-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
http://i017.radikal.ru/0801/40/4494203d8470.jpg http://i018.radikal.ru/0911/31/3eba8d7b0c5c.jpg
-
ამ თემაში ვისაუბროთ 90-ნი წლების შესახებ...მხოლოდ დოკუმენტებით ,საინტერესო მოგონებებით , ინფორმაციით......პოლემიკა მკვეთრად შეზღუდულია ...მხოიოლოდ მოცემულ ფაქტებზე. ოფტოპი არ მოსულა და არც ტროლინგი. მეც პერიოდულად საინტერესო ინფორმაციებს დავდებ სათაურს იმედია ვინმე სერიოზულად არ აღიქვავს :hello: http://i036.radikal.ru/0801/d2/f47e4d359149.jpg
-
ქართულ და რუსულ მაგალითს ბაძავენ სომხეთის პრემიერი რესპუბლიკურ პარტიაში ერთიანდება ,რომელკიც პრეზიდენტის პარტიადაა ცნობილი. მასში შედიან პრეზიდენტი, სპიკერი და პრემიერი.
-
http://presa.ge/index.php?text=news&i=10897 თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სკანდალში გაეხვია. ყოფილმა ძალოვანმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა კომპანია ”მაგთიკომისგან” ”მერსედესის” გათამაშების სატელევიზიო პროექტის შეჩერება მოითხოვეს. ”პირWელის” ინფორმაციით, საქართველოში ლატარიის ბიზნესის მონოპოლისტმა ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” წარმომადგენლებმა, რომლის მესაკუთრეც სწორედ დავით კეზერაშვილია, სკანდალი იქამდე მიიყვანეს, რომ საქმეში აშშ-ს ახალი ელჩი ჯონ ბასიც კი ჩაერთო. სააგენტოს მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია საპარლამენტო კულუარებშიც დაუდასტურეს. მეტიც, მათი დაზუსტებული ინფორმაციების მიხედვით, აღნიშნული გარჩევები ერთი თვის განმავლობში მიმდინარეობდა და ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ”საქმის გარჩევა იარაღით დამუქრებამდეც კი მივიდა”. ”მე მაქვს გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს სკანდალური გარჩევები ნამდვილად მოხდა. ვიცი ისიც, რომ საქმის გარჩევა საკმაოდ გართულდა და იქამდე მივიდა, რომ ”მაგთიკომის” გენერალური დირექტორი დევიდ ლი დახმარებისთვის ტელეფონით აშშ-ს ახალ ელჩს ჯონ ბასს დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტში პირადად ჩაერთო”, - განუცხადა ”პირWელს” ინფორმირებულმა წყარომ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ ისურვეს კომპანია ”მაგთიკომში”, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ ”მერსედესის” გათამაშების სატელევიზო პროექტთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს ლატარიის კომპანია” ლატარიის ბიზნესის ფაქტობრივი მონოპოლისტია, რომელიც ლატარიის გათამაშების 10-წლიან ლიცენზიას ფლობს. სწორედ ამ მოტივით მოუთხოვიათ ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” წარმომადგენლებს”მაგთიკომისგან” აღნიშნული პროექტის შეწყვეტა. რაც შეეხება იმ ლიცენზიას, რომლის მიხედვითაც ”მაგთიკომი” აღნიშნულ სატელევიზიო გათამაშებას ახორციელებს, ”პირWელის” ინფორმაციით, იგი ძალაშია მომავალი წლის მაისამდე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის შეწყვეტის იურიდიული საფუძველი მაისამდე არ არსებობს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ”მაგთიკომში” ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ შესულები, თუმცა ამ ინფორმაციას საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძის კუთვნილ კომპანიაში არ ადასტურებენ.
