Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სარვამარტო პრემიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტროში არანაირი სარვამარტო პრემია არ გაცემულა. დღეს “ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ სამინისტროში სარვამარტო პრემია, ქალების ნაცვლად, სამინისტროს თანამშრომელ მამაკაცებზე გამოცერეს. ამ საკითხის გარკვევას კი, სამინისტროს დეპარტამენტებში დიდი ხმაური მოჰყვა. თუმცა, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, “სარვამარტოდ პრემია ქალბატონებისთვისაც კი არ გაცემულა, არათუ - მამაკაცებისთვის”. არადა, მართლა დაურიგეს///// ერთი ამბავია ატეხილი და გაწევ–გამოწევააა ვაშაააააააააააააააააააააააააა ბუღალტერი ეტყობა ფემინისტი იყოოოოოოო
  2. როგორ გადავიტანოთ ქმრის ღალატი * დაფიქრდით, ასაიდუმლოებდა თუ არა იგი საკუთარ საქციელს. თუ მალავდა, ე. ი. თქვენს გრძნობებს უფრთხილდებოდა, ანუ თქვენი დაკარგვისა ეშინოდა. * გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება - როგორი ქმარი და მამაა, თავადაც ხომ არ მიგიძღვით ბრალი მის ღალატში. თუ იგი კარგი მამა და ქმარია და გიყვართ, მაშინ ჯობს აპატიოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ ეს ღალატი უკანასკნელი იყოს. * ესაუბრეთ ქმარს ყვირილისა და ჩხუბის გარეშე. გაგიჭირდებათ, მაგრამ არც ის იგრძნობს თავს კარგად. გაარკვიეთ, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რა აკავშირებს იმ ქალთან და შეუძლია თუ არა ურთიერთობის გაწყვეტა. თუ მამაკაცმა ღალატი დამალა, მაშასადამე, ოჯახის შენარჩუნება სურს. საუბრის ბოლოს კი წაუყენეთ ძირითადი პირობა - ის აღარასოდეს უნდა შეხვდეს იმ ქალს. აიძულეთ, წაშალოს ტელეფონის მეხსიერებიდან მისი ნომერი და გააფრთხილეთ, რომ ამას მკაცრად გააკონტროლებთ. * მოძებნეთ შეხების წერტილი, საერთო ინტერესები, ერთად წადით დასასვენებლად ან სამოგზაუროდ, მოაწყვეთ ოჯახური ზეიმი. * ნაკლები ეწუწუნეთ და მეტი მოუსმინეთ. * მეტი ყურადღება დაუთმეთ სახლს. ქმარი სამსახურის შემდეგ იქით გაიწევს, სადაც სითბო, სინათლე, სილამაზე და სისუფთავეა. ამიტომ ეცადეთ, შინ გემრიელი ვახშამი, ლამაზად გაწყობილი სუფრა და სასიამოვნო ატმოსფერო დაახვედროთ. * ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობასა და განწყობას. ხშირად გაიღიმეთ, იყიდეთ წვრილმანი ნივთები, რომლებიც გაგალამაზებთ. * არავითარ შემთხვევაში არ შეიწუხოთ თავი იმაზე ფიქრით, ვისთან გიღალატათ. მით უმეტეს არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ თქვენ მასზე შეუხედავი, მსუქანი და ხნიერი ხართ. თქვენ გაიმარჯვეთ, მაშასადამე, უკეთესი და უფრო მომხიბვლელი ბრძანდებით. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საკუთარ ძალებში დაეჭვებული ქალი.
  3. ხოდა ვინც ხტუანობს, ცხრაჯერ გაკერილი გოგო უნდა ხვდეს წილად ცოლად...
  4. ეხ, ეგ რომ წავიკითხე... ერთი კვირა დაშტერებული დავდიოდი.. მაგარია უნამუნო
  5. ბაზარზე მოთხოვნაა რეალურ ქალიშვილ და პატიოსან ქალებზე...ხოდა, ბაზარი არეგულირებს რა ფასებსაც და პოპულარულ პროდუქციასაც....
