“Milliyet”: თურქეთის სახელისუფლებო წრეებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საუბარი მიმდინარეობს 23.09.2009 თბილისი.23.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". თურქული გაზეთი "Milliyet": იუწყება, რომ თურქეთი უკვე მზად არის უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. გაზეთის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის სახელისუფლებო წრეებში საუბარი უკვე დაწყებულია. გაზეთი ასევე იუწყება, რომ თურქეთმა ეს მოსკოვის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ შეიძლება გააკეთოს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს. თუმცა თურქული გაზეთის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო დროს ურთიერთობები დაიძაბა რიგი ინციდენტების გამო, რომლებიც საქართველოს მიერ თურქული გემების დაპატიმრებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა "ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი აზრით, უახლოეს მომავალში თურქეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ნატოს წევრობისა და ალიანსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისადმი არსებული ნეგატიური დამოკიდებულების გამო. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=16245