-
http://ghn.ge/news-2696.html ნატოს საერთაშორისო სამდივნო საქართველოს შესახებ დღეს დამოუკიდებელ დასკვნას გამოაქვეყნებს. ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, დასკვნის შინაარსი უკვე ცნობილია და ის დადებითი ხასიათისაა. "ეს არის დადებითი დასკვნა და მიუხედავად ყველა ცუდი მოლოდინისა, რაც ომით, ეკონომიკური კრიზისითა და შიდა დაძაბულობით იყო შექმნილი, საქართველომ მოახერხა დასახული ამოცანის შესრულება და მივიღეთ კარგი შეფასება, რაც ჩვენი დიდი გამარჯვებაა", - განაცხადა ბარამიძემ. მისივე შეფასებით, ნატო დარწმუნდა, რომ რაც არ უნდა დიდი პრობლემის წინაშე იდგეს საქართველო, სახელმწიფოს აქვს უნარი შეუქცევადად წარმართოს ის რეფორმები, რაც ქვეყანას ნატოს სტანდარტებთან აახლოებს. დღესვე, ბრიუსელში საქართველოს წლიური სამოქმედო გეგმის შესრულებაზეც იმსჯელებენ. საკითხს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. გარდა ამისა, დღესვე გიორგი ბარამიძეს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
-
დავეხმაროთ ამ განყოფილებას.შევეცადოთ დავპოსტოთ,ვისაც ინტერესი აქვს.
-
ეროვნულ-დემოკრატთა საპრომო მასალები და "აქტი გონიური" მოიცავდა თეოდემოკრატიის მოთხოვნას. გასათვალისწინებელია-ეს პარტია შექმნეს ქაშუეთის სტიქაროსნების ჯგუფმა და ეკლესიაში მაშინ ბევრი განსხვავებული აზრის ადმიანი აფარებდა თავს,თუმცა შემოგზავნილების ოდენობაც საკმარისი იქნებოდა.სიკვდილის წინ წანტურიამ ამ თეორიის გარდასახვა მოინდომა და ევროპული ქრისტიან-დემოკრატიის საფუძვლებზე აიღო აქცენტი ანუ ეს იყო პოლიტიკური გამოუცდელობის პროდუქტი და ნელნელა ამას თვითონ მიხვდა. პარტია შეიქმნა კომუნისტების დროს .ეს მომენტიც ძალიან არსებითია.
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტირძნისიდან მოზარდების გატაცებით ჩადენილი დანაშაული ოკუპანტ რუსეთს ძვირად დაუჯდეს". "საქართველოს ხელისუფლება ყველა ასპექტზე ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენა ოკუპანტ რუსეთს მაქსიმალურად ძვირად დაუჯდეს", - განაცხადა ბოკერიამ აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მაიკლ პოზნერთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არც მოზარდების დროულად გათავისუფლებისთვის დაიშურებს. მან მაიკლ პოზნერს მადლობაც გადაუხადა იმ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისთვის, რომელიც მას მოზარდების უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აქვს. http://ghn.ge/news-2672.html
-
ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ თბილისის მერობის კანდიდატობაზე "ქრისტიან-დემოკრატების" შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ "პირWელს" თავად "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" განუცხადეს. წყაროს ინფორმაციით, ჭანტურიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და იგი თანახმაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის თანამდებობისთვის "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით იბრძოლოს. "უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატად გია ჭანტურიას დავასახელებთ. მასთან კონსულტაციები თითქმის დასრულდა, ამჟამად კი მოლაპარაკებები გარკვეულ ტექნიკურ საკითხზე მიმდინარეობს", - აცხადებს "პირWელის" წყარო "ქრისტიან-დემოკრატებში". ამასთან, მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან ლევან ვასაძესთან და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან. "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის მტკიცებით კი, თბილისის მერობის კანდიდატად გია ჭანტურიას წარდგენა გადაწყვეტილი არ არის. როგორც ვეფხვაძე აცხადებს, დედაქალაქის მერობის კანდიდატის მოძიება პარტიიდან მას აბარია, თუმცა მას "ხელი ამ დრომდე არავისთვის ჩამოურთმევია". "პირWელის" კითხვაზე, იქნება თუ არა ჭანტურია მომავალში მერობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი, ვეფხვაძე პასუხობს: "მერე რა იქნება, ამას მერე ვნახავთ". http://pirweli.com.ge/index.php?option=com...66&Itemid=1 ხმების წართმევის მცდელობა ალასანისათვის თუ მეჩვენება?
