-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ედპ-ს ტვ-ონლაინ კონფერენცია, პლანეტას მონაწილეობით!
lasha_alo replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
http://i066.radikal.ru/1003/62/8c9b22400721.jpg პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არჩევის ფორმა: მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკი: ეროვნულ–დემოკრატიული პარტია საარჩევნო უბანი: ს/ო #8 თბილისი, დიდუბე საქმიანობა პარლამენტში: ფრაქცია "ძლიერი საქართველო"-ს წევრი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია პირადი ინფორმაცია დაბადების თარიღი: 2 იანვარი 1962 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე და ორი შვილი განათლება: განათლება: უმაღლესი სასწავლებელი: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: მატერიალურ–ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა კვალიფიკაცია: ეკონომისტი საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტი ოთახი: N612 ტელ: (995 32) 28-15-87 შრომითი საქმიანობა: 1978/11 – 1979/08 – თბომეურნეობის სამმართველოს საექსპლოატაციო–სარემონტო კანტორის N25 თბოსადგური, მემანქანე. 1979/08 – 1984/10 – თსუ, სტუდენტი. 1985/11 – 1985/02 – თბილისის ქარხანა "ელექტროშედუღება", მომარაგების განყოფილების საქონელმცოდნე. 1987/03 – 1987/03 – თბილისის ქარხანა "ელექტროძრავა", საქონელმცოდნე. 1987/03 – 1991/01 – სატყეო მრეწველობის სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო–საკონსტრუქტორო ინსტიტუტი "მერქანი", ეკონომისტი. 1991/01 – 1992/10 – ს/გ "ორიონი", უფროსი ეკონომისტი. 1992/11 – 1995/11 – საქართველოს პარლამენტის წევრი. 1995/11 – 1999/11 – საქართველოს პარლამენტის წევრი. 2000/01 – 2000/07 – საქართველოს კონტროლის პალატა, ბიუჯეტისა და პრივატიზაციის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი. 2000/07 – 2001/10 – საქართველოს კონტროლის პალატა, საინფორმაციო–ანალიტიკური სამმართველოს უფროსი. 2001/10 – 2004/05 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის აპარატის უფროსი. 2005/03 – 2007/05 – შპს "მედი ქლაბ ჯეორჯია" , კანონმდებლობასთან შესაბამისობის მენეჯერი. 2008/11 – – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი. -
გილოცავთ პლანეტის ქალებო 8 მარტს!
-
ედპ-ს ტვ-ონლაინ კონფერენცია, პლანეტას მონაწილეობით!
lasha_alo replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
pe@lica კი! -
ედპ-ს ტვ-ონლაინ კონფერენცია, პლანეტას მონაწილეობით!
lasha_alo replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ბაჩუკი ქარდავა (დ. 29 დეკემბერი, 1969) - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. დამთავრებული აქვს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 1988 - ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 - წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 - სანქტ-პეტერბურგის ოლქის პროკურატურაში პროკურორის თანაშემწე. 1991 - ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 - ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993 - ევროპის ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი. 1993-1994 - საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1996 წლიდან ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი. 1996 - ედპ-ის გაზეთის "ქართული ქრონიკის" რედაქტორი. 1999 - ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი. 2002 - ედპ-ის გენერალური მდივანი, მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. ასეთი სახის კონფერენცია უპრეცედენტოა საქართველოში. -
ეს თუ მოხდა ........მაშინ....
-
კი გვინდა ნამდვილად კარგი საქმეების კეთება
-
-
ჯერ იქნება არაფორმალური სახით ,შემდეგ ვნახოთ
-
უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამაში გეთანხმები .საზაგლობაზე მეტიცაა .თუმცა ბუშის ქუჩა და ვარდების მოედანი მოსაცილებელია . ესაა ნაციონალური სირცხვილი. -
შეგროვდით ისა და 5/5ზე ვერა?
-
რა რეაქცია გიჩნდებათ ქართულად მოლაპარაკე ზანგის დანახვისას?
-
წარმოდგენდნენ და ასეთი ხალხია მნნიშვნელოვანწილად ნაცელიტაში. ხელისუფლება? არა სატურნჯან ლარსზე მოლაპარაკებას არ აწარმოებდნენ, სიმსიმ თქვეს და გაიხსნა.
