Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ნაძირალა ნაძირალაა... მეტ- ნაკლებობა მაგ საკითხში არ არსებობს... ვინმე უხურავს მამუკა ღლონტს ტელევიაზიას?????? ის, რომ ოპოზიციაში ხარ, ეგ პრევენციას არ ნიშნავს არც იმას, რომ შეღავათით უნდა ისარგებლო აპრიორი..... მამუკა ღლონტს, ერთი წელი სთავაზობდნენ ლიცენზიის მოდერნიზაციას, მაგრამ ფეხებს ფშიკავდა და კომისიის სხდომებზე არც დადიოდა....მერე იკრავდა პირზე დოლბანდს, და ისედაც გამოშტერებულ საზოგადეობას აშტერებდა, რომ თურმე, სდევნიდნენ და ხელოვნურად არ აძლევდნენ ლიცენზიას.... ქარტუილი საზოგადეობა არის ის საზოგადეობა, რომ დღეს ხომ ლანძღავენ მერაბიშვილს და მკვლელს უძახიან, ხვალ რომ ოპოზიციაში წავიდეს, ერთ ადგილას დაუწყებენ კოცნას
  2. შეგიძლიათ მეწრმუნოთ, მამუკა ღლონტი, არის ნაძირალა 'მე . . . .კე" და მეტი არაფერი..... საოცარი მატყუარა,,,,,,,და ფულის გამო .... იმას იზამს, მიმიქარავს ჩვენი პოლიტელიტა.. ამ ქვეყანაში, ტყუილი მიუღებელია მხოლოდ ხელისუფლებისგან, ხოლო ოპოზიციისგან და ცალკეული ნაძირლებისგან, აბსოლუტური ნეტარებაა.....
  3. მე მგონი, ამ ქვეყანაში ყველამ ისწავლა, რომ ხელისუფლება არ ვარგა..... მაგრამ, რატომ არ ვარგა, ეგ აღარ ისმის
  4. არა ეხლა... რაღაც რაღაცეებში რომ ვჯობივართ, ეგ ეგრეა და არ უნდა ახლა ამას ბევრი ლაპარაკი.... დაბალი საგადასახადო განაკვეთები რომ არის ჩვენთან მაგ. იაპონიასთან შედარებით, და გამოდის, რომ საქართველო უკეთესია ბიზნესისთვის ვიდრე იაპონია, ეგ არ ნიშნავს, რომ იაპონიაზე მაგარი ეკონომიკა გვაქვს... მარაააა..... ამ პრეზიდენტმა რომ ეს ექსპერტები გაანათხოვრა, ეს არ ამბავი არ მომწონს!!!!
  5. ეეეეე.... გაჩერდნენ რააა.... მასე იძახდნენ კონსერვატორებიც და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნიდან, რედისონის წარწერაზე გადავიდნენ
  6. სწორად იქცევი მაშინ, როცა ჩათვლი რომ ასე მოქცევაა საჭირო..
  7. ვერ ვიტან ბუძელნიკს
  8. და მეც მინდა ლეპტოპი ან რა ვიცი.. რამის მოგება მინდა და გვითხარი რა უფრო სრულყოფილად!!!
  9. ზრდიან ბატონო ხალხის როლს... იმდენი მოითხოვეთ, რომ აგერ გდასახადების გაზრდაც რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოსო
  10. ჩვენ უცხოეთში '''ექსპორტირებულ'' ექსპერტებზე ამბობ მაგას????
  11. ისე, თბილისში ყველა რუსი წვრილმანი მწერლის და პოეტის სახელობის სკვერი და ქუჩა არ უნდა იყოს........ ეგეც არის....
