Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. აბა 1 ადამზე 7 ევაოო და სად არის აბა ??
  2. საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების მიზნით, "წითელ წიგნში" არსებული ხე-მცენარეების მოჭრა, დასაშვები ხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის" შესახებ კანონში შედის. კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების და ან მათი ნაწილების მოპოვება დასაშვებია შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად); დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად; სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად; სამეცნიერო მიზნებისათვის; თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების დაზიანება გამოწვეულია ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით და მათი ბუნებრივ გარემოში არსებობა ქმნის ენტომომავნებლების/ფიტოდაავადებების გავრცელების საშიშროებას, ამასთანავე, მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება ენტომომავნებლებთან/ფიტოდაავადებებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა; განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების პროექტით კი, აღარ იქნება აუცილებელი ასეთი ხეების მოჭრა კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით არიან დაზიანებულები. არამედ, ასეთი ხეების მოჭრა დასაშვები იქნება ზოგადად, "ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით, სანიტარიული ჭრების განხორციელებისას". ამასთან, "წითელ წიგნში" შეტანილი ხეების მოჭრის პირობა აღარ იქნება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ მათ ზოგადად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების დროსაც მოჭრიან. გადაშენების წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოჭრის საფუძვლების ცვლილებების გარდა, ამ საფუძვლებს ახალი პირობებიც ემატება. კერძოდ, ასეთ ხეებს მოჭრიან იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი მერქნიანი მცენარეები. ასევე, მათი მოჭრა დასაშვები იქნება "არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების" მიზნითაც. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/179564-qtsithel-tsignshiq-shetanili-mcenareebis-motcris-pirobebi-martivdeba.html გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის მონადირება შესაძლოა დასაშვები გახდეს. შესაბამისი ცვლილება შესაძლოა " საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონში შევიდეს. მოქმედი კანონმდებლობით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება, იგივე ბუნებრივი გარემოდან ამოღება, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – მათი გადარჩენის, განკურნებისა და აღდგენის მიზნით, აგრეთვე სამეცნიერო მიზნებისათვის. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი დგინდება, რომ გადაწყვეტილებას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების, გარემოდან ამოღების დასაშვები ოდენობის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიიღებს. ასევე, ამ შემთხვევის გარდა, "წითელ წიგნში" შეტანილი გარეული ცხოველების გარემოდან ამოღება კვლავ დასაშვები იქნება მათი გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის. აღნიშნულიც გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით უნდა განხორციელდეს, თუმცა ეს თანხმობაც შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს. კანონპროექში ასევე ხაზგასმულია, რომ აღნიშნული წესები არ ვრცელდება ტყვეობაში გამრავლებულ ცხოველებზე. მათი მოკვლის წესი, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დამტკიცდება. ამავე კანონპროექტით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დაევალება, რომ "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი ამოღების წესის შესახებ" ბრძანება, 2012 წლის 1 აგვისტომდე გამოსცეს. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები ის ცხოველები არიან, რომლებიც "წითელ წიგნში" არიან შეტანილი. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. http://www.interpressnews.ge/ge/politika/179381-gadashenebis-safrthkhis-tsinashe-myofi-gareuli-ckhovelis-monadireba-shesadzloa-dasashvebi-gakhdes.html?ar=A
  3. მალე ქვეყანა უნიკალური ხე-მცენარეების და იშვიათი ცხოველების გარეშე დარჩება... ეს ყველაფერი კი ტურიზმის განვითარების საბაბით კეთდება.. რელურად კი, ვიღაცას ახალი ბიზნესის ათვისება უნდა....პარლამენტში კი კითხვები არავის უჩნდება...ან არ სვამენ...
  4. მე მეგონა მოდით, ხაჭაპური ვჭამოთოოო.....
  5. აჰა..ისე აგიხდათ ყველაფერი... წუხელ დუისელებს ოჯახებში დაუარეს...განსაკუთრებით მასწავლებლებს...ხოდა, აქციაზე დღეს მხოლდო 10 კაცი მივიდა.... ვერავის ვამტყუნებ... შვილები ჰყავთ..
  6. კომისიის თავმჯოდმარე პაპუაშვილი იყო, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე..... კომისიაში ასევე იყო ადეიშვილის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე..რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ადეიშვილთან და შესაბამისად, კანდიდატურები ადეიშვილმა შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები – სასამართლოს თავმჯდომარეები.. ხოდა ასე რა
  7. ია ვიცი, ია ვიცი.. ამბობენ, როგორც იურისტი, არ არის ცუდიო!!! ხოდა ეგაა...რადგან ვიღაც ისე არ იქცევა, როგორც უნდათ, ე.ი. უნდა მოკვდეს... მაგ: გია მეფარიშვილი.... ამბობენ, ძალიან მაგარი ლექტორიაო..უმაგრესიო...შეიძლება პოლიტიკურად დებილი იყოს, მაგრამ.....