  6. ბედნიერება თავისუფლებაა... როცა გინდა , და არ უნდა.......
  7. თუ 30 წლამდე ქალიშვილი ხარ... უბრალოდ გოიმი ხარ, ან ავადმყოფი... ვსიო
  8. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგს როგორ ხედავთ???.... ბატონო თენგიზ, გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას კომისიის პროექტზე და საბოლოოდ, რამიშვილსი პროექტი მიიღოს???
  9. ქალებს გვათამაშებთ???? 8 მარტია, უარი არ მიიღება....
  10. ვსიო... ვერ ხედავთ, უგულავა წინასაარცევნო კამპანიას აღარ ატარებს.... რაში დახარჯოს ფული??? აგერ არ არიან გიგი პიარშიკები??!! ფუფ ამათ
  11. პოლიტიკა და ქალი, ერთმანეთთან არაფერ შუაშია, განსაკუთრებით საქართველოში..... ქალი ნაზი უნდა იყოს და გული უჩუყდებოდეს//// ხოდა, ვისაც გული გიჩუყდებათ ხოლმე... გილოცავთ 8 მარტს...
  12. სარკოზი, ისევე როგორც ევროპა და ევროპელები, ჩვეულებრივი ნარცისია/////ფარფატა და მშფოთვარე...
  13. ვაიმე ვინმემ რამე გაიგო???? ერთმანეთის მჯიკი-მჯიკს გადააყოლეს ქვეყანა//////
  14. მამისონის ამბავს კინაგამ გადავკევი.. ახლა ყაზბეგს, ვეღარ გადავიტან :angel:
  15. მე მაინც მიყვარს ჩემი მეზობლები.... მოდით და მიღალატეთ მეზობლებო, თუ ეს თვქენ გაგაბედნიერებთ
  16. კაი... არ გინდა დაგიჩქარო ბედნიერება????? რა პრობლემაა/// მაიტა ასი დოლარი და... ბრახ,,,,,,,,
  17. მაგ შეხვედრის შმდეგ საბოლოოდ მივხვდი... რომ მსოფლიოს ვკიდივართ... რომ გადაინაწილეს ამერიკა-რუსეთმა და ვერგეთ ჩვენ რუსეთს
  18. დაცამარცხოთ კომუნიზმი ჩვენს ქვეცნობიერში..... 25 მარტს მოგვილოცეთ ქალობის დღე
  19. არ ვიცი ეჭვშესატანია თუ არა ამ ადამიანის მოთხრობი დეტალებში.....მაგრამ, იმის დადასტურება ნამდვილად შემიძლია, რასაც 24-ში ვამბობდი, რომ ნორიოში სპეცნაზი იყი მისული, და რომ თავდაცვის სამინისტროში რაგაც უცნაურად მალავდნენ რაღაცას და უცნაურად შეშფოთებულები იყვნენ'...
