Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. Gagi 67 მოგვიწევს ანგარიში გავუწიოთ ერთ ფაქტორს-რუსეთი და ამერიკა სრულ იდილიაში არა,მაგრამ გარკვეულ შეთანხმებით რეჟიმში ერთმანეთთან იმყოფებიან.ცუდია,მაგრამ ფაქტია, თუმცა გარკვეული შანსები გალიასთაში არ დავბუნდეთ არის და ამითაც უნდა ვისარგებლოთ.
  2. კი დაწერეთ ,მაგრამ 14 გვერდი ვერ წავიკითხე ....სიზარმაცე ჩემო ბატონო
  3. Hotel California გამოცვალე რა ავათარი
  4. თიურქი ეროვნებაზე მეტად რელიგიაა
  5. არა ესაა იუზერ ჰარი პოტერის ბლოგი.
  6. მეც მქონდა მცდარი წარმოდგენა და როგორც ჩანს ხელისუფლებასაც.თავიდანვე ამაზე უნდა ემუშავათ.აფხაზებთან კი ხელშეკრულება მიუღებელია.ესაა ქართულ-რუსული კონფლიქტი.მათთანაა დასადები. ევროპის იმედზე კი ....ეჰ თუმცა რას ვიზავთ ასეთია დედაატირებული პოლიტიკა.
  7. არ ხარ უცხო. ქართველი მისთვის ერთი ერი არა, მაგრამ მონათესავე ხალხია .
  8. http://www.polity.ge/index.php?option=com_...86&lang=geo მსოფლიო კრიზისის შედეგად, სომხეთში სიღარიბის დონე, შესაძლოა, 5 პროცენტით გაიზრდოს და 25 პროცენტამდე მიაღწიოს. ამის შესახებ სომხეთში მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ნინკე ომესმა განაცხადა. მისი თქმით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების შედეგად, სიღარიბის შემცირებაა მოსალოდნელი. ამავე დროს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში – სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთში და ყირგიზეთში, სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯების მიუხედავად, მოსალოდნელია სიღარიბის დონის გაზრდა მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიგრანტების ფულადი გზავნილების შემცირების შედეგად, მოსახლეობის შემოსავალი 5 პროცენტით დაეცემა. "შრომის ბაზარზე მითხოვნილების შემცირებამ, შესაძლოა, უმუშევრობა გაზარდოს, სავალუტო გაცვლითი კურსის დაწევამ კი მომხმარებლისთვის იმპორტზე ფასების გაზრდა გამოიწვიოს.’’ – განახადა ომესმა. საქართველოში ორი კვირის განმავლობაში სავალუტო ფონდის მისია იმყოფებოდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას სწავლობდა. მისიამ მუშაობა უკვე დაასრულა და შედეგებთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ედუარდ გარდნერი ხვალ ბრიფინგს გამართავს. აქვე შეგახსენებთ: მსოფლიო ბანკის გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი ღარიბია, 17 პროცენტი კი ღატაკი.
  9. http://www.ambebi.ge/samartali/13023-chemi...e-gadavida.html ...ასევე საშუალება მოგვეცა, თავად ცოტნე გამსახურდიას ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვეპოვებინა, რომელსაც გთავაზობთ. - ბატონო ცოტნე, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობთ; თუ უდანაშაულო ხართ, რატომ აღმოჩნდით პატიმრობაში? იქნებ მისცეთ შეფასება თქვენს დაკავებას? - აშკარაა - ჩემი თავისუფლებაზე ყოფნა ვიღაცებს არ აძლევთ ხელს, შეიძლება, ხელისუფლებას. - რა ურთიერთობა გაქვთ დავით Yბაჯელიძესთან და ხომ არ იყო რაიმე უთანხმოება თქვენ შორის? - ჩვენ მეგობრები და მეზობლები ვართ, ერთად