-
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარტია "ჩვენ თვითონ" დატოვა. დეპუტატი პარტიის ლიდერთან პაატა დავითაიასთან დაპირისპირებაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებას იმ გარემოებით ხსნის, რომ სურვილი აქვს, საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი და თავისუფალი გახადოს. "არ მაქვს სურვილი, ჩემი ყოველი იდეა, ინიციატივა შეთანხმების და განსჯის საგანი ხდებოდეს. არც ის მსურს, საკუთარი მოსაზრებები და აზრები ვინმეს თავს მოვახვიო. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიიდან წამოსვლის შესახებ", - განუცხადა "პირWელს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარის პაატა დავითაიას სახელზე უკვე დაწერა და პარტიის პოლიტსაბჭოს ჩააბარა. რაც შეეხება მის მიერ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" შესაძლო დატოვების საკითხს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გარკვეული ვალდებულებების გამო იგი ფრაქციაში ჯერჯერობით რჩება, თუმცა ამ ფრაქციის დამოუკიდებელი სუბიექტი იქნება. დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარტიის "ჩვენ თვითონ" სახით რიგით მეორე პოლიტიკური გაერთიანება დატოვა. იგი პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან გამოჩნდა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიაში "საქართველოს გზის" ქვოტით მოხვდა. ან მოსვლა რა იყო ან წასვლა? ან როგორ გახდა ეს კაცი ოპოზიციის ფეისი?! http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=29
-
ვოუ არც ვიცოდი
-
ზვიადის ფან-კლუბის წევრებს მინდა ვუთხრა
lasha_alo replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არა. ზვიადი დაამხეს და ეს ხალხი დრესც ხელისუფლებაშია,ზოგი ოპოზიციაში.ზვიადიმ რამდენიმე სერიოზული იაღლისი დაუშვა , მაგრამ როცა კრწანისის ლომს ვიტანთ.... -
ზვიადის ფან-კლუბის წევრებს მინდა ვუთხრა
lasha_alo replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vitaminC არასდროს ვყოფილვარ ზვიადისტი.აქტიურად მხარს ვუჭერდი დეოკოპაციის აუცილებლობას და დღესაც იგივე აზრზე ვარ.არც მაშინ მხიბლავდა რადიკალური რიტორიკა და პოზიცია არ შემიცვლია ანუ ისტებში არ ჩამწეროთ. მაგის წინააღმდეგ კრიმინალებმა მოწყვეს სამხედრო პუტჩი......სევარდნაზემ ჯერ დედა უტირა სამეგრელოს და შემდეგ ზურგის გარეშე ბრძოლა დაიწყო აფხაზეთსი. ეს იყო "შეცდომა "? ნწუ ..გასარკვევია სახელი. ზურგში სამოქალაქო ომი გაქვს და ამ დროს აფხაზეთს "ატავისუფლებ" ჯერ შეეცადე ქაღტველებსი იყოს ერთობა .ასე რომ მე გენეზისი არ მომწონს ამ ყველაფრის. დაგისახელო რამდენიმე ზვიადისტი, ვინც აფხაზეთში დაიღუპა? მართლ არაა საჭირო ამნეზია საჭირო და რომ არ ენდობოდნენ რაა გასაკვირია ბლინ? ომი მიდიოდა დასავლეთ საქართველოშიც....სამოქალაქო ფრონტზე... -
ზვიადის ფან-კლუბის წევრებს მინდა ვუთხრა
lasha_alo replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo დავაზუსტებდი -ვიყავი აღწერილი მოვლენების აქტიური მონაწილე. სკოლის მოსწავლე,რომელსაც წამდა საქარტველოს დეოკუპაციის აუცილებლობა.ზოგიერთი თეზისი ჩემი სტუდენტობის დროინდელი წერილიდანაა .არსად არ გამომიქვეყნებია,ჩემთვის მაქვს არქივში.კორექტირებაა საჭირო და ვერ დავდებ. გაციებულობის გამო მიჭირს აზრთა კონცენტრაცია,რისთვისაც ბოდიში.შემდეგში მუზა რომ მომივა ,კიდევ უფრო მეტად შევეცდები დეტალურად გავყვე ფაქტებს. აღვნიშნავ ერთს- ზვიადი დიდი ქართველი იყო და თავს ვხრი მისი ხსოვნის წინაშე და ბოდიშს ვუხდი ე.წ ზვიადისტებს,რომ პატარა ბიჭი უფრო აქტიური არ ვიყავი ,როცა ილახებოდა მათი უფლებები. მე ბრალს ვდებ საკუთარ თავს და მოგიწოდებდით თვიტკრიტიკულნი ვიყოთ. გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაა მისი შეცდომების ანალიზიც. -
აქაც დავპოსტავ 88-90წლების ზოგიერთი მომენტის ჩემეულ ხედვას. მომიწევს უფრო დეტალურად აღვწერო მაშინდელი პოლიტიკის აბრაკადაბრა. 1)80-ნი წლების ბოლოს ქართული ოპოზიციის მთავარი აქილევსის ქუსლი იყო "მრავალპარტიულობა" ,ჩამოყალიბდა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი რამდენიმე არაფორმალური ორგანიზაცია,რაც აისახა ნოემბრის და აპრილის მოვლენების განვითარების დროს. 2)რუსთაველის საზოგადოებისა და სახალხო ფრონტის შექმნის მცდდელობას განსაკუთრებული აგრესიით დაუპირისპირდნენ ახალგაზრდა დისიდენტები, რომელთაც გარკვეულწილად დაეთანხმა ზვიად გამსახურდიაც.ისინი სუკის მიერ შექმნილ გაერთიანებებად გამოცხადნენ და თითი თითზეც კი არ გაანძრიეს ,რათა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბრძოლის საშუალება ხელში ჩაეგდოთ. ეს იყო უდიდესი შეცდომა და შემდგომში განაპირობა ნომენკლატურული ოლიგარქიის რევანში. 3) ლიბერალთა და არაფორმალთა დაპირისპირება აპრილის მოვლენათა თანმდევი იყო.ის რომ სისხლი დაიღვარა, ორგანიზატორებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა . ლიბერალებმა ეს აქცია აფხაზეთის მოვლენების საპირისპიროდ დაიწყეს, მაგრამ არაფორმალებმა აქციის მართვის სადავეები ხელთ იგდეს და საკითხი სავსებით მართებულად დაისვა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ,მაგრამ გაიპარა დიდი შეცდომა-არ იქნა გარკვეული პროგრამა მინიმუმი ანუ მოთხოვნების უტოპიურობამ კიდევ უფრო მეტად გაუგებარი გახადა მისი მიზანი. 9აპრილის და კოსტავას სიკვდილის შემდეგ ,ოპოზიცია კვლავინდებურად შეიძლება გაიყოს ლიბერალებად და არაფორმალებად ,მაგრამ კიდევ უფრო მეტად უხერხულია ყოფილ დისიდენტთა ქცევა. 4)25მარტს დანიშნული არჩევნები ჩაიშალა ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული სანსი ბალტიისპირეთისთვისაც კი გაესწრო სსრკდან გამიჯვნის ლეგიტიმურ პროცესში.დღეს ეჭვი არ მეპარება.ეს აწყობდა კრემლს და ვინ ითამაშა მოსკოვის თამაში ძალიან საინტერესოა. 5)შესწორება- გიორგი ჭანტურია და ახალგაზრდა დისიდენტები მუდმივად ეჭვის თვალით უყურებდნენ უფროსი თაობის ნაღვაწს. იყო ასაკობრივი კონფრონტაციის ჩვეულობრივი მომენტი,მაგრამ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ შეეცადნენ მაინც ერთად დამდგარიყვნენ,შეიქმნა ეროვნული ხსნის კომიტეტი ,სადაც არ შეუშვეს ე.წ ლიბერალები (ნათაძე,ბაქრაძე ინტილიგენცია ,რესპები) .