-
წარმოდგენა საჭირო არაა. ლარსი +ქნარიკა + ნოღ= მძიმე სურათი, რომელიც მოდის ზუსტად ნაცელიტის გამო.
-
ასე შეიძლება უფრო საბჭოელ გურჯს ეომა ვიდრე დღევანდელს...
-
ოპოზიციონერები მტერტან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. ეს უკვე რენეგატობაა . და პაშლა ანა ....
-
http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/pozicia/bejuashvili.jpg http://www.ambebi.ge/ekonomika/17540-nakhe...onad-iyida.html ნახევარ მილიარდად შეფასებული "თბილსრესი" დავით ბეჟუაშვილმა შვიდ მილიონად იყიდა 1990-იან წლებში, როცა საქართველო წყვდიადში იყო ჩაძირული, "თბილსრესზე", ქვეყნის მთავარ ელექტრომომმარაგებელსა და მის მეცხრე ენერგობლოკზე ლეგენდები დადიოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გამოსწორდა, მაგრამ 2005 წლიდან ხელისუფლებამ "თბილსრესი", ასე ვთქვათ, გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანა. არადა, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურის ენერგობლოკებს გამართულად რომ ემუშავათ, სახელმწიფო გაყიდული ენერგიით ასეულ მილიონობით ლარს მიიღებდა. სავარაუდოდ, 2005 წელს ხელისუფლებამ უკვე იცოდა, რას აკეთებდა და შედეგი ახლა მიიღო. - "თბილსრესს" მხოლოდ სახელმწიფოს დავალიანება 200 მილიონი ლარი აქვს, 60 მილიონი სხვა კრედიტორებისა მართებს, არის სახელფასო და სხვა დავალიანებებიც და, საერთო ჯამში, "თბილსრესის" ვალი 309 მილიონია. გაკოტრების რეჟიმი მარტამდე უნდა დასრულდეს და ელექტროსადგური გაიყიდოს, - განაცხადა "თბილსრესის" გაკოტრების რეჟიმის მმართველმა დავით ჩაჩხიანმა შარშან. პირველი აუქციონი 2009 წლის 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ "თბილსრესის" ყიდვა არავინ მოისურვა, აუქციონი არ შედგა. "თბილსრესი" 321.753.828 ლარად შეფასდა, ამას დაუმატეთ ვალებში გადასახდელი 309 მილიონი ლარი და საბოლოოდ 630 მილიონ ლარზე მეტს მივიღებთ. წესითა და რიგით, მეორე აუქციონი 6 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ, განცხადების არარსებობის გამო ისევ გადაიდო. ყველაფერი კი გასულ კვირას დასრულდა - "თბილსრესი" აუქციონზე მაინც გაიყიდა და ახალმა მფლობელმა მასში... 7.350.000 დოლარი გადაიხადა(?!) - "თბილსრესი" გაიყიდა და მისი მფლობელი დავით ბეჟუაშვილის მიერ დაარსებული ფირმის შვილობილი კომპანია გახდა, - ამ ერთი წინადადებით ამოწურა "ბიზნესკურიერში" აკაკი გოგიჩაიშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად შეფასებული ობიექტის გაყიდვა, ობიექტისა, რომლის ქონება თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში, გარდაბანსა და გარდაბნის რაიონის ორ სოფელში - ქესალოსა და კალინინოშია განლაგებული. "თბილსრესის" მხოლოდ კოჯორში არსებული ქონება 50 მილიონ ლარზე მეტად არის შეფასებული, მაგრამ ეს ახლა არავის ახსოვს. სამაგიეროდ, ჩვენ გვახსოვს, რომ... შარშან გაკოტრების რეჟიმში მყოფი თბოელექტროსადგურის ადმინისტრაციის შენობა გაარემონტეს, რისთვისაც სახელმწიფომ ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა რემონტს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია - სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააპატიმრეს, აქაოდა, სახელმწიფოს ფული მოიპარეთ და გამოყოფილი ოთხი მილიონი სრულად არ აითვისეთო. არადა, თუ "თბილსრესი" გაკოტრების რეჟიმში იყო, რატომ დაიხარჯა მხოლოდ ადმინისტრაციის შენობის გასარემონტებლად ოთხი მილიონი? არც იმით დაინტერესებულა ვინმე, რატომ გაარემონტეს რამდენჯერმე ბლოკები, რომლებიც არ აუმუშავებიათ და