გავიზარდეთ. ჩვენი ოჯახებიც იცნობენ ერთმანეთს და ჩვენ შორის არასდროს არავითარი უთანხმოება არ ყოფილა. - მეგობრის დაჭრის დღეს თქვენც, დაზიანებებით საავადმყოფოში აღმოჩნდით. იქნებ გვიამბოთ, რა ვითარებაში მიიღეთ დაზიანება? - ეს უკვე ყველამ იცის და ამის გამეორება ალბათ არც არის საჭირო, მაგრამ გეტყვით. სახლში მოვდიოდი, როცა მოულოდნელად თავში უკნიდან ბლაგვი საგანი ჩამარტყეს და გამთიშეს. თავზე 5 ნაკერი მადევს. რაც მოხდა, დეტალურად მაქვს აღწერილი ჩემს ჩვენებაში. თვალი შევავლე, 40 წლამდე ასაკის პიროვნება მომიახლოვდა და ჩამარტყა. იცით, საკმარისი მტერი მყავს. - კატეგორიულად უარყოფთ მომხდართან კავშირს, თუმცა საქმეში მოიპოვება მეზობლის ჩვენება, რომელიც პირდაპირ გამხელთ... - რაც შეეხება იმ ქალს, ის ჩვენი მეზობელია და ამაზე დედაჩემმაც გააკეთა განმარტება. 1928 წელს დაბადებული ქალბატონია, მარტო ცხოვრობს. ის არაერთგზის იყო შემჩნეული კოლხური კოშკის გაქურდვაში: საყოფაცხოვრებო ნივთები მიჰქონდა და ამას მეზობლებიც დაადასტურებენ. ბუნებრივია, მას აქვს ინტერესი ჩვენ მიმართ. - ძალოვანთა მტკიცებით, ერთ-ერთი სამხილი - დენთის კვალია, რომელიც ხელზე აღმოგაჩნდათ. თუ უდანაშაულო ხართ, მაშინ, როგორღა აღმოჩნდა დენთის კვალი თქვენს ხელებზე? - რაც შეეხება დენთის კვალს, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ჩემი ადვოკატი გაგცემთ. ერთს კი გეტყვით: წარმოდგენა არა მაქვს, საიდან უნდა აღმოჩენილიყო ჩემს ხელებზე ან ტანსაცმელზე დენთის კვალი. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რამდენიმე დღის AწინN აღმოვაჩინე: ჩემმა ადვოკატმა საქმის მასალები შემომიტანა; იქ იყო ტანსაცმლის ფოტოები, რომელიც თითქოს იმ დღეს მეცვა. ქურთუკი, რომელზეც ვითომ დენთის კვალი ამოიღეს, შემთხვევის დღეს არ მცმია, ის ქურთუკი ვიწრო მაქვს და თვეებია, არ მცმია. ვფიქრობ, ეს ტანსაცმელი პოლიციამ მაშინ წამოიღო, როცა ბინა გაიჩხრიკა. - გაქვთ თუ არა ალიბი? - ჩემი ალიბი - ჩემი სიმართლეა. - თქვენ დაკავების დღიდან შიმშილობთ. კონკრეტულად, რას მოითხოვთ? - მოვითხოვ, საქმეზე მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.
  10. http://ghn.ge/news-2401.html 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი~ აწყობს ლოცვით მსვლელობას მეტეხის ხიდის მიმართულებით, სადაც მისი უწმინდესობა გადაიხდის სადღესასწაულო პარაკლისს და დალოცავს მსვლელობაში მონაწილე მრევლს. მოქალაქეების მობილიზება დედაქალაქის სხვადასხვა ადგილში მოხდება. 12:00 საათზე მოქალაქეთა ნაწილი დიდუბის პანთეონიდან და ვაკის პარკიდან დაიძვრება, 13:00 საათზე სპორტის სასახლიდან, გადასასვლელი ხიდიდან და მეტროსადგურ "ისნიდან", 14:00 საათზე კი სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან. 16:00 საათზე მისი უწმინდესობა მეტეხის ხიდზე პატივს მიაგებს 100 000 წამებულ ქართველს და გადაიხდის პარაკლისს. 16:30 საათზე ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით მიმართავს მსვლელობაში მონაწილეებს და დალოცავს მრევლს. 17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყობა ქართული ხალხური სიმღერისა და პოეზიის საღამო.
