Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. მე რას მედავები და იქით თემა იყო ეგეთი და ზარზეიმი ჰქონდათ მეთქი.გაისად ორი იმდენს გავყიდითო.
  2. newstudio ბიჯო,პოლიტიკოსობა გინდა და სექსი ბიცოლა როგორ გაჩუმებს? რაის არაფერი არ მომხდარა და კულტურულად დააჯვა კოსლიპას ალასანიამ და მთლიანად ამ ხელისუფლებას და არაფერი მომხდარა კაცო?
  3. რავი იმ დღეს ერთი ალიაქოთი იყო იქით,თანხა აღარ მახსოვს,მაგრამ მილინებზე იყო ბაზარი და ამ საფასურის დენი გავყიდეთო.
  4. PEPE. ეგ გააგრძელე და ისაც დაამატე, კოსლიპასთან დებატებიც რომ ამოჭრეს.
  5. ვახ ჩემიიიიიიიიი ეს თემა როგორ ვერ დავინახე და გილოცავ ძმაო.ჯანი და ბევრი ფული და სიხარული შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. თითო ჭიქა ხომ არ გვეხია თათარიახლად. :lasha1997:ეს ჩემი სახელობის სმაილია.ეხლა გამახსენდა. :lasha1997:
  6. analgin ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ არ იცოდნენ რომ ოპო ხარ და გაუბაზრებდი ყველაფერი რომ დაფქვეს?
  7. კაცო შენ რა გჭირს და სადა ვთქვი,რომ დაშინებული ჰყავს მეთქი? პროსტა სიმართლე არ ესიამოვნათ ალბათ.ან კიდევ ტექნიკური „პრობლემა“ იყო.
  8. ზნაჩეტ არ ესიამოვნათ და მართალი მითქვამს ყველაფერი. დაინტერესებულმა იუზერებმა,შეგიძლიათ იხილოთ წინა გვერდები.
  9. შენ გეუბნები,თორემ აქ ვის ვეთამაშო კაცო ფუტბოლი? წავედი.
  10. ტრენაჟორი იყიდე ან იარე კვირაში სამჯერ მაინც.შედეგი ერთ თვეში გარანტირებული გაქვს.მე რასაც ღვინოს ვსვამ მაგდენი უნდა,მაგრამ როგორც კი ცოტას ვიმატებ,ეგრევე მვწყვიტავ ბეზაბრაზიას.დღესაც საათნახევარი გავტოკდი. თან ზამთარი მოდის და ფუტბოლს ვეღარ ითამაშებ გარეთ.
  11. babuagiorgi ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 12:58 21-10-2010 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს . ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქარქუსოვი თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ქარქუსოვის მოხსნის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერ ქობალიამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ორი მოდგილე - ზურაბ ალავიძე და გრიგოლ გობეჯიშვილი გაათავისუფლა. მათ ნაცვლად კი, დავით გიორგაძე და არჩილ კეკელია დაინიშნენ. მოგვიანებით კი, სულხან სისაური თამარ ჭელიძემ ჩაანაცვლა. ეს ამ თემას არ ეხება,პროსტა გიორგის დავუდე ინფო.
