Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. Jonathan livingston არა მგონია და ერთერთი ყველაზე გონიერი დიპლომატია დღეს საქართველოში. ერთ კითხვას დაგისვამთ. მიშას გაპრემიერება როდის იქნება უფრო იოლი,ამერიკის თუ რუსეთის მოკავშირეობის დროს?
  2. ვაშაძე: "არ მაინტერესებს“ რას ამბობს აშშ–ის დაზვერვის ხელმძღვანელი სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'11 / 17:42 აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის და ასევე რამოდენიმე ამერიკელი ექსპერტის მიერ თბილისის ჩრდილო კავკასიური პოლიტიკის კრიტიკაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მას "აბსოლუტურად არ აინტერესებს“ რა თქვა კლაპერმა. თუმცა, ვაშაძემ იქვე დასძინა, რომ მას არ უნახავს კლაპერის მიერ 16 თებერვალს სენატის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის სრული ვერსია და ამიტომ ამაზე ვერ ისაუბრებს. "მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას ამბობს კლაპერი; აბსოლუტურად არ მაინტერესებს; არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს. სიმართლე გითხრათ, მე ეს ციტატა ვნახე ამოგლეჯილი მისი გამოსვლიდან. როდესაც მთლიანად ვნახავ ამ შეფასებას, მერე გადავწყვიტავ რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. არ მიყვარს, როცა ჟურნალისტები მაძლევენ ვიღაცის ციტატას, რომელიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან; ამიტომ, მე კლაპერზე ლაპარაკს არ დავიწყებ; ეს მისი საქმეა, რა თქვა,“ – განაცხადა ვაშაძემ რადიო "თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში 24 თებერვალს, ჩეხეთში ვიზიტის დროს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშში ნათქვამია: ”მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე [რუსეთის] მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, ამას დამატებული სტატუს კვოსადმი საქართველოს უკმაყოფილება ხელს უწყობენ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობები კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას”. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, რომელიც 24 თებერვალს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯეიმს სტეინბერგს ახლდა თბილისში, განუცხადა ჟურნალ "ტაბულას“, რომ "ცხადია რუსეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა“ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით საქართველოს ნაბიჯებით, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გამო. "მაგრამ არ დასტურდება, რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა. არც ის დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რუსეთის ინტერესების საზიანოდ გააკეთა,"– წერს ჟურნალი გორდონის სიტყვებზე დაყრდნობით. რადიო "თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ვაშაძემ ასევე განაცხადა: "არც ის მაინტერესებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი რას დაწერს თავის მოხსენებაში, რადგანაც ისინი პოტომაკიდან უყურებენ საქართველოში სიტუაციას და ჩვენ ვუყურებთ თბილისიდან.” მინისტრს მხედველობაში ჰქონდა ვაშინგტონში არსებული "ამერიკული პროგრესის ცენტრის“ (Center for American Progress) მოხსენება, რომლის ავტორებიც არიან სამუელ ჩარაპი და კორი ველტი. მოხსენება, რომელიც საქართველოში კონფლიქტებს აანალიზებს და ამ კუთხით აშშ–ის უფრო აქტიური როლისკენ მოუწოდებს, ასევე განიხილავს თბილისის მცდელობებს დაუახლოვდეს ჩრდილოეთ კავკასიას. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თბილისის პოლიტიკა, მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავისთავად შესაძლოა არ იყოს პრობლემური, მაგრამ პრობლემას ქმნის ის რომ ეს პოლიტიკა ხორციელდება ”ცალმხრივად, ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.” მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემას ისიც ქმნის, რომ საქმე ეხება იმ რეგიონს, რომელიც რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფთხეს წარმოადგენს. ”რაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მოტივები, უდავოა, რომ ამ პოლიტიკას მოსკოვში განიხილავენ, როგორც არასტაბილურობისკენ მიმართულს,“ – ნათქვამია მოხსენებაში. "როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცაზე, კარგი იქნება, რომ ადამიანი დეტალებში გაერკვიოს, რა გააკეთა საქართველომ,“ – განაცხადა ვაშაძემ. "საქართველომ გააკეთა ის, რომ 30 დოლარს არ ახდევინებს რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიიდან და პასპორტში არ ურტყამს ვიზას,“ – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემომავალი ადამიანები საზღვრის უსაფრთხოების სტანდარტულ პროცედურებს გადიან, როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეები. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე გადაწყვეტილების უკან დგას როგორც ჰუმანიტარული მოტივები, ისე თბილისის სურვილი, რომ გაანეიტრალოს დეზინფორმაცია საქართველოს შესახებ იმ გზით, რომ საქართველოში შემოსულმა ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებლებმა საკუთარი თვალით ნახონ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯს რაიმე "ნეგატიური რეზონანსი“ არ მოყოლია საერთაშორისო მასშტაბით. "ერთი ორი პანიკიორის გარდა არავის არ ულაპარაკია. შარშან მქონდა 65–მდე ორმხრივი ვიზიტი და დამიჯერეთ, რომ არავის სიტყვა არ დაუძრავს ამაზე იმიტომ, რომ ყველას მშვენივრად ესმის ჩვენი მოტივები,“ – განაცხადა ვაშაძემ. ხომ არ მოვიდა რუსეთთან ჩახუტების დრო? ემოციების გარეშე თუ შეიძლება და ლოგიკას თუ მივყვებით,არც ეს არის გამორიცხული.
  3. მთავარი აზრი კიდევ ამ თემის გადმოტანის არის ის,რომ ჩომბე ესე აკრიტიკებს ამ ხელისუფლება და შეხედეთ რას წერსო? ვინც მალავს გადასახადებს დასაჭერები არიან,მაგრამ ამ პატსტავნოი დირექტორებს იჭერენ და მიშას ჩინოვნიკები სუფთად ძვრებიან ამ ყველაფრიდან.
  4. როგორი და თუ მისცემ მოპარვის საშუალებას,მოიპარავენ და აქ ქართველები არაფერს შუაში არ არიან.აქაც ტეხავენ ტექსებს,თუ მიეცათ შანსი და მთავარი პრობლემა აი ეს არის მისტერ. ამათ კოდექსი ისე აქვთ გაკეთებული,რომ ყოველთვის მოგედავებიან და ნებისმიერ ბიზნესში შეგიძლია პატარა დარღვევის პოვნა.
  5. შენ თუ საღლიცინოდ გახსენი თემა არ ვიცი და მთავარი ხალხი ვისიც არის ის ბიზნესები,ვინ არიან შენის აზრით და თუ გადასახადებს მალავენ,ვის ჯიბეში მიდის? მეგეტყვი.ისევ მიშას კამანდის წევრების ჯიბეებში. ეს თემა ვერ დამნახე ალბათ იქით არა? კარგი ბიზნეს იდეა მაქ და ვფიქრობდი დავბრუნდები და დავიწყებ თქო მარა..... რავიცი რავიცი ..... დაჯარიმების, დალუქვებისა და დახურვის შემდეგ, ქვეყანაში ბიზნესის დატერორების ახალი მეთოდი მკვიდრდება. ბიზნესობიექტების კარებზე შემოსავლების სამსახურის ლუქები ერთობ თვალში საცემი იყო და ეს ფაქტები, არცთუ იშვიათად, საჯარო განხილვის საგანიც გამხდარა. ამასთან, დალუქვა აძნელებდა ობიექტებიდან ჯარიმის ართმევასაც, ვინაიდან დაზარალებული მეპატრონეები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და ბევრს პირადი ქონების გაყიდვაც უწევდა. სამუშაოს კარგავდნენ დაქირავებული თანამშრომლებიც... ამიტომაც მთავრობამ ბიზნესისგან ფულის ამოღების სხვა, შედარებით უხმაურო ხერხს მიმართა, რომელსაც დაახლოებით ასე შეიძლება ეწოდოს: "შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერენ, იმ უბედურს..." კერძო სექტორის ფინანსურ დოკუმენტაციაში, სურვილის შემთხვევაში, დარღვევების აღმოჩენა შემოსავლების სამსახურისთვის ძნელი არ არის, მით უმეტეს, საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად - არც ბიზნესისთვის იმის დაბრალებაა ძნელი, რომ გადასახადები დამალა და ამით ბიუჯეტი დააზარალა. ძნელი არც ზარალისა და საჯარიმო სანქციების განსაზღვრაა - რაც მეტია, მით უკეთესია. ხოლო თუ სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 25 ათას ლარს გააჭარბა, საქმე ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებს სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ასეთ დროს ბიზნესმენს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, დიდი ალბათობით, ციხეში უკრავენ თავს. საკანში გამომწყვდეული ყველაფერს გაიღებს, რომ გისოსებს თავი დააღწიოს, თანაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პრობლემებზე ცოტას ილაპარაკებს. ცოტა ხნის წინ "ეკოპალიტრას" ერთ-ერთი ასეთი ბიზნესმენი დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ამბავი გვიამბო, მაგრამ გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, რადგან შიშობს, ამის გამო სახელმწიფო უწყებებთან პრობლემები არ შეექმნას. მისი განმარტებითაც, დაშინებული ბიზნესი დუმილს ამჯობინებს, რადგან ისინი, ვისაც პრესასთან გულახდილობის სურვილი გაუჩნდება, ისჯიებიან. დაშინებული ბიზნესი, ფაქტობრივად, დეპრესიაშია ჩავარდნილი. "რამდენიმე ხნის წინ შემოსავლების სამსახური ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შემოვიდა, აღმოაჩინეს დარღვევები და ბიუჯეტის სასარგებლოდ ასეულობით ათასი ლარის გადახდა დამაკისრეს. რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი, ვერც საკუთარი სიმართლე დავამტკიცე და არც საჯარიმო თანხა შემიმცირეს. სასწრაფოდ გავყიდე ჩემი ბიზნესი და ჯარიმის ნაწილი გადავიხადე. ამ ფულით მთელი თანხის მხოლოდ ნაწილი გადავიხადე, დარჩენილ თანხაზე გადახდის გრაფიკი შემიდგინეს და 50 ათასზე მეტი დღესაც გადასახდელი მაქვს. თუ დათქმულ ვადაში არ გადავიხდი ამ თანხას, საურავები დაერიცხება და კიდევ გაიზრდება. წარმოიდგინეთ, ბიზნესი აღარ მაქვს და მასზე დაკისრებულ ჯარიმას დღემდე ვიხდი, მაგრამ ციხეში ჩაჯდომას ეს მირჩევნია. აგარაკი მაქვს და იმას ვყიდი ჯარიმის თანხისთვის. სირცხვილია, ჩემი ხნის კაცს ციხეში, მკვლელებსა და სისხლის სამართლის სხვა დამნაშავეებთან ერთად რა უნდა. ახლა ბიზნესში უძრაობის ხანაა. კერძო სექტორი ისე დააშინეს, ჩრდილში ყოფნა ურჩევნია", - შემოგვჩივლა აღმასრულებელი სტრუქტურებისგან დაზარალებულმა ბიზნესმენმა. ბიზნესწრეებში საიდუმლოს არ წარმოადგენს, როგორ წნეხავს სახელმწიფო კერძო სექტორს. ეს ამბები, პირველ რიგში, იმის იმედით არ ხმაურდება, რომ შესაძლოა მაკონტროლებლებთან გარიგება დაიდოს და საჯარიმო თანხები შემცირდეს. თან იმედი აქვთ, რომ ბიზნესს განაგრძობენ. "მთავრობის კაცებიც" ბიზნესმენთა დუმილით სარგებლობენ. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ფაქტები ხდება, მაგრამ ინფორმაცია მასმედიამდე იშვიათად აღწევს. ბიზნესტერორის ნაწილია სანქციების დაანგარიშება ბრუნვიდან. არადა, კომპანიების რენტაბელობა შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს. ასეც რომ არ იყოს, ბრუნვიდან ნაანგარიშევი ჯარიმები, ცხადია, ყოველთვის დიდი იქნება. დაჭერების "მიმდევრობა" დაახლოებით ასეთია: ჯერ აკავებენ კომპანიის ბუღალტერს, შემდეგ - დირექტორს და ბოლოს ჯერი შესაძლოა მეპატრონეზეც მიდგეს. ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, რომლის დირექტორიც დააკავეს, თავის რიგს აღარ დაელოდა და ქვეყანა დატოვა. არიან ისეთები, რომლებსაც კანონთან პრობლემები არ შექმნიათ და არც დაუჯარიმებიათ, მაგრამ ბიზნესს აღარ ავითარებენ, ან უარეს შემთხვევაში აჩერებენ კიდეც. ისინი ბიზნესის კეთებას მეტისმეტად სარისკოდ მიიჩნევენ. ბიზნესისთვის ფულის ასართმევად ხელსაყრელი სამიზნეა მონოპოლიური კომპანიები. ვისაც ბაზარზე უპირატესი მდგომარეობა აქვს, ყველა ღონეს იხმარს, რომ ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობა მოაგვაროს. სამაგიეროდ, ბიუჯეტს რამდენადაც გაამდიდრებინებენ, იმდენად თამამად შეეძლებათ ფასების გაზრდით მოქალაქეთა ჯიბის შემსუბუქება. სახელისუფლებო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ბიუჯეტის შესავსებად ძალოვანი უწყებებიც დარაზმულია და შესაბამისი გეგმებიც კი აქვთ. ჯარიმა-საურავები ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ზოგიერთი ცნობით, პროკურატურამ გეგმის თანახმად ბიუჯეტს მილიარდი ლარი უნდა შეჰმატოს. იმავე მოცულობის ამოცანა აქვს დასახული შსს-საც, რომლისთვისაც ეს წინანდელი "ნდობის" დაახლოებით გასამმაგებაა. საბოლოოდ გამოდის, რომ 7-მილიარდიანი ბიუჯეტის ლომის წილი ჯარიმებია. დიმიტრი გაბუნია (ადვოკატი): "ქვეყანაში მოქმედებს საგადასახადო კოდექსი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფორმალური თვალსაზრისით ყველაფერი სწორად კეთდება. ის, რომ ბრუნვიდან უნდა დაგარიცხონ ჯარიმა-საურავები და აგიყვანონ რაღაც ზღვრამდე, რათა საბოლოო ჯამში წაიღონ დაგეგმილი თანხა - ფორმალურად საგადასახადო კოდექსის ნორმებშია მოქცეული. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ამა თუ იმ გადასახადის დაკისრება კონკრეტული ოპერაციის დროს. ეს უკვე დავის საგანია, ამისთვის არსებობს დავების საბჭო ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლო. სამწუხაროდ, პრაქტიკა იქით წავიდა, რომ სასამართლოს აღარ ელოდებიან. ანუ იძულებულს ხდიან ან გადაიხადოს, ან სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს. აქ უკვე გადამხდელი იძულებულია, სასამართლოს არ მიმართოს, რადგან გასაჩივრებას აზრი არ აქვს. სისხლის სამართლის კოდექსში დადგენილია თანხის ზღვრული ოდენობა - 25 ათასი ლარი, რომლის დროსაც პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ბიზნესისთვის დარიცხული ჯარიმა-საურავები კი ამ თანხას ხშირად აჭარბებს და იმის შიშით, რომ ციხეში თავი არ ამოაყოფინონ, ბიზნესმენი იძულებული ხდება, დარიცხული თანხის გადახდას დათანხმდეს. პრაქტიკულად, ასეთ დროს ადვოკატის როლიც ნულის ტოლია, ადამიანი თავის უფლებებს ვერ იცავს და მიაჩნია თუ არა კანონიერად, მაინც იძულებულია, გადასახადი გადაიხადოს. მეწარმემ გადასახდი უნდა გადაიხადოს, მაგრამ არა უკანონოდ დარიცხული. თუ ასე გაგრძელდა, თუ ბიზნესს არ მიეცა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, ბიზნესაქტიურობა საერთოდ მოკვდება. ეს ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფამდე მიიყვანს. ვფიქრობ, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი აქტიურად უნდა ამოქმედდეს და მეწარმეები ყველა ამ სისტემური დარღვევისგან დაიცვას. წინ უნდა წამოვიდეს სასამართლოს როლი, რათა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები". დღეს ბიზნესის დიდ ნაწილს არასტაბილურობის განცდა აქვს. არადა ბიზნესს, რომელიც მომავლის შიშით გრძელვადიან და ამბიციურ გეგმებს არ ადგენს, ფაქტობრივად, მომავალი არ აქვს. ემა ტუხიაშვილი ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა” (გამოდის ორშაბათობით) წყარო/Source: http://www.ambebi.ge/ekonomika/32742-qara-...l#ixzz1FFuJSDNh
