Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. dire გინებები ჩავასწორე.მიშა მაინც არ გვისმენს და ისე ცინიკური კანონია . თუ არჩევნებზე გაიმარჯვეს ...
  2. ართველოს გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, "მთელს მსოფლიოში თბილისს გარემოსდაცვითი განათლების მექად აღიარებენ". ამის შესახებ განცხადება გოგა ხაჩიძემ "ჰოლიდეი ინში" გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და 30-მდე საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "1977 წელს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ცივილიზებულმა სამყარომ გარემოსდაცვით განათლებაზე საუბარი თბილისში დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია. ჩვენ ამ შეხვედრით, ერთის მხრივ, ხაზი გავუსვით იმას, რომ წელს თბილისის დეკლარაციის მიღებიდან 35 წელი სრულდება, ხოლო მეორეს მხრივ, ელჩებს მთავრობის სურვილი გავაცანით, გარკვეულ პერიოდში ამ დეკლარაციის ხელახლა გააზრება მოხდეს. იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყნის ელჩის და საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა გვექნება," - განაცხადა ხაჩიძემ. შეხვედრაზე ელჩებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ოფიციალური მიმართვაც გააცნეს, რომელშიც ყურადღება გარემოსდაცვითი განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის თბილისში ჩატარების ინიციატივის მხარდაჭერასა და მნიშვნელობაზეა გამახვილებული. ცნობისთვის, გარემოს დაცვის სამინისტრომ 2012 წელი გარემოსდაცვითი განათლების წლად გამოაცხადა.
  3. ირაკლი ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნის თანამდებობიდან გადაყენებულია. როგორც "ჯეონიუსს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ 12 საათზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს თავის ახალ პრესსპიკერს წარუდგენს და პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრებს. http://geonews.ge/meet_future.html#meet
  4. http://atb.ge/?address=news&id=113519 თებერვალმა კუდი მოიქნია. ირგვლივ ყველაფერი იყინება. ამჯერად თბილისის ზღვა გაიყინა. ვარკეთილის მხრიდან ზღვა მთლიანად ყინულად იქცა ისე, რომ მასზე გადაადგილებაც კი შესაძლებელია. იქურ მცხოვრებთ ასეთი რამ დიდი ხანია, არ უნახავთ. თბილისის ზღვა ზუსტად 20 წლის წინ გაიყინა. ეს, მგონი, კარგია, რადგან გამყინვარების დასაწყისს კი არა, როგორც ზოგიერთები შიშობენ, არამედ ისტორიის გამეორებას ნიშნავს. უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს და მერე გაზაფხულიც გვეწვევა. ცოტაც მოითმინეთ.
  5. http://atb.ge/?address=news&id=113603 კომპანია "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ . ამ მოთხოვნით მათ დღეს პარლამენტთან აქცია გამართეს, რომელშიც 100-ზე მეტი დაზარალებული მონაწილეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, აგროვებდნენ ფულს, რომ თბილისში ბინები შეეძინათ, კომპანია ~ცენტრ პოინტთან~ გააფორმეს ხელშეკრულება, თანხაც გადაუხადეს, რომლის მიხედვითაც ბინები 2007 წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა ვალდებულება ამ დრომდე შესრულებული არ არის. მათი ინფორმაციით, 6200 ადამიანია დაზარალებული, რომელთა მილიონები აქვთ მითვისებული. აქციის მონაწილეების ვალდებულების შესრულებას ან თანხის დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, თითქმის ყველა სახელწიფო უწყებას მიმართეს, ბოლო წლებია პერმანენტულ აქციებს მართავენ თუმცა უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის ფიტულები დაწვეს. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ~ცენტრ პოინტის~ სამართალმემკვიდრე ~დექსუსი~ მათგან ბინების დასრულებაში დამატებით თანხებს ითხოვს. აქციის მონაწილეთა თქმით, ~დექსუსი~ სთხოვს, რომ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარი დაამატონ, რაც რიგ შემთხვევებში 18 000 დოლარი, რიგ შემთხვევებში კი 30 000 დოლარამდე გამოდის. აქციაზე ~კონსერვატორებიდან~ ლაშა ჩხარტიშვილი და ~რესპუბლიკელებიდან~ თინა ხიდაშელი იმყოფებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეთა უფლებები ირღვევა, რომელთა უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. ასევე, კომენტარი გააკეთა ~დექსუსის~ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი კანანაშვილმა. როგორც მან განაცხადა 6200 დაზარალებულიდან 1700 –ს სამშენებლო სამუშაოები დაუსრულეს და 1200 მობინადრის ბინა სრულდება. "კიდევ არის 4 ობიექტი, რომლის მშენებლობასაც ამინდების გამოსვლის შემდეგ განვაახლებთ. ყველა ბანკის სესხი გადავიხადეთ და ~ცენტრ პოინტის~ ბინებს ბანკების იპოთეკა მოეხსნა. ჯერ კიდევ დარჩენილია ობიექტები, რომლებიც არ დაგვიწყია. 3-წლიანი რეაბილიტაციის პროექტი გვაქვს და ჯერ 1 წელია გასული. არის ობიექტები, სადაც ჩვენი ინვესტიცია არ არის საკმარისი და მოქალაქეების გადასაწყვეტია - თუ სურთ სახლების აშენება, გადაიხდიან 100 დოლარით ძვირს. აქვთ მეორე არჩევანიც - უკან მიიღონ უკვე გადახდილი თანხა", - განაცხადა კანანაშვილმა.
