გია თორთლაძეს ‘’პატრიოტის აქტზე” აჟიოტაჟი ნაადრევად მიაჩნია სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 15 / 10, 2009 14:40 Print Font size: საპარლამენტო ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე გია თორთლაძეს ‘’პატრიოტის აქტზე” აჟიოტაჟი ნაადრევად მიაჩნია და მისი მიღების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თორთლაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დოკუმენტის მიღება განსაკუთრებით აუცილებელია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ. მისივე თქმით, ვიდრე დოკუმენტის დეტალები ცნობილი არ გახდება, აჟიოტაჟის ატეხვა მიზანშეუწონელია. თავად დოკუმენტის პროექტი კი, თორთლაძის მტკიცებით, არ იქნება ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული დოკუმენტის ასლი და მორგებული იქნება ქართულ რეალობას. “ეს დოკუმენტი ტერორიზმთან ბრძოლას შეუწყობს ხელს და ითვალისწინებს ელექტრონულ თვალთვალს; ოპერეტიულ თვალთვალს ინტერნეტში; ინფორმაციის გაცვლას; ფინანსურ მონიტორინგს საბანკო გადარიცხვებზე; საემიგრაციო კონტროლის გამკაცრებას; ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგს; ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლს და ა.შ” – განმარტა თორთლაძემ და ხაზი გაუსვა, რომ “პატრიოტთა აქტის” პროექტში გათვალისწინებული არ იქნება სატელეფონო მოსმენების დაკანონება. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმის დაზუსტება, თუ საიდან ირეკება და ვინ რეკავს.