  20. ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, "რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის იმ თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო-სთან სავარაუდო ომის შემთხვევისთვის შეიქმნა". როგორც "პირWელს" არეშიძემ განუცხადა, "რუსეთი საქართველოს კავკასიის ქედის მიმდებარე ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად აქტიურობს და ამ მიზნის მისაღწევად გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე რამდენიმე ღონისძიება განახორციელა". "სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის იმ თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო-სთან სავარაუდო ომის შემთხვევისათვის შეიქმნა. სამხრეთ მიმართულებიდან საბჭოთა კავშირზე შეტევის პლაცდარმად ნატო-ს წევრი ქვეყანა – თურქეთი განიხილებოდა, ამიტომ ამ მიმართულების დასაცავად შეიქმნა გეგმა, რომელიც 3 თავდაცვით ზღუდეს მოიცავდა: სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე (დღევანდელი საქართველო-თურქეთის საზღვარი), კავკასიის ქედის გასწვრივ, სიღრმეში, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ნატო-ზე ორიენტირების შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის სავარაუდო გადაწყვეტილებით, მეორე თავდაცვითი ზღუდე ავტომატურად იქცა ძირითადად და შესაბამისად, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ზღუდის გასამაგრებლად გამოყენებულია ის პრინციპები, რომელიც ზემოთ ნახსენებ გეგმაშია მოყვანილი. კერძოდ, კავკასიის ქედზე გამავალი სრულყოფილი დაცვისათვის საჭიროა სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ-იანი ზოლის კონტროლი, რომლისგანაც 20 კმ ქედიდან სამხრეთით აქტიური დაცვის სივრცეს განეკუთვნება, შემდგომი 20 კმ კი - პასიური დაცვისას. სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის აქტიურობა კავკასიის ქედის მიმდებარე ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე შემდეგი ღონისძიებები განახორციელა: სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით ხელში ჩაიგდო მათ ტერიტორიებზე გამავალი საზღვრის მონაკვეთები; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა კოდორის ხეობა და მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია; საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24-ს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. კავკასიის ქედზე არსებული ყველა სტრატეგიული სიმაღლე რუსეთის ხელშია; საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში (მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში, დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან); რუსეთის ქმედების შედეგად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე; 1989 წლის მონაცემებით, ამ მონაკვეთზე განლაგებული იყო 260 სოფელი, არსებობდა განსახლების 9 უბანი, დღეს კი 5 უბანს მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია, ხოლო დანარჩენ 4-ს - საქართველო, რამაც თავისთავად დემოგრაფიული სურათის ცვლილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად მთის სოფლებშიც (რაჭა, დუშეთის რაიონი, ყაზბეგის რაიონი) სავარაუდო ხიფათის თუ სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შეიმჩნევა მოსახლეობის მიგრაცია ბარისაკენ, რაც უფრო ასუსტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას", - განაცხადა არეშიძემ. ექსპერტი საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მიერ შექმნილ გეგმაზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის კავკასიის ქედის პერიმეტრზე და თავდაცვის 40 კმ-იან სივრცეში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს როგორც ვერტიკალური მიმართულებით, ასევე ქედის პარალელურად. "ჩვენი აზრით, ამ გეგმის რეალიზაციას ემსახურება შემდეგი პროექტები: ახალი 270 კმ-იანი გზა ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან მარუხის უღელტეხილის გავლით აფხაზეთისკენ (ამ გზის ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონაკვეთი უკვე მზადაა); უკვე აშენებული გზა კალაკი-მამისონი (ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე). ეს გზა 18 კმ-იანია და იგეგმება მისი გაგრძელება ჯავისაკენ (აქედან გამომდინარე, გასაგებია ქართველი მესაზღვერეების იძულება, მამისონის უღელტეხილიდან უკან დაეხიათ საქართველოს სიღრმეში 20 კმ-ზე და ე.