმ ატყობინებენ. 12 მაისის განცხადებაში კი "რვიანმა" განაცხადა, რომ იგი არც ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატს გაურბის, რადგანაც თვითოეული პარტია "რვიანის" სახელით ისაუბრებს. ქართული პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე სწორედ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე მოხდება ალბათ"რვიანის" წევრებისთვის ხელისუფლების გარკვეული შეთავაზებების გაკეთება და შესაბამისად, ყველა მონაწილე სუბიექტი შეეცდება ამ მოლაპარაკებებში რაც შეიძლება მეტი პირადი დივიდენდი მოიპოვოს. შეცდომა # 4. საკუთარი ამომრჩეველის იგნორირება. "რვიანი" ისე გაერთო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით და დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან კონტაქტებით, რომ ამ პროცესში პრაქტიკულად მოწყდა საკუთარ ამომრჩეველს, თუ არ ჩავთვლით რეგიონებში ერთ-ორ საჩვენებელ გასვლას. არადა "რვიანს" უნდა ესმოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობასთან" მოლაპარაკებებში არგუმენტებად ინტელექტი და კარგად დაწერილი საარჩევნო ინიციატივები არ არის საკმარისი. ზურგს სხვა უფრო ანგარიშგასაწევი ფაქტორებიც უნდა გიმაგრებდნენ, უპირველესად კი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ბოლო სოციოლოგიური კვლევებით კი "რვიანში" შემავალ ხუთ პარტიას უბრალოდ რეიტინგიც კი არ ეზომებათ! ხოლო ორის (ეროვნული ფორუმის და თავისუფალი დემოკრატების) პოპულარობა ერთ წელიწადში 18-20% დან 2-3% მდე დაეცა. "რვიანი" ეხლაღა გეგმავს "ხალხში გასვლას", რაც ალბათ უკვე დაგვიანებულია, რადგანაც მათი ელექტორატის დიდი ნაწილი ან იმედგაცრუებულია, ან უკვე გადანაწილებულია ე.წ. "რადიკალურ" ოპოზიციურ პარტიებზე. შეცდომა # 5. "დასავლეთის ფაქტორის" და დასავლეთის მხარდაჭერის გადაჭარბებული ხაზგასმა "რვიანი" არც მალავს რომ მისი უპირველესი ამოცანა დასავლეთის ნდობის და ლეგიტიმაციის მოპოვებაა. სიმბოლური იყო რომ 12 მაისს საგანგებო განცხადების შემდეგ "რვიანი" შეხვდა არა ადგილობრივ საზოგადოებას, არამედ დიპლომატიურ კორპუსს. ეს ყოველივე საზოგადოების ერთ ნაწილში ქმნის განცდას, რომ "რვიანში" შემავალი პარტიებიც, ისევე როგორც სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" დასავლეთის მარიონეტები არიან და რომ არჩევნების ბედსაც ქვეყანაში დასავლეთი წყვეტს. საზოგადოება ეს ნაწილი ძნელად თუ გახდება "რვიანის" ამომრჩეველი. სავარაუდოდ "რვიანი" ან არასწორად იგებს დასავლეთიდან წამოსულ გზავნილებს, ან სასურველს სინამდვილედ ასაღებს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერა არ ნიშნავს ავტომატურად ამ ინიციატივის ავტორთა მხარდაჭერასაც. ხვალ-ზეგ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარი ახალი ინიციატივებით გამოვიდეს და დასავლეთის მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახუროს. "რვიანის" აპელირება 1990-წლის არჩევნებთან როდესაც "მრგვალმა მაგიდამ" შეძლო კომუნისტები არჩევნებით დაემარცხებინა, სრულიად უადგილოა. დღეს ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარება და ძალთა ბალანსია და საერთაშორისო კონიუნქტურაც სხვაა. "რვიანს" ხელისუფლებაზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტები არ გააჩნია. მათი ერთადერთი ბერკეტი ეს არის დასავლეთის წრეების სურვილი საქართველოში იყოს დღევანდელზე ოდნავ უკეთესი დემოკრატია. ხელისუფლებამ კი იცის როგორ უპასუხოს ამ სურვილებს კოსმეტიკური ცვლილებებით, რაც არაერთხელ წარმატებით გაუკეთებია. შეცდომა # 6. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებისადმი შერჩევითი მიდგომა. "რვიანი," რომელიც თავდაპირველად მთლიანი საარჩევნო გარემოს რეფორმას მოითხოვდა, სასამართლოსა და პოლიციის დეპოლიტიზაციის ჩათვლით, მოგვიანებით დავიდა მხოლოდ სამ საკითხზე - ბიომეტრიული პარამეტრებით ხმის მიცემაზე და იმ საარჩევნო მოდელის შეთავაზებაზე, რომელიც "რვიანს" აწყობს. ასეთი მიდგომის უპერსპექტივობა "რვიანს" დაანახა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ოთხმა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ახალი თაობა - ახალი ინიციატივა). ამ ოთხეულის 2 მაისის ერთობლივ განცხადებაში მკაფიოდ არის დასაბუთებული საარჩევნო გარემოს სრულყოფის რვა(!!!) პრობლემა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში." ძნელი მისახვედრი არ არის თუ როგორი შედეგით დასრულდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები თუკი ხელუხლებელი დარჩა ნაცმოძრაობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები, პოლიტიზებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთივე სასამართლო მოსამართლეებად გამწესებული "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით და ის ხილული თუ უხილავი ადმინისტრაციული ბერკეტები, რასაც დღეს ხელისუფლება ფლობს. გარდა ამისა საარჩევნო სისტემის შეცვლა როგორც ამას "რვიანი" მოითხოვს, არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის, არამედ კონსტიტუციის შეცვლასაც მოითხოვს რაც უფრო მრავალმხრივ კონსესუსს მოითხოვს. ჯერჯერობით "რვიანს" საზოგადოებისთვის გარკვევით არ უთქვამს ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება გულისხმობს საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენას თუ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული პარამეტრებით ვერიფიკაციას. როგორც ექსპერტები, აცხადებენ, ტექნიკური თვალსაზრისით ბიომეტრიული პასპორტების გამოყენებისგან შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და საკმაო რისკებიც არსებობს. მაგალითად, "მარკირების" და ვიდეო-კამერების პროცედურამ ვერ მოხსნა ე.წ. "კარუსელების" პრობლემა. რაც მთავარია, ბიომეტრიული პასპორტების შემოტანა ვერ ცვლის ადამიანური მონიტორინგის ფაქტორს.(დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები). ამ სფეროში კი "რვიანი" სერიოზულად მოიკოჭლებს, თუმცა ამის აღიარება ბუნებრივია არ აწყობს. შეცდომა # 7. პოლიტიკური პიარისა და პოლიტ-ტექნოლოგიების სუსტი ცოდნა. მაგალითსთვის ორი ახლახანს მომხდარი კონკრეტული ეპიზოდიც გამოდგება. საკმარისი იყო "რვიანს" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოტივით მაჟორიტარული" არჩევნების "მაჟორიტარ-პროპორციული" სისტემით ჩანაცვლება მოეთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ მყისვე რეგიონების მოსახლეობის ინტერსების უგულვებელყოფა დააბრალა, რომ თითქოს ოპოზიციას არ სურს რაიონებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ. მაშინ როდესაც "რვიანი" მოკლებულია ნაციონალური ტელევიზიებით საკუთარი პოზიციების განმარტებას, ადვილი წარმოსადგენია რა გავლენას მოახდენდა მთელი თვის მანძილზე მიმდინარე ეს "შავი პიარი" რეგიონის მოსახლეობაზე. ტელეკომპანია "კავკასიაზე" ოპოზიციური "რვიანის" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილისა და "ქართული პარტიის" თავმჯდომარის სოზარ სუბარის მიერ ერთმანეთის ლანძღვა, "რვიანის" წინააღმდეგ მორიგი "შავი პიარის" კარგი საბაბი გახდა. "რვიანის" წარმომადგენლებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ოპოზიციის ფლაგმანობაზე, სოლიდურობაზე, პრო-დასავლურობასა და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე, ალბათ მეტი წინდახედულება მართებთ. მითუმეტეს როდესაც იციან ხელისუფლება მცირე შეცდომასაც არ აპატიებთ. შეცდომა # 8. "რვიანი" კვლავ ჯიუტად არ აცნობს საზოგადოებრიობას საარჩევნო კომპრომისის იმ კრიტიკულ ზღვარს რომელსაც აღარ გადააბიჯებს. საზოგადოებაში ბევრი უკვე ფიქრობს, რომ "რვიანის" მხრიდან ასეთი ზღვარის დაუწესებლობა ნიშნავს იმას, რომ "რვიანში" შემავალი ცალკეული პარტიები ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ეჭვები მით უფრო ძლიერდება, როდესაც "რვიანის" წარმომადგენლებისგან ამ საკითხზე ორაზროვანი განცხადებები გვესმის. შეიძლება სწორედ ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ "რვიანის" კარგმა იდეამ "საარჩევნო რეფორმის პროცესმა საყოველთაო სახალხო ხასიათი შეიძინოს", ხორცი ვერ შეისხას სწორედ საზოგადოების მხრიდან "რვიანისადმი" უნდობლობისა და არჩევნებისადმი ზოგადი ნიჰილიზმის გამო. ათიოდე არასამთავრობო ორგანიზაციის მორალური მხარდაჭერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს საერთო სახალხო თანადგომას. "ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე
  9. ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი
  10. ინდივიდებზეა ბევრია დამოკიდებული
  11. ქვეყანამ საეჭვო წინარსთ „პროს“ გამოყენებით პოლიტიკური ვექტორები კი არ უნდა ირჩიოს,არამედ მისმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ მენტალური არჩევანი თავისუფალი საზოგადოებისაკენ. ზოგი შეიძლება მემარცხენე იყოს ,ზოგი მემარჯვენე,მორწმუნე ან ათეისტი. უმეტესობას შესაძლოა პოლიტიკა ფეხებზე ეკიდოს ,მაგრამ ადამიანი უნდა იყოს თავის უფალი თავის არჩევანში,ხოლო სახელმწიფო მისი ტვინის მართვაში ნაკლებად ერეოდეს . ასეთი ადამიანების აქციებით მართული სახელმწიფო არასდროს დაბრუნდება წარსულში. სულაც არაა ეს მეოცნებეობა . თუმცა ჯერ სიზმარია
  12. რვიანის განცხადებები იყო ძალიან მწვავე. ყოფილიყვნენ ზომიერები, მაგრამ თალიბანია, ესენი უნდა გავრიყოთო და სვანურად ამოასხა რა.
