ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ალასანიას პოლიტიკური გუნდი ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან აპირებს მოლაპარაკებას, - ამის შესახებ ~ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების~ გენერალურმა მდივანმა ზურა აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. ~პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. სვლა იმისკენ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით მოვახდინოთ ამ ხელისუფლების ცვლილება, გარდაუვალია. ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან გაგრძელდება თანამშრომლობა და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდეს ამ ქვეყანაში ცვლილებები~, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე განმარტებით, ~ალიანსი საქართველოსთვის~ დაშლის საფრთხე არ ემურება. ~ალიანსი საქართველოსთვის~ თანათავმჯდომარეებმა დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა დღეს ~ახალი მემარჯვენეების~ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ფორმულით - ~ყველას მინუს ერთი~, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა წინაპირობების გარეშე შესთავაზეს. დავით გამყრელიძესა და დავით უსუფაშვილისთვის მიუღებელი მხოლოდ ნოღაიდელის პოლიტიკური გაერთიანებაა. ეს ამბობს ყველასთანო!!!!!!!!!!! უსუფაშვილი და გამყრელიძე ამბობენ მინუს ერთიო//// ვერ გავიგე რაა