წ. "ნიკოლოზის ხიდის" აფეთქების ფაქტი); გეგმაში არსებული როკის გვირაბის რესტავრაცია და ახალი გვირაბების გაჭრა; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩეჩნეთის ითუმ-კალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღსადგენად; დამთავრებულია დაღესტანის ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარლის რაიონამდე (ეს გზა პირადად ვ. პუტინის მითითებით აშენდა); ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობა. გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გზა ახალგორიდან კავკასიონის ქედის პარალელურად ყაზბეგის რაიონისაკენ გაგრძელდება. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაწყებულია სერიოზული კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილოეთ ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიას დღითიდღე უფრო მეტი მასშტაბი ეძლევა და მასში უკვე ღიად ჩაერთვნენ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელები (განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი). თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირისდროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის და ადვილი წარმოსადგენია, რამხელა ხიფათის შემცველია ასეთი ტიპის პროექტები", - განმარტავს ექსპერტი. მისივე აზრით, კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური, სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება, განვიხილოთ ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე. "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე დემარკაციამდე სახელმწიფო საზღვარი ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში გადიოდა. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მხრიდან, ე.წ "ეშმაკის ხიდსა" და საფორთიფიკაციო ნაგებობა "დზოტის" მიდამოებში გაიხსნა საკონტროლო გამშვები პუნქტი "ლარსის" სახელწოდებით (უნდა ითქვას, რომ სსრკ-ის დროინდელი მიწათსარგებლობის რუკების მიხედვით, საქართველოს გვირაბს იქით კიდევ 100 კვ.მ ეკუთვნოდა). შემდგომში, 90-იანი წლების შუაში გაურკვეველი მოსაზრებების გამო საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტი 850 მ-ით უკან გადმოსწია. ეს ღონისძიება დროებითი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ასე დარჩა. ამ მონაკვეთს ნეიტრალური ტერიტორია დაერქვა, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინა, თუმცა ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა. რუსეთის მიზნების უკეთ გასაგებად საკმარისია, დავხედოთ რუკას. ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი სტრატეგიული თვასაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო: ის აკონტროლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ _ გველეთამდე და მყინვარის მიმართულებით მიმავალ გერგეთის შემოვლით გზას, ასევე ხევსურეთისაკენ (არხოტისკენ) მიმავალ გზას, რომელიც ჯარიახის ხეობის პარალელურად მიემართება. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართულების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა-არხოტი-შატილი-ხონესჭალას (თუშეთი) მიმართულებას, მაშინ გასაგები გახდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება. ეს მიმართულება დღეს მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტის გადასაადგილებლადაა ვარგისი, მაგრამ მომავალში შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზის აშენება (ამ მიმართულების ვერტიკალურად ჩეჩნეთიდან შენდება ითუმ-კალედან გამომავალი გზა). თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი. იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებ პრობლემატურია თავისი ამოცანის შესრულება", - აღნიშნა არეშიძემ და აქვე დასძინა, რომ "ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა ცალკე საუბრის თემაა: დღეს იქ 1 500 მოსახლემდეა დარჩენილი და კლების ტენდენცია გრძელდება". "ეს განპირობებულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ისე სხვა ფაქტორებითაც. ერთ-ერთი ფაქტორია ნარკომანიის მაღალი მაჩვენებელი. ნარკოტიკები ძირთადად შემოდის რუსეთის ტერიტორიის სასაზღვრო სოფელ ჩმის მოსახლეობის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზღვარი "მყარად" არის ჩაკეტილი, ნარკო-რეალიზატორები თავისუფლად გადაადგილდებიან ნეიტრალურ ზონაში (რომელსაც, შეგახსენებთ, რომ რუსები აკონტროლებენ). ეს გვაფიქრებინებს, რომ ნარკოტიკების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული გეგმის ნაწილია", - აცხადებს ექსპერტი.
