-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
აპატიე მეტს არ იზავს
-
ბოტის მადლი შეგვეწიოს ამ თემაში მგონი გარკვეული ქრონიკა კი შეგვიქმნა პატივცემულმა planetanews მა
-
გილოცავთ
-
http://itv.ge/gallery/index.php?vid=361 მათი ტოკშოუ
-
პერიოდულად შევუერთებ ხოლმე მათი ტელევიზიით მომზადებულ საინფორმაციო თუ სხვა სახის გადაცემებს.
-
მე არა. ბოლოსთვის დადებენ ....
-
რატომღაც ეჭვები მღრნის რომ რაღაც ცირკი გველის წინ ან მთავარი კონკურენტების პირად ცხოვრებაზე ან საქმიან ურთიერთობაზე .რატომღაც მგონია ასეთი რამ აუცილებლად მოხდება.მე მინდა რომ ასე იყოს. ოპოზიციას ესაჭიროება რეიტინგი
-
დღეს საქართველოს მთავრობამ მორიგი გასვლითი სხდომა სამეგრელოში გამართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მთავრობის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში განსახორციელებელ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია მინისტრთა კაბინეტის გასვლით სხდომას. სამართლდამცავებმა, რომლებიც გამგეობის შენობას იცავდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის Presa.ge–ს კორესპონდენტს, ნანა ფაჟავას. პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გამგეობის შენობასთან მისულ ჟურნალისტებს: სოსო ხოფერიას (რადიო „მწვანე ტალღა), პაატა ლაგვილავას (გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“), გერონტი ყალიჩავას (რადიო „თავისუფლება“), სოფო ხუბულავას (გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა“) და მე შეხვედრის გაშუქების საშუალება არ მოგვცეს. 15–წუთიანი მთავრობის სხდომის გასაშუქებლად დარბაზში მხოლოდ ცენტრალური ტელევიზიების კორესპონდენტები შეუშვეს... ნანა ფაჟავა, ჟურნალისტი: “დაანონსებული სამთავრობო გასვლითი სხდომის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მე და ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ზუგდიდის გამგეობის შენობაში დღის 2 საათისთვის შევედით. შესასვლელში რეგიონული გაზეთების – „თავისუფალი სიტყვისა“ და „სამეგრელოს ქრონიკის“ – ჟურნალისტები: სოფო ხუბულავა და პაატა ლაგვილავა შევნიშნეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ე. წ. სამივე ნაციონალური არხის ჟურნალისტები და ოპერატორები სამთავრობო სხდომას უკვე ესწრებოდნენ, მათი სხდომაზე დაშვების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ამ დროს მომიახლოვდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რუსლან შამახია და მისი მოადგილე, ლევან ქირია, რომლებმაც შენობის დატოვება მომთხოვეს. ამავე წუთში მოგვიახლოვდა სამთავრობო დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც განგვიმარტა, რომ 2 წუთში პასუხს ჩვენი დაშვების თაობაზე პრესსამსახურისგან პირადად მივიღებდით. თუმცა არც ამის საშუალება მოგვცეს, რომ პასუხს დავლოდებოდით და ოთხივე ჟურნალისტს კარებისკენ მიგვითითეს, პასუხს ქუჩაში დაელოდეთო. მე ვუხსნიდი, რომ მათ არ ჰქონდათ ჩვენი გაძევების უფლება, მითუმეტეს, როცა სხვა ჟურნალისტები უკვე სხდომაზე იყვნენ. მას შემდეგ, რაც პოლიციის უკანონო მოთხოვნა არ შევასრულეთ, შამახიამ და ქირიამ ჩემი ძალის გამოყენებით გაძევება რამდენჯერმე სცადეს. ცხადია, ისინი ვიდეო-კამერას უფრთხოდნენ, რომელიც მხოლოდ მე მეჭირა. ზუსტად ორ წუთში გამოჩნდა პრემიერ გილაურის პრესსპიკერი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ „სააგენტოების სხდომაზე ყოფნის პრეცედენტი ჯერ არ დაშვებულაო.