  6. laci ნამეტანი მძიმე ისტორიაა მეც, თუმცა თუ სიმართლეა #################
  7. აუცილებელია გამორკვევა. რამდენიმე გარემოებაა,რასაც ბრმად ვერ მივენდობით და მტკიცებულებები,ჩვენებები უნდა
  8. http://www.interpressnews.ge/pictures/image4/82c663c023e66e7a43f385ed5b1d703e.jpg "თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, კომპანია "სითი პარკი" მომსახურების საფასურს აძვირებს. სპეციალური განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ "სითი პარკის" ოფისთან გააკეთა. მისი თქმით, "სითი პარკის" მომსახურება ორჯერ გაძვირდა ბათუმში, შეადგენდა 40 ლარს და გახდა 80 ლარი. როგორც ზურა აბაშიძე განმარტავს, მსგავსი ქმედებების განხორციელებას და მომსახურების საფასურის გაორმაგებას კომპანია "სითი პარკი" თბილისშიც გეგმავს. "მილიონობით ლარი, რომელიც კომპანიაში შედის, უცნობია, სად მიდის და რას ხმარდება, რადგან დედაქალაქის ყველა რაიონში დგომის სისტემა განვითარებული არ არის. "სითი პარკი" დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს"-აღნიშნა აბაშიძემ. დღესვე "თავისუფალ დემოკრატებს" კომპანია "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა, იანივ მარეცკიმ უპასუხა. მისი განცხადებით, არც ერთი თეთრით "სითი პარკი" გადასახადის გაზრდას არ გეგმავს. როგორც კომპანიის მენეჯერმა განმარტა, გადასახადი ერთი წლის განმავლობაში 50 ლარს შეადგენს და ასევე დარჩება. რაც შეეხება შემოსულ თანხებს, "სითი პარკის" მენეჯერის განმარტებით, თანხების 60% მერიის ბიუჯეტში მიდის, დანარჩენი 40% კი - ინფრასტურქტურის განვითარებას ხმარდება. "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა კომენტარი გააკეთა ბათუმში ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბათუმის კომპანიასა და "სითი პარკს" ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. "ბათუმში დგომის წესებს აბსოლიტურად სხვა კომპანია აწესრიგებს, "სითი პარკი" კი, მხოლოდ თბილისს ემსახურება",-აღნიშნა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.
  9. "ეროვნული ფორუმი" ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ახალ კოალიციას აქვს სურვილი, "ეროვნული ფორუმი", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მას შეუერთდეს. "ჩვენი მხრიდანაც არის პოზიტიური განწყობა და შევთანხმდით, რომ "ეროვნული ფორუმი" ახალი კოალიციის წევრი გახდება. ამ საკითხს ჩვენს აქტივს გავაცნობთ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, დადებითად იქნება აღქმული. დანარჩენი საკითხები, კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი და გამოცხადდება", - განაცხადა კახა შარტავამ. მისივე განმარტებით, კოალიციის ოფიციალურად შექმნამდე საზოგადოებას იმ პარტიის საინიციატივო ჯგუფი უნდა წარედგინოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან. შარტავას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტიისა და ახალი კოალიციის ფორმირება, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება. დღევანდელი შეხვედრით, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კმაყოფილია. შარტავას განცხადებით, კონსულტაციებმა მეგობრულ გარემოში ჩაიარა. შეხვედრაზე, "ეროვნული ფორუმის" ლიდერის გარდა, იმყოფებოდნენ "ფორუმელები" გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. http://www.youtube.com/watch?v=n7POovNI26o&feature=youtu.be
  10. ნამდვილად არ მიხარია ამ ტიპის ვოიაჟები საზღვარგარეთ. დიდი ეჭვი მაქვს საკუთარი ხროვის გადარჩენაზე წვალობს.არადა თუ ეს კასტა ხელისუფლებაში დარჩა, პროგნოზები მიჭირს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტებს? რა მნიშვნელობას ანიჭებთ? წაადგება ქვეყანას თუ .....