  21. ზურაბ აბაშიძე - შექმნილ ვითარებაში საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის ფორმულის შემუშავება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 06 / 03, 2010 16:06 Print Font size: ქართული ოპოზიციის ლიდერთა მოსკოვში გახშირებულ ვიზიტებზე, თუ რა მსოფლიო პრაქტიკა არსებობს დიპლომატიური ურთიერთიერთობის შეწყვეტის ვითარებაში ქვეყნებს შორის ურთიერთოების, ასევე - რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში კრემლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში უფრო დამთმობი იქნება, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა. - ბატონო ზურაბ, მოგეხსენებათ, ქართული ოპოზიციის მოსკოვური ვიზიტები ქართული პოლიტიკური რეალობის აქტუალური თემა გახდა. ფაქტია, რომ ახალი პოლიტიკურ პროცესი სახეზეა, რომელმაც დინამიკაც კი შეიძინა. მხედველობაში მაქვს ჯერ ექსპრემიერის, ხოლო შემდეგ პარლამენტის ექსსპიკერის რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები. გასაგებია, რომ პოსტკოლონიური ქვეყანა ვართ და ვერ ავცდებოდით „მტრის ძიების“ პრაქტიკას, მაგრამ როდესაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო რუსეთთან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები, დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის ურთიერთოების რა პრაქტიკა არსებობს თანამედროვე მსოფლიოში? - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რეალობამ მოიტანა აუცილებლობა, გაეცეს პასუხი კითხვას - როგორ და რა ფორმით ვიმოქმედოთ რუსეთთან და რა ჩარჩოებში უნდა გვქონდეს მასთან ურთიერთოები. პირადად ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. აპრილის დასაწყისში მიწვეული ვარ მოსკოვში დაგეგმილ ავტორიტეტული საერთაშორისო კონფერენციაზე. არ მივდივარ იმის გამო, რომ ვიცი, ამან საზოგადოებაში შეიძლება, გამოიწვიოს აზრთა სხვაობა. ახლა მე, დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, რომელიც არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, მაინც დილემის წინაშე ვდგავარ. გულდასაწყვეტია, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივიღებდი. კონფერენციის მსვლელობისას საქართველოსთან მიმართებაში, შესაძლებელია, პასუხი იყოს გასაცემი და ამის გაკეთების საშუალება არ მექნება. წახვალ და ამან ჩვენთან შეიძლება, გაუგებრობა გამოიწვიოს. ეს ყველაზე მცირე და უმტკივნეულო საკითხი შეიძლება იყოს. მაგრამ აბა ნახეთ რა დიდი აურზაური გამოიწვია ჯერ ნოღაიდელის, შემდეგ ბურჯანაძის ვიზიტებმა მოსკოვში... მართალი რომ გითხრათ, სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო ზოგი რამ, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, უნდა შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას _ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ დიდ და რთულ მეზობელთან? მართლაც არსებობს გამოცდილება, რომლის კოპირება ან პირდაპირი პარალელების გავლება არანაირად არ შეიძლება, მაგრამ რაღაც რაციონალური შეიძლება ვიპოვოთ ამა თუ იმ მოდელში. მაგალითად, ჩინეთი და ტაივანი. ტაივანის მოსახლეობას და ხელისუფლებას შეიძლება არანაკლები მიზეზი აქვთ იმისა, რომ უკმაყოფილო იყვნენ ჩინეთის ხელისუფლების. 1949 წელს ჩინელმა კომუნისტებმა ქვეყნიდან გააძევეს მთავრობა და მათი მხარდამჭერები, რის შემდეგაც ამ ხალხმა ხრიოკ კუნძულზე, აშშ-ს დახმარებით ჩამოაყალიბა საკმაოდ განვითარებული თანამედროვე სახელმწიფო. ცნობილი ისტორიაა და აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ეტაპზე ტაივანშიც გაჩნდა კითხვა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ მათ კომუნისტურ ჩინეთთან. ბევრი განსჯის, დებატების შემდეგ ტაივანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთთან გარკვეული ურთიერთოებები საჭიროა. ახლა კუნძულსა და მატერიკს შორის საკმაოდ ინტენსიური სავაჭრო-ეკონმიკური და ჰუმანიტარული ურთიერთოები