ყველამ ძალიან,ძალიან კარგად იცოდა რომ ალასანია გამსვლელი კანდიდატი იყო. ყველა ფარისევლობდა და ფარისევლობს ერთიანობაზე..... გუბაზის პარტია 1 წელია არსებობს . ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისათვის? სადაა სულკურთხეული დაუმორჩილებლობა რეგიონებში ?! უბრალოდ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ სხვა პარტიის ლიდერისათვის პარტიული ინტერესების ზევით, ვერ შეძლეს თავის თავზე მაღლა დამდგარიყვნენ.დემაგოგიაა დანარჩენი....თავის მართლება გუბაზურ ლექსიკაში...."კაცურ" "ღირსეულ " ლამის თამადურ ლაყბობაში შეხვეული გაუბედაობა და ვითომ პოლიტიკური პრაგმატიზმი. ქდმზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათი ამოცანა ნაციონალების ყულაბაში ოპოხმების მიტანაა. ამჯერად მეურნე ჭანტურია და გრიგოლია სურთ გახადონ გამსვლელი პაიკი.ამ პარტიისათვის მიცემული ხმა გულისხმობს ნაცებისათვის ზედმეტ პროცენტებს ა.გ კი ბანალურად ###########..... ეროვნული საბჭო პარაზიტების ხროვაა. ეს ძალა არის ბალასტი ,ჩასარეცხები. პირადად მე არ ვცემ მიზერულ დონეზეც კი პატივს ამ ტიპებს და მათ დაძახილზე მიტინგზე არასოდეს მივალ, თუ ადამიანის უფლებები არ ირღევა ან მართლა ზეგანსაკუთრებული აუცილებლობა არაა........ გაჩეჩილაძე და მისი დაცული საქართველო ვატირე მე ბოლო წუთამდე უშნოდ დაყვანცალობდა . ჰოდა შენც ფარისეველი ხარ ლევან... არც ალიანსი მომწონს. არამდგრადობა გამოიჩინეს, საარჩევნო კამპანია ვერ ააწყვეს და გამსვლელ კანდიდატს ბექგრაუნდი ვერ შეუქმნეს. მოკლედ ვიტყვი- ძალიან , ძალიან მძიმე სურათია პოლიტიკურ ისტიბლიშმენტში .ამიტომ არ მიკვირს კომუნისტების(ნაც მოძრაობის...რამ გაყო) რეიტინგის ზრდა. რაა საჭირო? მაინც ოპტიმიზმი. ალასანია ბოლომდე უნდა იმუშავოს . დაარწმუნოს ამომრჩეველი, მაგრამ თუ მომავალში გამარჯვება უნდა....უნდა აქცენტი ძლიერი, მობილური, ეფექტური პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე გაკეთდეს დისციპლინით და ნაკლები ფარისევლობით. ალიანსი უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ გუნდურ მუშაობას, ზოგიერთ პოლიტიკოსს მიკროფონის დანახვაზე კრუნჩხვები ემართება და რას ბოდიალობენ არავინ იცის....ჯობია მაისის შემდეგ გაიყარნონ...შედეგის მიუხედავად. ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნება არჩევნების შემდეგ რეაქციული მიშიზმი და ნოღა ბრძენის საბჭო შეეცდებიან მათ შორის მოხდეს პოლიტიკური გარჩევები. ქდმ საღათას ძილს მიეცემა შემდეგ არჩევნებამდე და დაკმაყოფილდებიან არსებული პოლიტ გარიგებებით...ეროვნული ფორუმი" კაცურ" ფარისევლობას განაგრძობს . მოკლედ...... მაინც ოპტიმიზმი...რადგანაც მე პირადად ამ ქვეყანას მიშას კოოპერატივად ყოფნა სირცხვილად მიმაჩნია, ისე როგორც რუსული საფრთხე დღითიდღე უფრო რეალური......და ზოგმა მიშას გამო ლამის მტერს დაუდგას ძეგლი. დროა, დროა საღი ძალები გაერთიანდნენ ან თუ ვერ მოხერხდება ...დროა დაიწყოს ძლიერი პარტიების ფორმირება