  12. 10:14 / 21-10-2010 "სააკაშვილმა და მისმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა მოიხსნეს" ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო პოლიტიკოსთა შეკრება და ახალი "ქართული პარტიის" შექმნა მწვავედ გააკრიტიკა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. - ბატონო ირაკლი, რატომ გააკრიტიკეთ "ქართული პარტია"? - ტყუილია, ნამდვილად არ გამიკრიტიკებია. საქმე ის არის, რომ ჯერ ვერ გავიგე, რა უნდა ამ პარტიას. დაველოდოთ, გაიმართება დამფუძნებელი ყრილობა და შეგვექმნება წარმოდგენა, რა იდეოლოგიის პოლიტიკური ძალა იქნება და რის გაკეთებას გეგმავენ. - თქვენ ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ თქვით, ერთ დღეს ვერ გაძლო საკანში და რა რევოლუციაზე ლაპარაკობსო... - დიახ, მე, ზოგადად, რევოლუციის შესახებ გამოვთქვი აზრი. მიმაჩნია, რომ საქართველოში რევოლუციების ეპოქა დასრულდა. დროა, ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს პოლიტიკური კულტურა, როდესაც ცვლილება ხდება არჩევნების გზით. ჩემთვის ყველა გზა, რომელიც მშვიდობიანად არ განვითარდება, მიუღებელია, შესაბამისად, იმ ძალებთან, ვინც ამას მისაღებად მიიჩნევს, გაგვიჭირდება საერთოს გამონახვა. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. - ეროსი კიწმარიშვილმა თქვენს განცხადებაზე თქვა, ალასანიას მტერი და მოყვარე აერიაო... - ეროსის არაფერს ვუპასუხებ, რადგან მასთან და მის პარტნიორებთან ნამდვილად არ მაქვს საქმე. ჩვენ ვუპირისპირდებით ხელისუფლებას, რომელიც ყოველ ნაბიჯზე უამრავ შეცდომას უშვებს. ამჯერად ვლაპარაკობთ სრულიად უპასუხისმგებლოდ შედგენილ ბიუჯეტზე, რომელიც წარმოადგინეს პრეზიდენტმა და მთავრობამ და რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა და მისმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა მოიხსნეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. მოკლედ, არ ვაპირებ, ურთიერთობის გარკვევას ოპოზიციურ პარტიებთან. - ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, თქვენსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დიდი განსხვავება არ არის... - არიან ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს სხვის კრიტიკას. მათ შორისაა ბატონი ელიზბარიც. ამიტომაც არ ვაპირებ რამე ვუპასუხო. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას. - რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლება წამოვა დათმობაზე და რვა პარტიის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტს გაიზიარებს. - მთავარი ისაა, რომ რვა პარტიამ მოვახერხეთ, მოლაპარაკებები დავიწყოთ ყველა იმ რაციონალურ წინადადებაზე, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს. განსხვავებული იდეოლოგიის პარტიები დავდექით ერთად. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ სრული მხარდაჭერა გამოხატა ამ ინიციატივის მიმართ და მზად არის, რომ ამ მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია იკისროს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება. - ქალბატონი ნინო ბურჯანაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობის პროცესისგან ის და მისი პოლიტიკური ძალა ხელოვნურად გარიყეთ... - ეს ტყუილია. ქალბატონ ნინოს და მის პარტიას ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ჯგუფის მუშაობაში. პირველ შეხვედრაზე მოწვეულებიც იყვნენ, ამიტომაც ამ საყვედურს ვერ მივიღებ. ნინო ბურჯანაძემ საკუთარი თავისა და იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც წარმოადგენს, ამ პროცესისგან დისტანცირება თვითონ მოახდინა. - სახალხო კრების მიმართ თქვენი თვალსაზრისი არ შეცვლილა? - დიდ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კრებაში მონაწილეობს, მაგრამ ამ ორგანიზაციას, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების ჭრილში, პრაქტიკულად, უპერსპექტივოდ მივიჩნევთ. - ბატონო ირაკლი, ზოგიერთი ხელისუფლებასთან გარიგებაში გადანაშაულებთ... - ასეთი უზნეო ბრალდებები იქნება მომავალშიც და ეს სულაც არ მაკვირვებს. საქმე წარმოაჩენს ყველას. ვამაყობ, რომ ჩვენმა მცირერიცხოვანმა წარმომადგენლობამ თბილისის საკრებულოში მოახერხა და დღეს ას დევნილ ოჯახს აღარ უწევს ღია ცის ქვეშ ღამის თენება. სხვა თუ არაფერი, მარტო ამისთვის ღირდა საკრებულოში ჩვენი შესვლა. - თქვენ ბევრს ლაპარაკობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მაგრამ ხელისუფლებას უამრავი სხვა ბერკეტიც აქვს, რითაც შეუძლია საარჩევნო პროცესის გაკონტროლება... - გეთანხმებით და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ხელისუფლებას წარვუდგენთ პროექტს, როგორ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზაცია. როგორ უნდა მოექცეს სამოქალაქო კონტროლის ქვეშ პოლიცია, რათა ის არ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლებაში მყოფი ძალის მხარდასაჭერად. მეორე პრობლემაა მედია, ხომ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ორი ნაციონალური არხი - "რუსთავი 2" და "იმედი" სააკაშვილის პირადი კონტროლის ქვეშაა. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომ ხალხმა ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. - ვფიქრობ, თქვენი წარმოდგენა ხელისუფლების კეთილ ნებაზე მეტად იდეალისტურია... - რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისი ნებით არაფერს დათმობს, მაგრამ უნდა დავათმობინოთ პოლიტიკური ბრძოლით. არადა, ამ ცვლილებების განხორციელება რეალურია. არც ტექნიკურად და არც ორგანიზაციულად არაფერი უდგას წინ თუნდაც საარჩევნო სიების დაზუსტებას. - თუ ხელისუფლება მაინც არ დაგთანხმდათ, რას აპირებთ? - ჩვენ არაერთი ალტერნატიული გეგმა გვაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვაპირებთ ლაპარაკს. - ბოლო ხანს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ნატოში გაწევრება და ევროინტეგრაციის გზა უპერსპექტივოა და ამის შანსი საქართველომ დაკარგა... - მცდარი აზრია, რომ ჩვენ არ გვაქვს ევროპულ ოჯახში გაწევრების შანსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, ამიტომაც არ უნდა შეგვაშინოს წარუმატებლობამ, არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა: ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი თუ დავრჩეთ სუპერსახელმწიფოების გავლენის სფეროდ. ევროინტეგრაცია ძალიან მალე მოგვიტანს რეალურ შედეგს, მაგრამ არა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. როდესაც მოსახლეობის 80%-ისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ არის, როდესაც სახელმწიფო ჯანსაღ კონკურენციას ხელს არ უწყობს, იქმნება მონოპოლიები და მთელი ბიზნესი არის პოლიციისა და პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, ბუნებრივია, ვერ გაწევრდები ნატოსა და ევროკავშირში. ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრების ხელის შემშლელი ფაქტორი დღეს სააკაშვილია. - თუმცა სააკაშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტია და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას... - სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ქვეყანას გააერთიანებდა, მაგრამ ამის მაგივრად ომში ჩაითრია და დამარცხდა. ფიქრობდა, რომ ნატოში შეიყვანდა საქართველოს და დამარცხდა, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის სათავეში დარჩება პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგაც, მაგრამ აქაც აუცილებლად დამარცხდება. სააკაშვილი დღეს არავისთვის - არც ევროპისთვის, არც ამერიკისთვის საიმედო პარტნიორი არ არის... - თუმცა სააკაშვილს აქვს სერიოზული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. - ტყუილია, მხარდაჭერა აქვს საქართველოს და არა სააკაშვილს. უკვე მეორე წელია, ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ხვდება. ეს მხარდაჭერაზე მეტყველებს? - ბატონო ირაკლი, საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ აუცილებელია კონფლიქტურ რაიონებში ევროკავშირის მისიის გაზრდა და გააქტიურება, ოღონდ ამის პარალელურად საქართველომ უნდა აიღოს ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება... - ამ ვალდებულების აღებას სააკაშვილს ვთავაზობდი 2005 წელს, აფხაზებთან ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, რაზეც ქართულ მხარეს ხელი რომ მოეწერა, დარწმუნებული ვარ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ავიცილებდით. - რატომ არ გაიზიარა ეს ინიციატივა ხელისუფლებამ? - არ ჰქონდა სააკაშვილს ამის პოლიტიკური ნება, არ სურდა ამ გზით კონფლიქტის მოგვარება. - ლაპარაკობდნენ, რომ მწვავე დაპირისპირება გქონდათ ირაკლი ოქრუაშვილთან... - არა, ოქრუაშვილთან ნაკლებად, უფრო სააკაშვილს დავუპირისპირდი. ოქრუაშვილს დავუპირისპირდი კოდორის ხეობისა და სამხედრო ფორმირება "მონადირის" გაუქმების გამო, თუმცა ვერაფერს გავხდი, საბოლოოდ ჩემი პოზიციები უფრო სუსტი აღმოჩნდა, შედეგად კი კოდორიც დავკარგეთ. ნათია დოლიძე წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/27217-qsaakashvilma-da-misma-qnacionalurma-modzraobamq-pasukhismgebloba-moikhsnesq.html#ixzz130XyEIK2 არ დაიზაროთ წაკითხვა და აზრის დაწერა,თუ რას ფიქრობთ ამ ინტერვიუზე?