  12. თუ ორსულობის შემდეგ დნმ-ის ანალიზი უნდა ჩაატარო, უფრო ძვირი დაგიჯდება... დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ს ყოველი ცალკეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ცილებთან ერთად ქრომოსომების ნივთიერებას ქმნის. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ. დნმ-ს აგებულება კრიკმა და უოტსონმა, რომლებმაც დნმ-ს სტრუქტურა გაშიფრეს, დაადგინეს, რომ დნმ მრავალი ნუკლეოტიდის ჯაჭვისგან შემდგარი, ოდნავ დახვეული ორმაგი სპირალია. მიუხედავად ნუკლეოტიდების სიმრავლისა, სახეზეა ოთხი მათგანის – ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის მონაცვლეობა. ისინი სტრუქტურული "აგურების" როლს ასრულებენ. ნუკლეოტიდებს ურთიერთშესატყვისობის პრინციპი ახასიათებს, რის გამოც ადენინი ყოველთვის თიმინს უკავშირდება, ხოლო გუანინი - ციტოზინს. სწორედ ეს თვისება განაპირობებს დნმ-ს კლონირებას. დნმ-ს ანალიზი დნმ-ს ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, მგრძნობიარე და სარწმუნო სადიაგნოზო მეთოდია. ის ემყარება დნმ-ს მოლეკულის სინთეზის მრავალჯერად განმეორებით ციკლებს და საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ინფექციური დაავადება გამომწვევის დნმ-ს მხოლოდ რამდენიმე მოლეკულის მიხედვით. მნიშვნელოვანია დნმ-დიაგნოსტიკის როლი მემკვიდრეობით დაავადებათა დადგენის თვალსაზრისითაც. ბოლო წლებში დნმ-ანალიზი გასცდა წმინდა სამეცნიერო კვლევათა რიგს და პრაქტიკულ მედიცინაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, რაც მოლეკულური გენეტიკის წინსვლამ განაპირობა. ეს სავსებით ბუნებრივია – სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ინფექციური პროცესები, რომელთა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კონტროლში სწორედ დნმ-კვლევა გვეხმარება. ამ მეთოდის შესაძლებლობები კი საკმაოდ დიდია პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექციური დაავადების კვლევისა და გამოვლენის თვალსაზრისით. სტატისტიკის თანახმად, ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მემკვიდრეობითი პათოლოგიის მატარებელია, რომელიც, ჩვეულებრივ, რეცესიულ ფორმაშია და კლინიკურად არ ვლინდება. დნმ-კვლევა საშუალებას გვაძლევს, დავიცვათ მომავალი თაობა შესაძლო განუკურნებელი სენისგან ან დავიწყოთ დაავადების პროფილაქტიკა მის კლინიკურ გამოვლინებამდე გაცილებით ადრე. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ დღეს საკმაოდ აქტუალური პრობლემა – უნაყოფობაც ხშირად გენეტიკური დარღვევების შედეგია, დნმ-დიაგნოსტიკის კლინიკური მნიშვნელობა უდავო გახდება. დნმ-დიაგნოსტიკის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა სასამართლო მედიცინა და კრიმინალისტიკა, რის თვალსაჩინო მაგალითიც არის გენეტიკური ექსპერტიზა საეჭვო მამობის დადგენისას. როგორ გამოვყოთ დნმ? კვლევისთვის საჭირო დნმ შეიძლება ორგანიზმის პრაქტიკულად ნებისმიერი ნაწილიდან გამოვყოთ. მიუხედავად ამისა, ყველაზე გავრცელებულია საკვლევი მასალის აღება სისხლიდან და კუნთოვანი ქსოვილიდან. გარდა ამისა, დნმ-ს წყარო შეიძლება იყოს სპერმა, ნერწყვი, თმის ძირები და, თქვენ წარმოიდგინეთ, კანის რამდენიმე უჯრედიც კი, რომლებიც რაიმე საგანზე, მაგალითად, ჭიქაზე დარჩება, თუ ის ვინმეს რამდენიმე წუთით ეჭირა ხელში. უკანასკნელი გზით მიღებულ მასალას კვლევისთვის უმთავრესად კრიმინალისტიკაში იყენებენ. პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) ანუ პი-სი-არი, როგორც ხშირად უწოდებენ პაციენტები, დნმ-ს ანალიზის პირდაპირი და ყველაზე თანამედროვე მეთოდია. მეთოდის პრინციპი 1983 წელს იქნა შემუშავებული აშშ-ში. ის საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ დნმ-ს საკვლევი ნიმუშის ამპლიფიკაცია _ მისი ოდენობა სპეციფიკურად გავზარდოთ ათეულ და ასეულჯერ. დნმ-ს სპეციფიკური უბნის უშუალო, პირდაპირ განსაზღვრას, რაც პჯრ-მეთოდის მეშვეობით