Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. kisa ყველას არა,იაპონელებს კი.ვერ მოახწევს ჩვენამდე.
  2. T_A_T ეს არის საზოგადოების აზროვნება და ვერაფერს ვერ ვუშველით დღეს.(უმეტესობის და არა ყველასი) გაჭირვებულ ადამიანზე ფულის გაკეთება არის ყველაზე დიდი ნაძირალობა რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს.
  3. ეხლა ატომური ელექტრო სადგურის ექსპერტი ლაპარაკობდა და ამ გაციებას დიდი დრო უნდაო.ორ სადგურში ავტომატურად ჩაირთო ეს სისტემა და მესამეში წყალი შევიდა თუ რაღაც(ვერ გავიგე)იმიტომ ვერ ჩაირთო ავტომატურადო.რავიწყნარი სახით ლაპარაკობდა და მიხედავენ პრობლემასო.
  4. T_A_T აი მაგისთანებს ვიტრინები უნდა ჩაულეწო და დამატებით კბილები კიდევ.
  5. აუ რა საშინელება ხდება ეს კაცო? დასავლეთ ამერიკის სანაპიროდან ხალხის ევაკუაციას ახდენენ.
  6. დაჯდება და ჩვენები რასაც ითხოვენ,ანუ გამშვებ პუნქტებზე ქართველი მებაჟეების დაყენებას,არ იზამენ.ისე რომ დათანხმდნენ რუსები ამას,რად უნდათ ჩვენებს,ანუ რა შედეგს მოგვიტანს ეს ყველაფერი,ეგ არ მესმის. დაუშვებენ მეთქი ბორჯომს და ღვინოს(კარგია ეკონომიკისთვის,მაგრამ ცუდია ხარისხისთვის)ამას უდიდეს გამარჯვებად მონათლავენ.
  7. კი და მაგარი უსუსურია ამ დროს ადამიანი.ტეხამს.
  8. ძუკუ Saturn ჰა,რას იტყვი მისტერ? გადახედე ჩემს კომენტარებს პატივცემულო სატურნ და ერთი ერთში ჯდება რაც ვსთქვი.
  9. თუ რამე ახალი ინფო ნახეთ,დადეთ რა მაინტერესებს. დილით ვნახავ.
  10. newstudio როცა გაიღვიძებ შედი და ნახე, კლიენტი რაებს წერს.
  11. დეპრეს,ამერიკა მუბარაკზე და კადაფზეც თვალს ხუჭავდა და საქართველოზე რატომ არ დახუჭავს? ერთი რაც შემიძლია ვთქვა,მაგარ #######ში ვართ.
  12. “მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება“ 15:22 19.10.2010 [ნინო მიქიაშვილი] რედაქციაში პატიმარ გვანცა ყუფარაძის მამა, ალექსანდრე ყუფარაძე გვესტუმრა და გვთხოვა, მისი შვილის ღია წერილის გამოქვეყნება, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია. ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, ესაა რიგით 21 -ე წერილი, რომელიც მის შვილს საპყრობილიდან გაგზავნილი აქვს, როგორც ფოსტის, ისე მშობლების მეშვეობით. რადგან აქამდე გაგზავნილ და ჩაბარებულ წერილებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ყუფარაძეებმა გადაწყვიტეს ღია წერილის ჩვენს მედიასაშუალებაში გამოქვეყნება – “ბატონმა პრეზიდენტმა, ეგებ აქ მაინც წაიკითხოს ეს წერილი და რეაგირება მოახდინოსო“. შეგახსენებთ, რომ პრესა.გე–ზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა მასალა სათაურით, დატუსაღებული 14 წლის გოგონა შველას ითხოვს! რომელიც გვანცას მამის, ალექსანდრე ყუფარაძესა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობზე დაყრდნობითაა მომზადებული. გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს. ღია წერილს, რომლითაც გვანცა ყუფარაძე მიხეილ სააკაშვილს ოცდამეერთედ მიმართავს, უცვლელად გთავაზობთ: “ საქართველოს პრეზიდენტს მის აღმატებულებას, ბატონ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობისა და ქალთა საერთო რეჟიმის მეცხრე დაწესებულების მსჯავრდებულის, დედისერთა გვანცა ყუფარაძის ღ ი ა წ ე რ ი ლ ი კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ საქალაქო სასამართლოს 12.06.2007 წ. განაჩენით, როდესაც ვიყავი 14 წლის, გამამტყუნებელი მტკიცებულებების გარეშე, ცნობილი ვიქენი დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით. ამავე მუხლის III ნაწილის ბ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის, 88-ე მუხლის I ნაწილის და სსკ-ის 50-ე მუხლის VI ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ზომად განმესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით და 5 წელი პირობითი ვადით. მდედრობითი სქესის, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების არარსებობის გამო, 2006 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე, ჩემივე უსაბრთხოებიდან გამომდინარე, ჩემივე სურვილით, დაუმსახურებელ სასჯელს, ორმაგად ვიხდი, ქალთა კოლონიის ჩაკეტილი რეჟიმის საკანში. 