-
პოსტები
3.203 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი machkatela
-
მაშინ, როცა სტალინის ძეგლი გავიტანოთო გორიდან, რა უნდა ამ დროს მის მშობელ დედას მთაწმინდაზე??? მე მგონი დღის წესრიგში უნდა დადგეს კეკეს "ჩამოსვენების" და მისთვის სამუდამო სამყოფელის სადმე სხვაგან მიჩენის დღე... რა ვქნათ???? რა უნდა მთაწმინდაზე კეკეს???
-
ალასანია ამერიკის წარმომადგენელს შეხვდა
machkatela replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამერიკელები ფსონს არავისზე არ აკეთებენ...... საბოლოო ფსონი, მაინც ქართველებმა უნდა დადონ...... ასეა ეს ამბავი... :buchti: :buchti: -
დზედაა... თბილისი რომ მასე დატბორილიყო, მეორე დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართებოდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით..
-
ქალური არაა.. ეგერა და.. მარა, ვისთვის როგორ..... ზოგი მართლა იფასებს თავს, მაგრამ ამის ხან სერიოზული, ხან არასერიოზული მიზეზი აქვს,,,, ზოგი ჩვეულებრივ, თავისთვის იქცევა და სხვებს თავის დაფასება ჰგონიათ!!!!
-
ჩვენ მიგვიცია ხანდახან სომხების წინააღმდეგ ხმა აზერბაიჯანის პონტში, ასე რომ, არა უშავს პოლიტიკაააა
-
კონტროლის პალატამ ტემდერები დარღვევებით
machkatela replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩუბინიძე ნიკას არ მოუნელებია... ჩუბინიძე მიმინოშვილმა და დოლიძემ მოინელეს.... ნიკას კი მაგათთან დაპისპირება აქვს.... -
ისე, რა მოხდება ქართველმა სომებმა მათ მშობლურ მტავრობას რომ საპროტესტო წერილით მიმართონ??? ან რამე ქნან რა სომხეთმა არ აგვახიოს!!! თუ არა და, თუ ნაბუკომ გვერდი აგვიარა, მე ავლაბრისთვის წყლის და გაზის გადაკეტვის ინიციატივით გამოვალ.....
-
კონტროლის პალატამ ტემდერები დარღვევებით
machkatela replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს, ძალიან მაგარია გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გასული წლის ბიუჯეტიდან 16,5 ათასი ლარი ვაკის საცურაო აუზისა და ფიტნეს-კლუბისთვის არამიზნობრივად გახარჯა, 48.0 ათასი ლარი კი მივლინებებისთვის კანონდარღვევით გასცა. ამის შესახებ კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტი ხვალ, პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კონტროლის პალატის ანგარიშში აღნიშნული ცენტრის მიერ ამ თანხების გარდა, სხვა ბევრი არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ არის საუბარი. კონტროლის პალატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოცდების ცენტრს 2005-2006 წლების და აგრეთვე, 2007 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის პროექტები არ მოუმზადებია და განათლების სამინისტროსთვის არ წარუდგენია. სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ არასრულყოფილი ფორმით შედგენილი 2007 წლის მეორე ნახევრის საბიუჯეტო განაცხადი, რომელშიც საანგარიშო წლის დასაწყისისთვის საბანკო ანგარიშებზე არსებული 817.0 ათასი ლარის ოდენობის ფულადი სახსრების ნაშთი და საკუთარი შემოსავლები არ იყო გათვალისწინებული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში სრულად იყო გათვალისწინებული როგორც ცენტრის ფუნქციონირების, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მაინც დაწესდა აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისა და საგამოცდო ტესტის ხელახალი შეფასების საფასური, რომელიც ცენტრის მიერ თანადაფინასების თანხებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, აღნიშნული გადასახდისგან მიღებული შემოსავლების სხვა დანარჩენ შემოსავლებთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაფინანსებლად მიმართვის ნაცვლად, რაც შეამცირებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების თანხების მოთხოვნას, ცენტრის მიერ 1 500,0 ათასი ლარის ოდენობის საკუთარი შემოსავლები განთავსდა სს "ბაზისბანკში" ვადიან დეპოზიტზე. კონტროლის პალატის ანგარიშში განმარტებულია, რომ ცენტრის მიერ თანხების დეპოზიტზე განთავსების მომენტისთვის არსებული ან მომავალი შესაძლო სხვადასხვა სახის ვალდებულებების, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების გაუთვალისწინებლობის გამო მითითებული ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებები, ცენტრის ინიციატივით მოშლილი იქნა ვადამდე, რის გამოც ცენტრს ფაქტიური სარგებელი არ მიუღია და დეპოზიტზე განთავსებული თანხა პრაქტიკულად სს "ბაზისბანკის" საკრედიტო რესურსად გადაიქცა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობის ნაშთების არსებობის პირობებში, ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თანადაფინანსების აშშ დოლარის საბანკო ანგარიშზე მოკლევადიანი საბანკო სესხის აღების ფაქტებს. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია გამოცდების ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა დარღვევებზეც. კერძოდ, 2006-2007 წლებში ცენტრის ანგარიშზე აბიტურიენტების ინიციატივით საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასებისთვის მიღებული 43.1 ათასი ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. ასევე, არამიზნობრივად იქნა გახარჯული 16,5 ათასი ლარი, რომელიც მიმართული იქნა ცენტრის ხელმძღვანელისა და რამდენიმე თანამშრომლის ვაკის საცურაო აუზის და ფიტნეს-კლუბის წევრობის ხარჯების დასაფარავად. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მივლინებების დანახარჯების ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის უგულვებელყოფით, კანონდარღვევით იქნა გაცემული 48,0 ათასი ლარი. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ცენტრის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების" დებულების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, შეძენილი იქნა 130.0 ათასი ცალი საწერი კალამი, შედეგად კი გაწეული იქნა 120.1 ათასი ლარის ოდენობის ზედმეტი ხარჯი. -
კონტროლის პალატამ ტემდერები დარღვევებით
machkatela replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კონტოლის პალატა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს საბიუჯეტო თანხების არარაციონალურად ხარჯვშიც ედავება. კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ორგანოს შემოწმებით დაადგინა, რომ გასულ წლებში, მოსახლეობის სპეციფიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ცალკეული კომპონენტების მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონებით დამტკიცებული ასიგნებების მოცულობები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. სამინისტროს მიერ სახელმწიფო პროგრამები საბიუჯეტო წლის დასაწყისში დამტკიცების ნაცვლად წლის ბოლოს მტკიცდებოდა. გარდა ამისა, სათანადოდ არ იყო მოწესრიგებული ბენეფიციართა აღრიცხვა, რის გამოც 2005-2007 წლების საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმვისას გათვალსწინებული იყო რეგისტრაციაგაუვლელ ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა, მათთვის შესყიდული მედიკამენტები კი ნაშთად გადიოდა მომავალ წლებში. კერძოდ, 2005 წელს ინსულინის პრეპარატების განაწილების სიებში შეყვანილი იყო 753 ისეთი ბენეფიციარი, რომელთაც 2005 წლისთვის არ ჰქონდა გავლილი ხელახალი რეეგისტრაცია და შესაბამისად, არ ჰქონდათ პრეპარატების მიღების უფლება. მათი ბენეფიციარტა ბაზიდან ამოღება კი განხორციელდა ნაწილობრივ 2006, ნაწილობრივ კი 2007-2008 წლებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ასიგნებების პროგნოზირებისას სახელმწიფო პროგრამის ცალკეული კომპონენტების მიხედვით დასაგეგმი წლის დასაწყისისთვის არსებული სამკურნალო საშუალებების ნაშთის გაუთვალისწინებლობის გამო, გამოუყენებელი დარჩა საბიუჯეტო სასხსრებით შესყიდული 136.2 ათასი ლარის ღირებულების 14.9 ათასი ერთეული ინსულინის პრეპარატი, ასევე უსასყიდლოდ მიღებული 28,3 ლარის ღირებულების მედიკამენტი. კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტებს გარდაცვლილი ბენეფიციარებიც იღებდნენ და რაც მთავარია, შესაბამის უწყისზე ხელსაც აწერდნენ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილ 2005-2008 წლებში გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემთა შედარების შედეგად სხვადასხვა კომპონენტის ბენეფიციართა სიაში 488 გარდაცვლილი პირი აღმოჩნდა. გამოვლენილია ფაქტები, როდესაც მედიკამენტები გაცემულად ნაჩვენებია გარდაცვლილ პირებზე, მედიკამენტების მიღებაზე კი არსებობს ხელმოწერა. ამასთანავე, კონტროლის პალატის ანგარიშის თანახმად, არ იყო შესრულებული პროგრამის მოთხოვნები ბენეფიციართა განსაზღული კატეგორიის სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის შესახებ. კერძოდ, ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში 4,0 ათასი აშშ დოლარის და 17.2 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები გაცემული იყო პაციენტებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ ბენეფიციართა სიაში. -
კონტროლის პალატამ ტემდერები დარღვევებით
machkatela replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მარტო ტენდერები.... იმისთანები ეწერა რომ... მაგარი დასკვნა იყო... მაგრამ, თავდაცვა და შსს არ მოხვდა მოყვანილ მაგალითებში... ტაბუ დადებულია, მაგათთვის ყველაფერი შეიძლება -
თავის დაფასება, ვერ გაბედვა და ვერ გარკვევა, განსხვავდება ერთმანეთისგან.... თანაც საკმაოდ////
-
ხელისუფლება ან თავისი ნებით მიდის, ან აგდებენ
machkatela replied to choxa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
წავა 2013-ში მეითმიეთ პაწა ხანს.. რა მოუთმენელი დაგემართათ?????????? -
არის თუ არა საქართველოში ანტირუსული ისტერია?
