Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელი კომპანია “თემს სთილ ლიმიტედის” გენერალურმა დირექტორმა, ტომას ბლეიქმა საქართველოს პრეზიდენტს დახმარება დღეს კიდევ ერთხელ სთხოვა. იგი აცხადებს, რომ დახმარება არის მისთვის აუცილებელი, ვიდრე ყველაფერი საბოლოოდ არ დაიკარგა. როგორც ცნობილია, დღეს რუსთავის სააღსრულებო ბიუროში სს “ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის” მფლობელობაში მყოფი “ქართული ფოლადისა” და “თუჯი XXI”-ის გასხვისებასთან დაკავშირებით აუქციონი იმართებოდა, თუმცა აუქციონზე ქონების შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. 15 დღის განმავლობაში კრედიტორს, მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ქონება მას ნატურის სახით გადაეცემა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი კრედიტორი საგადასახადო ინსპექციაა და კომპანიას საგადასახადოს მიმართ, დაახლოებით, 380 ათასი ლარის დავალიანება აქვს. არსებობს კიდევ მეორე კრედიტორი, რომელსაც შესაძლოა, ქონება გადაეცეს, თუმცა აღმასრულებელი დავით ჯაჭვაძე კრედიტორის ვინაობას არ ასახელებს. ტომას ბლეიქი მიიჩნევს, რომ რაც საქართველოში ხდება, მათი ქონების ხელყოფის მცდელობაა. მისი განცხადებით, ზარალის კომპენსაციას მოითხოვს საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. ამ წუთებში ტომას ბლეიქი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შესვლას ცდილობს, თუმცა ქარხნის დაცვის თანამშრომლები მას შენობაში არ უშვებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  2. ორ ვარიანტს განვიხილავ 1. ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა "ლიბერალების" სერვისზე და ირჩევს აშკარად შევარდნაძისტურ სტილში , მაჟორიტარულ,კონფორმისტულ გეზს. 2.ესაა პროვოკაცია ,რომელიც გახლავთ ერთგვარი სატყუარა ,რათა საპატრიარქო ჩაგრულიდან მჩაგვრელად იქცეს. ორივე ვარიანტში ეს ადამიანები იჩაგრებიან.ა ინტერნეტში აზრის გამოთქმის გამო თუნდაც ჯარიმა დამოუკიდებელ გამოცემებს,საიტებს , ფორუმებს მნიშვნელოვან საფრთხეს გვიქმნის,რადგანაც იქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი . ასე რომ სასწრაფოდ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და ადამიანის უფლებების ასეთი ვულგარული ტიპის დარღვევა აღიკვეთოს. პს არ ვეხები ვიოდეოების მორალურ მხარეს.
  3. აქაურობას არ ეკარებიან საქმის კაცია და გასაკეთებელზე უკან არ დაიხევს.ამაში დარწმუნებული ვარ.
  4. ისტორიაც გააცოცხლეთ კაცო.მეც შემოგიერთდებით ....
  5. http://www.iptv.ge-იპტვ http://www.gevision.tv/-ჯივიზნ http://www.tavisupleba.org რადიო "თავისუფლება" http://www.kvirispalitra.ge/ -კვირის პალიტრა http://www.asavali.ge/ -ასავალ დასავალი http://www.24saati.ge/ 24 საათი http://www.open.ge/pressa/ -სხვადასხვა გამოცემა http://www.psnews.info/php/main.php?lang=geo -გაზეთი "პოსტსკრიპტუმი" http://liberali.ge/ -ლიბერალი
  6. ესაა შეგნებული ინექცია .გეთანხმები. ოპტიმიზმია მათი მთავარი მტერი. მიშას ტაქტიკა არ მგონია იყოს ეკლესიის გამსარჩლება ...უფრო პირიქით .....დანარჩენზე ვიფიქროთ.