  11. ტირძნისიდან გატაცებული ქართველი ბავშვების გასათავისუფლებლად საქართველო მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოიყენებს. ამის სესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბიოკერიამ განაცხადა. ჟენევის მოლაპარაკებებიდან დაბრუნებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშოროსიო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა შეხვედრის ამ ფორმატით გაგრძელება აუცილებელია. რაც შეეხება ევროპელი თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებულ ძალის გამოუყენებლობის დოკუმეტს _ ეს საკითხი ჯერ ისევ განსახილველია. "ჩვენ ძირითადში ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კარგი დოკუმენტი იმისათვის, რომ ამას დაეყრდნოს მომავალი მუშაობა. სამწუხაროდ მოსკოვისა და მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები არიან რბილად, რომ ვთქვათ ძალიან მინიმალუსტრულად განწყობილი და ძალიან უცნაურ მდგომარეობაში გრძნობენ თავს, იმიტომ რომ სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ახალი შეთანხმების დადება. ეხლა კი არიან იმ მდგომარეობაში, რომ აღარ ჩქარობენ", _ აცხადებს ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია. http://ghn.ge/news-2406.html გიგაზე მეტი დემაგოგი პოლიტიკოსი ქართველებს არ გვყავს,მაგრამ გულმავიწყობა რატომ დაგვჩემდა? თანდაუსხმელობის ხელშეკრულებას რუსები ტერორისტებთან ერთად მოითხოვდნენ აგვისტოს ომამდე..... თუ ეხლა თვლიან ასეთი დოკუმენტის დადებას აუცილებლად ,მაშინ რას მიკეთებდნენ? რატომ შეიცვალეს აზრი? ბატონებო მინდა "გაუწყოთ"-საერთოდ არ გავაჩნია რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა. ხვალ თუ ებრალიძისნაერის ქვეყანაში გაიღვიძებთ არ გაგიკვირდეთ ზუსტად ამ "პროამერიკელების" წყალობით.
  12. ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უშიშროების დღევანდელ სხდომაზე წაუსვლელობის მიზეზი იგივეა, რაც წინა უშიშრობის საბჭოზე იყო. ~7 აგვისტოს, ირაკლი ალასანია იყო მისული უშიშროების საბჭოზე და დასვა კონკრეტული საკითხები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ეხება. ჩვენ ვთვლით, რომ პირველ რიგში შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მიღწევაა საჭირო, რადგან შევძლოთ ერთიანი ძალებით გავუმკლავდეთ გარეშე მტერს. ამ მიმართულებით პროგრესი უმნიშვნელოა~, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, დაკავებული პოლიტპატიმრებიდან მხოლოდ ორი სამი პიროვნებაა გათავისუფლებული გირაოთი, დანარჩენები კი კვლავ ციხეებში რჩებიან, ჭიანურდება საარჩევნო თემაზე მოლაპარაკებები, მედია სივრცესა და მართლმსაჯულების თავისუფლების ხარისხში პროგრესი არ შეიმჩნევა. ~ჩვენ ვამბობთ, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან საქმიან ვითარებაში, კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ არ ვართ მზად მონაწილეობა მივიღოთ იმ ტიპის შეხვედრებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პიარს ემსახურება~, - განაცხადა უსუფაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. აფხაზეთს დღეს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ეწვევა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება. ლუჟკოვთან ერთად აფხაზეთში მოსკოვის მთავრობის მრავალრიცხოვანი დელეგაციაც ჩავა. იგეგმება მოსკოვის მთავრობასა და სოხუმის რეჟიმს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშომლობის შეთანხმებების გაფორმება. 11:00 საათზე მოსკოვის დელეგაცია სოხუმის რეჟიმის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. 12:00 საათზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის ცერემონია გაიმართება, ხოლო 12:20 საათზე მოსკოვის დელეგაცია სოხუმში “მოსკოვის სახლის” მშენებლობას დაათვალიერებს. იმავე დღეს, 15:00 საათზე, აფხაზეთის ფილარმონიაში აქცია “რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობა – ერთად მომავლისკენ” გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლის პრიორიტეტებს საქართველოში. არ შეეშვებიან ოკუპირებულ ტერიტორიებს და თუ შანსი ექნათ კიდევ უნდა ველოდოთ სააკიშვილთან ბრძოლის მოტივით მათგან ცუდ სურპრიზებს. ჩვენი პრეზიდენტი კი ყველაზე მეტად აწყობთ. საღად მოაზროვნე ადამიანი უჯობთ თუ ნახევრად გიჟი?!
×
×
  • შექმენი...