Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. კი,შეიძლება ბევრი სიმართლეც არის ამ ვიდეოწი,მაგრამ ჩემში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მაინც.კომუნისტების დრო გამახსენდა და ალბათ იმიტომ.
  2. ბოლომდე არ მქონდა ნანახი როცა ეს დავდე და სუფთად კომუნისტების დროინდელი პრპაგანდაა ამათი დედა ##################. უყურეთ მაინც.
  3. http://oko-kino.ru/load/misha_skandalnye_fakty_o_zhizni_mikhaila_saakashvili_2010/26-1-0-2595 მაგარი სირობაა,მაგრამ უყურეთ.ნუ ჩემთვის სირობაა,რადგან რუსების გაკეთებულია.
  4. აფხაზეთში ბევრი უცხოელი ჩადებს ინვესტიციებს.
  5. Saturn ეს შენ მისტერ სატურნ. პრესტიჟული ფაკულტეტები აღარ დაფინანსდება! "სიახლეების გენერატორი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ისე მუშაობს, რომ მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცოტა ხნის წინ ლონდონში იმყოფებოდა და საქართველოში ახალი ამბებით დაბრუნდა: - დღეს ბაზარზე 900-მდე სახელმძღვანელო გვაქვს. არის საგნები, სადაც ერთდროულად ოცამდე სახელმძღვანელოა, რაც ქაოსსა და გაუგებრობას ქმნის. ბავშვი ერთ წელს ერთი, მეორე წელს მეორე ავტორის სახელმძღვანელოთი სწავლობს. 1-ელი მარტიდან ახალი სახელმძღვანელოების მიღებას ვიწყებთ. არ დავმალავ, გრიფირება იქნება ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენი მიზანია კარგი სახელმძღვანელოების შერჩევა. პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების სერიით ისწავლიან. სახელმძღვანელოები, რომელთაც გრიფი მიენიჭება, 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება პირველივე კლასიდან გახდება სავალდებულო. ამიტომ ინგლისურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად - 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი ცოდნის დონის შესაბამისი სახელმძღვანელოდან მისცენ დავალება. კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად. ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი. მიუხედავად ჩვენი სპეციალისტებისადმი დიდი პატივისცემისა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენ უკეთ დავწერთ ინგლისური ენის სახელმძღვანელოს, ვიდრე ოქსფორდის ან "მაკმილანის" გამომცემლობები, "მაკმილანის" გამომცემლობა საუკუნეების განმავლობაში მუშაობს სახელმძღვანელოებზე იმ მოსწავლეებისათვის, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა და არა მშობლიური. თუმცა, პრობლემა იყო წიგნის მაღალი ფასი - 26 ლარი. ბაზარზე ეს წიგნები 40 ლარამდე ღირდა. შესაბამისად, ამ წიგნებით მხოლოდ ელიტური კერძო სკოლები სწავლობდნენ. გასულ კვირას ლონდონში მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, "მაკმილანმა" აიღო ვალდებულება, რომ მათ მიერ მომზადებული წიგნი არ ეღირება 10 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "მაკმილანი" ყველა ქართველ ინგლისურის მასწავლებელს უფასოდ მისცემს არა მხოლოდ სახელმძღვანელოს და დამხმარე ლიტერატურას (რუკები, აუდიოდისკები, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და ვიზუალური მასალა), არამედ უფასოდ გადაამზადებს ზაფხულში. სახელმწიფოს ეს არაფერი დაუჯდება. - აცხადებდით, რომ სახელმწიფოს არაფერი დაუჯდებოდა ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანაც, მაგრამ ეს ათმილიონიანი პროექტია. - არ მითქვამს, რომ ეს არაფერი დაუჯდებოდა სახელმწიფოს. მე მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ინგლისურენოვან მასწავლებლებს ხელფასს არ ვუხდიდით, თუმცა, მათ ვუნაზღაურებთ მგზავრობის საფასურს. ავიაბილეთები 2 ლარი ხომ არ ღირს? იმისათვის, რომ ჩვენი პედაგოგების ერთი ჯგუფი ერთი თვით საზღვარგარეთ გაგვეგზავნა გადასამზადებლად, მინიმუმ 100 ათასი დოლარი დაგვიჯდებოდა. რა სჯობია, ინგლისურენოვანი პედაგოგების აქ ჩამოყვანა თუ ქართველი პედაგოგების უცხოეთში გაგზავნა? - კარგია, რომ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება შემოდის, მაგრამ სახელმწიფო ენაზე