Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. 206 წევრი ათვალიერებს ამ განყოფილებას (80 სტუმარი და 35 უჩინარი წევრი) ჩვენთან ოცი ეს მეათედია,მაგრამ იმ დროის მეათედი ,რაც არსებობს ფორუმ ჯი.ასე რომ საკმაოდ კარგი ტემპია . მე ზალიან მინდა ანალიტიკოს იუზერები შემოგვემატონ ,საც წერა ეხერხება, ლამის ვეხვეწები ე.წ მიშისტებს. ,მივესალმები კორექტულ "ლიბერალებს . მოკლედ პოლიტგანყოფილება ასეთუისე არსებობს და აწი დროა ვიზრუნოთ სხვა განყოფილებებზე .
  2. ჰტექსესის ფაილს მე მოგცემ . ტიმი თუ გადადგა
  3. vitaminC მათი მიზანი ცხადია,მაგრამ თემას ტაბუ არ უნდა ედოს და მიდიოდეს მორწმუნეთა პატივისცემის გათვალისწინებით საუბარი.
  4. ეკლესია უნდა შეინახოს მრევლმა. ეს დაწევს მისი პოლიტიზაციის ხარისხს , დამოკიდებულებას სახელმწიფოზე და სულიერების დონე აიწევს. უნდა არსებობდეს საგრანტო პროქტები ტუ საქმე ეხება კონკრეტულ დაწესებულებას ,სადაც სასურველია ეკლესიის პატრონაჟი.
  5. liliko პირიქით........ესაა ფუნქციების გადანაწილება. ძალიან სწორი და ნორმალური სისტემაა.
  6. ომბუდსმენი თემაშია. ისაა წესებით ბოლო ინსტანცია. ამ დროს ადმინისტრაცია ზეწოლას არ მოახდენს .დაველოდოთ ჩოოხას.
  7. chegesto ტრუხაა კომუნიზმიც. ნიკუსასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად
  8. რომ შევიგინო დამადებთ ვორნს? კარგია , კარგი თქვენი კომუნისტი სული ვატირე .
  9. Siknadmo მიშა არა ,მაგრამ სისტემაა ასეთი სეტენვაზე და სოვეტურ დებილ მენტალიტეტზე გათვლილი.
  10. liliko სამწუხაროდ ეს მაშინებს ყველაზე მეტად . ვიცი რა ზოგადად ლიზუნთა ამბავი და მინახია რა ბრეჟნევის სტუმრობა საქართველოში.
  11. http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=1323 არაა ეს გასახარებელი ამბავი.ველოდები ექსპერტების აზრს.
  12. სააკაშვილმა საარჩევნო კანონი უკვე დაარღვია რა რეაქცია ექნებათ ოპოზიციას და არასამთავრობოებს და დადგება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გიორგი ფუტკარაძე (09.01.2010) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენა კანონდარღვევით ხდება. როგორც კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, საარჩევნო კოდექსში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც ძალაში 31 დეკემბერს შევიდა, საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის სამი კანდიდატურა და არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა უნდა წარედგინა, რაც არ მოხდა და კანონი დაირღვა. მისივე თქმით, ასეთი დარღვევა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი თავისუფლად შეიძლება გახდეს. შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით საბოლოო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ბათუმში 10 იანვარს გაიმართება, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება. ვახტანგ ხმალაძე: "საარჩევნო კოდექსში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც გამოქვეყნებულია 30 დეკემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეარჩიოს ცესკოს თავმჯდომარის სამი კანიდატურა და არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა უნდა წარუდგინოს ცესკოს. ეს არის გარდამავალ დებულებებში ჩაწერილი და გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეში. საუბარია ერთჯერად ნორმაზე, 129-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომელიც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენას. ეს ნიშნავს, რომ დღეს იყო ბოლო ვადა ამ კანდიდატურების წარდგენისა და ათი იანვრისათვის გადატანა არის ორგანული კანონის დარღვევა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, ამას არ ამართლებს და არ იძლევა კანონის დარღვევის უფლებას. იქ წერია წარდგენის ვადა არა უგვიანეს 8 იანვრისა, რომელიც საღამოს ექვს საათზე ამოიწურა. "რ": რას უკავშირებთ ამ ფაქტს, ეს უბრალოდ დაუდევრობაა თუ რაიმე სხვასთან გვაქვს საქმე? ვ.ხ. ეს გვიჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას კანონისადმი. ეს არა მარტო ამ შემთხვევით გამოვლინდა. ხელისუფლება კანონის დაცვას თავისთვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს, ესაა ელემენტარული უპატივისმცემლობა კანონისა. მინდა, გაგახსენოთ, რომ რეზინის ტყვიების და არალეტალური იარაღის გამოყენების შემთხვევაც, ესეც არ იყო კანონით ნებადართული და ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნები. "რ": ეს დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს კომისიის თავმჯდომარის ლეგიტიმურობას? ვ.