  13. პროსახელისუფლებო ოპოზიციის ერთერთი ამაგდარი მოღვაწე "ჩვენ თვითონ" მარტო არ ყოფილა http://www.interpressnews.ge/pictures/image4/98f36c862dace631a7402b01da8a6221.jpg პარტია გაზრდილა ერთი ადამიანით , გესმით? http://www.interpressnews.ge/ge/politika/168510-qchven-thvithonq-finanstha-saministrodan-ganmartebebs-ithkhovs.html ისეთი ტექსტია რომ ვიტირე, ლამის დავიჯერე რომ დავითაია კვლავინდებურად ოპოზიციას წარმოადგენს მომკლა ამ პროსახელისუფლებო ზალტა კონსტრუქციულმა , რაციონალურ, ზომიერმა მოთხოვნებმა რა. ითხოვენ მაააშ :TAT:
  14. ამერიკა გამარჯვებულის მხარეს დადგება ,მანამდე კი ცდილობს გამარჯვებაში თავისი როლი შესრულოს. ამერიკა ვს რუსეთის ფორმულა კი საქართველოს რელობაში არაა აქტუალური , შეტანხმდებიან ეს ოხრები, ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად შეთანხმებულები,თორემ დიდ სახელმწიფოებს სხვის ხარჯზე თანხმობა ყოველთვის შეუძლიათ. მესმის, მაგრამ აქ ერთი მომენტია- თუ არ აჩვენა საზოგადოებამ ერთიანი ნება , ვერც არჩევნების გზააა აქტუალური და ვერც რევოლუციის. საერთოდ დაუშვებლად მეჩვენება ,რომ ავყვეთ ხელისუფლებას ოპოზიციის გაყოფის პიარში. ყველა წააგებს ან არ უნდა ავყვეთ ტროას ცხენებს.(არიან ასეთები ოპოზიციაში)
  15. babuagiorgi ჩემი აზრი მოგახსენეთ: ერთი აქციააა რა. ადრეც ჩატარებულა და განსაკუთრებულ მნიშვნელობა ბასმა არ მიანიჭა და ამათ რა ბზიკმა უკბინა?! არ ვეტანხმები მის საჭიროებას ,მაგრამ ისე საინტერესო რეზულატი კი მოგვცა. ზოგს დედის გინება ისე არ ეწყინებოდა ,როგორც ამერიკის კრიტიკა. ტრაგიკული არაფერია,თუ ყველაფერს არ მიიღებ. რუსეთი რა ნაგავიცააა , ყველამ ვიცით. იმ ქართველის დედა ვატირე რუსეთიდან რომ ქვეყნის განთავისუფებას ელის ,მაგრამ ზოგადად მივეჩვიოთ პროდასავლურობა და პროსრუსულობის ბარომეტრი არის არა პოლიტიკური განცხადებები,არამედ მენტალიტეტი.
  16. წარმოშობით ზუგდიდელი, პუტინის აქტიური ყმა, მიხეილ ხუბუტია უკვე ათეული წლებია, მოსკოვში "მოღვაწეობს". ის რუსეთში 90–იანი წლების დასაწყისში წავიდა. ამჟამად იგი რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტია. რუსეთში აღზევებულ ქართველ ბიზნესმენებს უყვართ ისეთი ორგანიზაციების შექმნა, სადაც აუცილებლად „ქართული“ ან „ქართველთა“, ან სულაც „საქართველო“ ფიგურირებს. როგორც წესი, ამას მაშინ აკეთებენ, როცა პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია უჩნდებათ. ვინ, თუ არა მათ იციან, რომ რიგით ქართველ ობივატელზე მაგიურად მოქმედებს საქართველოში დაბადებულ და რუსეთში დაფრთიანებულ მილიონერთა მხრიდან ქართველობის აღიარება. ვერაფერს იტყვი – სტალინის ფენომენი ჯერაც აქტიურად მუსირებს. თანამედროვე ბიზნესმენ–ქართველებში კი რაც უფრო მეტია მოპოვებული მილიონები, მით მეტია პოლიტიკური ამბიცია. თუმცა მილიონების მოპოვებას დრო, ნერვები და მფარველები სჭირდება, ამიტომაც, ქართველობა ასეთ ადამიანებს შედარებით გვიან ახსენდებათ ხოლმე – როცა, მათი თქმით, „სამშობლოს უჭირს“. არადა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, თითქმის ყველა მათგანი მაშინაა წასული სამშობლოდან, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. მშვენიერი ფორმულაა: ნელ–ნელა მიუყვები რუსული ბიზნესის იერარქიულ კიბეს, ელოდები, როდის დალაგდება სიტუაცია შენს ქვეყანაში, მერე კი, როგორც იმერლები იტყვიან, „გაშლილ სუფრასთან“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამ, თანაც ირწმუნები, მაგ ქეიფში თამადად მე თუ არ დამასახელებთ, სუფრა აირევაო... მიხეილ ხუბუტია მთლად ალექსანდრე