კრიტიკოსთან პოლემიკის დროს იქ ეს პოსტი გამოვაცხე და მგონია საინტერესო თემას შევეხეთ. ამიტომაც აქაც დავწერ და ვისაუბროთ თუ ისურვებთ, გავშალოთ პრობლემის არსი.... ბოლშევიზმი ერთგვაროვანი მოვლენა არ ყოფილა.მან განვლო რამდენიმე სტადია 1)სისხლიანი აგრესიულობა; 2)ლენინიზმი ანუ მარქსის მისეული ინტერპრეტაციის რეალიზირება და წითელი იდეების დამკვიდრების ჟამი; 3)სტალინიზმი, როცა მოხდა წითელი იდეების შეჯერება ველიკორუსულ სულისკვეთებასთან და თან მოხერხდა "მცირე ერებისთვის" გარკვეული მეტი თავისუფლების "მიცემა" ვიდრე მათ ჰქონდათ. (ვიზეც ვერ მოხერხდა კი იცით მათი ბედი :friends:) 4) ჭეშმარიტი უძრაობის დრო -დოდო აბაშიძის პერსონის ზეობის ხანა სსრკში და ნგრევა.... აი შემდეგ კი ბოლშევიზმის რეციდივები ჩვენ გონებაში დამკვიდრდა. ის ფსიქოფენომად ტრანსფორმირდა.... მიშიზმი ამ გენეტიკის მატრებელია, ისე როგორც "ეროვნულ ძალებშიც" ზოგადად შორს არ იყო ეს ფაქტორი. მიშიზმი ესაა შევარდნაძიზმის ანუ ბოლშევიზმის ქართული ვარიაციის და ქართული ნარცისიზმის ერთობლივი პროდუქტი,თუმცა ეს არაა "ნეობოლშევიზმი" ეს შეიძლება გახდეს ტრამპლინი ასეთი ძალებისთვის,რადგანაც რეალტივისნაერი სახელმწიფო იდეოლოგია ზუსტად ერთი ნაბიჯია აქეთკენ. ასეთ დროს მე მართლა გულწრფელად ვთვლი- ქვეყანას ესაჭიროება მდგრადი "ლევაკური" ძალა, ისე როგორც საპირწონედ ლიბერალური ტენდენციების გაძლიერება........და სხვა ძალებიც კიდევ თავიანთი სოციალური ბაზისით..... პოლიტიკაში რამდენიმე პოლუსის არსებობა მოკლავს ბოლშევიზმს ჩვენ ჭკუაში. ასე რომ კი ვიხუმრე "იქ" ,მაგრამ არც მთლად .....მიშიზმი ბოლშევიზმისგან მთლად შორს არაა, მის სისხლშია.