Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. kisa ჯერ ასეთი ნეტი არ მაქვს ყველა თემა ვნახო. მალე , მალე დავუბრუნდები მშობლიურ გალაქტიკას
  2. 2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 1. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ; თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა; ანუ მის უფლებები სეუვალია ხოლო სკოლაში კი 2. სკოლის მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, სააპელაციო კომიტეტის სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. სასაცილოა თუ სატირალი ეს ნოვაცია ?! პედაგოგის საჭიროება აღარაა და მითუმეტეს არც სკოლის ადმინისტრაციის ? კანონის დამწერი , მიმღები და ხელისმმწერზე კი ვერ ვიტყოდი გიჟი თავისუფალია. სამწუხაროა რომ მათ აღარ ყავთ აღარანაირი თავისი მანდატური რომ რბილად ვიტყვი სიბრიყვე აღარ ჩაიდინონ. კანონი სრულად: ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე 2010-07-21 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის: ა) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტები: „შ1) სკოლის მანდატური – შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შ2) სკოლის მანდატურის ეთიკის კოდექსი – სკოლის მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესების ერთობლიობა;“; ბ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის მანდატურის ან/და სკოლის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“. 2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის მანდატურს/სკოლის საამისოდ უფლებამოსილ პირს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.“. 3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებებს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები: „ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს; ე2) ამტკიცებს სკოლის მანდატურის ეთიკის კოდექსს;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი: „თავი X1. სკოლის მანდატური, სკოლის მანდატურის სამსახური მუხლი 481. სკოლის მანდატური, სკოლის მანდატურის სამსახური 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სკოლის მანდატურის სამსახურს (შემდგომში – სკოლის მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 2. სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. სკოლის მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და სკოლის მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. სკოლის მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მუხლი 482. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი 1. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი. 3. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სკოლის მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას; გ) სკოლის მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს; ე) ახორციელებს სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 483. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობები 1. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობებია: ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლი; ბ) სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობისა და სხვა ქმედების შესახებ, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას); გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათი კონტროლი; დ) მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ; ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა; ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება; თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა; ი) სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; კ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექტორისათვის და სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა; მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება; ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. სკოლის მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, სააპელაციო კომიტეტის სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. მუხლი 484. სკოლის მანდატურის სამართლებრივი დაცვა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური პირისთვის. 2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 5. სკოლის მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მუხლი 485. სკოლის მანდატურის სოციალური დაცვა 1. სკოლის მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. 2. ზიანი, რომელიც სკოლის მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. სკოლის მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 5. სკოლის მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილ ფარგლებში სკოლის მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. მუხლი 486. სკოლის მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები და წესი 1. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. 2. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას; ბ) მოსწავლეზე, მასწავლებელზე, სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალზე და სკოლაში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ. 3. სკოლის მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია; ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 21 ივლისი.
  3. SHARI მიადგებიან შენ დირექტორსაც და მერე აუთამაშდება ერთი ადგილი Siknadmo ცხადია
  4. 2ს ვხედავ ( ასისინოს და მაკლარენს)
  5. მერე დაიცავით ღიად თუ ღირსეული ადამიანია.
  6. babuagiorgi ამ მხრივ სკოლის პედაგოგებიც სრულად არიან დამოკიდებულნი ნებისმიერ რეჟიმზე ;)
  7. kisa ეს რა უბედურებაა ? ანუ 1) არის მინისტრის სპეცწარმომადგენელი და მათი მოხსნა თუ დანიშვნა დამოკიდებულია ცალკეული მინისტრების ხუშტურებიდან.მათი (მანდატურების) შრომითი უფლებებიც კი არაა დაცული ; 2)არანაირი ვალდებულება სკოლის დირექციაზე არ გადადის . დაუზუსტებელია უმნიშვნელოვანესი მომენტები . მდაა! მშობლის ინფორმირება უნდა შეეძლოს მხოლოდ სკოლას . თუ მანდატური არაა სკოლის ნაწილი ,არამედ ექვემდებარება მინისტრს , ეს ქმნის სერიოზული გაუგებრობების შესაძლებლობას.დირექტორის სტატუსი ნულამდე ეცემა და აწი აიცილებს პასუხისმგებლობას სკოლაში მომხდარი ნეგატივის გამო. ეს ხომ მანდატურის უფლებამოსილებაა?! ამაზე არ უფიქრიათ იმ დიდ რეფორმატორებს ?! მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უფლებები ,მაგრამ სკოლა ზრდის ბავშვს და არა შაშკინი ა.გ კი წავიკითხე ეს ......... მაგრამ ჰეჰე , თუ ადრე უწერიათ აქვს უფლება თავისი ინიციატივით შეხვდეს მშობლებს,აქ თითქოს სკოლას ანიჭებენ მნიშნელობას ,მაგრამ ნონსენსი სახეზეა და სიმბოლურად ჩართეს მხოლოდ სკოლა. აღარ მეცინება. სატირალია.......