  6. Saturn ბიჯო,არ ეშვები არა ესეთი გონორით თემების გახსნას? რაც ზემოთ წერია,ვისი ბრალია შენის აზრით?
  7. xrova რაღაც ვერ გავიგე და რატომ გაანთავისუფლეს და ეს ხომ ხელისუფლებას უნდოდა დამატებით? ერთი რა უნდა გკითხო და მაგ საიტიდან როგორ აკოპირებ ხოლმე ტექსტს? მე ვერა ვშვრები და იმიტომ გეკითხები.
  8. babuagiorgi ბიჯო,შენ მე სარეკლამო აგენტი გგონივარ თუ როგორ არის შენი საქმე? ეს სათაური გაუკეთე ამ თემას და ამასაც გადავიტან ფეისბუკზე.მეორეც,იმ ლინკს დააკლიკე,რომ მოგწონს და „დააშარე“ დამატებით.
  9. რომ გკითხოს კაცმა,კამპიუტერის მამა ხარ.
  10. დავდე. ეგ შეიძლება შენთან გვიან გამოჩნდეს,მაგრამ შედი ჩემს გვერდზე და ნახავ.
  11. babuagiorgi ხარაშო და იმ სლოგანით ოღონდ. ეხლა გავდივარ და რომ მოვალ დავდებ.
  12. რაც შეეხება ამერიკის მოქალაქეობას და იმას,რომ ყურადღებას არ აქცევენ,რაღაც მეეჭვება და შეიძლება არ იყოს უკვე ამერიკის მოქალაქე.აი პასპორტიც გაუუქმებიათ.
  13. babuagiorgi ტყუილადა ვარ „პარტიის“მრჩეველი კაცო.
  14. babuagiorgi ბიჯო,იქით მედიცინაში უნდა გაგიხსნა თემა,რადგან ესე არის საჭირო. http://forum.ge/?act=ST&f=43&t=34225352 ნახე რა სლოგანი დავდე იქით? მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას სახლიდან გაუსვლელად
  15. მაგარს ღადაობ და ნარკოტიკების ბიზნესს,ან ტრანზიტს საქართველოში შენი აზრით ვინ კრიშავს?
  16. babuagiorgi კარგ საქმეს აკეთებ,რადგან საქართველოში ეზარებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
  17. ვობშემ სადაც კი მიქირავებია ბინა,არსად არ გადამიხდია წყლის ფული.არც ეხლა ვიხდი,მაგრამ საკუთარ სახლში(თუ მეღირსა )გადავიხდი აბა სად წავალ?kisa შუა კუხნაში გიდგას არა გაზის მრიცხველი?