არსებობს. ტაივანელები თვლიან, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთოები ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ განვითარებას და პოლიტიკურ გაძლიერებას. ახლა არც პეკინი და არც ტაიბეტი არ ჩქარობენ მოვლენების ფორსირებას. ორივე მხარე ახალ ისტორიულ შანსს ელოდება. იაპონიის მაგალითი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-მ იაპონიას კუნძულები წაართვა. იაპონიას სსრკ-სთან და დღევანდელ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს, რაც ხელს უშლის ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის - ეკონომიკური ურთიერთოების განვითარებას. ამავე დროს ტოკიოს მოსკოვთან აქვს მრავალმხრივი ურთიერთობა, მაგრამ იაპონია ტერიტორიების საკითხს ყველა დონეზე ძალიან მწვავედ აყენებს. არის ფინეთის მაგალითიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინელებსაც მოუწიათ არჩევანის გაკეთება, უნდა ეთანამშრომლათ თუ არა მოსკოვთან მას შემდეგ, რაც სსრკ-მ სამხედრო აგრესიის შედეგად ტერიტორია წაართვა. ამ სისხლიანი აგრესიის შედეგად ათასობით ფინელი დაიღუპა. არის სხვა მაგალითებიც. - რამდენადაც ვხვდები, თქვენ საუბრობთ არსებულ ვითარებაში ქართული მხარის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საერთო ფორმულის შემუშავების აუცილებლობაზე, რომელსაც გაიზიარებს, როგორც საზოგადოება, ისე - პოლიტიკური სპექტრი. ანუ, საუბარია მოსკოვთან იმგვარი ურთიერთობების ფორმულის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული ქართული სახელმწიფოს ინტერესები? - დიახ, სწორდ ამის აუცილებლობაზე ვსაუბრობ. რუსეთთან მიმართებაში ერთიანი ფორმულის არარსებობის ვითარებაში ჩვენ ასეთ კოლიზიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხედავს, რომ ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ერთმანეთთან არ საუბრობენ და ამ „ნიშას“ თავის სასარგებლოდ იყენებს. თუ ამას იყენებ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთია, თუ ამას პირადი ინტერესებისთვის იყენებ - ეს მეორეა. შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან ურთიერთობის ფორმულა თავად ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს. სპეციალისტები მზად ვართ, დავეხმაროთ. ექსპერტებმა და ოპოზიციამ რა ფორმულაც უნდა შეიმუშაონ, თუ ხელისუფლებაში არ მოხდება ამ პრინციპების გათავისება, არაფერი გამოვა, ვინაიდან ხელისუფლების გარეშე რაიმე პოლიტიკის წარმოება სხვა ქვეყანასთან წარმოუდგენელია. ამიტომ ვამბობ, რუსეთთან ურთიერთობის ერთიანი პრინციპები სახელმძღვანელო იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მხოლოდ ემოციური განცხადებები საკმარისი არ არის. მე მგონი, ზოგადად, ამ ფორმულის კონტურები შეიძლება ჩვენც ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, არ მოხდება სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის შეთანხმების შესრულება. არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა დონეზე განსაკუთრებული პრინციპულობით უნდა იყოს დასმული. მაგრამ, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ პარალელურად რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაგვადგება ქვეყნის გასაძლიერებლად. შეიძლება, ეს იყოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. რეალობა აქეთკენ გვიბიძგებს. გაიხსნა საზღვარი, ეს საზღვარი ხომ ტვირთების გატარებისთვის გაიხსნა. ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები ისედაც არსებობს, თბილისში „ლუკოილის“ საწვავი იყიდება, რუსული კომპანია „ბილაინის“ საშუალებით მობილურზე შეიძლება ილაპარაკო, სინათლეს ჩართავ და წყლით ისარგებლებ, რუსული კომპანიები გვემსახურებიან, სხვათა შორის ქართული პროდუქცია რუსეთში როგორღაც გადის. ამიტომ ვამბობ, რეალობიდან გამომდინარე სჯობია, რუსეთთან ურთიერთობები რაღაც ფორმულაში მოვაქციოთ, რაც ცხოვრებას გააიოლებს. ამგვარი ერთიანი ფორმულის არსებობა ხელისუფლებასაც და ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებს გაუიოლებს მდგომარეობას. მეც მეცოდინება, ველაპარაკო თუ არა რუს ექსპერტებს. ამგვარი ერთიანი ფორმულის არსებობის პირობებში უფრო იოლი იქნება ოპოზიციისთვის პრეტენზიების წაყენება. პრეტენზიები, რაც ოპოზიციის მისამართით მესმის, შეიძლება ითქვას, სადავოა. კანონით აკრძალული არ არის მოსკოვში ჩასვლა, ეს უფრო ზნეობრივი პოზიციის ამბავია, უნდა, წავა ადამიანი, უნდა - არ წავა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ შემთხვევებზე, როცა ვიღაცა ცდილობს, რუსეთი ან სხვა სახელმწიფო გამოიყენოს საქართველოში არაკონსტიტუციური სახელისუფლო ცვლილებებისთვის. ეს მართლაც ნამდვილი მოღალატეობაა. მაგრამ მთავარია, მოსკოვში რაზე საუბრობ: ქვეყანაზე ზრუნავ, თუ - საკუთარ ტყავზე. ხელისუფლებამ რუსეთთან საკუთარი ურთიერთობის პერსპექტივაც არ უნდა მოიკვეთოს. ხვალ რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიწვიონ რუსებმა სასაუბროდ, მერე რას ვშვებით? ასეთ შეხვედრაზე დათანხმება იქნება კოლაბორაციონიზმი? - მოსკოვი დიდი ხანია, ცდილობს თბილისთან ერთი-ერთზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე საუბარს. რუსეთთან ურთიერთობის 200-წლიანმა, ასევე, ბოლო 20-წლიანმა პრაქტიკამ დაგვარწმუნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო მეტს კარგავს, ვიდრე - იგებს. უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ურთიერთობების პრინციპებში გათვალისწინებული იყოს ის ვითარება, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების წარმოება საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე ქართული მხარისთვის მიუღებელია? - ხელისუფლებამ აფხაზეთთან და ცხინავლის რეგიონთან ურთიერთოების სტრატეგია შეიმუშავა. ეს მისასალმებელია, ვინაიდან მასში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოლიტიკა ამ რეგიონების მიმართ. დასავლეთმა აღნიშნული სტრატეგია მოიწონა. ჩემი აზრით, საჭიროა რუსეთთან მიმართებაშიც ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობის ტაქტიკა და სტრატეგია. ამგვარი რამ სახელმძღვანელო იქნებოდა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. სხვათა შორის, ასეთი რამ რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. რუსეთთან მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი დასავლელი პარტნირების გარეშე რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა დაუშვათ. ჩვენ მხარში გვიდგანან ჩვენი სტრატეგიული პატნიორი აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშრისო რეალობებიც. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, სამწუხაროდ, არ „ეწერება“ არც ევროპულ და არც ამერიკულ მიდგომებში მოსკოვის მიმართ. - რამდენად იზიარებთ შეფასებას, რომ კრემლი ქართული ოპოზიციის დაახლოებით ცდილობს, დასავლეთს შეუქმნას ილუზია, თითქოს რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს ამყარებს და არ არის გამორიცხული, საქართველო დროთა განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას შეეგუოს. . . და კიდევ - როცა ქართული ოპოზიცია პუტინის კარზე რიგში დგას, როგორ უნდა ვუსაყვედუროთ სარკოზის რუსეთთან თანამშრომლობის გამო? - საერთოდ, რუსეთთან ურთიერთობა ურთულესი თემაა და ძალიან ბევრი მომენტის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის იმ მომენტის, რაზეც თქვენ საუბრობთ. მოსკოვის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობის იმიტაციის მცდელობა სახეზეა. ფორმულა ასეთია _ რაც იყო, იყო, ყველაფერი დავივიწყოთ და ახლა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ იმიტაციაზე აყოლა არანაირად არ შეიძლება, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ურთიერთოებებზე. ახლა ამ სფეროების იდენტიფიკაცია და კონცეპტუალურად ჩამოყალიბებაა საჭირო. - მოსკოვში დღეს