რამდენად ზრუნავთ? კახა ლომაიას მინისტრობისას გაუქმდა ქართული ენის პალატა. - მიღებულ გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ... შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროში ჩამოყალიბდა ქართული ენის სამმართველო, რომელმაც პირველად საქართველოში შექმნა ქართული ენის სტანდარტი და სწავლების მეთოდოლოგია. ქართული ენის სამმართველომ შექმნა ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართველი მოქალაქეებისათვის. მათთვის შეიქმნა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ერთ თვეში იქნება. ქართული ენის უკეთ სწავლებისთვის, თბილისში ყველა რუსული სკოლა გადაყვანილია ბილინგვურ სწავლებაზე. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის 1/3 ამ სკოლებში ქართულად ისწავლება. მომავალ წელს უკვე პროგრამის 2/3 ბილინგვური სწავლებით წარიმართება. - იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიდნენ, სპეციალური პროგრამა არსებობდა, რომელიც გაუქმდა. - 2010 წლიდან არსებობს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის". ჩვენ გავაორმაგეთ იმ მასწავლებლების რაოდენობა, ვინც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიან. მათი ხელფასი, რომლებიც ქართულ ენას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ასწავლის, 1.000 ლარია. მიმდინარე წლის ნოემბერში ახალქალაქში დასრულდება ქართული სკოლის მშენებლობა, სადაც ქართული ენის სწავლების ცენტრი გაიხსნება. იქ არა მარტო მოსწავლეებს, მათ მშობლებსაც ექნებათ ქართული ენის შესწავლის საშუალება. - უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებამ საგრანტო დაფინანსებაში (სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია-ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100, 70, 50 და 30-პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს). - დაფინანსების ახალი წესი შეეხება მათ, ვინც სტუდენტი 2011 წელს გახდება. როდესაც ეს საკითხი შევისწავლეთ, გაირკვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის გამოყოფილი დაახლოებით 12 მილიონი ლარიდან 85% მიდიოდა სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამედიცინო და ბიზნესის ფაკულტეტებზე. ამ 4 ფაკულტეტს მიჰქონდა სახელმწიფო დაფინანსების 85%. საინჟინრო, ტურიზმი და საბუნებისმეტყველო მიმართულება, ფაქტობრივად, დაუფინანსებელი რჩებოდა. აგრარულ უნივერსიტეტში წამყვანი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობა იყო! სტუდენტების 65% არ სწავლობდა აგრარული მიმართულებით. ამიტომაც არის ქვეყანაში ინჟინრების, ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების დეფიციტი. იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტების პრესტიჟულობა საბჭოთა პერიოდის გამოძახილია. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რომ ინჟინერი წარმატებული ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან დაბალი ხელფასი ჰქონდა. მეც მეგონა, რომ იურისტის პროფესია გამორჩეული იყო. დღესაც ქვეყანაში იურისტების პროფიციტია. ამიტომ ბევრად უფრო საჭირო საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობებია. ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილმაც ეს სპეციალობები აირჩიოს. იზო რიკაძე http://www.kvirispalitra.ge/politic/6780-prestizhuli-fakultetebi-aghar-dafinansdeba.html
  6. საშუალო ხელფასი აღებულია ყველა ბიუჯეტზე მჯდომი ხალხის ხელფასებიდან და მინისტრის და მეეზოვის ხელფასი რომ მიუმატო ერთმანეთს და გაჰყო ორზე,საკმაოდ დიდ თანხას მიიღებთ.პრემიებსაც თუ დაუმატებს მინისტრებისას,ხომ საერთოდ?
  7. T_A_T მართლა დიდი პრობლემაა და როგორ უნდა უჭირდეს ადამიანს,ამაზე რომ წავიდეს?
  8. newstudio ამ შვიდასს მილიონს და მეტსაც,ნავთობის გაძვირებით ამოიღებს კუვეიტი წელს და მართლა მაგარი ხოდია თქვენ რომ იცოდეთ. გიორგი68 თუ მეხსიერება არ მღალატობს,ახალშობილ ბავშვს ეგერვე საკმაოდ დიდ თანხას უდებენ ანგარიშზე კუვეიტში.