ებრალიძის დონეზე ვერ ქაჩავს, მაგრამ არც ბევრად ჩამოუვარდება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტობის სურვილი ღიად „ალიკ ბაზრად“ წოდებულმა საშა ებრალიძემ უნდა გამოხატოს. დანარჩენები მის გარშემო ირაზმებიან, მათ შორის, მიშა ხუბუტიაც. ხუბუტიასთან დაკავშირებული კიდევ ორი დეტალი: იგი რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი მილიონერის, „მაესტროს“ 25%-ის მფლობელის, კოტე გოგელიას ახლო მეგობარია. მკითხველს შევახსენებთ, რომ კოტე გოგელია სულ ცოტა ხნის წინ პარიზში იმყოფებოდა და მას, დანარჩენ თანაპარტიელებთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილმა უმასპინძლა. არსებობს ვარაუდი, რომ ხუბუტია, რუსული სპეცსამსახურების დახმარებითა და კოტე გოგელიას შუამავლობით აძლევს "მამაშვილურ რჩევებს" და ფულს, ქართულ პარტიას". მართალია, გოგელიას ფინანსურად არ უჭირს, თუმცა ის და ხუბუტია მაინც "ძმურად" იყოფენ ქართული პარტიის თანადაფინანსების სვე-ბედს. მიხეილ ხუბუტია, რომელიც ხელისუფლების თავგადაკლული მოწინააღმდეგე მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდში პოლიციელებმა მისი ძმა ნარკოტიკების შენახვა-გადატანისთვის დააკავეს და ციხეშიმოხვდა, გუშინ ახალი ინივიატივით გამოვიდა: რუსეთის პრემიერს წერილი გაუგზავნა. „რუსეთის ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია გამოხატავს სურვილს საზოგადოებრივ სახალხო ფრონტში გაწევრიანების შესახებ. "ჩვენმა კავშირმა პრემიერ-მინისტრს ამ წინადადების შემცველი წერილი გაუგზავნა, გადაწყვეტილება კი საბჭომ მიიღო", - განაცხადა ხუბუტიამ. ამ ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. წერილში, რომლის ფრაგმენტებიც რუსეთში ქართველთა ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, ქართული დიასპორა მიიჩნევს, რომ სახალხო ფრონტი გახდება ერთ-ერთი უმსხვილესი სადისკუსიო "მოედანი" ქვეყანაში. "საერთორუსული სახალხო ფრონტი იქნება არა მხოლოდ ერთ-ერთი უმსხვილესი სადისკუსიო მოედანი, არამედ ისეთი ძალა, რომელიც გააერთიანებს ერთ ძალად მრავალმილიონიან და მრავალეროვან რუსეთს და მისი მომავალი განვითარების გზას განსაზღვრავს",- ნათქვამია წერილში. ქართული დიასპორა გამოდის ინიციატივით, ერთიანი ფრონტის ფარგლებში საერთორუსული ნაციონალური საბჭო შეიქმნას, რომელიც "რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - ეროვნულ საკითხზე იქნება პასუხისმგებელი". შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 6 მაისს გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ორგანიზაცია სახელწოდებით "საერთორუსული სახალხო ფრონტი", რომელიც, მისი თქმით, "გააერთიანებს ქვეყნის განვითარების მომხრეებს" საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ექსპერტთა შეფასებით, პუტინმა ამ განცხადებით საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო. ხუბუტია და მისი მეკავშირეები, აბა, რა ჩიტები იქნებოდნენ, პუტინთან კიდევ უფრო დასაახლოებლად მის მიერ ფრონტის შექმნის იდეა არ გამოეყენებინათ. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=5202 ვაი პაპა აქ დავყაროთ პრესა ჯის გენიალური მიგნებები ანალიზები . მოკლედ ხელი შევუწყოთ ხელისუფლებას განათლოს ჩვენი ერიუ და გადაარცინოს სამშობლო რუსეთისაგან
  17. ხელისუფლების ლოგიკას რომ მიყვებით, ვერ ამჩნევთ მეგობრებო? სამნამ ამ გზით რეჟიმი შეეცდება დააბნიოს ზომიერი ადამიანები ,მანამდე არაფერიც არ მოხდება ,იმჰო. მე არ ვეტანხმები ამ აქციის გამართვას,მაგრამ სულაც არ ვთვლი რომ რაიმე ტრაგედიაა . მეტიც, ნორმალური პოლიტიკური პროცესია.
