-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ეს არ გამოვა
-
თუ.... dire ჯერ არცერთ პარტიაში არა ვარ და არც ვიცი რაში დავუჭერ ირაკლის მხარს რაში არა . ;)
-
ხომ მოგვცემენ და შეგვეშვებიან. არ მოგვთხოვენ ბოდიშს აფხაზებთან "აღიარების" სახით . ამაზე აიღებ პასუხისმგებლობას? მე ვერა . თუ გამოგიყენოს ?! ჩემს საქციელზე ვარ პასუხისმგებელი და ჩემს არჩევანზე . ის რომ რუსეთის ჩართვა შიდაპოლიტიკაში არ მინდა ამაზეც .
-
dire რა გზას გვთავაზობ ? სამწუხაროდ ვერ ჩავებმები დისკუსიაში , მაგრამ მოგისმენ...აი კონკრეტულად შენ ხარ ლიდერი ,რას იზავდი?!
-
მთელი გულით მხარს ვუჭერ ამ იდეას და რაც შემეძლება გავაკეთებ (რა შემიძლია ჯერ არ ვიცი ) კარგი იქნება თუ ინიციატორები (ჩემი და ნიუსტუდიოს გარეშე ) აიღებს(თ) პირველ ინიციატივას ,რადგანაც ჩვენი მხრიდან განაცხადი შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ან ვიღაც ენ პოლიტიკოსის ან პლანეტის ლობირება და მუდმივი ქილიკის საფუძველი . აუცილებლად შემოვუერთდები მე პირადად,როგორც რიგითი მონაწილე ასე რომ გადადგას მსურველებმა პირველი ნაბიჯი, მისცეს ფორმა, გვაჯობოს გაითვალისწინოს ჩვენი შეცდომები . ახალი სისხლით გააძლიეროს ინიციატივა ..... მეორე ნაბიჯისას მად ვარ ხელებს კი არ ვიბან ,უმჯობესია ასე ტან პირდაპირი ტექსტებით დავწერე ,რომ არ იყოს საიდუმლოება ცემი აზრის .
-
ჯერ არ გამოურთიათ იყო შეცდომა
-
dire რა გითხრა აბა
-
არა ეგრევე შეხსენება ქ.კზე. ადრეთუგვიან ეს იდეა რაღაც სახიტ გაკეთდება.
-
შეგნებულად არ ვპოსტავ ასეთ ტემებში . ცემი ნებისმიერი პოსტი უკუეფექტის მატარებელია ...
-
http://realaudio.rferl.org/GE/2010/10/15/20101015-141849-GE-clip.mp3 მოსკოვის გადაწყვეტილებას - გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საჩხერის რაიონიდან და გაათავისუფლოს აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებული სოფელი პერევი - არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. თუკი ზოგს მიაჩნია, რომ მოსკოვის მიერ 14 ოქტომბერს ჟენევაში გახმაურებული დაპირების შესრულებამდე შეფასებების გაკეთება ნაადრევია, ხოლო ზოგისთვის ეს ყველაფერი საქართველოს სრული დეოკუპაციის პროცესის დასაწყისს ნიშნავს, სხვები ფიქრობენ, რომ რუსეთი მხოლოდ თავისთვის არასაჭირო ტერიტორიას თმობს და ამ ყველაფრის ისევ სათავისოდ გამოყენებას აპირებს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის ფარგლებში გახმაურებული მოსკოვის გეგმა თბილისმა, მართალია, სწორი მიმართულებით გადადგმულ, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარის ნაბიჯად შეაფასა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პერევის დეოკუპაცია მოსკოვისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის შესრულებას ნიშნავს: ”... პერევი არის მხოლოდ ძალიან მცირე ელემენტი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აუცილებელია, ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეტაპობრივად მოვახერხოთ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდეს მთლიანად, სრული მოცულობით, რისი შედეგიც, საბოლოო ჯამში, იქნება რუსული შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და პოლიტიკური პროცესის დაწყება საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების მიზნით...” პერევის გათავისუფლების გეგმას მოსკოვი არანაირად რომ არ უკავშირებს საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების მიზნებს, ეს დღესავით ნათელია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვისაც. ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთი საკუთარი ლოგიკით მოქმედებს და ამიტომ 14 ოქტომბერს გახმაურებული ამბავი არც მოულოდნელია და არც გასაკვირი: ”... რუსეთი ამას გააკეთებდა აუცილებლად ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ პერევი არის ერთადერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც არასოდეს არ შედიოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ორი სოფელია ამ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე - ქარძმანი და სინაგური, რომლებიც ერთმანეთს პერევის საშუალებით უკავშირდებოდნენ. მდინარე ყვირილაზე გადებული ხიდის გამო იყო ეს პრობლემა. ქარძმანი მოწყვეტილი იყო ყოფილი სამხეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან... ამიტომ დაიკავეს რუსებმა პერევი და ისინი არ მალავდნენ არასდროს, რომ პერევს დათმობდნენ აუცილებლად, და ახლა, ჟენევის კონტექსტში, ეს გამოიყენეს როგორც პიარ-კამპანია და პიარ-ქცევა”. რუსეთს პერევის დატოვების გეგმა მუდმივად რომ ჰქონდა, ამას 14 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ადასტურებს. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთმა ამ გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში სცადა, როცა ცოტა ხნით გავიდა კიდეც ამ ტერიტორიიდან, მაგრამ იქ უცბად საქართველოს ”სპეცრაზმელთა არმადის” შესვლის გამო და იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ”რუსეთზე საქართველოს იარაღის გამარჯვებად” შეაფასა, რუსები პერევში დაბრუნდნენ. ამავე კომენტარში გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ ამჟამად, შესაბამისი გზის გაყვანის შემდეგ, რუსების პერევში დარჩენას უბრალოდ აზრი დაეკარგა. მართალია, იქვე ის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებასაც ახსენებს, მაგრამ სულ სხვა კონტექსტში: ”ბოლო თვეებში ჩვენმა მესაზღვრეებმა დიდი სამუშაო შეასრულეს და გაიყვანეს გზა, რომელიც ამ რაიონს სამხრეთ ოსეთის დარჩენილ ტერიტორიასთან აკავშირებს, და ახლა მართლაც დადგა დრო, რომ უკან, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დავიწიოთ... ყოველთვის ვაღიარებდით, რომ ეს საკმაოდ სადავო რაიონი იყო... თანაც ამით ჩვენ დავხურეთ დღის წესრიგი, რომელიც მუდმივად არსებობდა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ფარგლებში...” გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძისთვის წარმოუდგენელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება პერევის საკითხით დაკმაყოფილდეს და შესრულებულად ჩათვალოს მედვედევ-სარკოზის სახელით ცნობილი დოკუმენტის მოთხოვნები, მაშინ, როცა ეს დოკუმენტი რუსეთს თავისი სამხედროების გაყვანას საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ავალებს. ამასთან, მოსკოვის მიერ გახმაურებულ დაპირებას ექსპერტი საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნების შედეგად მიიჩნევს და იქვე კიდევ ერთ ასპექტსაც გამოყოფს: ”... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ გვაქვს უამრავი მრავალმხრივი ფორმატი, სადაც საქართველოს ხმა საკმაოდ წონადია და საკმაოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. თუმცა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხოლოდ პერევის საკითხი არ უდგას წინ და იქ სხვა საკითხებზეც მიდის საუბარი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება რუსეთმა გადადგას საერთაშორისო ზეწოლის შედეგად”. ჯერჯერობით ყველაფერი დაპირების დონეზე რჩება და მოსკოვს დაპირებული ნაბიჯი არ გადაუდგამს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, პროცესი შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს და რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლის გეგმა აუცილებლად ევროკავშირის მეთვალყურეთა ჩართვით უნდა განხორციელდეს. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2191343.html
-
თხილით ვარ გამაძღარი ვაჰ ....პს მაგარი მოვიმატე
-
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs321.ash2/60151_1526222446856_1573506625_1238846_6015442_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs198.ash2/46153_1476225436962_1573506625_1123372_2725236_n.jpg მაიტა თხილი ჩქარა :TAT:
-
არ ვთქვი პირდაპირ :018:
-
ალბათ "ოპოზიციური" ბექგრაუნდი :018:
-
მიშა არის, დემოკრატიას ამოფარებული დიქტატორი.
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაქსუებულია რა -
კომსომოლი დემაგოგი . :დ შევარდნაძის პირდაპირი გაგრძელება
-
შეგესალა ეტყობა 21012 წელი იგულისხმე . ე მაშინ შეიძლება
-
ირაკლი გიგაური ანსამბლ "ბიჭები როკენროლიდან" სოლისტი" 80ნ წლებში 22 წლისამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.................................... შენ კი ნუ იდარდებ ჩვენ როცა პატარა ბავშვები ვიყავით http://www.youtube.com/watch?v=aXqra5CQ6oU&feature=related ირაკლის სიმღერას ასრულებს ზუმბა
-
ცოლად არ მოიყვანო და შეიძლება
-
http://realaudio.rferl.org/GE/2010/10/10/20101010-140819-GE-clip.mp3 ტექსტური ვერსია http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2186107.html გასული კვირის მოვლენებიდან გამორჩეული იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშის გამოქვეყნება. თომას ჰამარბერგის წლიურ ანგარიშში, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტების საფუძველზე, კრიტიკულადაა შეფასებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დაცვის პრინციპების შესრულების მდგომარეობა.
