პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ მერის არჩევნებზე ბარიერის არარსებობა თავად ოპოზიციისთვის არის მომგებიანი. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხვდება ოპოზიცია ამას და რატომ ჰგონია, რომ მეორე ტური მისთვის წარმატების მომტანი იქნება. ‘’ოპოზიცია ამბობს, რომ დედაქალაქში ძლიერია’’, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი და მიაჩნია, რომ თუ ოპოზიცია მართლაც ძლიერია, მისთვის მომგებიანი ბარიერის არ არსებობა უნდა იყოს. ‘’ჩვენ ყველაზე კარგ შანს ვაძლევთ მათ, მაგრამ, თუ ეშინიათ, თქვან და რამეს მოვიფიქრებთ, რომ კიდევ დავეხმაროთ’, – განაცხადა მაჭავარიანმა. ასე ფიქრობს მიშა და მგონი მართალია