“ალიანსი საქართველოსთვის” 7 ნოემბრისთვის დაგეგმილ ოპოზიციის ღონისძიებებში მონაწილეობას არ აპირებს “ალიანსი საქართველოსთვის” 7 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასა და სასტუმრო “რედისონში” პოლიტიკური პარტიების შეკრებაში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ალიანსის” თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განუცხადა. “ალიანსი, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობს. აქცია არასამთავრობოების მიერ არის ორგანიზებული, რაც ძალიან კარგია. პირადად ჩემთვის, როგორც იმდროინდელი ომბუცმენისთვის, 7 ნოემბერი არის დღე, როცა ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უთხრა, რომ მისთვის არ არსებობს კანონი და კონსტიტუცია. მივესალმებით, რომ ძალადობის მიმართ პროტესტი სწორედ არსამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს საკუთარ თავზე”, - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, “ალიანსის” პოზიცია არ გამორიცხავს, რომ პარტიის ცალკული წევრები მივიდნენ აქციაზე და გამოხატონ თავიანთი პროტესტი, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა. ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, “ალიანსი საქართველოსთვის” არ მონაწილეობს 7 ნოემბერს სასტუმრო “რადისონ სას ივერიაში” დაგეგმილ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაში. “ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ მოვამზადეთ წერილობითი დოკუმენტი, რომელასაც იქ გავგზავნით. იქაც არ ვაპირებთ მისვლას, რადგან ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია და დღეს გავრცელებული განცხადებითაც გაცხადდა. თანაც, გვეჩვენება, რომ ყველაფრის თარიღებზე მიბმა გამართლებული არ არის”, - განაცხადა სუბარმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ადრე მქონდა სადღაც წაკითხული,რომ ალასანიამ მივიღებთ ამ აქციაში მონაწილეობასო.მეშლება? ჩემის აზრით ეშლება ბატ. ირაკლის, ამ აქციაში რომ არ იღებს მონაწილეობას.არ არის აუცილებელი ტრიბუნიდან რეჩის დარტყმა და არც ვთვლი საჭიროდ,მაგრამ პროტესტი ნამდვილად არის გამოსახატი.რა ფორმებში,ეგ თქვენ დაწერეთ.