  13. იმ დღეს ქვინსში ვიყავი და ორასი დოლარი გავაკეთე ერთ დღეში(8 საათი).შემომთავაზეს სამსახური,მაგრამ აქედან ნიუ–იორკში სიარული არის სმერტი.ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯის გადასვლა პიკის საათებში საშინელებაა და დამატებივ 9 დოლარი ჯდება იქით გადასვლა.გადმოსვლა უფასოა. პარასკევს.ისეთ დღეებში არა ვსვამ.თან ამ შაბათს დაპიჟებული ვარ აქვე ბავშვის დაბადების დღეზე კახელთან.
  14. მართალს ამბობ ამასაც და მეც ვატრაკებდი ამ თემაზე,მაგრამ მაინც მიიღეს.მე იმაშიც ეჭვი მეპარება,რომ ოპოზიციამ თუ მოიგო საპარლამენტო არჩევნები ამ კანონს მაინც არ შეცვლიან. რა იყო აიჭერი? წავედი,რაღაცეების ყიდვა დამავალეს და ცოტას ვივარჯიშებ დამატებით.მაპახავებენ უსაქმური რომ ვარ სახლში.
  15. შენ ეხლა ალასანიას გულისთვის მე თუ „დამცხებ“ მაშინ გავეშვათ ბაზარს.არც ერთი პოლიტიკოსი არ ღირს შენთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. რაც დაწერე მართალი დაწერე და მე ის არ მითქვამს,რომ ყველაფერი მჯერა მეთქი.ეს იყო ერთი შემთხვევა,როდესაც მომეწონა მისი საუბარი და ვნახოთ რა ხვალ რა როგორ იქნება?
  16. კარგი კაცო და გაგვეშვი რა.თავისუფალი ფორუმია და რასაც ვფიქრობთ იმასა ვსწერამთ.
  17. ჩემთვის არ იყო ცირკი.მართლა და აი რატომ. ალასანიამ ისეთი საკითხები წამოჭრა,რომლებიც ეხებოდა გაუბედურებული ხალხის ცხოვრებას და ამას პოლიტიკურ ცხოვრებაშიც თუ გაატარებს,თან ყოველ დღიურად უთუოდ მიიღებს შედეგს. მე მხოლოდ ამ დებატებზე ვამბობ და არა მის მთელ პოლიტიკურ ხოდებზე. მართალს ბაზრობ,მაგრამ თვითონ ჩვენი(ხალხის)ბრალია ორივე მხარე მასხარად რომ გვიგდებს. აი გუშინდელი „ჯონ ვაის მიულერის“ ბათუმის ამინდის პროგნოზი რად ღირდა?
  18. უნდა იმეოროს ხშირ ხშირად,რადგან ხალხი ზუსტად ამ უკანონობით არის გამწარებული. ალასანიას დევიზი უნდა იყოს,კანონის ამუშავება ყველასათვის ერთნაირად.უცბად არაფერი არ მოდის ცხოვრებაში,მითუმეტეს პოლიტიკაში.ხალხის ნდობა არის მოსაპოვებელი და პირველ რიგში გამწარებული ხალხის ცხოვრებისგან.
  19. აბა სადა სთქვა? ხალხს უნდა შოუ და თან ისეთი შოუ,რომელიც კარგა ხანი გაჰყვება და პოლიტიკაშიც ვინც უკეთეს შოუებს დგამს ის იმარჯვებს.
×
×
  • შექმენი...