“ სააგენტოს კი არც ერთი ჩვენგანი არ წარმოადგენდა. რადგან მე ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ვთანამშრომლობდი, კადრების გადაღების უფლება ვითხოვე. მჭელიშვილმა თქვა, გავარკვევო, მაგრამ სწორედ ამ დროს, მის თვალწინ, შამახიამ და ქირიამ ჩამავლეს მკლავებში ხელი და ძალის გამოყენებით გამაძევეს. უკან დანარჩენი ჟურნალისტებიც გამომაყოლეს. შენობის გარეთ გამოვიდა მჭედლიშვილიც, რომელმაც პოლიციის საქციელი ხმამაღლა გააპროტესტა, ჟურნალისტებს როგორ ექცევით, როგორ ეჭიდავებითო. სამწუხაროდ, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სამიოდე წუთში ნანახი ურცხვად უარყო. სამთავრობო სხდომის დასრულების შემდეგაც არ მოგვეცა ინფორმაციის მიღების საშუალება. გამგეობის შენობა მთავრობის წევრებმა კორდონის გავლით დატოვეს... ზემოთ ხსენებული ინციდენტის ამსახველი სრული აუდიოჩანაწერიც მაქვს.“ პაატა ლაგვილავა, ჟურნალისტი: „გამგეობაში მთავრობის გასვლითი სხდომის გასაშუქებლად მივედით. გვითხრეს, რომ არ შეგვიშვებდნენ. შემდეგ პრემიერის პრესსამსახურის უფროსი ჩამოვიდა და თქვა, რომ პრესა და სააგენტოები სხდომაზე არ დაიშვებოდნენ. ის დაგვპირდა, რომ მინისტრების ჩაწერის საშუალება სხდომის დასრულების შემდეგ მოგვეცემოდა. მოგვიანებით გამგეობის ფოიედანაც კი გაგვაძევეს. ჩვენ, ჟურნალისტები, კანონს არ ვარღვევდით, თუმცა პოლიციამ ძალის გამოყენებით გარეთ გაგვყარა. presa.ge-ს ჟურნალისტი, ნანა ფაჟავა, ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, რუსლან შამახიამ და მისმა მოადგილემ ძალის გამოყენებით გარეთ გაიყვანეს. ნება არ დაგვრთეს თუნდაც გამგეობის შენობის წინ გავჩერებულიყავით და სხდომიდან გამოსული მინისტრები ჩაგვეწრა. ჟურნალისტების დევნას პირადად სამხარეო პოლიციეს უფროსი, თენგიზ გუნავა და ზუგდიდის პოლიციეს უფროსი, რუსლან შამახია, ხელმძღვანელობდნენ. გვაინტერესებდა, თუ რომელი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოქმედებდა პოლიცია, როცა ჟურნაილისტებს ფოიეში შესვლის ან გამგეობის შენობის წინ დგომას გვიკრძალავდა. ამ კითხვაზე სამართალდამცავებმა არ გვიპასუხეს“. http://7days.ge/index2.php?newsid=1562
-
ის კაცი ალასანიას გუნდის ფორმირების ინიციატორი და უმნიშვნელოვანესი დიპლომატი იყო. ღმერთმა ასეთი ქართველები გვიმრავლოს და მისი სიკვდილი საეჭვოდ მეჩვენება.
-
http://planeta.ge/index.php?showtopic=2561...t=0#entry271944 murtazis barderi dauxures bichoooo . gasxmebi arao bozebma, mxolod shesxmebio
-
დაახასიატეთ ორიოდე სიტყვით. ვინ იყო ეს ტიპი. რა უფლებით ქონდა ბორდერი და ვინ მფარველობდა? ხომ არა გაქვთ სურათები ესაა? http://www.seo-32.ru/wp-content/uploads/2009/08/Бомж.jpg
-
ვინმეს ანეკდოტი მოგიგონიათ? გაგვიზიარეთ აპა?
-
შენი საქმე შენ იცი . მთლად არ წაშალო და იქნებ რა ხდება
-
არააქტიურობის გამო იქნა ლიკვიდირებული.შეუერთდა ინტერნეტ სამყაროს
-
გაუქმდა ვიკიპედიის განყოფილება. ამის აპინვა მგონი სასურველია.
-
T_A_T მთლად მიშას მეთოდები არააა . წყარო ბურჟუაზიული დასავლეთია
-
არ ვარ პაციფისტი და ჯარს წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ ამის აღლუმის მაგივრად საარჩევნო კლიმატის "აღლუმი" უნდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფო მართლა შედგა და შეგვიძლია ცივილური ცხოვრება.აი ყველა პარტია რუსეთუიმეების გარდა შემდეგ უნდა მისულიყო აღლუმზზე. დღეს კი ცოტა სხვა ცირკია ეს....საწყეენია რომ მართლა გასუდასტვენიკობა კიდიათ რა.... ასე რომ მე პას ....არ მივალ.საფლავზე ავალ....და ბიჭებს პატივს ვცემ . ეს სხვა თემაა.