2006 17 ნოემბრიდან სანიმუშო ყოფაქცევისთვის და 2009 წლიდან კარგი სწავლისთვის, კანონის შესაბამისად, მომეცა წელიწადში ორი დამატებითი პაემნით სარგებლობის უფლება. ხშირი კონტაქტი ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ბევრს ნიშნავს. მე მათი ერთადერთი შვილი ვარ. მართალია სავალდებულო არაფერი არ არის, მაგრამ კანონით ხომ გამოსწორებული, დადებითი ყოფაქცევის, მუდმივმისჯილი პატიმრისთვისაც კი აღარ არის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა?! თუ ჩემს მიმართ სხვა მითითებები არ არის (არ მოვტყდი, პედაგოგებმა ვერ მათქმევინეს შავზე თეთრი, ვთქვი სიმართლე და არ გადავგვარდი, არ დავიბრალე დანაშაული და “მიზანი მიღწეული არ არის“) ალბათ, როგრც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლებული, 4 წელი ნებაყოფლობით “კრიტში“ ჯდომით გამოვსწორდი და გავხდი სანიმუშო ყოფაქცევის და საზოგადოებისთვის საშიში აღარ ვარ. კონსტიტუციის მუხლი 40 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსკ მუხლი 88. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1. არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა ენიშნება არა უმეტეს ათი წლის ვადით, რომელსაც ის სრულწლოვანებამდე მოიხდის აღმზრდელობით დაწესებულებაში. სსსკ.მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა 1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. 2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. 3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ყოველივე, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ იმედით, რომ ამ წერილის შინაარსი მაინც გახდება თქვენთვის ცნობილი, რადგან ჩემი გათავისუფლების სხვა სამართლებლივი ფორმა არ არსებობს, მინდა საჯაროდ გთხოვოთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გამათავისუფლოთ უკანონო პატიმრობიდან, რათა ნაწილობრივ მაინც აღსდგეს ჩემდამი სამართლიანობა. მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება. ბავშვობის საუკეთესო წლები წამართვეს, ნუთუ საკმარისი არ არის?! პატივისცემით და იმედით, დაუსაბუთებელი მსჯავრდებით, უკანონო პატიმარი, უკვე 18 წლის, გვანცა ყუფარაძე 16.10.2010 წელი“ http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1447
  13. ბაიდენმა რუსეთს დაუდასტურა, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრანებაზე ვაშინგტონი თბილისს ესაუბრა 22:19 10-03-2011 ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც რუსეთში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა , რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ვაშინგტონი თბილისს ესაუბრა, - ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება. "ითქვა, რომ თბილისთან შედგა საუბარი იმის შესახებ, რათა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ხელი არ შეუშალოს", - განაცხადა რუსეთის მთავრობის აპარატის თავმჯდომარის მოადგილე იური უშაკოვმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებისას ბაიდენის მხრიდან არ ყოფილა პირდაპირი დაპირება, რომ ვაშინგტონი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ "საქართველოს პრობლემას" მოაგვარებს. "ის, რომ ამერიკელებს ამის თაობზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკება ჰქონდათ, დადასტურდა", – განაცხადა უშაკოვმა. მან დააზუსტა, რომ ამერიკელები ქართულ მხარეს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესახებ ესაუბრნენ.
  14. ისრაელი არ არის ნატოს წევრი და არც იქაჩება იქ შესასვლელად.
  15. ადრე ვთქვი და გაგიმეორებ,რომ რუსეთი მაინც შევა მაგ ორგანიზაციაში და ჩვენები მისცემენ თანხმობას.
  16. ფული არ გადაუხდია საქართველოს და ერთი კითხვა. როგორ ფიქრობ,ისრაელის პრემიერ მინისტრი და მთელი მაგათი პარლამენტი,ისეთი სულელები არიან,რომ ესე ა#######ებენ იმ ორ ებრაელზე.ანუ იციან,რომ ქრთამს აძლევდნენ მართლა და მაინც ესეთ რამეებს ჩალიჩობენ? ადრე ვთქვი,რომ ამაზე ცხვირპირს წაიმტვრევენ მეთქი ჩვენები და ეს დასაწყისია ჯერ.
  17. ყველა ჯერ ვერა,მაგრამ მაგასაც მიიღებენ სულ ახლო მომავალში.
  18. რა მოხდება იცი ჩემის აზრით? ესენი თანხმობას მისცემენ აუცილებლად.მერე რუსეთი ჩვენს პროდუქციას დაუშვებს თავის ბაზარზე(არა აქვს უფლება,რომ არ დაუშვას)და ესენი აიკლებენ ქვეყანას პიარით.
  19. ამ მათხოვარს შეხედეთ ერთი რაებს ბაზრობს?
  20. თავიდან მეც ამ მოთხოვნის მომხრე ვიყავი,მაგრამ ისედაც უნდა დაეშვათ როცა რუსეთი გაწევრიანდებოდა მაგ ორგანიზაციაში.
  21. Saturn შენ იქ იყავი კაცო,ქრთამს როცა სთავაზობდნენ,თუ ვანიჩკას კანტორა არ იტყუება არასოდეს? ას მილიონ დოლარზე შტრაფავდნენ ქვეყანას და გაუჩალიჩეს ჩემის აზრით.
×
×
  • შექმენი...