დღემდე არ ამუშავებენ. ან რატომ ამჯობინეს გერმანულ ფირმას უკრაინული, მაშინ, როცა გერმანელები უკრაინელებზე გაცილებით ნაკლებს მოითხოვდნენ, არც თავიანთი მუშების ჩამოყვანას აპირებდნენ და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების პირობას იძლეოდნენ, უკრაინელები კი ლამის ოჯახებით დასახლდნენ გარდაბანში და ადგილობრივებს წილად მხოლოდ ჯართის გამტანის ფუნქცია და მინიმალური ხელფასი ხვდათ. "თბილსრესში" დასაქმებულ გარდაბნელებს ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ და მათ ხშირად უმეორებდნენ, ხელფასს "თბილსრესის" გაყიდვის შემდეგ მიიღებთო... ენერგოსაწარმოს ახალ მფლობელს ყველა იმედით შეხვდა და ამ იმედმა "გაამართლა" - 24 თებერვალს "თბილსრესის" თანამშრომლები შეკრიბეს და განუცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან თავისუფალი არიან გაურკვეველი ვადით, ხოლო ხელფასს, რომელსაც ასე ელოდნენ, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ, რადგან ახალმა მფლობელმა თბოელექტროსადგური ვალების გარეშე იყიდა. "თბილსრესის" უკმაყოფილო თანამშრომლები გაფიცვასა და გზის გადაკეტვასაც გეგმავდნენ, რასაც მოჰყვა ის, რომ ფინანსებზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი დააკავეს, ახლა ორი თვის ხელფასს სწორედ მას ედავებიან. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - "თბილსრესი" კი გაიყიდა, მაგრამ მეცხრე და მეათე ბლოკების მფლობელი ოფიციალურად რუსული "რაოეესია"... დღეს გასაშვებად გამზადებულია "თბილსრესის" მესამე და მეოთხე ბლოკები, რომლებსაც, საერთო ჯამში, 290 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ თუ ოთხ მილიონად გარემონტებულ შენობას არ ჩავთვლით, "თბილსრესის" ტერიტორია ცარიელია. ამ საკითხზე კომენტარისათვის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორს, ნათია თურნავას მივმართეთ: - ჩვენმა კომპანიამ "თბილსრესი" შეიძინა აუქციონზე, რომელიც, 23 თებერვალს გაიმართა და ამ დღის შემდეგ "თბილსრესი" ჩვენს განკარგულებაშია. - რა თანხა დაგიჯდათ მისი შეძენა? - 7 მილიონი დოლარი. - "თბილსრესი", თავდაპირველად, 321 მლნ ლარად იყო შეფასებული, ვალიც დიდი ჰქონდა - 309 მილიონი, შვიდ მილიონად როგორ შეიძინეთ? - "თბილსრესი" გაკოტრების რეჟიმში გაიყიდა. გარდა იმისა, რომ ჩვენმა კომპანია გიეც-მა ამ საწარმოში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა, პარალელურად, დაგვეკისრა ვალდებულება, რომ სამ წელიწადში "თბილსრესის" გვერდით ავაშენოთ ახალი თბოსადგური, რომელიც ნახშირზე იმუშავებს. ამ და სხვა საქმეებზე ჩვენმა კომპანიამ 200 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს. - დავალიანებას ვინ აანაზღაურებს? - ვალები ანაზღაურდება ეტაპობრივად, გაკოტრების მმართველის ზედამხედველობით, რომელიც სახელმწიფომ დანიშნა. - რატომ დაითხოვეთ "თბილსრერის" ყველა თანამშრომელი? - იმიტომ, რომ ჩვენ სუფთა ქონება შევიძინეთ. ცოტა ხანში, როდესაც ჩამოვყალიბდებით, თანამშრომლების დიდ ნაწილს კვლავ დავაბრუნებთ. - "თბილსრესის" თანამშრომლებს ორი თვის ხელფასიც არ აუნაზღაურეს. თუ მისცემთ კუთვნილ ხელფასებს და როდის? - მათ აუცილებლად მივცემთ კუთვნილ ხელფასებს, ოღონდ ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. - გაკოტრების რეჟიმში მყოფი "თბილსრესის" ადმინისტრაციის შენობის გასარემონტებლად 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუ საწარმო გაკოტრებული იყო, შენობა რატომ გაარემონტეს? - არ ვიცი, ამ საქმის კურსში არ ვარ. ჩვენ რაც მოგვყიდეს, ის შევიძინეთ.