-
კამათი ლადო სადღობელაშვილის შესახებ
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ იციან რაა გრანტი? -
გია ნოდიას წერილი 30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და ამ დროს დისკუსიების მთავარ თემად საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი იქცა და ამას ნამდვილად აქვს გარკვეული ლოგიკა. აღარავინ იწუხებს თავს შეკითხვით, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან ცხადია რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და მისი გამარჯვება საზოგადოების რეალური განწყობის ამსახველი გახდება. საინტერესო კითხვა ერთია – მოხდება თუ არა არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სახის არეულობა – დიდი ან მცირე მასშტაბის. სხვა რომ არაფერი, ზოგიერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა ფიგურამ (ძირითადად იმ ბანაკიდან, ვინც სულ უფრო რეგულარულად დადის მოსკოვში და ვინც ე.წ. ”ეროვნულ საბჭოშია” გაერთიანებული) პირობა დადო, რომ ”(ახალ) ბიშკეკს გამართავს”, რაც იმას გულისხმობს რომ გაიმეორებენ ისეთ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მსგავსიც გასულ თვეს ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობით დასრულდა. როგორ მოახერხებენ ისინი ამას? ელექტორატის დიდი მასის დარწმუნება იმაში რომ არჩევნები გაყალბდება ძალიან რთულია. მთავრობის წაქეზება ისე, რომ მათ რაიმე სისულელე გააკეთონ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლებამ წარსული შეცდომებისგან მართლა მიიღო გამოცდილება. მაგალითად ის რომ 6 მაისი წმინდა გიორგის ხსენების დღე რომელსაც საქართველოში ეთაყვანებიან, პოლიციის დღედ გამოაცხადეს და გრანდიოზული აღლუმი ჩაატარეს, უკვე მცირე მასშტაბის სისულელე იყო. რადიკალებმა საპროტესტოდ თავისი მხარდამჭერების მობილიზება სცადეს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ პატარა შეტაკებებისა და ქვების სროლის პროვოცირება მოახერხეს, ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვიდა. ერთ-ერთმა რადიკალურმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ ხმამაღლა განაცხადა რომ ”თბილისელებმა ჩაისვარეს” და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა. ეკლესიისკენ შემობრუნება როდესაც პოლიტიკა რელიგიას გადაკვეთს, ხალხის ემოციების მობილიზების შანსი უფრო დიდია. ბევრ ქვეყანაში, რომელსაც მოდერნიზაციის სწრაფი ტემპები აქვს და ამას დასავლური კულტურის ინტერვენციაც ემატება, მსგავს პროცესებს ტრადიციების დაცვისა და განსაკუთრებით რელიგიური ტრადიციების დაცვის სახელით უკურეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსები ყველგან ცდილობენ ეს მისწრაფებები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, საქართველოში ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სააკაშვილის რეჟიმი ამ კონტექსტში თავის მოწყვლადობას გრძნობს და ყველა ძალას მიმართავს, რათა ეკლესიისადმი რომელსაც გულუხვად აფინანსებენ, თავისი ლოიალობა დაადასტუროს. გარდა ამისა, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ისეთი ჯგუფების ექსტრემისტულ ქმედებებზე, რომელთაც ეკლესიასთან კავშირები აქვთ. ასეთია მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ორჯერ გაექცა პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც ჰელოუინის აღნიშვნის მოსურნე ახალგაზრდები სასტიკად დაარბია. ჰელოუინს მმკ სატანისტურ რიტუალად მიიჩნევს. შედეგად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემიზმი გაძლიერდა. ამის გამო ლიბერალები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ მთავრობამ ცივად განსაჯა – ლიბერალებს წასასვლელი არსად აქვთ, ხოლო ეკლესიასთან უსიამოვნებები სახიფათოა. ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა საქმოსანმა მალხაზ გულაშვილმა (ეს ის კაცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე შეხვდა) ამ ტენდენციის მეშვეობით პოლიტიკური კაპიტალის მოხვეჭა გადაწყვიტა. ორი თვის წინ მან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა დააფუძნა. მასში რამდენიმე ცნობილი ადამიანი შედის (სააკაშვილისადმი განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი), მაგრამ მისი წევრების უმეტესობა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები არიან. კავშირის პირველი აქციის საბაბად მანამდე უცნობი ახალგაზრდა მწერლის, ერეკლე დეისაძის წიგნი ”საიდუმლო სირობა” იქცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა, ეს უნივერსიტეტი კი პრო-დასავლური, პრო-სამთავრობო ლიბერალების ბუდედ ითვლება. პირველად გულაშვილის კავშირმა უნივერსიტეტის მთავარ შენობასთან გამართა პროტესტი და რექტორის გადადგომა მოითხოვა. მათ კამპუსში ასევე ითხოვეს მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნაც. ტაქტიკური შეცდომა საპროტესტო გამოსვლამ პრატქიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა – სხვა თუ არაფერი ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მუდმივად აწყობს, მაგრამ მოვლენებმა დრამატული სახე მეორე დღეს, 6 მაისს მიიღო, როდესაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პატარა ჯგუფი ბანერებით ხელში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდა. გულაშვილის აქტივისტები ”ლიბერასტებს” (ასე უწოდებს ოპონენტებს გულაშვილი) თავს დაესხნენ. პოლიცია პროცესებს თვალს ადევნებდა, მაგრამ არ ერეოდა. 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიამ” ორივე მხარე პირდაპირ ეთერში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გულაშვილის ბანაკმა დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ძალით შეიჭრა სტუდიაში და ჟურნალისტებს სცემა, მათ შორის ტლეკომპანიის მთავარ წამყვანს დავით აქუბარდიასაც. თავის დაუსჯელობაში დარწმუნებულები, ისინი არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც დაუპირისპირდნენ, არადა „კავკასიაც“ და აქუბრადიაც ოპოზიციის რუპორები არიან. 8 აქტივისტი დააპატიმრეს, ერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. დანარჩენი 7 სასამართლო პროცესს ელოდება. არც ერთ ასე თუ ისე მნიშვნელოვან პოლიტიკოსს მათი გათავისუფლების მოთხოვნით არ უშუამდგომლია. რაც შეეხება გულაშვილს – მან ჯერ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა რომ მის ვაჟს გაუპატიურებით დაემუქრნენ და მერე ცხინვალში გაიქცა, თუმცა დაპატიმრებით არავინ დამუქრებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მემარჯვენე ექსტრემისტებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ პრობლემა არსად გამქრალა. ისევ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირება? როგორია ძალთა ბალანსი საქართველოში ლიბერალ-მოდერნიზატორებსა და იმ ანტი-დასავლელ კონსერვატორებს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა სურთ? აქვს რელიგიურ ექსტრემიზმს სერიოზული არეულობის პროვოცირების რაიმე შანსი? რამდენად შორს აპირებს ხელისუფლება ეკლესიასა და რელიგიურ ლობისთან დათმობებზე წასვლას? მაგალითად, როგორ მოახდენენ ისინი რეაგირებას პატრიარქის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მორწმუნეები დაცულები იყვნენ მათი რწმენის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფისაგან. ასეთი ცვლილებებით აიკრძალებოდა დეისაძის მსგავსი წიგნების გამოცემა. ყველა არსებულ დემოკრატიულ ქვეყანას გადაუტანია ამ პრობლემასთან დაპირისპირება და პროცესი არასდროს ყოფილა მსუბუქი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში პრობლემას დამატებითი, გეოპოლიტიკური განზომილებაც ეძლევა. ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს. რუსი კომენტატორი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ცნობილია თავისი იმპერიალისტური აზროვნებით, დემონსტრატიულად მიემხრო გულაშვილს. მან განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საქმე და რუსეთს, უკრაინის მართლმადიდებლებსა და მუსლიმებსაც კი, მათ ”ვისთვისაც ქალწული მარიამი და ქრისტე მნიშვნელოვანია ამ საკითხის სერიოზული შესწავლა და საკუთარი აზრის გამოთქმა” მოსთხოვა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ”გამოხატავს თავის აზრს” გულაშვილის რაზმი. ამ ყველაფერს ორთოდოქსალურ-მუსლიმური ჯიჰადის სუნი ასდის, ჯიჰადის რომელიც მიმართულია ყველასკენ, ვინც დასავლეთსა და მის ”მარიონეტს” სააკაშვილს მიემხრობა.
