პოლიტიკა- ხელისუფლება თბილისი. 4 ივლისი. ~ინტერპრესნიუსი~ - პარლამენტის კანცელარიის კომპიუტერის დაზიანებისთვის 76 წლის ელბერდი მარტიაშვილი საპატრულო პოლიციამ, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება, თუმცა მარტიაშვილის “მოსალოდნელ სანქციაზე”,სამართალდამცველებს საუბარი უჭირთ. მარტიაშვილი ამბობს, რომ 5 წლის წინ ტვ-ლოტოში 57 ათასს 500 ლარი მოიგო, თუმცა თანხა არ მისცეს და ამ თანხას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. პარლამენტშიც მარტიაშვილი, სწორედ თანხის მოთხოვნის მიზნით მივიდა. დანაშაულოის იარაღი – ჩაქუჩი, სამართალდამცველებმა საგამოძიებო სამსახურში გადაიტანეს. თავად მარტიაშვილი ამბობდა, რომ ჩაქუჩი იყიდა და 8 ლარი მისცა. ელბერდი მარტიაშვილის მტკიცებით, მას სამი შვილი ჰყავს, საპატრულო პოლიციისთვის მარტიაშვილს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და მეტიც, იმედოვნებდა, რომ საპატრულო პოლიციაში მის მიერ ასაღები თანხის საკითხის გარკვევას შეძლებდა. თუმცა, ელბერტ მარტიაშვილი იმასაც აცხადებს, რომ მას მოგებული ბილეთი არ აქვს.