ეს ალიანსი უცებ დაიშალა და ეროვნულმა მოძრაობამ აირჩია უტოპიური "დაუმორჩილებლობის" გზა...... 25 მარტის არჩევნების ბოიკოტი იყო შეცდომა . ლიბერალები ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს და არაფორმალების ერთობამ მოიწვია ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენცია,რომელმაც აირჩია ეროვნული ფორუმი. მასში შედიოდნენ ზვიად გამსახურდია , გიორგი ჭანტურია , ირაკლი წერეთელი ,რამდენიმე ჯუჯა პარტია ,მაგრამ ნათაძე და კომპანია გამოცხადდნენ სუკის აგენტების ხელშემწყობებად. მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება "ეროვნული კონგრესის" ,როგორც ქართველი ხალხის ნების ერთადერთი გამომხატვლი ორგანოს შექმნის შესახებ საყოველთაო არჩევნებით ,თუმცა ზვიადის გუნდის მაშინდელმა ინტელექტუალურმა წარმომადგენლმა თ. პაატაშვილმა ღიად არ მოიწონა ეს სვლა და გამსახურდიაც მართალია სახალხო ფრონტს მოღალატეთა ერთობას უწოდებდა, მაგრამ ამ კაცის სიტყვას ყურადღება მიაქცია.აშკარად მას არ მოწონდა პოლიტიკური დომხალი , ახალგაზრდა ლიდერები ზვიადის ავტორიტეტს იყენებდნენ როგორც მედუზას თავის ეფექტს .გასაკვირი არაა გამსახურდიას დისკომფორტი. 6)ეროვნული მოძრაობის კონფერენციის დროს პრეზიდიუმში გამოჩნდა მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი.....,........თენგიზ სიგუა. ის საპატიო ლოჟაში განსაკუთრებული პატივით მიიღეს ,როგორც ინტილიგენციის სახე. რატომ? არ რასებობდა არანანაირი საფუძველი ვინმეს მასზე ცუდი ეფიქრა, ღიად მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ფორუმის გვერდით დადგა . ეს იყო მისი დებიუტი სავსებით წარმატებული. 7)ცხინვალში და აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის დროს ეროვნულმა მოძრაობამ დაუშვა დიდი შეცდომა ,როცა ჩამოყალიბდა რამდენიმე ფაქტიურად სამხედრო ორგანიზაცია. მათი სისუსტე იყო,რომ ვერ განსაზღვრეს ასეთი რაზმების ხიფათი შიდაპოლიტიკაში .მხედრიონს გამოეყო თეთრი გიორგის კავშირი და ზუსტად ამ კონფერენციის დროს ერთმანეთი ლამის შეჭამეს. 8)თეთრი გიორგის კავშირსა და მხედრიონს შორის მომხდარი ინციდენტი იმელთან იყო ეროვნული ფორუმის დაშლის საბაბი.ზვიადი და მისი მაშინდელი მხარდამჭერები გაემიჯნენ არაფორმალთა ახალგაზრდულ ფრთას.ცხადია იყო პოლიტიკური უთანხმოება ,რომელზეც ზევით ვილაპარაკე ,მაგრამ ტერმინი "ეროვნული მოძრაობა" კიდევ უფრო ვიწრო წრეს დაერქვა ,ხოლო მოღალატეთა რიცხვში გადავიდნენ ჭანტურია წერეთლითურთ. 9)შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოლუსები ოპოზიციაში- 1) მრგვალი მაგიდა -გამსახურდია ,სიგუა ,ასათიანი ,რომელიც სატაურიდანვე ცანს იყო პოლიტიკურ პარტიათა პარტიათა პარიტეტული გაერთიანების იდეით ჩამოყალიბებული,მაგრამ სრულიად სხვა გზით წავიდა. მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია საკმაოდ რაციონალური იყო ,მაგრამ გარკვეული ძალები როგორც ჩანს შეგნებულად აძლიერებდნენ ზვიადისგან ბელადის შექმნის ტენდენციებს, რომელმაც ზვიადიშივე დაამარცხა პრაგმატიკოსი. 2)ლიბერალების დიდი ნაწილი გაერთიანდს კონგრესისტებთან. ე.წ "ეროვნულ ყრილობაზე" მხარი დაუჭირეს რატა ცატარებულიყო კონგრესის და უზენაესი საბჭოს არჩევნებიც .აი ეს კი უკვე დანასაული იყო.თუ ადრე საუბარი შეეხებოდა კონგრესს ,როგორც ერთადერთ არჩევით ორგანოს......ეხლა ...... 3 კონგრესს ბოიკოტს უცხადებდა ნათაძის ფლანგი, ბლოკი "თავისუფლება" . ისინი მრგვალ მაგიდასთანაც თანამშრომლობდნენ,მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული ერთი მომენტი-პროპორციულ არჩევნებში ხალხი ირჩევდა კომპარტიის ალტერნატივას და მივიღეთ შედეგი.......... მოკლედ 28 ოქტომბრამდე ჩემი ანალიზი შემოგთავაზეთ. შემდეგში კიდევ გავაგრძელებ-არ მგონია ოფტოპი იყოს ან უინტერესო.