ხდება, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს. პჯრ-ის იდეა ემყარება სინჯარაში გენის ისეთი გამრავლების (ამპლიფი-კაციის) შესაძლებლობას, რომ მისი ასლების რაოდენობა მილიონობით გაიზარდოს. ამგვარად, გვეძლევა საშუალება, სრულყოფილად შევისწავლოთ გენეტიკური მასალა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის საკვლევ მასალაში მინიმალური რაოდენობით არის. პჯრ-ის ღირსებები და შესაძლებლობები პჯრ-მეთოდის მეშვეობით თეორიულად შესაძლებელია, საკვლევ მასალაში აღმოვაჩინოთ დნმ-ს ანუ გენეტიკური მასალის ერთი ასლიც კი, რაც ნიშნავს, რომ მეთოდის მგრძნობელობას ზღვარი არ აქვს. პჯრ-მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ აბსოლუტურ მგრძნობელობასთან ერთად დამახასიათებელია აბსოლუტური სპეციფიკურობაც - გამოკვლევის სწორად ჩატარების შემთხვევაში ცრუ დადებითი შედეგის მიღება გამორიცხულია. ამავე დროს, პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ პჯრ კი არ ცვლის კვლევის ტრადიციულ მორფოლოგიურ, ბიოქიმიურ ან იმუნურ მეთოდებს, არამედ მათ არსებით და აუცილებელ დამატებას წარმოადგენს. არ შეიძლება, ცალკე არ გამოვყოთ პჯრ-ის ღირსებები ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. ორგანიზმში გამომწვევის არსებობის უშუალო დადგენა – დიაგნოსტიკის მრავალი ტრადიციული მეთოდი, მაგალითად, იმუნოფერმენტული ანალიზი, აღმოაჩენს ცილა-მარკერებს, რომლებიც ინფექციური აგენტების ცხოველქმედებისას წარმოიქმნება, რაც ინფექციის არსებობის შესახებ ირიბი მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. პჯრ-ის მეშვეობით გამომწვევის დნმ-ს სპეციფიკური უბნის აღმოჩენა პირდაპირ გვიჩვენებს ორგანიზმში მის არსებობას. მაღალი სპეციფიკურობა – საკვლევ მასალაში მხოლოდ კონკრეტული გამომწვევისთვის დამახასიათებელი დნმ აღმოჩნდება. ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის სპეციფიკურობა გამორიცხავს ცრუ დადებით შედეგებს, განსხვავებით იმუნოფერმენტული ანალიზისგან, სადაც შესაძლებელია შეცდომები ჯვარედინად მორეაგირე ანტიგენების არსებობის გამო. მაღალი მგრძნობელობა – პჯრ-ის მეშვეობით შესაძლებელია ბაქტერიებისა და ვირუსების ერთეული უჯრედების აღმოჩენაც კი. ინფექციური დაავადების გამომწვევის იდენტიფიკაცია მაშინაც კია შესაძლებელი, როდესაც სხვა (იმუნური, ბაქტერიოლოგიური, მიკროსკოპიული) მეთოდებით ეს მიუღწეველია. პჯრ-ის მგრძნობელობა სინჯარაში გამომწვევის 10-დან 1000-მდე უჯრედის შემცველობას უტოლდება, ხოლო იმუნური და მიკროსკოპიული ტესტებისა – სულ მცირე 103-105 უჯრედს. კვლევის შედეგების მიღება დროის მოკლე მონაკვეთში – პჯრ-ანალიზისთვის არ არის საჭირო გამომწვევის გამოყოფა, მისი კულტივირება, რასაც დიდი დრო სჭირდება. ბიომასალის დამუშავებისა და რეაქციის პროდუქტების დეტექციის უნიფიცირებული მეთოდი, ამპლიფიკაციის პროცესის ავტომატიზაცია საშუალებას გვაძლევს, სრული ანალიზი საათების განმავლობაში ჩატარდეს. ლატენტური ინფექციების დიაგნოსტიკის შესაძლებლობა – პჯრ-მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია იმ მიკროორგანიზმების დიაგნოსტიკისთვის, რომლებიც ქრონიკულ და ლატენტურ (ფარულ) ინფექციებს იწვევენ. პჯრ-მეთოდი თავიდან გვაცილებს სირთულეებს, რომლებიც მსგავსი ორგანიზმების ლაბორატო-რიულ კულტივირებას ახლავს თან. მეთოდი მაღალეფექტურია აგრეთვე იმ გამომწვევების დიაგნოსტიკი-სას, რომელთაც მაღალი ანტიგენური ცვალებადობა ან უჯრედშიდა პარაზიტიზმი ახასიათებთ. მამობის დადგენა კვლევა ემყარება სავარაუდო მამისა და ბავშვის დნმ-ს ფრაგმენტების შედარებას. ბავშვი თავისი დნმ-ს ნახევარს დედისაგან იღებს, ნახევარს – მამისაგან. ეს პროცესი მეტ-ნაკლებად შემთხვევითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვსა და მის მამას გენების ნახევარი ერთნაირი აქვთ. თუ ბავშვის დნმ-ს კონკრეტულ უბანს სავარაუდო მშობლის ანალოგიურ უბანს შევადარებთ, 50%-ია ალბათობა, მათი მსგავსება აღმოვაჩინოთ. თუ შევადარებთ 12 სხვადასხვა უბანს, 