საქართველოს ინტერესების დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ოპოზიციონერ ლიდერთა მოსკოვში გახშირებული ვიზიტები უფრო საკუთარი პოლიტიკური სტატუსის ძებნას ხომ არ ჰგავს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვითარებაში, როცა ოპოზიციას რეალური გადაწყვეტილებების მიღების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მათი მხრიდან მოსკოვში გახშირებული ვიზიტები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. - თუ ხელისუფლებას არა აქვს რაიმეს გაკეთების სურვილი, მე, ზურაბ აბაშიძე რამდენიც უნდა მოველაპარაკო, პირობითად ვამბობ, ივანე პავლოვს, არაფერი არ გამოვა. ოპოზიციის კონტაქტებსაც თავის ზღვარი აქვს. რამდენჯერ შეიძლება ოპოზიციონერი ჩავიდეს მოსკოვში, რაღაც ეტაპზე ესეც ხომ დაკარგავს აზრს. სხვათა შორის, ოპოზიციონერსაც შევახსენებდი, რომ ჩვენში პოლიტიკა ხშირად ფარსად იქცევა და თუ ზომიერების გრძნობას დაკარგავ, შეიძლება, კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდე. ამის ნიშნები უკვე სახეზეა... - ოპოზიციური ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება შესაძლებელია. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამგვარი მტკიცება? რამდენად სარწმუნოა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში კრემლი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებში უფრო დამთმობი გახდება? - მოსკოვში ჩათვალეს, რომ უკრაინაში ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვალა და ახლა საქართველოს მიმართ კრემლის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო. დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. და რაც მთავარია, კარდინალურ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობა და მართლაც სტრატეგიული მოთმინება! იმათ, ვინც ასე უბრალოდ აყენებს საკითხს და იმედოვნებს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება, კითხვას ასე დავუსვამდი - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ რომ გავწევრიანდეთ დსთ-ში, შეუერთდეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას, უარი ვთქვათ ნატო-ში გაწევრიანებაზე, უარი ვთქვათ ევროპულ ინტეგრაციაზე, შევუერთდეთ დსთ-ს ერთობლივ საბაჟო კავშირს, არის რაიმე გარანტია იმისა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დავიბრუნებთ? ამ გზით დაიბრუნა მოლდოვამ დნესტრისპირეთი და რაიმეს მიაღწია? არა. ასე რომ, ნუ ვიქნებით ზედმეტად გულუბრყვილოები. გარდა ამისა, უახლესი ისტორიიდან გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს. 90-იან წლებში საქართველო დსთ-ს წევრიც იყო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრიც, საქართველოში სამხედრო ბაზებზეც ვთანხმდებოდით და ძალოვან მინისტრებსაც კი ვნიშნავდით მოსკოვის რეკომენდაციით. დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლა შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს და სხვა ხელისუფლება თუ მოვა, არ უნდა დადგეს ისეთი დილემის წინაშე, რომელსაც ვერ გადაწყვეტს. კობა ბენდელიანი “ინტერპრესნიუსი”
  22. მოღალატეების იარლიყის მიკერება ადვილია, ყველაზე ადვილია ქართულ რეობაში იყო აგენტი და ან მოღალატე.. მაგრამ, როგორ შეფასებთ ლარსის სასაზღვრო პუნქის გახსნას??? არის თუ არა ეს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება///// განსაკუთრებით ბატონი გურამ ჩახვაძის მოსაზრება მაინტერესებს, რომელმაც კარგად იცის, თუნდაც რა საფრთხეებზე საუბრობენ ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები”...
  23. მე ის მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს და ... რა ვიცი აბა
  24. ეჰ, irusha irusha პოლიტიკა ვირთხებისაა, ხოდა მაგ ვირთხებზე იშლი ნერვებს??? ისინი ხალხს ეკაიფებიან..... პოლიტიკოსისთვის ადამიანი, მხოლოდ ამომრჩეველია და არ ღირს მათ გამო თავის შეწუხება....
×
×
  • შექმენი...