  9. ეგ მიშას თქმით,თორემ ორასი ლარია როგორც მე ვიცი და უმუშევრობა სადღაც 30%–ზე მეტი.
  10. ერთ წელში მეთქი და კიდევ იმატებს.აღარ მახსოვს და დაახლოებით სამი წლის წინ 4 დოლარი ღირდა და ალბათ აარტყავს ამ წლის ბოლოს ამ ფასს(რეგულარი)
  11. ვურხევ უკვე კარგა ხანია აქაც 30%–ით მოიმატა გასულ ამ დროსთან შედარებით საწვავის ფასებმა.
  12. newstudio მე შარშან თემა გავხსენი,რომ ბარელის ფასი ამ წელს ას დოლარზე გაცილებით მეტი იქნება მეთქი და არ დამიჯერეთ.მე არა,ექსპერტებს.
  13. Jonathan livingston მიშა პრემიერი და ეგ პრეზიდენტი.არის ეგეთი ვარიანტიც.ეგ იქნება კარგად დადგმული სპექტაკლი,სადაც პირველ რიგში მისტერ სატურნა იჯდება.
  14. Saturn ლა ჯანკო მართალს ამბობს,მიშა არსად არ არის წამსვლელი და ეგ რა ხერხით მოხდება,არ არის მნიშვნელოვანი.
  15. იქაც ეს დავწერე და აქაც გავიმეორებ. ეს რუსეთთან დაძაბულობით იქნება,თუ შიდა დაპირისპირებით, სააკაშვილი თავისით არსად წამსვლელი არ არის და არც თავის რომელიმე პარტიის წევრს მისცემს „ვლასტს“. რაც შეიძლება ეგვიპტის და ტუნისის მაგალითებს,ესეთი რამ შეიძლება მოხდეს გაისად საპარლამენტო არჩევნების დროს,რადგან აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს.თუ არ მოხდა და ხალხმა ისევ გადაყლაპა ეს ყველაფერი,მიშა კარგა ხანი მართავს ქვეყანას.
  16. 01:46 22.02.2011 [როზი ჯღამაია] 16 თებერვალს, ამერიკის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი 2013 წელს საქართველოში, ხოლო 2011 და 2012 წლებში რუსეთის ხელისუფლებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის. „მართალია მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სამომავლო გეგმებს არ განსაზღვრავს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით მისთვის ხელმისაწვდომია ყველა პარამეტრი, რომელიც მას 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, ამჯერად - პრემიერ-მინისტრის რანგში“, – ნათქვმია ანგარიშში. ჩვენი ინტერვიუც ამ კითხვით დავიწყეთ თუმცა, თემამ თავისთავად მოიტანა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე საუბარიც, რაც დღეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. შიდადა გარე ფაქტორების გავლენა, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების როლი ქართულ პოლიტიკაში, თავისუფლების სენი, საერთო ტენდენციები და ბოლოს, დათმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას. პრესაგე.ტვ–ის ყველა ამ კითხვას პასუხობს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. –მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთში რეჟიმები გარეგნულად ბევრ რამეში გვანან ერთმანეთს, ეს იქნება მათი ავტორიტარიზმისკენ, სუპერ–ცენტრალიზაციისკენ მიდრეკილება და ბევრი სხვა რამ, ამ რჟიმების განმაპირობებელი ფაქტორები სრულიად სხვადასხვაა. მე ვერაფერს ვიტყვი რუსეთის და მისი ხელისუფლების მომავალზე, მაგრამ მგონია, რომ იქ ხელისუფლების ცვლილება სერიოზული საქმეა. არა იმიტომ, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება უკეთ აკონტროლებს სიტუაციას, არამედ პროექტი – „დემოკრატუიული რუსეთი“ რას ნიშნავს ესაა რთული საქმე და დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო შემძლეა თუ არა, რომ დემოკრატიული იყოს, ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება საქართველოს, აქ, მგონი პრიქითაა, საქართველოში ავტორიტარიზმი არის ხელოვნური, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ მოტანილი უბედურება ქვეყნისათვის. ამიტომ, სააკაშვილის შესაძლო სურვილისა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა, ამას ცოტა სხვაგვარად დავაფორმულირებდი – ალბათ, იმის გამო, რომ სააკაშვილი თავისი ცხოვრების გაგრძელებას ვერ ხედავს სხვა მიმართულებით, ვიდრე იყოს ამ ქვეყნის ლიდერი, მოვლენათა განვითარების ლიგიკა გვკარნახობს, რომ 2012–ში იქნება, თუ მანამდე ცოტა გვიან, სააკაშვილის მმართველობის ხანა იწურება. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იწურება მისი გუნდის ხანაც, ეს ცალკე თემაა და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ თემაზე ფიქრი. რა ფაქტორები მიუთითებს, რომ სააკაშვილის მმართველობის ხანა იწურება? –იწურება ბევრი ფაქტორის გამო, ვგულისხმობ, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებს და ერთადერთი, რამაც შესაძლოა სააკაშვილი დატოვის ქვეყნის სათავეში, ეს არის გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური კატაკლიზმები, რომლის ფონზე, შესაძლოა ქართველი ხალხის სერიოზულმა ნაწილმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა და ამ პირობებში ხელისუფლების ცვლა და ახალი ძალის მოსვლა არ უნდა მოხდეს, რომელიც შესაძლოა, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს. ამ ფონზე, სააკაშვილმა შესაძლოა, მოახერხოს ხელისუფლებაში დარჩენა. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა თავად სააკაშვილს ხელოვნურად გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით კატაკლიზმები, მითუმეტეს, რომ ქვეყნის გარეთ, 2008 წელს მან ლამის, ბიძგი მისცა გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებსაც? –კრიზისები და კატაკლიზმები უმიზეზოდ არ ხდება. მე ვეჭვობ, რომ სააკაშვილმა გეოპოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეძლოს. 2008 წელს მის მიერ, ნებსით თუ უნებლიედ, გადაგმული ნაბიჯებით, ფაქტია, რომ მან ეს შეძლო, მაგრამ მგონია, რომ ამ ტიპის კრიზისის გამოწვევა, ანუ, რუსეთთან იმ ტიპის კონფროტაციამდე მივიდეს, სააკაშვილს აღარ შეუძლია. 2008 წლამდე საერთაშორისო საზოგადოება იყო შეშფოთებული, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეთხოვა შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩართვისთვის იმ ტიპის გარანტიები, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არის მოთხოვნილი. აქ არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არის ყოველდღიური, სერიოზული მონიტორინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე და სააკაშვილი იძულებული გახდა უარი განეცხადებინა ცალმხრივად უარი ეთქვა ძალის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, დაგვიანებით. მოკლედ, ომის გამჩაღებელი სააკაშვილი არ ჩანს. ქვეყნის შიგნით უფრო მყარი პოზიციები აქვს? –ეს უფრო სახიფათო თემაა. თუ შევხედავთ ბოლო სამი წლის მოვლენებს, მაგალითად, 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილი მოიქცა სხვაგვარად – ის გადავიდა შეტევაზე, ხოლო 2009 წელს მან იგნორირების პოლიტიკით მიიყვანა საქმე მისთვის სასურველ შედეგამდე – როდესაც გაილია საპროტესატო აქციები. თუ მომავალში, რაიმე მიზეზის გამო, ვინმეს მიერ, კვლავ იქნა მომწიფებული ამ ტიპის საპროტესტო აქცია, ვფიქრობ, სააკაშვილი მის გალევას აღარ დაელოდება და მისი ტაქტიკა იქნება შეტევითი. ეს გამოიწვევს საზოგადოების შიგნით სერიოზულ დაპირისპირებას და სააკაშვილიც სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად, ქვეყნის მთლიანობის, სტაბილურობის ეკონომიკის და ა.