6 მათგანი ერთნაირი იქნება. ასეთ შემთხვევაში ალბათობა, რომ საკვლევი პირი ნამდვილი ბიოლოგიური მშობელია, 99,99%-ია. თუ 12 საკვლევი ლოკუსიდან მხოლოდ 1-2-ის დამთხვევა მოხდა, ალბათობა იმისა, რომ საკვლევი პირი ბიოლოგიური მშობელია, ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი შემთხვევითი ადამიანისთვის. ასეთ დროს ასკვნიან, რომ საკვლევი პირი არ არის ბიოლოგიური მშობელი. ანალოგიური პრინციპით შეიძლება დადგინდეს ახლო ნათესაობა, დაძმობა, ოჯახური კუთვნილება, ნათესაობა დედის ხაზით. დნმ-კვლევის ფასი და ხელმისაწვდომობა შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ დნმ-კვლევის ღირებულება მეტისმეტად მაღალია (და სხვა კვლევებთან შედარებით ასეც არის), მაგრამ მისი ღირსებები და უპირატესობანი ამართლებენ ფასს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, მიუხედავად იმისა, რომ დნმ-დიაგნოსტიკა რთულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევათა შორის მოიხსენიება, ის ჩვენთან ფართოდ არის დანერგილი.
  13. პოლიტიკაში ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება დადგმმული სპექტაკლია/// ასეთ სპექტაკლს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი დგამს//// მარტო მიშას ნუ აჰკიდებთ ყველა ცოდვას
  14. რა თქმა უნდა არა.. ეს საკითხი ისევე არ უნდა დადგეს დღის წესრიგში და არ უნდა იყოს განხილვის თემა, როგორც ''ვინ დაიწყო ომი''. ტოლსტოიზე კაი ხანია უარი მაქვს ნათქვამი.. დოსტსოევსკზე კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ხალხსი გენიალურობას მარწმუნებს, კრეტინი პუტინის გამო, უარს მაინც არ ვიტყვი
  15. ’ქრისტიან-დემოკრატი’’ ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას სამხედროების მიმართ ყალბ დამოკიდებულებას საყვედურობს და მათთვის მოტივაციის ამაღლების აუცილებლობას ახსენებს. პრობლემაზე ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც დეპუტატებს პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით საზეიმო განწყობა ჰქონდათ და იმედი გამოთქვა, რომ ეს განწყობა შეეცვლებოდათ. მისი განცხადებით, სახელმწიფო სრულ გულგრილობას იჩენს გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რადგან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები დრემდე უშედეგოდ ელოდებიან კომპესაციებს. ‘’მათ აგზავნიან ერთი ინსტანციიდან მეორეში’’ – დასძინა ლალიაშვილმა. მისივე თქმით, დაღუპული გმირების სახელებს არქმევენ სკვერებს, ბაღებს, სკოლებს, მათ სახელებს იმახსოვბრებენ ‘’გაბღენძილი მესვეურები’’ და წარმოსთქვამენ დიდი ტრაგიდიზმით, მაგრამ, დეპუტატის შეფასებით, ამ ტრაგიდიზმის უკან დიდი სიყალბე იმალება. საკითხის აქტუალურობას ნიკა ლალიაშვილი განსაკუთრებით ავღანეთში ქართული ბატალიონის დაკომპელქტებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემის გამო უსვამს ხაზს. მისი თქმით, არც ხელფასებია ისეთი მიმზიდველი, რომ ადამიანმა ავღანეთში წასვლა და ამ ქვეყნისთვსი თავის შეწირვა ისურვოს, იმავდროულად, ეს ადამიანები არ იქნებიან ისეთ პირობებსი, როგორიც ერაყში იყო ქართული მისია, რადგან მათ საბრძოლო მოქმედებებშიც მოუწევთ ჩართვა. ‘’რა მოტივაციით უნდა წავიდეს ჯარისკაცი იქ, როდესაც იმას ვერ მივაღწიეთ, რომ გმირთა მოედანზე მემორიალთან ჯარისკაცები მოროიგეობას არ იწყებდნენ დილის 9 საათზე და არ ასრულებდნენ საღამოს’’ - განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ რეატომღაც, 24 საათიანი მორიგეობაც ვერ მოხეხრდა, რომ აღარაფერი ითქვას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გასაცემ კომპესაციებზე. ეს ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლლამენტში თქვააა და ვეთანხმებიი
  16. ხო მარა.. მაგ შემთხვევაში ბრძოლა, მსოფლიოს, მათ შორის ერაყელი ბავშვების ტერორისტებისგან დაცვაზეა... ნამდვილად ვერ გავიზიარებ შედარებას.... ერაყში ჩასვლისა და ერაყელი ბავშვების მოფერების და რუსეთში ჩასვლის....