  7. დედაქალაქის მოქმედი მერის, გიგი უგულავას აქტიურობის მიუხედავად, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია ფაქტიურად უკვე დაიწყო, მმართველი გუნდი მერობის სახელისუფლო კანდიდატზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. "მერობის კანდიდატის საკითხი "ნაციონალურ მოძრაობაში" ოფიციალურად განხილვის თემაც არ ყოფილა", - განუცხადეს "პირველს" მმართველ პარტიაში. უფრო მეტიც, სახელისუფლებო გუნდი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, რა წესით აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას და რა ნოვაციებს უნდა ელოდოს მათგან საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც პრეზიდენტის ჯერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი დაპირების თანახმად, 30 მაისს უნდა ჩატარდეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც კი ბევრ სიურპრიზს ელოდებიან. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ უგულავამ პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის კანდიდატობა "მოიპოვოს". აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ვერტიკალში მერაბიშვილის და უგულავას დაპირისპირება ცხადი გახდა, პოლიტიკურ კულუარებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ პოსტზე ქვეყნის პირველი პოლიციელი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის აჩიკო გეგენავას კანდიდატურას ლობირებდა. ამ კონტექსტში კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის რუსუდან კერვალიშვილის სახელიც დასახელდა, რომელიც სხვათაშორის, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთვარიბო ღონისძიებებზე უგულავას გვერდით ბოლო დროს ხშირად ჩნდება ხოლმე. შეგახსენებთ, რომ არჩვენებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ მხოლოდ "ალიანმა საქართველოსთვის" გააკეთა და მერობის კანდიდატად არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დაასახელა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...67&Itemid=1
  8. შეთანხმემებისამებრ ერთმნანეთის თემებს არ ვკეტავთ. გადადის პოლიტიკაში.
  9. ესაა 7კაცა რაგბის მთავარი მწვრთნელი ,რომელიც გახლავთ ოლიმპიური სახეობა.ასე რომ საინტერესო უნდა იყოს რაგბის საქმე მგონი
  10. მალე ჩვენი სტუმარი იქნება წლების განმავლობაში რაგბიში საქართველოს ნაკრების ერთერთი ლიდერი და ამჟამად შვიდკაცა რაგბის მწვრთნელი ზაზა ლეჟავა (შვიდკაცა ოლიმპიური სახეობაა უკვე) მითითებული იქნება ლინკი და დრო სულ მალე. პოლიტიკაშიც ვხსნჯი ,რადგან მეტმა ხალხმა ნახოს. http://planeta.ge/index.php?showtopic=12850 აქ დაუსვით კითხვები-
  11. ლექსიკა ტერმინები. გამოცხადებული აბსურდის ქრონიკაა
  12. ამაშია საქმე , მაგრამ კორექტულად .აქ ეს ლექსიკა აკრძალულია
  13. ანუ ევოლუციის ერთგვარი შეცდომაა როგორც ვხდები
  14. ეს ტუთბერიძის ინფორმაციაა და როგორც ჩანს სანდო. ერთერთერთი დაკავებული მამაბუასილად მიჩნეული ადამიანია, ვინც დაამზადა ეს ცნობილი ვიდეოები.(მამა ბუასილი კი არაა ,არამედ პოლიციამ მიიჩნია)
  15. ეს ვიპოვე ჩემს ფეისბუქში გაწვდით ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელ ინფორმაციას. როგორც ჩემთვის ხდება ცნობილი, მგონი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ასევე მამა ბუასილის სახელით არიან სადღაც დარეგისტრირებულები. ირკვევა, რომ მათ ჩამოართვეს კომპიუტერი და ციფრული აპარატი, ესაუბრნენ უხეშად, დააშინეს და უთხრეს, რომ მათ ემუქრებათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც სასაცილოა და აბსურდია. აბსოლუტურად გაუგებარი და გამაოგნებელია პოლიციის ეს ნაბიჯი. გაუგებარია ასევე, თუ რატომ მოძებნეს ეს ადამიანები ან რაში სჭირდებოდათ მათი დაკითხვა, როცა, პირველი, არც ერთი მათგანი არ არის რეალურად ე.წ. მამა ბუასილი და მეორე, რა შუაშია ე.წ. მამა ბუასილის დაკითხვა იმ მუქარის წერილებთან, რომლებიც facebook-ის ჩემს Inbox-ში იგზავნება. ავტორი-0 თეა თუთბერიძე- ეხლა კითხვა ხელისუფლების გარეშე პოლიცია რომ არ მოქმედებს ვიცით.ასე რომ რეჟიმი ცდილობს თინეიჯერებს მიაწებოს ეს კონფლიქტი და თვითონ სუფთად გამოვიდნენ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რატომ დააკავეს ეს ბუასილი .? ჩემი აზრით პრინციპულია გაირკვეს თუ ვინ უბიძგა პოლიციას ამ ნაბიჯისკენ.
  16. მე მიშა არ ვარ .ჩემი სტატუსით მაქვს უფლება შეურაცხყოფა მივაყენო პრეზიდენტს და პრემიერს
  17. მე ერთხელ ამტკივდა ამოვიჭერი და ისე ამ ორგანიზმს რაიმე მისია აქვს ჩვენ სხეულში? თუ ზედმეტობაა მხოლოდამხოლოდ?
×
×
  • შექმენი...