შ. დასაცავად შეტევაზე გადავა. მითუმეტეს, მას ხელთ აქვს იარაღი, არა მხოლოდ ავტომატური, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი, ისეთი როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ან მორიგი ჯაშუშური ქსელის აღმოჩენა, რომ მერე თქვს: აი, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ადრეც ვადანაშაულებდი დესტაბილიზაციის მოწყობაში, ტერორზე გადავიდა და ამ ფონზე, ის ხდება ქვეყნის დამჭერი ძალა. ეს საფრთხე გაცილებით რეალურია და აქედან ყველამ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს. თუმცა მე არ ველი, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყოს უახლოეს თვეებში. ამას უფრო საარჩევნო ციკლების – საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ველი. დღეს ამის გაკეთებამ შესაძლოა, სააკაშვილისთვის უკუეფექტი მოიტანოს, ისე, როგორც 7 ნოემბერმა გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალა იგი. თუმცა, მაშინ, სააკაშვილმა, მოკლე ხანში, რაღაცეების დალაგება სათავისოდ მაინც მოახერხა. ამიტომ, მეეჭვება სახალხო მღელვარების გამოწვევა სააკაშვილის გადასადგომად იყოს ეფექტური გზა, ან მისი გადაყენების შემდეგ ქვეყნის განვითარებისთვის. ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით. სააკაშვილმა თუ მოინდომა ქვეყნის შიგნით ახალი კრიზისის გამოწვევა, ოპოზიცია აბსოლუტურად უუნაროა, რომ წინ აღუდგეს სააკაშვილის სურვილს? ოპოზიცია რას გააკეთებს, –ზოგჯერ სწორია ამ ტერმინით ოპერირება, მაგრამ ზოგჯერ ასე მსჯელობა შინაარსს მოკლებულია. ოპოზიციურ ძალებში ბევრი მიმდინარეობაა, ბევრი სხვადასხვა სტილის, ტაქტიკის და ღირებულების ადამიანები და ძალები არიან თავმოყრილი. მე ვთვლი, რომ ნორმალური ქვეყნისთვის ზედმეტად გაფანტული და დაწვრილმანებულია პოლიტიკური სპექტრი და ამიტომ, ერთიანად რისი შემძლეა პოლიტიკრი სპექტრი, მე ამაზე მიჭირს საუბარი. ყოფილა შემთხევები, როცა ხელისუფლებას უფრო მეტად უსარგებლია ამა თუ იმ პოზიციური ძალის მოქმედებებით, ვიდრე ოპოზიციას, როგორც ასეთს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, დაახლოებით, 2 თვე გაგრძელდა ქვეყანაში კონფლიქტური სინდრომი, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი აშკარა იყო (სააკაშვილმა ვერც ომის აცილება მოახერხა და ვერც ქვეყნის ტერიტორიების დაცვა და საწყის პოზიციებზე გაცილებით უკან დავიხიეთ, როგორც ნატოსთან ინტეგრაციაში, ისე აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში. ბოლო–ბოლო, რუსეთიც იძულებული გახდა ეღიარებინა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა) სააკაშვილის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, რაც ხდებოდა რუსეთისადმი ერთ ნაწილში მეტი გაღიზიანების ფონზე, ხოლო მოსახლეობის სერიოზულ ნაწილში რაღაც სხვა განწყობების გამოწვევის (რომ რუსეთს იქნებ მოვურიგდეთ, არ შევიდეთ ნატოში და იქნებ, დაგვანებოს თავი) ფონზე, ეს ორი სინდრომი ერთდროულად ვითარდებოდა, მაგრამ 2008 წლის ოქტომბრიდან სააკაშვილის პოპულარობის რეიტინგი კატასტროფულად წავიდა ქვევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რასაც ვერ ვიტყვით 2007 წლამდე პერიოდზე, როცა შიდა რეიტინგი ქვევით მიდიოდა, მაგრამ ქვეყნის გარეთ მისი რეიტინგი ან უცვლელი იყო, ან ზევით მიდიოდა. ეს პროცესი შექცევადი გახადა 2009 წლის გაზაფხულზე დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა. ფიგურალურად რომ ვთქვათ, სააკაშვილი და მისი გუნდი იმყოფებოდნენ ისეთ ვითარებაში, რომ პერმანენტული, ფოკუსირებული და ბევრ ადგილზე მსუბუქი მიწოლით შეიძლებოდა მისი განელება. ამის ნაცვლად, ისევ ფიგურალურად რომ ვთვქათ, ოპოზიცია ისევ ნაჯახით მიადგა და ამ ვითარებაში, სააკაშვილმა შეძლო სიტუაციიდან გამოსვლა. მე ვფიქრობ, ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც მიზანმიმართულ, ფოკუსირებულ, მრავალფრონტიან ბრძოლას გაუმართავენ ხელისუფდლებას, ისინი მიაღწევენ შედეგს. მაგრამ, თუ ისევ იმძლავრა მეთოდმა, რომ შევიკრიბებით თუ არა 2 საათში სააკაშვილის გადადგომა უნდა მოვითხოვოთ, მაშინ, ის ისევ მოახერხებს პოზიციების გაძლიერებას. ამიტომ, ასე ვერ დავსვამდი საკითხს, ოპოზიცია მთლიანად რისი შემძლეა და რისი – ვერა. გააჩნია ვინ რა გზას აიჩევს. ცოტა ხნით ადრე, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, ტუნისში, ეგვიპტეში, ირანში და ა.შ. რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და ეს ყველაფერი საზოგადოებამ გააკეთა. საქართველოში თუ იგრძნობა, რომ საზოგადოებას შეუძლია მოვლენები ამ მიმართულებით წაიყვანოს? –საზოგადოება გაცილებით რთული მოვლენაა, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. საზოგადოება ისეთი ფენომენია, რომ შეუძლებელია იყოს ჰომოგენური, შეუძლებელია, გარდა ზოგადი სტრატეგიული ამოცანებისა, ერთიანი პოზიციები ჰქონდეს საკითხებზე. როცა საზოგადოება ამ ტიპის აქტივობებში ერთვება, იქ ყოველთვის არის 2–3 მხარე და გააჩნია რომელი იმძლავრებს. ეგვიპტის ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იმ პროცესებში ასეთი იყო: აქ 20–30 ათასი კაცია შეკრებილი და იქ კი, 80 მლნ ადამიანი სახლში ზის და მათ არაფრის შეცვლა არ უნდათო. ეს ილუზია ბევრ ავტორიტარს ახასითებს. საზოგადოების პოზიციების გამომხატველი კი, როგრც ჩანს, ის აქტიური ხალხია, რომელიც რაღაცისთვის ბრძოლას იწყებს. რა არის ის ღირებულებები და მოტივი, რაც ბიძგს მისცემს ჩვენს საზოგადოებას რთული სათქმელია. აქ გასათვალისწინებელია ერთი მოვლენა, რომელიც ვერ დავიჩემებ, რომ კარგად მაქვს გაანალიზებული გლობალურ მასშტაბებში, მაგრამ მგონია, რომ თავისუფლება, როგორც ასეთი, და ლიბერალიზმი, როგორც ფართო მცნება, საზოგადოებებში გზას დამოუკიდებლად იკვალავს საინფორმაციო ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით. მგონია, რომ ადამიანებს, რომლებასც შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ ვის დაუკავშირდნენ, ან ამა თუ იმ საკითხზე აზრი გაუცვალონ ერთმანეთს და საიდან რა ინფორმაცია მიიღონ, იმის მიუხედავად რა რეპრესიული რეჟიმში უხდებათ ცხოვრება, თავისუფლების სიო თითოეულ მათგანში შემოიჭრება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პროცესების ასეთი განვითარება იმ რეგიონებში, რაზეც საუბრობთ, მგონია არ არის მხოლოდ სოციალური ან რელიგიური თემები. ანუ, კაცობრიობა მისი განვითარებს ახალ ეტაპზე გადადის? –მთავარია, რომ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალება მიეცათ და ამან შესაძლოა შეცვალოს ძალიან ბევრი რამ. ეს მოვლენა ჩვენთვის, „რესპუბლიკელებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. წლებია ჩვენ ვამბობთ, რომ გვჯერა ლიბერალიზმის, ჩვენ, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება, რომ თუ თავისუფლებაზე არაა დაფუძნებული პოლიტიკა თუ კონცეფცია, ის არასწორ შედეგამდე მიგვიყვანს. თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე მხოლოდ დროებითი კეთილდღეობა მიიღწევა. რამ შეიძლება თვისობრივი გარდატეხა მოახდინოს საზოგადოებაში, რომ რუსთაველზე არჩევნებზე, ან დემონსტრაციაზე მომავალი მოქალაქე მოდის, როგორც თავისუფალი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია იყოს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური მასის და ბრბოს ნაწილი, ესრთული სათქმელია. ასეთ შემთხვევაშია, რომ მერე ეს ციფრები აზრს კარგავს. შეიძლება 10 ადამიანია, რომელმაც სწორი თქვა და დანარჩენ 10 მლნ ადამიანს გაუღვივა რაღაცის კეთების სურვილი. ეს თემა სცილდება მერაბიშვილებს, უგულავებს, თარგამაძეებს და მათ მიერ ხელში ჩაგდებულ მედიას და გაკონტროლებულ ბიზნესებს. შესაძლოა, ეს ტალღა ამ მიმართულებით წავიდეს, თუმცა მთლად იმასაც ვერ დაველოდებით, ეს ტალღა როდის იქნება. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა ძალებმა ეს უნდა გაიაზრონ. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ, „რესპუბლიკელებს“ უკვე რამდენი წელია პრობლემა გვაქვს კონტროლირებად მედიასთან და სულ ვიბრძვით. ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია, მაგრამ აქვე, ჩვენს ოფისში გაკეთდა „რესპუბლიკელების“ ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურად, 1–2 საათით გავა ეთერში. წინა კვირას გვქონდა შეხვედრა, რომელსაც ინტერნეტით 5 ათასი ადამიანი უყურებდა და ამ ტიპის კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი საზოგადოების აქტივობაში. მე ძალიან სერიოზულ განსხვავებას ვხედავ საზოგადოებასა და გაბრაზებულ ხალხში. საზოგადოება საქართველოში ძალიან იშვიათად გამოჩენილა ასპარეზზე. არა იმიტომ, რომ მე თავად თანავუგრძნობდი 2002–03 წლების საპროტესტო ტალღებს, მაგრამ მგონია, რომ მაშინ იყო ორწლიანი პერიოდი, როდსაც მე დავინახე ამ ტიპის მოძრაობის რაღაცა კონტურები. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჟურნალისტური კორპუსის ნაწილი ჟურნალისტობდა, არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზული ნაწილი ამას აკეთებდა, ცნობად სახეებს რომ ვეძახით – ადამიანები, რომელთაც რაღაც ავტოტრიტეტი ჰქონდათ, აქტიურობდნენ და ცდილობდნენ რაღაცის შეცვლას. სააკაშვილმა, რომ ხმათა 95% მიიღო, მე ამ ციფრით არ ვზომავ საზოგადოებრივ განწყობებს. პრინციპში, მაშინ, სააკაშვილმა გამოაცოცხლა საზოგადოება... –სააკაშვილს სერიოზული დამსახურება აქვს იმ მიძინების თუ უძრაობის პროცესის შეცვლაში. მან გააათმაგა პოლიტიკური ცხოვრების ტემპი, ახალი ენერგიები შემოიტანა, მაგრამ მე საზოგადოების აქტიურობა, უფრო, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს მახსოვს. „მოქალაქეთა კავშირს“, რომ საზოგადოებამ უარი უთხრა და 20%–ზე მეტი მხარდაჭერა ვერ მიიღო, მაშინ გამოჩნდა ამ ყველაფრის კონტურები. სხვათაშორის, ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი, 21 ნოემბრამდე, როცა ლოზუნგი იყო „გადადექი“ და მე კითხვას მისვამდნენ – ვპასუხობდი: კი არ უნდა გადადგეს, სამართლიანი შედეგები უნდა აღიაროს, რომ ეს ძალები შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის ნორმალური განვითარება უნდა გაგრძელდეს–თქო. თუმცა, რევოლუციურმა პროცესებმა და 95%–მა პრეზდენტმა ის კონტურები, რაზეც ვსაუბრობ, სხვა მიმართულებით წაიყვანა. (გაგრძელება იქნება) http://www.presage.tv/?m=politics&AID=3431 მანდ პირველი ჩემი კომენტარი არ გეგონოთ.
  17. რა კარტოფილი კაცო? სამი კილო სადღაც ორი დოლარი ღირს მე მგონი და დიდ ბოსტნეულის მაღაზიაში,ამაზე ნაკლები.არ ვიმახსოვრებ ხოლმე ფასებს და ამის შემდეგ დაგიზუსტებთ.
  18. რაღაც პრიჩინა უნდა ხალხს და კარტოფილის გაძვირებაზე რევოლუციას არავინ მოახდენს.გააყალბებენ საპარლამენტო არჩევნებს და პრიჩინაც გაეძრობა.
  19. მე მართლა არ მახსოვს და იყო რამე ჩანაწერები? პროსტა კაბინეტში იპოვნეს ვითომ რაღაცა გეგმის ფურცლები,თუ მეშლება?
×
×
  • შექმენი...