-
ფრანც მარტინესი http://foreignpress.ge/?p=13070#more-13070 უამრავი პრობლემის მიუხედავად, ირაკლი ალასანია მაინც გვმასპინძლობს. ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც როგორც ბანკირები, ასევე ტაქსის მძღოლები დადებითად მოიხსენიებენ 35 წლის ირაკლი ალასანია თბილისის (საქართველო) მერის პოსტზე ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. ამ არჩევნებმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილთან მისი დაპირისპირების შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს. „ჩვენ თბილისის მაგალითზე იმის დემონსტრირება გვსურს, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა შესაძლებელია. საქართველო სულ უფრო ავტოკრატიული ხდება, პრეზიდენტის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი“ – გვიხსნის იგი. 30 მაისს 64 მუნიციპალური საბჭო უნდა აირჩეს, მთელი ყურადღება კი თბილისისკენაა მიმართული, სადაც მერს პირველად ირჩევენ. „გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, მაგალითად კორუფციის დონის შემცირებაში, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაციით შეპყრობილმა პრეზიდენტმა დაასუსტა ინსტიტუტები, რაც ქვეყნის განვითარებაზე აისახა“. „ჩემი პრიორიტეტია ხალხის ნდობის აღდგენა. მოსახლეობაში ბოლო წლების მოვლენებმა ერთგვარი ნიჰილიზმი დათესა, ისინი არ ენდობიან პოლიტიკურ სისტემას და არა აქვთ არჩევნებით სიტუაციის გაუმჯობესებას იმედი. ჩვენ ისეთი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, როგორებიცაა უმუშევრობა და თბილისში დაურეგულირებელი მშენებლობების საკითხი, ასევე უნდა გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა“ – ამბობს იგი. დიალოგზე გათვლა საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეა: „რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მზარდი ანტაგონიზმი ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება და ევროპულ ორგანიზაციებში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს აუარესებს“. ის დასძენს – „ჩვენ დიალოგისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არა ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე. იმავდროულად მე მესმის, რომ მეორე მხარესთან დალაპარაკების გარეშე რუსეთის არმიის გაყვანას ვერ მივაღწევთ. როგორც ყოფილ დიპლომატს მე მჯერა დიალოგის და მოლაპარაკებების. ეს იოლი არ იქნება და დროა საჭირო, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. რუსეთთან საუბრის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებთ ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად“. ირაკლი ალასანია, რომელსაც პატივს სცემენ როგორც სოხუმში ასევე ცხინვალში, მამია ალასანიას შვილია, აფხაზეთში ქართველების წარმომადგენლის, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბრის შეტევის დროს მოკლეს. ამ დღეს შევარდნაძემ სოხუმი ექსტრემალურ ვითარებაში ვერტმფრენით დატოვა. „მომხდარში ორივე ერი დამნაშავეა, როგორც ქართველები ასევე აფხაზები. ეს ქართული მხარის დიდი პოლიტიკური და სამხედრო შეცდომა იყო, მაგრამ ქართულ მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები და პროვოკაციები, სიტუაციის გამოსწორებას ხელს არ უწყობდა“ – იხსენებს ალასანია. არ არსებობს პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა „მას შემდეგ ჩვენ პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ბევრი შესაძლებლობა გაგვაჩნდა, მაგრამ ყველა ხელიდან გავუშვით. ჩვენ იგივე შეცდომას ვეღარ დავუშვებთ, რადგან ორივე მხარის მომავალი თანაცხოვრებაშია“ – ის ამბობს, რომ 2005 წელს სოხუმის „დე-ფაქტო“ მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა მოხერხდა. „როგორც ეს 2008 წლის სამხედრო მოქმედებებმა ცხადყო, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტას პერსპექტივა არა აქვს. მე ხშირად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან და ვიცი, რომ მათ რუსეთის ოკუპაციას, საქართველოსთან ერთად ევროპულ სახლში შესვლა ურჩევნიათ. ალასანია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს შორის, რომლებისთვისაც პრობლემის მოგვარების პროცესში პრიორიტეტი დილოგია. „მხარეებს შორის უნდობლობა არსებობს, ამიტომ თავდაპირველად ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც დაინტერესებულები ვართ ისე განვამტკიცოთ ჩვენს შორის კავშირები, რომ არ შევქმნათ ახალი კონფლიქტები, უნდა აღვადგინოთ ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განხილვას“..
-
კამათი ლადო სადღობელაშვილის შესახებ
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
იქაც და აქაც. იუზერებმაც იცოდნენ მგონი ჯობია