  17. ეეეეხ.... მინახავს მე ბღავილით და ჯღავილით დადამბლებული ადამიანები
  18. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, სხვა ქვეყნებს დაეხმაროს და საქართველოსთვის ‘’დაწევის’’ მიზნით მათ ქართველი ექსპერტებს სთავაზობთ. ასე მიმართა პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იქ მყოფ დიპლომატიურ კორპუსს. მისი თქმით, ~ფორბსის~ საგადასახადო ტვირთვის ინდექსის მიხედვით, საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მსოფლოში მეოთხე ადგილზეა. ‘’არაფერი არ მოგესმათ, მეოთხე ადგილზეა – კატარის, ემირატების, ჰონკონგის შემდეგ. ანუ მხოლოდ სამ ქვეყანაშია უფრო დაბალი საგადასახადო ტვირთი. ამას მე არ ვამბობ და ეს არ არის პიარი, როგორც უყვართ ლაპარაკი, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი, ამას არ ვამბობ მე - სააკაშვილი, ამას ამბობს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჟურნალი `ფორბსი~, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და უსწრებს იაპონიას, ფინეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ჰოლანდიას და შვედეთს. აღნიშნული განცხადების შემდეგ სააკაშვილმა უკვე სხდომათა დარბაზში მყოფ ელჩებსაც მიმართა. ‘’პატივცემული ელჩები ხშირად გვაძლევენ რეკომენდაციებს, როგორ ვმართოთ ეკონომიკა. მზად ვართ, ზოგიერთ მათგანს გავუგზავნოთ ჩვენი ექსპერტები, რომ ბოლომდე თუ არ დაგვეწევიან, ცოტა წინ წავიდნენ’’, - განაცხადა სააკაშვილმა. ამ ნიუსზე ვეცემი რააა ჩვენი დიპლომატები კინაღამ გადაყირავდნენ საკმებიდან
  19. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილების მხოლოდ რეფერენდუმის გზით მიღების მომხრეა.ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც ეკონომიკური ინიციატივები ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტი’’ წარადგინა. მისივე თქმით, საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ შეამცირა საგადასახადო განაკვეთები და ამით გაზარდა შემოსავლები, რაც სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს აჩენს, ბიზნესს ფულს უტოვებს. ‘’ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ ამ პოლიტიკის უცვლელობა. ნებისმიერ მთავრობას აქვს ცდუნება ახალი რეგულირებების შემოღებისა, ეს კი ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ. ღრმად მწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესების უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე’’, - განაცხადა პრეზიდენტმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ნებისიმერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით იყოს შესაძლებელი. ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოში არსებული ‘’იაფი დაზღვევის’’ მსგავსი პროგრამის განხორციელებას ამერიკაში ცდილობს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედევადა იმისა, რომ ამ პროგრამას ‘’ქრისტიან-დემოკრატები’’ ძალიან აკრიტიკებენ, ის მაინც ამაყობს, რადგან ბევრი ადამიანი უნახავს, რომლის სიცოცხლეც ამ პროგრამით პრაქტიკულად გადარჩა. ‘’ეს იდეალური არ არის, მაგრამ მუშაობს’’, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ზუსტად იგივეს დანერგვას პრეზიდენტის ობამას ადმინისტრაცია საკმაოდ დიდი სირთულეებით ცდილობს. ‘’ეს პროგრამა შეესაბამება ჩვენი დაზღვევის იაფ პროგრამას’’, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
  20. ქვეყნის პრეზიდენტი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა შევა ‘’ეკონომიკის თავისუფლების აქტში’’, რომელსაც საზოგადოებას ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით სთავაზობს. ‘’თავისუფლების აქტით უნდა აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, თუნდაც დასამქებისთვის, რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ გააჩინოს ახალი პარაზიტები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დაკმაყოფილების მიზნით’’, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აკრძალვა უკვე მოქმედ მარეგულერებელ ორგანოებს არ შეეხებათ. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას და პარლამენტს ლიბერალური ეკონომიკის კონსტიტუციით გარანტირებულობას სთავაზობს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც ‘’ეკონომიკის თავისუფლების აქტის’’ ფარგლებში ეკონომიკური ინიციატივები წარადგინა. მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნების მთავრობები იტანჯებიან ფინანსური დეფიციტის ალბათობის გამო, რადგან ინვესტორებს შიში აქვთ, რომ ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება უცაბედად ცვლილებებს დაექვემდებაროს. ‘’თავისუფლების აქტი, პირველ, რიგში კონსტიტუციურად დაიცავს მკაცრ და გამჭვირვალე წესებს, რომელიც შეზღუდავს აღამსარულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადახედოს ეკონომიკურ მმართველობას და გადაუხვიოს ლიბერალურ ეკონომიკურ მიმართულებას’’ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანამდე პრეზიდენტმა ლიბარალური ეკონომიკის სიკთხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ლიბერალური ეკონომიკა იყო ილია ჭავჭავაძის აუხდენელი ოცნება. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თანამედროვე ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ისეთი შემთხვევები, როდესაც მთავრობა თავად მიისწრაფვის საკუთარი თავის შეზღუდვებისკენ, მონიტორინგისა და კონტროლისკენ. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, კონსტიტუციურად უნდა განისაზღვროს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ იქნება 30 პროცენტზე მეტი. ‘’ჩვენი პრინციპია, რომ გამოსავალი იყოს ქამრების მოჭერა და არა ხალხის და ბიზნესმენებისთვის ყელში წაჭერა’’, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ‘’ფისკალური პასუხისმგებლობა დემოკრატიული მართველობის ფუნდამეტური ვალდებულებაა’’. შესაბამისად, სააკაშვილი კიდევ ორი ინიციტივით გამოვიდა. კერძოდ, კონსტიტუციურად დაფიქსირდეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იყოს არა უმეტეს 3%, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არა უმეტეს 60%-ისა. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტის’’ წარმოდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ‘’ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა, რომ მეწარმეები გათავისუფლებულიყვნენ ზედმეტი რეგულაციის და გაუმართლებელი ბიუროკრატიული ჩარევისგან, რისი მეშვეობითაც ბევრი კორუფციული ხვრელის ამოვსება მოხერხდა. ამ პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტმა მთავრობას და პარლამენტს, დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვა შესთავაზა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 1995 წლიდან ქართული ვალუტა თავისუფლად კონვერტირებადია და დაუშვებელია ვალუტის კონვერტაციის შეზღუდვა. ‘’ამის ცდუნება ძალიან ბევრ ქვეყანას ჰქონდა და გააკეთა კიდეც, ჩვენ კი უნდა დაუშვებელი გავხადოთ ეს ყველაფერი’’, – განაცხადა პრეზიდენტმა. ამას გარდა, სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ უკვე 12 წელია შეუზღუდავია მიღებული შემოსავლის და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება, რის მეშვეობით ბევრი მოქალაქე და ბიზნესმენი სარგებლობს. ’’თავისუფლების აქტი’’ აღნიშნულ პოლიტიკას ასახავს კანონში, კონსტიტუციაში, რადგან აცილებული იყოს ამ პოლიტიკის შეცვლა ოდესმე’’, – დასძინა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღარიბი მოსახლეობის ჯანმრთლობის დაზღვევის პირდაპირი დაფინანსების ინიციატივით გამოდის.ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინიციატივებით, რომელიც ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტის’’ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, მოსახლეობას თავად უნდა მიეცეს საშუალება არჩევანი თავად გააკეთოს და არ იყოს მიბმული მომწოდებლის პირდაპირ დაფინანსებაზე. ‘’ანუ, დავაფინანსოთ არა ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სადაც პაციენტი იძულებული იქნება არჩევანის გარშე მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ადამიანები’’, – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტები, სწორედ ამ ადამიანის არჩევანის მიხედვით უნდა ფინანსდებოდნენ.
  21. ვაიმე რეებს ლაპარაკობს... ღმერთი გადაგვარჩინე///// ელჩები იღიმებიან!!!! მთელ პლანეტაზე, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკაშიოოო... დზედაა..უშველეეე
  22. რადა.. მაგარია ფულიან მამიკოს, ფულიანი პედარასტი ქმარი ჯობია.... ან მდიდარი ქვრივი რომ იყო.... ეხ, უცებ შეაბამ ყველას ასეთი....
×
×
  • შექმენი...