  18. http://www.presage.tv/?m=politics&AID=3497#Comments ვაშინგტონში დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა საქართველოს საკითხზე გამართულ შეხვედრას უმასპინძლა. მთავარი მომხსენებლი საქართველოში რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი ბატონი ლევან ბერძენიშვილი იყო. მისი მოხსენება კი საქართველოში არსებული ვითარების შეფასება იყო, სათაურით „არცთუ ვარდისფერი შედეგი - შვიდი წელი ვარდების რევოლუციიდან“. მოხსენება საკმაოდ ვრცელი იყო და ძირითადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხის, კორუფციის დონის, ადამიანის უფლებების შეფასებებს ეთმობოდა. ბატონმა ლევანმა საქართველოში არსებული ვითარება დემოკრატიის კუთხით ამგვარად შეაფასა: „მე საქართველოს განვიხილავ როგორც ნაკლოვან დემოკრატიას, რომელიც ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის სადღაც შუაშია. საქართველოში ვარდების რევოლუცია ემყარებოდა დემოკრატის იმედებს. ამჟამად კი ამ იმედების უდიდესი ნაწილი დაკარგულია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მან თავისი გამოსვლის დასაწყისში საქართევლოს წინაშე მდგარ არჩევანზე ისაუბრა და გაიხსენა სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე წარმოთქმული ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი.“ ბატონი ლევანის თქმით, ქართველების არჩევანი სწორედ ეს არის, რაც ისტორიულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. თუკი საქართველოს მეზობლები მდიდრები არიან სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთი და გაზი, ხოლო სომხეთი მდიდარია დიასპორით, საქართველოს სიმდიდრე და ყველაზე ძლიერი რესურსი ლევან ბერძენიშვილის აზრით, დემოკრატია უნდა გახდეს, რითაც ის დანარჩენ სამყაროს მიიზიდავს. თუმცა, არსებული ვითარება ბატონი ბერძენიშვილის აზრით საკმაოდ საგანგაშოა. მან მაგალითად მოიყვანა სხვა ქევყნებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, დემოკრატიის ხარისხი სომხეთსა და მოლდოვაში. როგორც აღმოჩნდა, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოლდოვას და მცირედით უსწრებს სომხეთს. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ეს საკმაოდ საკვირველია, რადგან დასავლეთს არ დაუხარჯავს იმდენი ფული მოლდოვაზე, რამდენიც საქართველოზე იყო გამოყოფილი. ბატონმა ბერძენიშვილმა ასევე ახსნა, თუ რატომ არის სინგაპური პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მისაბაძი ქვეყანა. „ეს მოდელი ნიშნავს, რომ გვექნება ინვესტიციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სინგაპური, გაერთიანებული საეიმიროები, მოსკოვი, ასტანადან, და სხვა ისეთი ქვეყნებიდან ვისაც არ გააჩნია დემოკრატიის განვითარების იდეა,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. თუმცა მისი მტკიცებით, საქართველო არ არის სინგაპური, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება. მეორე არჩევანი ეს არის იზოლაციონიზმის და ნაციონალიზმის გზა, რაც კიდევ უფრო საშიშია. რაც შეეხება მესამე არჩევანს - დასავლურ-ევროპულ ინტეგრაციას, ამის ნიშნები საკმაოდ სუსტია ქვეყანაში. ამის შემდეგ ბატონმა ლევანმა ვრცლად მიმოიხილა 2007 წლიდან დღემდე განვლილი პერიოდი, როგორიც იყო, 7 ნოემბრის საპროტესტო მიტინგის დარბევა, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, რუსეთთან ომში ჩაბმა, მედიის მონოპოლიზება, პოლიციის პოლიტიზირება და მმართველი პარტიის ინტერესებისთვის დაქვემდებარება, სასამართლოს უზურპირება, საგანმანათლებლო სისტემაში პოლიციის შესვლა მანდატურების სახით და ელიტარული