  8. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გია ხუბუა, უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა. თსუ-ის იურიდული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები ასევე ვერ გახდნენ იურისტი გაგა გაბრიჩიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი კახი ყურაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, იურისტი ეკა სირაძე, ყოფილი "ეროვნულ-დემოკრატის", გია კობახიძის შვილი ირაკლი კობახიძე, იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე, მთაწმინდაზე, გია მაისაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ა.შ. თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: ბესარიონ ზოიძე; დავით კერესელიძე; თევდორე ნინიძე; ლადო ჭანტურია; ირაკლი ბურდული; თამარ ზამბახიძე; გიორგი ცერცვაძე; ლევან ალექსიძე; კონსტანტინე კორკელია; მაია კოპალეიშვილი; ირმა ხარშილაძე; გიორგი კვერენჩხილაძე; ნანა ჭიღლაძე; გიორგი თევდორაშვილი; გიორგი კახიანი; მაია ივანიძე; ლალი ფაფიაშვილი; გიორგი თუმანიშვილი; გიორგი დავითაშვილი; ნუგზარ სურგულაძე; დავით ბოსტოღანაშვილი და მარინა გარიშვილი.
  9. :P ქვემოთ რაც წერია, იმაზე თქვი ნორმალურია თუ არა...ეგ რომ არანორმალურია, კი ვიცი
  10. vika: ამ ყველაფრის შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ ქალი "სექსუალურად ინვალიდი" დარჩეს...ჯობია არ შეიმჩნიოს სექსი რომ უნდა და უბრალოდ, ვიღაცას შეებმევინოს თუნდაც... არ აქვს მნიშვნელობა კაცი ქართველია თუ აფრიკელი.... ყველა კაცი ადამიანია, რომელიც კაცური ინსტიქტით მოქმედებს...ცხოველია ანუ!!!
  11. სექსი აუცილებელია,ისევე როგორც ჭამა და სმა!!!! "ახალი ხორცი" არ არის მაინდამაინც ცუდი გაგება!!! როგორც ჭამისას გინდა რაღაც ახალი გასინჯო, ისეა ეგეც.... მერე მოგეწონება და გააგრძელებ ჭამას!!!!
  12. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების არც სტატისტიკა არ აქვს და არც მათი კომპენსაციების შესახებ საუბრობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შესაბამისი სტატისტიკის არარსებობა იმით ახსნა, რომ პედაგოგების დამსაქმებელი სკოლაა და არა სამინისტროამასთან, უცნობია რა თანხა “დაიზოგა” და “გამოთავისუფლდა” გათავისუფლებული მასწავლებლების ხარჯზე, რომელთაც გათავისუფლების თვიდან ხელფასი აღარ ერიცხებათ.დიმიტრი შაშკინის თქმით, გათავისუფლებული მასწავლებლების ხელფასით დაზოგილი თანხის შესახებ, თავად კითხვა შეიცავს უზუსტობას, რადგან მასწავლებელს ხელფასს სამინისტრო არ ურიცხავს. კერძოდ, სამინისტრო აფინანასებს მოსწავლეს ვაუჩერით, პედაგოგს კი ხელფასს სკოლა უხდის. რაც შეეხება კომპენსაციას, დიმიტრი შაშკინს არც გათავისუფლებული პედაგოგების კომპენსაციაზე სურს საუბარი და ამაზეც აცხადებს, რომ “მათი დამსაქმებელი სკოლაა და არა სამინისტრო”.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს განთავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც. თუ ეს ვადები დაირღვა, მოხელეს კომპენსაციის გარდა, ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასიც უნდა მიეცეს. დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს
  13. რაღაც ძალიან დიდი აქვთ ჩაფიქრებული ნაცებს და ვერ ვხვდებიიიიით!!!!!!
  14. მოკლედ, ამ კავკასიელებს რა გვინდა, ვერ გავიგეთ?????
  15. თუ არ დაქორწინდები, არც განქორწინდები
  16. მანამდეც არ აღიარებული ჭკვიანი ვიყავი
  17. ჯერ არც შემიღწევია!!! და არც შევაღწევ ალბათ მოსალოდნელი მარაზმების თავიდან აცილების მიზნით
  18. ნანული შევარდნაძე გამახსენდა....8 ლარი კარგმა დიასახლისმა უნდა იმყოფინოსო....ეხ,, მაშინდელი 8 ლარი... კაი ფული იყო
  19. მიშა და სტურუა ვერ განგისხვავებიათ რა...მიშამ რაც არ უნდა თქვას, მიშაა რა...ჩვენ კი პატარა ხალხი და არ უნდა შევიმჩნიოთ
×
×
  • შექმენი...