ეს არის გაერთიანება. არ დაიღალეთ ნაციონალების დაცინვით,ცინიზმით და იმ უკანონობით რასაც ისინი სჩადიან? გადადეთ თქვენი ამბიციები და ქვეყნისთვის ერთხელ მაინც გააკეთეთ რაღაცა ხომ შეიძლება? არ ვამბობ გინდა თუ არა ალასანიას გარშემო გაერთიანდით მეთქი,მოილაპარაკეთ და ალბათ გეყოფათ იმაზე გონება,რომელ კანდიდატს შეეძლება ამ არჩევნებში გამარჯვება.ეს მხოლოდ თბილისს არ ეხება.თბილისი არ არის მხოლოდ საქართველო და თუ ხალხი იგრძნობს იმას,რომ თქენ ამას ქვეყნისთვის აკეთებთ,დამიჯერეთ გამოგყვებიან.ვინც გინდა დანიშნონ ცესკოს თავმჯდომარეთ,მაინც წააგებენ ამ შემთხვევაში.(ეს არ ეხება საპარლამენტო ჯიბის ოპოზიციას) ეს არის ჩემი საახალწლო სურვილი და არა მარტო ჩემი.ხალხი დაიღალა და თუ რეალური რამ არ დაინახა,არ გამოგყვებიან. გილოცავთ ძველით ახალ წელს და ღმერთი იყოს ჩვენი საქართველოს მფარველი.