ხ. თავმჯდომარე რომ უნდა აირჩეს, ეს აუცილებელია. პრეზიდენტმა დაარღვია წარდგენის ვადა, ამის გამოსწორება რით შეიძლება? - წარდგენა უნდა მოხდეს, თავმჯდომარე მაინც უნდა აირჩეს, მაგრამ რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს - რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ასეთი დარღვევა არის საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისა. კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციის დარღვევის ან სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა არის დანაშაული. ასეთი რამ სხვამ რომ გააკეთოს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამის საფუძველი შეიძლება იყოს დაუდევრობა, არაჯეროვნად გამოყენება და ა.შ. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს საფუძველია, თუმცა იქაც არსებობს გარკვეული წესი, პარლამენტის წევრთა 1/3 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს, მაგრამ ამ პარლამენტში მე გამორიცხულად მიმაჩნია პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, არა თუ ასეთ დარღვევაზე, არამედ გაცილებით უფრო სერიოზულ დანაშაულზეც. "რ": მხოლოდ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი თუ თუნდაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის? ვ.ხ. არა, კანონის მიხედვით თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენა არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მას ეკისრება. "რ": საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე ამ დარღვევის შემდეგ ლეგიტიმური იქნება? ვ.ხ. თუ შეიქმნა ყველა პროცედურის დაცვით, კომისია ლეგიტიმური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის კანიდატურები დაგვიანებით იქნება წარდგენილი, თუ სხვა დარღვევა არ მოხდა. "რ": ანუ აქ მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დარღვევა იკვეთება? ვ.ხ. დიახ. ორი დღის დაგვიანებით წარდგენით ერთი შეხედვით არაფერი იცვლება, მაგრამ აქ ჩანს კანონისადმი დამოკიდებულება. როდესაც აგდებული დამოკიდებულებაა კანონისადმი, შემდეგ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ვცადეთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირება, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. იგივე გაზეთის ინფო http://resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=834
  13. ლაშა ტუღუში-გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა კანონი დაარღვია. მან, იმის ნაცვლად, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცესკოსთვის წარედგინა ცესკოსთვის, ბათუმში მიიწვია არასამთავრობოები. ამით დაირღვა ორგანული კანონი იმ არჩევნებისა, რომელსაც ბევრი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტი დემოკრატიის ტესტად და რუბიკონად მიიჩნევს. მას, ორგანული კანონით, ვადა 8 იანვარს, 6 საათზე ამოეწურა. ამით საარჩევნო პროცესი დასაწყისშივე დისკრედიტირებული ხდება. კანონით განსაზღვრული ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების ვადები აშკარად დაირღვა. ჩვენთვის გაჩნდა კითხვები: როგორ მოიქცევიან პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ელიტები? ისინი ჩათვლიან, რომ კანონზე მაღლა დგას მათი პოლიტიკური ინტერესები თუ მათთვის ღირებულია თამაშის ის წესები, რომელსაც კანონი დაადგენს. ნათელია, რომ, თუ გვინდა, ეს არჩევნები ვაქციოთ რეალურად შემობრუნების წერტილად, თუ გვინდა, რომ რეალურად ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, თუ გვინდა, რომ, საზოგადოება დავაჯეროთ, რომ ჩვენ კანონებით უნდა ვიცხოვროთ, მაშინ უნდა დავიცვათ ეს კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა დარღვევას დიდი დარღვევა მოჰყვება და კვლავ მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ. ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მოსაძებნია სამართლებრივი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომელთაც კანონებით ცხოვრება სურთ, დაიჯერონ, რომ ჩვენ მართლა გვსურს სახელმწიფოს აშენება.