  11. მეც მიყვარს ხანდახან ლუდის მირთმევა და არ გამოვრიცხავ კარგადაც შევთვრე.არც მეგობრების დეფიციტს ვუჩივივარ და არც გაბარიტებს, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ- ალკოჰოლიზმი საქართველოში დიდი პრობლემაა . ჯერ კიდევ გვიჭირს ვაღიაროთ რომ ჩვენი მეგობარი,ნათესავი თუ ა.შ არის არა პურისმჭამელი,არამედ ლოთი. თუ ადამიანი ბოლომდე არ წაიქცა და არ განადგურდა,მანამდე კომპლექსები გვაქვს ექიმი ვურჩიოთ. ვარ მართალი? არის საქართველოში ალკოჰოლიზმი პრობლემა თუ არა? ანონიმური კლინიკები საერთოდ არსებობს მოკლედ,თქვენი აზრი http://www.drinkoff.ru/netcat_files/Image/wine.jpg http://www.icmm.ge/ka/site/news/706/მცხეთისა-და-დუშეთის-რაიონებში-თვეში-60-გამოძახება-ალკოჰოლით-მოწამვლაზე-მოდის.htm მცხეთისა და დუშეთის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დიაგნოზით თვეში საშუალოდ 60 გამოძახებაზე უწევთ გასვლა. იგივე მონაცემები აქვს დუშეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც. დღესასწაულის დღეებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები ძირითადად 40-50 წლამდე ასაკის მამაკაცებში ვლინდება. პაციენტთა შორის მართალია იშვიათად, მაგრამ ქალებიც არიან. „დღეში საშუალოდ 2-3 გამოძახებაზე გვიხდება გასვლა,“ - განაცხადა მცხეთის სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ეკა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ძირითადად სასმელის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს. როგორც დუშეთის სასწრაფო დახმარების ცენტრის ოპერატორი მაგული ძლიერიშვილი განმარტავს, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა თვეში საშუალოდ ორმოცდაათია. „ძირითადად 40 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. გამოძახებები დღესასწაულების განმავლობაში უფრო მატულობს,“ - აღნიშნა ძლიერიშვილმა. ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების მიზეზებზე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ფსიქოლოგიურ-სამედიცინო ცენტრ „თანადგომას“ ესაუბრა. „ბუნებრივია, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მეცნიერები კვლავაც დავობენ. ალკოჰოლზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მემკვიდრეობითი განწყობით, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებითა და მძიმე სოციალური ფონით. როდესაც ადამიანს არ აქვს სოციალიზაციის საშუალება, არ არის დასაქმებული და რეალიზებული, ალკოჰოლზე უფრო მეტად ხდება დამოკიდებული,“- აღნიშნა ცენტრ „თანადგომას“ კონსულტატმა ქეთევან ჭელიძემ. მისივე თქმით, ალკოჰოლიზმის ჭარბი მოხმარება იწვევს როგორც ჯანმრთელობის გაუარესებას, ასევე კონფლიქტების ალბათობის ზრდასაც.
  12. ეს უკვე საქართველოს მმოსახლეობაზე პირდაპირი შეფურთხებაა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება საქართველოში საარჩევნო კორუფციის არსებობის შესახებ, არაადეკვატურია
  13. ო, მაშინ დირე აღარ იქნები
  14. ალბათ უცხოურების აზრი ნულია გავაუქმებ
  15. laci პლანეტის და მალე გამოსწორდება
  16. babuagiorgi მაქვს უფლება ხანდახანნ მეძინოს ახლა ვკითხულობ ინფოებსა და გზავნილებს . საინტერესო ქვეყანა რომ ვართ , აშკარაა ბექა კარგი ბიჭია + პლანეტის დაპიარებაში მოგეცი
  17. რა ხდება ვერაფერი გავიგე,მაგრამ თუ კარგად გამაგებინებთ, მადლობელი დავრჩები
×
×
  • შექმენი...