-
:) მაშინ თავისუფლებაზე მაინც ვოცნებობდით , ამერიკის ხმას ჩუმად ვუსმენდით და ჰოთდოგის გემოს გასინჯვა მაცთუნებლად გვენატრებოდა. დღეს? ჩვენი ნებით ოკუპანტს ტანგოს ვეცეკვებით გვკიდია ყველაფერი და ვიზა გვინდა რომ, გავიქცეეთ და ერთი პარაზიტი შევძინოთ ცივილურ სამყაროს. before - მდუმარედ აგებდნენ ასფალტს , აშენებდნენ შენობებს , მეტროსადგურები სოკოებივით ჩნდებოდა after პატარა ასფალტს დააგებენ .დესერტად გიიიიიგი. ერთი აგური ვიღაცამ ცემენტში აბანავა .....იქვე დგას გიიიიგი. before აბონ ციციაშვილს სერიოზულად არც არავინ უსმენდა , უცხოური რადიო იყო მთავარი ინფორმაციის წყარო და სიმართლის ხმა გვენატრებოდა....... after რეალტივიში ახალი დროების აბონები გვაბოლებენ, ვიცით ტყუილია ,მაგრამ გვკიდია და გეკითხებით დღევანდელი დღე რატომ უნდა მიჯობდეს გუშინდელს. რატომ არ უნდა მენატრებოდეს რუსი ნატაშა მაშინ როცა ამერიკელი ქეთრინს ბოქლომი ადევს რითი ჯობია მისა სააკავილი კონსტანტინე ჩერნენკოს? ნაცელიტა პარტელიტას ? ნაცბომონდი ჩასარეცხ ინტილიგენციას ? ცისფრები წითლებს ? ბუშის ქუჩა ბრეჟნევის გამზირს. ისადა თქვენი აზრით?! აი ჩემი აზრი: და აქ კიდევ http://science.compulenta.ru/upload/iblock/353/parietal.jpg დიდი ცვლილლებებია საჭირო
-
უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალიევი დამპყრობელი ნამდვილად არ ყოფილა . რა დაგიშავათ ? -
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიზე უნალექო ამინდი იქნება და მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. ამის შესახებ ამინდის ბიუროს პროგნოზირების ხელმძრვანელმა სვეტა ნიორაძემ “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. “დღეს დილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. დილიდან უკვე უნალექო ამინდს და ტემპერატურის მატებას უნდა ველოდოთ”, _ განაცხადა სვეტა ნიორაძემ. ნიორაძის განცხადებით, დილით მცირე ნალექი იქნება რეგიონებში, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა რეგიონებშიც იმატებს. http://epn.ge/?p=2177
-
საქართველოს ინტერესებშია საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და კატაკლიზმების თავიდან არიდება. იმის მიხედვითაა სამოქმედო რა უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ცივილურ სამყაროსთან. რუსეთის გემს ნავად ვერ ჩამოვეკიდებით. ეს პოლიტიკა საერთოდ კრახისკენ მიგვიყვანს. არც ეს ვულგარული მიშმალიაველიზმია გამოსავალი. აქცენტი უნდა გაკეთდეს შიდაეკონომიკური მდგრადობის ხარისხის ამაღლებაზე. შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული ზომები. თუ ამას ვეძახით "პროქართულს" კი ბატონო, მაგრამ თუ გვინდა ამერიკოფობია ჩაენაცვლოს პროატლანტურ კურსს, შეგახსებნებთ სხვა ქვეყანამ დაგვიპყრო. პრო წინსართი კი არის დასავიწყებელი
-
სკაიპში ჭანო შენ ხარ გაბრაზებული და ცოტა ხანი არ გიპასუხებ . ნუ იბუტები ხოლმე პერიოდულად ვააააჰ
-
ეს რა უბედურებაა ? პრო პოლიტიკები რომ მიქარვაა მესმის, მაგრამ პროქართული ჩტო ეტა ტაკოე ?