  14. ჰტექსესი გამორთული აქვთ ამიტომ
  15. რუსეთი ჩვენი თავის ტკივილია ,მაგრამ რეალობაა...
  16. ჭანო მაგრამ მსაჯსაც ხომ ასწავლიან რომ დაინახოს.
  17. FRIDRIX ეს კი ეს სულელეა.შემოუშვი რამდენიმე იმპერიის ინტერესი ერთად გვსწავლობს და ვაინტერესებვართ რა დოზითაც მას აინტერესებს
  18. dire პირველ რიგში განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თანამდროვე სტადარტების დამკვიდრებას, ყველა სფეროში თამამ ნაბიჯებს რათა გაძლირდეს ახალი რეალობა ძველმოჭმულის მაგივრად.გაბედულ ქმედებებს ზოგადად..... Siknadmo მონდომებაზე არაა .არამედ ტვით რუსეთის განწყობაზე ჩვენს მიმართ. საქართველომ უარი უნდა ტქვას ცივი ომის პლაცდარმობაზე და აირჩიოს საღი პოლიტიკის გზას რაც გულისხმობს პრინციპების არდათმობასაც და ორმხრივ კომპრომესებსაც თუნდაც მ,ტერთან. დრეს მიშა არის პარაჟენცი. ის მხოლოდ ტვითონ თმობს და გამოდის იმაზე მეტად ვეხუტებით რუსებს ვიდრე ადრე.
  19. თავიდანვე ვიტყვი- ნებისმიერი პრორუსული არჩევანი სასაცილოდაც არ მეჩვენება . არ მეშინია რუსეთის. მათი ადეპტების თუ აგენტების..... ესაა წარსულის ძალები და არ აქვთ შანსი რაიმეს მიაღწიონ თუ ქვეყანა სწორი გზით წავა დესოვეტიზაცისაკენ. :takodazeppe: მაგრამ მათი ეფემერული გაძლერება განაპირობა პრინციპულმა შეცდომებმა ,რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ..... მიუხედავად იმისა რომ ვარდების მოვლენების გმირების შესახებ არასოდეს მქონია დადებითი აზრი(არც მაშინ).... 2003-2004 წლებში ქვეყანა იქცა იმედისმომცემ ახალგაზრდა დემოკრატიად,რომელსაც შეეძლო პოზიტიური მუხტი შეეტანა როგორც რეგიონის განვითარებაში,აგრეთვე გარკვეული გავლენა მოეხდინა როგორც დადებით მაგალითს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში. რამდენიმე სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა-მილიციის რეფორმირება, კორუფციის დაძლევის მკაცრი ხაზი(შეცდომებით და იდიოტური გადაცთომებით...რომელიმაც საბოლოოდ რეკეტის სახე მიიღო..... თუმცა მაინც) მაგრამ ნელნელა ხელისუფლება დაკომლექსდა ,უუნარო გახდა ,ხოლო დღეს სახეზეა მისი სრული დეგრადაცია. დავემსგავსეთ ცივი ომის შემორჩენილ პლაცდარმს ,სადაც ქართველი ჩავესი ზის და არავის აინტერესებს ამ ქვეყნის მომავალი.მეზობელი მუდმივად ფეხს უგებს და ეს "დემოკრატია" უკვე სახიფათო ხდება,რადგანაც აქვს 2 გაგრძელების შესაძლო სცენარი: ა)დენთის კასრად ქცევა და იგივენაირი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება; ბ) მიტინგების, არჩევნების დისკრედიტაციის ფონზე ახალი ძალისმიერი ჩარევა ქვეყნის განვითარებაში,რომელმაც ადვაძე-ებრალიძეების რეაბილიტირება შეიძლება მოახდინოს , მაგრამ რეალურად ეს ორივე ბილიკი ერთი გზის შემადგენელი ნაწილია. არსებობს სხვა გზა და ესაა 2003-2004 წლის საქართველოსკენ მიბრუნება იმ შეცდომების გათვალისწინებით რაც იქნა დაშვებული აბსოლიტურად ყველა სფეროში. დესოვეტიზაცია,აგრესიული ლიბერალური რეფორმები, რაციონალური პოლიტიკა მტერთან და პრინციპულობა,საბჭოთა მეტასტაზების მიზანმიმართული ალაგმვა, ახალი პოლიტიკური ელიტის და მრავალპარტიულობის ფორმირება , სამოქალაქო სექტორის გაძლიერება ,ხელისუფლების შტოთა შორის ძალაუფლების გაწონასწორება- ესაა ერთადერთი სწორი გზა.... გვინდა შევქმნათ ნორმალური საქართველო? მხოლოდ აქეთკენ ღირს წასვლა. თუ არა დავადგებით პირველ გზას თავისი 2 ბილიკით. ანუ დღეს გასაკეთებელია პოლიტიკური არჩევანი "ჩავეს-ლუკაშენკოიზმსა" და დალაგებული ქვეყნის შენებას შორის.... სწორედ ამ მხრივ უნდა იქნეს პრაქტიკული პოლიტიკის ვექტორი მიმართული .სამწუხაროდ შედარებით პროგრესული ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერებში არიან უუნარობის ტყვეობაში,კონფორმიზმი მათ საბოლოოდ დაეუფლა ,არ სურთ სიმართლისტების არგუმენტების მოსმენა და საბოლოოდ სააკაშვილის რეჟიმის მძევლები არიან დღემდე, არსებობს პროგრესული ხალხი ოპოზიციაში.მათი სენი კი იმ ადამიანების გვერდით დგომაა ,ვინც 90-ნი წლების სიბინძურე დაატრიალა, ეკუთვნოდა კომუნისტურ ელიტას და მათთან ასოცირება სერიოზულ ზიანს აყენებს მათ პრესტიჟს. დროა შეიქმნას ძლიერი ოპოზიციური პოლუსი ზუსტად ამ ძალების მონაწილეობით.ხელისუფლების მხარდამჭერთა გონივრულმა ნაწილმა უნდა საბოლოოდ დათმოს მიშა(მას არარაფერი არ გამოასწორებს) , ეძებონ პარტნიორები ,ხოლო ოპოზიციის სიმართლისტურმა შტომ კი პრინციპული პოზიცია დაიკავოს ნებისმიერი რუსეთუმეობის წინააღმდეგ. ყველაზე სუსტები ყველგან ზომიერი ხალხია.დღეს ზუსტად აგრესიულობის დროა ,როგორც ხელისუფლების ,აგრეთვე რუსეთუმეების მიმართ. მესმის ამ თემის შემდეგ დამატყდება რისხვა სხდასხვაისტების რადიკალების მხრიდან,დამდებენ ბრალს ილუზიებში , ხელისუფლებასთან გარიგებაში ,მაგრამ მე ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ არცევანია მარტივი ან წარსულის აჩრდილები ან ახალი ქვეყნის აღმშენებლობისკენ სწრაფვა. აბა ჰე.... ველოდები თემის ქვეტექსტების გაშიფვრის ვერსიებს...
×
×
  • შექმენი...