მეც გამეცინა და ვუთხარი, რომ 7 წელი ვუყურებდით ასეთ მებაჟეებს და მერე გადავწყვიტეთ, რომ საბაჟოზე უნდა იმუშაონ სამოდელო სააგენტოს გოგოებმა, რომლებიც იქ იმიტომ არიან, რომ გაიღიმონ. შემოსულ გაუპარსავი ტრაილერის მძღოლებს მიესალმონ ინგლისურად, თურქულად, გაუღიმონ, ტვინი დაუბნელონ, მაგრამ 7 წუთში გაუშვან, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარ დარჩეს", – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა.