მართლა თავდაცვის მინისტრად დანიშნეს? : საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია ოფიციალურად წარადგინეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია ოფიციალურად წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ბაჩო ახალაიას აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში კოორდინაციას უწევდა საჯარო სამართლის იურიდიული პირს `სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს~, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს `დელტას~ და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობას. ახალაია, გარდა ამისა, კურირებდა საქართველოს შეიარღებული ჯარების გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას. ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობამდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 კაროჩე რა,არ არის ჩვენი ქვეყნის საშველი.აი ჯარი რომ განუდგეს ამ დაუნ მიშას ღირსი იქნება.