-
ზვიადის ფან-კლუბის წევრებს მინდა ვუთხრა
lasha_alo replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo მომიწევს უფრო დეტალურად აღვწერო მაშინდელი პოლიტიკის აბრაკადაბრა. 1)80-ნი წლების ბოლოს ქართული ოპოზიციის მთავარი აქილევსის ქუსლი იყო "მრავალპარტიულობა" ,ჩამოყალიბდა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი რამდენიმე არაფორმალური ორგანიზაცია,რაც აისახა ნოემბრის და აპრილის მოვლენების განვითარების დროს. 2)რუსთაველის საზოგადოებისა და სახალხო ფრონტის შექმნის მცდდელობას განსაკუთრებული აგრესიით დაუპირისპირდნენ ახალგაზრდა დისიდენტები, რომელთაც გარკვეულწილად დაეთანხმა ზვიად გამსახურდიაც.ისინი სუკის მიერ შექმნილ გაერთიანებებად გამოცხადნენ და თითი თითზეც კი არ გაანძრიეს ,რათა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბრძოლის საშუალება ხელში ჩაეგდოთ. ეს იყო უდიდესი შეცდომა და შემდგომში განაპირობა ნომენკლატურული ოლიგარქიის რევანში. 3) ლიბერალთა და არაფორმალთა დაპირისპირება აპრილის მოვლენათა თანმდევი იყო.ის რომ სისხლი დაიღვარა, ორგანიზატორებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა . ლიბერალებმა ეს აქცია აფხაზეთის მოვლენების საპირისპიროდ დაიწყეს, მაგრამ არაფორმალებმა აქციის მართვის სადავეები ხელთ იგდეს და საკითხი სავსებით მართებულად დაისვა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ,მაგრამ გაიპარა დიდი შეცდომა-არ იქნა გარკვეული პროგრამა მინიმუმი ანუ მოთხოვნების უტოპიურობამ კიდევ უფრო მეტად გაუგებარი გახადა მისი მიზანი. 9აპრილის და კოსტავას სიკვდილის შემდეგ ,ოპოზიცია კვლავინდებურად შეიძლება გაიყოს ლიბერალებად და არაფორმალებად ,მაგრამ კიდევ უფრო მეტად უხერხულია ყოფილ დისიდენტთა ქცევა. 4)25მარტს დანიშნული არჩევნები ჩაიშალა ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული სანსი ბალტიისპირეთისთვისაც კი გაესწრო სსრკდან გამიჯვნის ლეგიტიმურ პროცესში.დღეს ეჭვი არ მეპარება.ეს აწყობდა კრემლს და ვინ ითამაშა მოსკოვის თამაში ძალიან საინტერესოა. 5)შესწორება- გიორგი ჭანტურია და ახალგაზრდა დისიდენტები მუდმივად ეჭვის თვალით უყურებდნენ უფროსი თაობის ნაღვაწს. იყო ასაკობრივი კონფრონტაციის ჩვეულობრივი მომენტი,მაგრამ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ შეეცადნენ მაინც ერთად დამდგარიყვნენ,შეიქმნა ეროვნული ხსნის კომიტეტი ,სადაც არ შეუშვეს ე.წ ლიბერალები (ნათაძე,ბაქრაძე ინტილიგენცია ,რესპები) .