  8. kisa კის დამილინკე რა პლიიიიზ კანონი
  9. არანაირად. ოქტომბრიდან ვიქნები ადგილზე
  10. ეს მაინტერესებს,მაგრამ თვით მათი გაურკვეველი სტატუსის გამო არ გამოვრიცხავ ასეთ ქმედებებს. სასწავლო პროცესში მანდატურის ჩარევა გამორიცხული უნდა იყოს .
  11. ციცო დეიდებო ღირსები ხართ რომ რეალურ დირექტორად ფორმიანი ლაწირაკები დაგინიშნეს . მშობლებმა უნდა გამოთქვან პროტესტი რომ ახალი ტიპის პედაგოგიკა იქმნება (თუ ეს ფაქტები შეესაბამება სიმართლეს) ბავშვის ფსიქიკას დაარღვევენ თუ მართლა ასეა . ბავშვის მენტალიტეტი მეთოდურ მიდგომას მოითხოვს.ძალიან არ მომწონს ეს აბდაუბდა. მაინტერესებს არის განსხვავებული აზრი? ყველლას ვთხოვ დაპოსტოს ,ვინც რაიმე იცის .
  12. ახალი თაობის "ბომონდი" იგივე ნაგავია რაც ორდენოსანი ინტილიგენცია. გამოვხატავ ჩემს უპატივცემულობას
  13. akkai ნუ ბრაზდები სპორტში მაინც პოსტე გთხოვ . მერე რომ ჩამოვალ გვექნება საშუალება პირადად დავილაპარაკოთ. აქ ერთი პოზიციის იუზერთა ფორუმი არაა და ასე არ იფიქროს არავინ
  14. გაუშვან ეს უმაქნისი ძალოვანებში რა? იქ წარმოუდგენია მაინც ტავი. არცერთი რეფორმა არაა სრულყოფილი და არ ემყარება ხარჯთაღრიცხვას . შაშკინი კი არა იაქკინია. მოსაშორებელია....არაა ეს ახალი სკოლის შემქმნელი.
  15. სამარცხვინოა...რბილად ვიტყვი...ნონა რას ფიქრობს პოლიტიკაზე ნონა იქნება მაინც. ფუ ამათი ....
  16. sheeshvit am moralistobas ra pornoindustrias ajobeben msoflio mashtabit? Rats metad liberalurni viknebit uketesia ;.
  17. ძირითადშ ასეც იქნება. გეგმის სესრლება მსუბუქი ნარკოტიკის გამომყენებლების მიმართ ,რომელსაც თვითონვე გემრიელად შეექცევიან . მე საერთდ მარიხუანის მეტნაკლებად ლეგალიზაციის მომხრე ვარ. ვისაც უნდა იწამლოს ტავი . აკრძალვა არის აბსურდი.
  18. პოლიცია მოვიდა ამ "გონივრული ეჭვის" საფუძველზე , წაათრია ყურებით რამდენიმე ახალგაზრდა გონივრულად განყოფილებაში და შემდეგ დაკითხვის მაგივრად გონივრული ნარკოტესტი ჩაუტარა .... ესააა ადამიანის უფლებების დარღვევის პირველი ხელშეწყობა და მერწმუნეთ 0ვანი ტოლერანტობის მსგავსი კრიმინალური ქმედებაა,ომელიც უდანაშაულო ადამიანების დაკავებას თუნდაც დროებით ხელს შეუწყობს.
  19. ისე მომეწონა თქვენი ფორუმი , ძან მაგარია
×
×
  • შექმენი...