-
პოლიტიკა / საქართველო საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო საქართველოს პარლამენტის სხდომა საქართველოს პარლამენტის სხდომა 15.10.2010 ავტორი ეკა ქევანიშვილი საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს. 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. 112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგი. პარალელურად კონსტიტუციის ახალი მოდელის შესახებ საბოლოო დასკვნაზე მსჯელობდა ვენეციის კომისიაც. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პირველივე მესიჯი 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას შეეხო - დასკვნას, რომელიც, ბაქრაძის თქმით, დადებითია და, მთლიანობაში, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს იწონებს: ”დასკვნა არსებობს, დასკვნა დადებითია და, სხვათა შორის, ბოლო ნაწილში ვენეციის კომისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის.” ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, ზოგადად, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კომისიას აქვს შენიშვნებიც, მაგალითად, უნდობლობის ვოტუმთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა. ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციაში სულ 44 ცვლილება შედის და ისინი, ძირითადად, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის ახლებურ მოდელს ეხება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად სუსტდება და ძალაუფლება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადადის.ძლიერდება პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებაში. როგორი კონსტიტუცია მიიღო ქვეყანამ? - ამის შეფასება ვთხოვეთ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, ლევან ვეფხვაძეს: ”ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომლითაც საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელიდან გადავედით საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელზე, სადაც პრეზიდენტი უფრო მეტად გამოკვეთილი არბიტრია, ვიდრე საშინაო პოლიტიკის განმახორციელებელი, როგორც ეს აქამდე გვქონდა. საერთაშორისო ასპარეზზე ის წარმოადგენს ქვეყანას და ძირითადი წარმმართველი ფუნქცია ქვეყნის შიგნით ეკისრება მთავრობას. თუმცა ბალანსი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის პარლამენტის სასარგებლოდ გადაიწონა, ამას ვერ ვიტყვით პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად უნდა ვაღიაროთ, მთავრობის ფორმირების წყარო პარლამენტია და, ამ მხრივ, მართლაც, გაიზარდა პარლამენტის როლი, პრობლემა სხვა რამეა, კერძოდ, მთავრობაზე გავლენა პარლამენტის მხრიდან პრაქტიკულად იქნება სუსტი და, შესაბამისად, ძალიან რთული იქნება პარლამენტის მხრიდან კონტროლის მექანიზმების რეალურად ამუშავება.” ძალთა ახლებური ბალანსი კონსტიტუციაში, კერძოდ, პარლამენტის როლის გაზრდა მთავრობის დაკომპლექტებისას სწორედ ის მთავარი პუნქტია, რომელსაც ექსპერტები ბოლო რამდენიმე თვეა აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ის დასაწყისშივე მკვდრადშობილია. ახალი პროექტით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ რთულია. საკითხის დაყენება პარლამენტის ნაკლებ შემადგენლობას შეუძლია, თუმცა, თუ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ვერ დაამტკიცებს, რისთვისაც უფრო მეტი ხმაა საჭირო, ვიდრე უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი, უბრალოდ, დაითხოვოს. ექსპერტებს ეს მუხლი უმოქმედო მუხლად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ, დათხოვნის შიშით, პარლამენტი ყოველთვის მოერიდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე შენიშნავს, რომ ხელისუფლება ტყუილად ითვლის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს რაოდენობრივად, რადგან არსებითი შესწორება, რაზეც ვენეციის კომისიაც აკეთებდა აქცენტს და ქართული არასამთავრობო სექტორიც, ახალ კონსტიტუციაში არ შესულა. შესაბამისად, მივიღეთ მოდელი, რომელიც ძაბირაძის პროგნოზით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში გამოიწვევს არეულობას ხელისუფლების მაღალ ეშელონებში: ”საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ვითარებაში ეს მოდელი არის ძალიან სახიფათო რამ, რადგან რეალურად ეს ნიშნავს ორხელისუფლებიანობის დამკვიდრებას. ეს არის რუხი კარდინალების ინტერესებს მორგებული კონსტიტუცია. ვინ იქნება ეს რუხი კარდინალი, ქართველი თუ არაქართველი, სხვა სახელმწიფოს ინტერესებისა თუ ჩვენი ინტერესების გამტარებელი, ამას ვერავინ გაარკვევს. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ ერთ წელიწადში პერმანენტული გადატრიალებები დაიწყოს - არა ქუჩიდან, არამედ თავად სახელისუფლო ეშელონებში.” საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობა რეალურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება. კონსტიტუციის ახალი რედაქციიის ძალაში შესვლის შემდეგ გადასახედი იქნება დაახლოებით 200-მდე კანონი, სადაც ასევე იქნება ცვლილებები შესატანი. ამისათვის კი, როგორც ლევან ვეფხვაძე განმარტავს,კონსტიტუციით განსაზღვრული ორი წელი სრულიად საკმარისია. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2191763.html
-
თუ გავითვალისწინებთ რომ გუგლი ამ ყველაფერს იწერს , საინტერესო მსჯელობა გამოვიდა და სესაძლოა ვიღაცისთვის გამოსადექიც,, რადგანაც ფორუმულად მარტივად არის ახსნილი და სარკეში საკუტარი სახის დანახვა პოზიტიურიც აღმოჩნდეს
-
რატომ გგონიათ რომ ზალიან სხვადასხვაა?! ესაა დიდი შეცდომა ,რომელსაც პოლიტიკა უშვებს . რუსი პოტენციური ევროპელია