ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟისას უსაფრთხოიების წესების დარღვევისთვის ეჭვმიტანილად დაკავებულია "საქფეთქმრეწვის" ტექნიური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დარსაველიძე უშალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუყსაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კერძოდ, როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, უხეშად იქნა დარღვეული კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფღტხოებსი წესების დაცვა. Aვტანდილ დარსაველიძე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლსი კოდექსის 240 პირველი და მეორე ნაწილით გათავლისწინებყული დანაშაულის ჩადენაში,მ რაც 2 დან 5 წლამდე თავიუფლების აღკვეთით ისჯება. Dავით საყვარელიძემ დასძინა, რომ მიმდინარეობს ინტესიური გამოძიება და დანიშნულია ტექნიური ექსპერტიზაც, რომლის შედეადაც გადაწყდება სხვა ბრალეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.