მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით დაწესების მომხრეა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილების მხოლოდ რეფერენდუმის გზით მიღების მომხრეა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც ეკონომიკური ინიციატივები ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტი’’ წარადგინა. მისივე თქმით, საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ შეამცირა საგადასახადო განაკვეთები და ამით გაზარდა შემოსავლები, რაც სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს აჩენს, ბიზნესს ფულს უტოვებს. ‘’ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ ამ პოლიტიკის უცვლელობა. ნებისმიერ მთავრობას აქვს ცდუნება ახალი რეგულირებების შემოღებისა, ეს კი ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ. ღრმად მწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესების უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე’’, - განაცხადა პრეზიდენტმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ნებისიმერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით იყოს შესაძლებელი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ყვარყვარეს მართლა დებილები ვგონივართ ამისთანა სისულელეებს რომ ბაზრობს.ამიხსენით რა სამუშაო ადგილები შეიქმნა საქართველოში და რომელი ხელისუფლება ატარებს რეფერენდუმს გადასახადების გაზრდაზე,ან რომელი იდიოტი ბიზნესმენი,ან ჩვეულებრივი მომსახურე იტყვის იმას,რომ გადასახადები მომიმატეთო? არა და დადებით შედეგს გამოიტანენ მართლა თუ ჩაატარეს ამ სირობაზე რეფერენდუმი. :