  18. მე ვეთანხმები. ყველაზე კარგად ხელისუფლება რეგიონებში თავს გრძნობს .ამიტომაც ანგელოზები რომ დაუფრთხეთ, ურიგო არაა. პატრძეულის გამგებელი კლასიკური მაგალითია. იცის რომ არის ძლიერი მარტო ხელისუფლება? მასზეა დამოკიდებული ოპოზიციური პარტიებისგან ძალას გრძნობს? ფრთხილობს. ამდენად ასეტი აქციები დადებითი მოვლენაა აბა ვიკამათოთ , ვარ თუ არა მართალი
  19. http://www.interpressnews.ge/pictures/image4/2797f8be4ed83f040334378a40056d03.jpg http://www.interpressnews.ge/pictures/image4/2797f8be4ed83f040334378a40056d03.jpg "ქართულ აკადემიაში" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ცვლილებისთვის სწორი გზა სამართლიანი არჩევნებია. ამ და სხვა საკითხებზე "ქართული აკადემიის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა თემურ ნანეიშვილმა განუცხადა, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებისადმი სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ. მისივე თქმით, მიმართვა ღია იქნება და მასზე ხელმოწერა როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალურადაც იქნება შესაძლებელი. პრესკონფერენცია, თემაზე "საზოგადოების არჩევანი სამართლიანი საარჩევნო გარემოს მიღწევასა და რევოლუციურ პროცესებს შორის" ხვალ, "ქართული აკადემიის" ოფისში, 13:00 საათზე გაიმართება. არ ვიცი რატომ ვაბნევთ ასე ხალხს რა არჩევნებზეა საუბარი ან რევოლუციურ გზაზე?! არის ერთი ალტერნატივა- ხელისუფლებას გავამარჯვებინებთ თუ მოიგებს კრიტიკული აზრი? ის პარტია მოიგებს ,ვინც შეძლებს კრიტიკული მასის ორივე შტოს ინტერესები გაითვალისწინოს. სხვაგვარად ვერც არჩევნებს ვერავინ ვერ მოიგებს და ვერც რადიკალურ მეთოდებზე საუბარი იქნება წარმატებული. ლამაზი სიტყვებია"არცევნების გზა" ,მაგრამ როგორი არჩევნები? ამ ხელისუფლებაში იდიოტები არ ზიან ,რომ ისეთი ცვლილებები მიიღონ,რაც მათ არ აწყობთ. მეტიც ,შეეცდებიან პროცესი გაწელონ, აქციონ წარუმატებლად და რვიანი ამ შემთხვევაში ჰარაკირს იკეტებს. ამიტომ მგონია არსებობს ნამდვილად 0რი გზა ,მაგრამ ცოტა სხვაგვარად ხდება ფორმულირება ან მიშა და მისი მეკვიდრეები ან კრიტიკული საზოგადოება . მესამე გზა ფაფუ..... და ვთხოვდი ყველას , ერთმანეთში ნუ ვეძებთ მტერს.
×
×
  • შექმენი...