არც პირველ სხდომაზე უნდა წასულიყო და ეს ყვარყვარე ოპოზიციას თორთლაძეს და თარგამაძეს ეძახის? და მეორეც.როდის ესროდნენ ესენი სტაფილოებს? მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში სტაფილოების პოლიტიკას სერიოზული პოლიტიკა ენაცვლება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 13 / 11, 2009 21:13 Print Font size: საქართველოში სტაფილოების პოლიტიკას სერიოზული პოლიტიკა ენაცვლება, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად მუშაობს და დღეს დარბაზში, სადაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება, სხედან ადამიანები, ვინც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას და პრეზიდენტს სტაფილოებს ესროდა. „თქვენ შემოგვიშვით ჩვენ, ჩვენ კი ახლა გიღებთ თქვენ აქ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დიალოგი მიმდინარეობს და ამ დიალოგის ერთ-ერთი ნაწილია ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატით სხდომების ჩატარება, რომელიც ფაქტობრივად, უკვე ტრადიციული გახდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიალოგი არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები ყველაფერზე თანხმდებიან, მაგრამ პირველად ბოლო ოთხი–ხუთი წლის განმავლობაში ბევრი პოლიტიკური სუბიექტი მინიმუმ საუბრობს და ზოგჯერ აღწევს კიდეც შეთანხმებას. პრეზიდენტის განცხადებით, დიალოგი ეს არის ხალხის შეკვეთა და ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონფლიქტის ზონაში გატაცებული 4 მოზარდის საკითხი განიხილება. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს შს მინისტრი, უშიშროების საბჭოზე შესაძლებლობა მიეცემა თავისი პოზიცია დააფიქსიროს დეპუტატმა გია თორთლაძემ, რომელმაც, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა „ცოტნე დადიანის ფუნქცია ჯერ ვერ შეასრულა“. ასევე, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საბჭო გატაცებული ბავშვების შესახებ მოუსმენს დეპუტატ გიორგი თარგამაძეს, რომელიც სხვებთან შედარებით გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1