კორუფცია. თავისი მოხსენების დასასრულს, ლევან ბერძენიშვილმა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს მოუწოდა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილის სახით ცოტა ხანში ჰოსნი მუბარაქის ტიპის მმართველს მიიღებენ. შეხვედრის დასასრულს ჩვენ ლევან ბერძენიშვილს ინტერვიუ ვთხოვეთ. პირველი შეკითხვა საქართველოში კორუფციის არსებობის შესახებ დავუსვით, რადგანაც ერთერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნის შესრულება ვერ შეძლო და კორუმპირებული მაღალჩინოსნების გვარები ვერ დაასახელა. ეს საქმე კი არც დემოკრატიის ეროვნული ფონდის ტრიბუნიდან და არც ჩვენთან ინტერვიუს დროს ლევან ბერძენიშვილს არ დაზარებია. „გივი თარგამაძეს ჩემი ვალი აქვს, ასი დოლარი. გივი თარგამაძაე იყო ღარიბი ადამიანი. არ ქონდა ფული. მუდმივად სესხულობდა. ჩემი ბოლო ვალი დარჩა და არ გადაუხდია. დღეს არის მულტიმილიონერი.საიდან? პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მეც ვიყავი და ისიც იყო.მე ვიცი რამდენი ქონდა ხელფასი და ეს თანხა რაზე ყოფნიდა. საიდანაა მილიონერი? ის რომ ჩახვაძემ ვერ დაასახელა გვარები, ეს არაა სერიოზული არგუმენტი. უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ფლობს წილს „ჯეობეთში“. არ ვიცი რას არ ფლობს, მაგრამ ვიცი რას ფლობს ვანო მერაბიშვილი. ეს არის ზეთის გამომხდელი ქარხანა, ფარმაცევტული ქარხანა და კიდევ ბევრი რამ. მთელი კახეთი ადეიშვილის ხელშია. თუ საქართველოში არ ესმით რა არის ელიტარული კორფცია, მე ვუხსნი, ელიტარული კროფცია აი ეს არის.“ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: „არ შეიძლება, რომ არ გაფართოვდეს. მათ ასახვა პოვეს უკვე ჩინეთში და ელოდებიან მათ ასახვას რუსეთში. ახლა არის ახალი ტალღა და პარლამენტის თავჯმდომარის იმედი, რომ ჩვენთან ეს უკვე იყო და მეტი აღარ იქნება, საფძველსაა მოკლებული. შევახსენებ, რომ ყირგიზეთშიც იყო ერთხელ და იყო მეორეჯერ. გულუბრყვილოა იმაზე ფიქრი, რომ არ გავრცელდება. საქართველოში ახლა ძლიერდება არა მარტო პოლიტიკური არამედ ეკონომიკური პროცესი და ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. რომ ქონდეს პასუხი, ამორტიზაცია ყოველთვის შეიძლება. ამას ცდილობს იორდანია. ასევე მაროკო ცდილობს ამ ტალღის შემხვედრი რეფორმებით შეჩერებას. ყველა გამოთვლა აჩვენებს, რომ 2012 წელს როცა ჩვენ ვალების გადახდა უნდა დავიწყოთ,საქართველოს ფული არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი სამწუხაროდ გარდაუვალია. მე არ ვარ ამის გულშემატკივარი და არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის გადავარდნის მერე აუცილებლად სიკეთე იქნება, მაგრამ სააკაშვილი გადავარდება.“ მართალს ამბობს ეს კაცი.
  19. asds 103 დოლარი ერთი ბარელი.ესე დაიხურა ბირჟა დღეს.
  20. არა მგონია ეგრე იყოს,რადგან ნებაყოფლობით იღებდნენ ოჯახებში,მაგრამ შეიძლება მართალსაც ამობდე. გავარკვევთ ამას აუცილებლად და ეს ათი მილიონი ჰაერშია გასროლილი.
  21. Saturn ათი მილიონის რა ბილეთები იყიდეს და კაკრაზ შენახვა არაფერი არ უჯდებათ,რადგან ოჯახებში არიან განაწილებულები.სადღაცას ვნახე,რომ 500 ლარამდე თუ დოლარამდე აქვთ ხელფასი თვეშიო. არც არაფერი და არცერთი არ არის კარგი,მაგრამ მე რუსული ჟარგონები გამჯდარი მაქვს და ვერ ვივიწყებ.
  22. Saturn ეს ალბათ იცი რასაც ნიშნავს და ესეთი ხალხი გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ. კანონი არ ვიცი,მაგრამ ფორუმზე მაქვს წაკითხული და ეს ინიციატივა განათლების სამინისტროდან მოდიოდა.
  23. პატარა შკაფი მაქვს იმ ოთახში და წავა?
×
×
  • შექმენი...