ეს ალიანსი უცებ დაიშალა და ეროვნულმა მოძრაობამ აირჩია უტოპიური "დაუმორჩილებლობის" გზა...... 25 მარტის არჩევნების ბოიკოტი იყო შეცდომა . ლიბერალები ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს და არაფორმალების ერთობამ მოიწვია ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენცია,რომელმაც აირჩია ეროვნული ფორუმი. მასში შედიოდნენ ზვიად გამსახურდია , გიორგი ჭანტურია , ირაკლი წერეთელი ,რამდენიმე ჯუჯა პარტია ,მაგრამ ნათაძე და კომპანია გამოცხადდნენ სუკის აგენტების ხელშემწყობებად. მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება "ეროვნული კონგრესის" ,როგორც ქართველი ხალხის ნების ერთადერთი გამომხატვლი ორგანოს შექმნის შესახებ საყოველთაო არჩევნებით ,თუმცა ზვიადის გუნდის მაშინდელმა ინტელექტუალურმა წარმომადგენლმა თ. პაატაშვილმა ღიად არ მოიწონა ეს სვლა და გამსახურდიაც მართალია სახალხო ფრონტს მოღალატეთა ერთობას უწოდებდა, მაგრამ ამ კაცის სიტყვას ყურადღება მიაქცია.აშკარად მას არ მოწონდა პოლიტიკური დომხალი , ახალგაზრდა ლიდერები ზვიადის ავტორიტეტს იყენებდნენ როგორც მედუზას თავის ეფექტს .გასაკვირი არაა გამსახურდიას დისკომფორტი. 6)ეროვნული მოძრაობის კონფერენციის დროს პრეზიდიუმში გამოჩნდა მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი.....,........თენგიზ სიგუა. ის საპატიო ლოჟაში განსაკუთრებული პატივით მიიღეს ,როგორც ინტილიგენციის სახე. რატომ? არ რასებობდა არანანაირი საფუძველი ვინმეს მასზე ცუდი ეფიქრა, ღიად მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ფორუმის გვერდით დადგა . ეს იყო მისი დებიუტი სავსებით წარმატებული. 7)ცხინვალში და აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის დროს ეროვნულმა მოძრაობამ დაუშვა დიდი შეცდომა ,როცა ჩამოყალიბდა რამდენიმე ფაქტიურად სამხედრო ორგანიზაცია. მათი სისუსტე იყო,რომ ვერ განსაზღვრეს ასეთი რაზმების ხიფათი შიდაპოლიტიკაში .მხედრიონს გამოეყო თეთრი გიორგის კავშირი და ზუსტად ამ კონფერენციის დროს ერთმანეთი ლამის შეჭამეს. 8)თეთრი გიორგის კავშირსა და მხედრიონს შორის მომხდარი ინციდენტი იმელთან იყო ეროვნული ფორუმის დაშლის საბაბი.ზვიადი და მისი მაშინდელი მხარდამჭერები გაემიჯნენ არაფორმალთა ახალგაზრდულ ფრთას.ცხადია იყო პოლიტიკური უთანხმოება ,რომელზეც ზევით ვილაპარაკე ,მაგრამ ტერმინი "ეროვნული მოძრაობა" კიდევ უფრო ვიწრო წრეს დაერქვა ,ხოლო მოღალატეთა რიცხვში გადავიდნენ ჭანტურია წერეთლითურთ. 9)შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოლუსები ოპოზიციაში- 1) მრგვალი მაგიდა -გამსახურდია ,სიგუა ,ასათიანი ,რომელიც სატაურიდანვე ცანს იყო პოლიტიკურ პარტიათა პარტიათა პარიტეტული გაერთიანების იდეით ჩამოყალიბებული,მაგრამ სრულიად სხვა გზით წავიდა. მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია საკმაოდ რაციონალური იყო ,მაგრამ გარკვეული ძალები როგორც ჩანს შეგნებულად აძლიერებდნენ ზვიადისგან ბელადის შექმნის ტენდენციებს, რომელმაც ზვიადიშივე დაამარცხა პრაგმატიკოსი. 