machkatela replied to McLaren's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზოგადად არ ვიცი, მარა,,, მე კი მაქვს და :buchti: -
გიორგი ასანიძე- "სპორტში ეროვნული წოდებები, დაწესდება"
machkatela replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა გაცინებს ნეტა??? -
გიორგი ასანიძე- "სპორტში ეროვნული წოდებები, დაწესდება"
machkatela replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგალითად კინოების სუბტიტრები არ გავიდა... და მიშას მიერ შეთავაზებული ბევრი პროექტი შეცვლილა პირველ მოსმენამდე... მესამემდე კი ბევრი საერთოდ ამოტრიალებულა... მთლად მასეც არ არის რა საქმე..... -
გიორგი ასანიძე- "სპორტში ეროვნული წოდებები, დაწესდება"
machkatela replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა იყო??? :ravic: პარლამენტის საქმე კანონმდებლობაა,... ხოდა მუშაობს ეგ კომიტეტი და მასთან არსებული საბჭო, სპორტის შესახებ კანონზე..... მეტი რა ქნას??? -
გიორგი ასანიძე- "სპორტში ეროვნული წოდებები, დაწესდება"
machkatela replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აჰა... ახსენებ თუ არა ადამიანი პარლამენტარს... ატყდება ხოლმე ერთი ამბავი..... მაგ ახალი წიდებების იდეა, ზოგადად. სპორტსმენებს და რომელიღაც ფედერაციას ეკუთვნის... რა შუაშია ასანიძე.... ასანიძის და კირკიტაძის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.... კირკიტაძე პოლიტიკოსობდა და არც ამ მოწვევის პარლამენტის წევრი აღარ არის... რაც შეეხება ასანიძეს, ეს სპორტის კომიტეტის თავმმჯდომარეა და მის საქმეს, საკმაოდ კარგად აკეთებს... კალაძემ თუ ორი გოლი ჩვენ კარში შეაგდო, ეგ ასანიძის ბრალი არაა -
მეც,,,, იმდენნი არიან, აღარ ვიცი რომელი ავამბოხო.....
-
საკუთარ თავს თუ ფლობ... ე.ი. იმას აკეთებ რაც გინდა და არა იმას, რაც უნდა.. ხოდა მაგიტომაა საჭირო...
-
ეეეე... ისევ ეტაპები... ეტაპები....ეტაპები და გამოეტაპავდები.... მერე დადექი და იძახე, ვიეტაპე, ვიეტაპე, ვიეტაპე, მარაა რა მერე???
-
ეეე... აღარც ნაბუკო...... აღარც სომეხი ტურისტები... გვეშველება ნეტა ოდესმე რამე????????????
-
ეგეთებიც ხდება.... შეიძლება ადამიანის სახელი დ გვარიც არ იცოდე, და უცებ შეგიყვარდეს,... ან მარტო სახელი და გვარი იცოდე..... არსებობს ოდები, რომლებიც ჩვენამდე მოდის და ინფორმაციას გაწვდის....... სიყვარული კი კოსმოსურია და ტალღებ-მუხტებიც იქიდან არის რა...
-
ნოდარ დუმბაძეს მზიურიდან ასვენებენ
machkatela replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა უბედურებაა... მაგათ მზიურის ადგილას მშენებლობების დაწყება და ფულის შოვნა უნდათ და ვითომ დუმბაძის პატივისცემით კვდებიან რაა -
ერტი ნახვით გიყვარდება, მერე უბრალოდ ძლიერდება ეს შეგრძნება.....