2)ლიბერალების დიდი ნაწილი გაერთიანდს კონგრესისტებთან. ე.წ "ეროვნულ ყრილობაზე" მხარი დაუჭირეს რატა ცატარებულიყო კონგრესის და უზენაესი საბჭოს არჩევნებიც .აი ეს კი უკვე დანასაული იყო.თუ ადრე საუბარი შეეხებოდა კონგრესს ,როგორც ერთადერთ არჩევით ორგანოს......ეხლა ...... 3 კონგრესს ბოიკოტს უცხადებდა ნათაძის ფლანგი, ბლოკი "თავისუფლება" . ისინი მრგვალ მაგიდასთანაც თანამშრომლობდნენ,მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული ერთი მომენტი-პროპორციულ არჩევნებში ხალხი ირჩევდა კომპარტიის ალტერნატივას და მივიღეთ შედეგი.......... მოკლედ 28 ოქტომბრამდე ჩემი ანალიზი შემოგთავაზეთ. შემდეგში კიდევ გავაგრძელებ-არ მგონია ოფტოპი იყოს ან უინტერესო. -
ზვიადის ფან-კლუბის წევრებს მინდა ვუთხრა
lasha_alo replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰიტლერი არა ისა კიდევ ძალიან სუბიექტურები ხართ ზვიადის მიმართ -
არა .ძიების პროცესმა დამარწმუნა. ვიცი რომ არაფერი არ ვიცი ერთადერთი სწორი მიდგომაა.
-
მნიშვნელოვანი, გოთვერნული მესიჯია....პუტინი არაა ხელწამოსაკრავი ტიპი. მტრის შეფასება უნდა შეგვეძლოს,მაგრამ მათი ნდობა სიტყვაზე გმორიცხულია. დღეს სახეზეა ფაქტი-ღორებივით ებრდღვნენ ჩვენ ქვეყანას.
-
რუსის იმედზე მტერი იყოს თუმცა ურთიერთობა მოგვიწევს და ეს ფაქტია.
-
კულტურულად მართლმადიდებელი ვარ.ეკლესიასი პირჯვარს ვიწერ ხოლმე, ისე რომ იმ წუთას ალბათ მწამს.მსიამუვნებს საყდარში შესვლა,სანთელსაც ვანთებ ,თუმცა გარკვეულწილად ალბათ აკონფესიური ვარ,რადგანაც იგივე ჩემი პროექტის მიმდინარეობისას ყველა სხვა სარწმუნოების საყდარში თავს კომფორტულად ვგრძნობდი.ალბათ იმიტომ ნამდვილად პოზიტიური მუხტი მქონდა. მოკლედ გაუგებარი ტიპი ვარ,რომელიც პატივს ცემს საკუთარ სარწმუნოებას მაგრამ არასდროს ფარისევლობს.
-
ერთ სალათში საზიზღრობაა ,რაც შეეხება სარწმუნოების ჰგაძლიერებას ,ერთმნიშვნელოვნად არ შევაფასებდი.
-
lasha1997 სადაა ეგ დიტო? :resent:
-
მონეტას ორი მხარე აქვს. სარწმუნოება არასოდეს არა იდეალურად ტოლერანტული და მისი ისტორიის ფეტიში უბრალოდ შეუძლებელია. არ ვიცი პროგრესი სადაა ?! ერთგვარად ბუნდოვანია ჩემთვის.იგივე მეორე ფორუმზე არსებული კომენტარები დამაფიქრებელია -აზრთა შეუწყნარებლობა სამწუხაროდ ვირტუალურ სივრცეში სხვა რწმენის ადამიანებს არანაკლებ ახასიათებთ ,ვიდრე მორწმუნეებს.თუ ავიღებთ პრინციპს ჩემთვის ამოსავალი წერტილი ტოლერანტობაა ანუ ურთიერთის მიღება როგორებიც ვართ. თავს არც მორწმუნედ ვთვლი და არც ათეისტად.ერთგვარად სეიძლება აგნოსტიკი ვარ ვერ გეტყვით.