Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. იმიტომ, რომ აქ რესპები არაფერ შუაში არიან....მაშინ გრეჩიხას თავიდანვე უნდა ეთქვა რომ აყენებდა კანდიდიატურასდა ახლა ერთი ადგილის თამაშს, უნდა მოეშვას.//// მეორეც, როცა ადამიანი საპრეზიდენტო კანდიდტი იყავი, ახლა, მთლად ქართლოს ღარიბაშვილად არ უნდა იქცე
  2. აბა მიშამ აღარ გარბიან, პირიქით, ბრუნდებიანო
  3. სად??? საქართველოში რომ არ არიან, კი ვიცი
  4. ეეეე...ვხდი, ვხდი და არ იხდის რაა....
  5. ამ ეტაპზე მგონი ვინ მოიფგებს ვინ რა ნაბიჯი გადადგას, აზრი აღარ აქვს.. მე მარტო ერთი მინდა, ამ არჩევნებს ქვეყანა არ გადაჰყვეს,,,, რაც შეეხება გრეჩიხას, კაი, დააყენოს, მოახდინოს მისი ამომრჩევლების მობილიზება და ბოლოს მოხსნას კანდიდატურა ალასანიას სასარგებლოდ.... ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე იქნება კაცი....არადა
  6. მერე რა და რომ ჩამოვარდნილიყო???? მერე, მერე,.....
  7. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უგუნურების ბრალია... რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების.... და იმავდროულად, შტერი ოპოზიციის
  8. ომისთვის ადამიანები ყოველთვის არიან მზად....წინასწარ შეიძლება არა, მარა პოსტფაქტუმ მაინც... ნოღაიდელის ხალხიც მზად იქნება, რამე რომ იყოს, იმდენ ვარდებს შოვნა არ უნდა ტანკებს რომ მიაყარონ>>>>>?????>>>>>!!!!!>>>
  9. მაგისთვის თვითკმაყოფილი გამომეტყველება უნდა შეცვალონ ადამიანებმა, და სახელმწიფომაც
  10. მშვენიერი ბიზნესია..... მაგაში მაინც ვერავინ ჩაგიჯდება წილში..... აიღებ სამაშვლოს და, ეგააა
  11. ჩვეულებრივი პიარია......მარტივ ადამიანებზე მოქმედებს... ზეადამიანებს გული უსკდებათ... არა, ერევათ :bushti:
  12. მე ვეთანხმები ამ იდეას....თუ რამეა, მზად ვარ მისი პოპულარიზაციისთვის!!!!!
  13. გთავაზობთ გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან. გაზეთ „კომერსანტში" ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს საქართველოში უკვე უწოდეს სკანდალური. ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გავრცელდა თქვენი უწყების ოფიციალური განცხადებაც, სადაც პუბლიკაციაში გამოთქმული ზოგიერთი თქვენი მოსაზრება კონტექსდიდან ამოვარდნილადაა მოხსენიებული. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესი ვერ ჩააცხრო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმ ნაწილმა, სადაც მეფობის აღდგენის იდეის ავტორად პრიმაკოვია გამოცხადებული. -საქართველოსთან დაკავშირებით პრიმაკოვის ფიგურა ამ ბოლოს წამოტივტივდა- მისი დაბადების დღეზე პუტინმა საქართველო, ასე ვთქვათ, გადააბარა პრიმაკოვს. მეფის ინსტიტუტის იდეა უფრო ძველია და მათი ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია. საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ. რაც შეეხება პრიმაკოვს, მასთან მე დავაკავშირე ნოღაიდელი, ბურჯანაძე და ა.შ. მე მგონი ეს სტატიაშიცაა ჩამოთვლილი. ასე რომ ეს ორი სხვადასხვა თემაა. -თქვენმა კიდევ ერთმა მოსაზრებამ გამოიწვია აღშფოთება-ინტერვიუში ამბობთ, რომ ევროპის რჩევების გათვალისწინება საჭიროდ არ მიგაჩნიათ. -მთელი ეს ინტერვიუ და ჩემი საუბარი გაჟღენთილია დემოკრატიული და პროევროპული გამონათქვამებით. სტატიის 80 პროცენტი საუბარია იმაზე, რომ სხვა ცივილიზაცია, გარდა დასავლურისა არ არსებობს და წინადადება, რომ თითქოს, ჩვენ ევროპელებს არასდროს არ ვუჯერებთ, საერთოდ არ მითქვამს. ინტერვიუში მოვიყვანე ერთი კონკრეტული ფაქტი. რომ ევროკავშირმა მოგვცა რეკომენდაცია, კონფლიქტის ზონაში პოლიციას არ გამოეყენებინა დაჯავშნული მანქანები (სხვათა შორის, ევრიკავშირის მისიისგან ჩვენი სამინისტროს მიმართ ერთადერთი კრიტიკა ეს იყო). ინტერვიუში ვახსენე, რომ ჩვენ არ დავუჯერეთ ევრიკავშირის რეკომენდაციას, არ გამოგვეყენებინა დაჯავშნული მანქანები (რადგანაც მათი აზრით, ამას შეიძლება, რუსეთის მხრიდან პროვოკაციები გამოეწვია) და მაინც შევიყვანეთ ეს მანქანები, რითიც პოლიციელთა სიცოცხლე ვიხსენით. შეგახსენებთ, რომ ომის შემდეგ კონფლიქტის ზონაში 14 პოლიციელი დავკარგეთ. იმ ინტერვიუში ვახსენე, რომ იმის მერე, რაც ჩვენ დაჯავშნული მანქანებით გადაადგილება დავიწყეთ, არც ერთი პოლიციელი არ დაგვიკარგავს. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, თუ როგორ აფასებს ევრიოკავშირის მისია ქართული პოლიციის ქმედებებს კონფლიქტის ზონაში, რომ ქართული მხარე შეთანხმებების არც ერთ პირობას არ არღვევს. რაც შეეხება მესამე საკითხს- რუსეთთან ომის გაგრძელებას. იმავე ტექსტში კარგად ჩანს ჩვენი შეხედულება რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი იარაღი არის დემოკრატიული რეფორმები და მოდერნიზაცია. სწორეთ ამ ბრძოლაში უნდა მოვუგოთ რუსეთს. მოგეხსენებათ, საქართველო განუხრელად იცავს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. - კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი - გივი თარგამაძის მიერ რუსი სამხედროებისთვის შეთავაზებული 50000 სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად ... ეს ინფორმაცია მეც ვიცოდი და ჟურნალისტმაც და ამაზე ხუმრობით ვსაუბრობდით. ეს ცნობილი ისტორიაა, - როდესაც გივი თარგამაძე ტყვეების გათავისუფლების თაობაზე ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, უთხრა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ნუ დაანგრევთ, თუ გინდათ ფულს მოგცემთ და სტალინის ძეგლი ააფეთქეთო, - ასეთ კონტექსტში იყო ნათქვამი. თვითონ რუსი ოფიცრები ამბობდნენ, როგორ აკადრეთ ეს სტალინს, სტალინი ჩვენი იდეალიაო.... ამ განწყობაზე იყო იქ საუბარი - ჩვენს მიწაზე შემოჭრილი რუსი ოფიცრები და რუსული არმია დღეს სტალინის მიმდევრები, სტალინისტები არიან. სწორედ ამის თქმა მინდოდა. - ინტერვიუში აგრეთვე ლაპარაკი იყო ,,პირველ კავკასიურზე" და ჩეჩნების დახმარებაზე. -პირველ რიგში, უნდა ვთქვა რომ საქართველომ დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტი და სამძიმარი გამოუცხადა განსვენებულთა ოჯახებს. ტერორიზმს, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არავითარი გამართლება არა აქვს. მოგეხსენებათ, ჩეჩნები და ჩრდილო კავკასიელები პირველ აფხაზურ და ოსეთის ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო თავად გახდა აგრესიის მსხვერპლი თვით მოსკოველ ჩეჩნებსაც კი გაუჩნდათ სიმპათიები ქართველების მიმართ, რადგან ქართველებიც რუსების აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. „პირველ კავკასიურთან" კი შსს-ს არავითარი კავშირი არ აქვს. „პირველი კავკასიურის" ფუნქციაა, რუსულენოვან მაყურებელს აჩვენოს, რეალურად რა რეფორმები ტარდება და რაც არის საქართველოს სიძლიერე. ჩვენ გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის დროს, რუსულმა პროპაგანდამ საქართველოს წინააღმდეგ განაწყო ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების ნაწილი. <<პირველი კავკასიურის>> მთავარი მიზანი ამ ხალხებამდე განსხვავებული, თავისუფალი აზრის მიტანაა. -რუსული გაზეთისთვის მიცემულ ამ ინტერვიუში წინასაარჩევნოდ, ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგების და მათი არჩევნებში წარუმატებლობის თემასაც შეეხეთ... -მე ვარ პოლიტიკური ფიგურა, ვარ სამოქალაქო პირი, არ მაქვს არავითარი სამხედრო წოდება, ისევე როგორც ჩემი მოადგილეების უმეტესობას. ის, რაც ინტერვიუში ვთქვი, არამხოლოდ ჩემო შეფასებებია არამედ ფაქტია და სოციალური გამოკითხვის შედეგები არაერთხელ გამოქვეყნებულა. შემიძლია დღესაც გავიმეორე ის, რაც „კომერსანტში" წერია - იმის გამო, რომ ოპოზიცია სუსტია, ის არჩევნებს ვერ მოიგებს. ამ ინტერვიუში არ წერია, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე დადიან, ჯერ რეიტინგს კარგავენ და მერე მიდიან და არა პირიქით- ჯერ მიდიან და მერე კარგავენ რეიტინგს... რუსეთში წასვლა და პუტინთან შეხვედრები მათი სასოწარკვეთილების ნიშანია. მათ შორის ნოღაიდელის შემთხვევაში. - ამ ინტერვიუზე სწორედ ნოღაიდელს ჰქონდა ყველაზე მწვავე რეაქცია. - ნოღაიდელის განცხადებები მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება... ნოღაიდელს სერიოზულად არ ვუყურებ. იგივე შემიძლია ვთქვა ბურჯანაძეზეც. - რამდენად რეალურია ის საფრთხე რაც მოდელირებულმა ,,ქრონიკამ,, არჩევნების შემდეგ დაგვიხატა და რაზეც პრეზიდენტმა თქვა რომ ეს საშიშროება არსებობს? - ის, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული გეგმები გააჩნია, არავისთვის არის საიდუმლო. მან ვერ მოახერხა ამ გეგმების განხორციელება 2008 აგვისტოში. თუმცა ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაკეთებთ ესეთ განცხადებებს ტელევიზიით და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - უახლოეს თვეებში ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე მინიმალურია. მცირე პროვოკაციები კი არასდროს არის გამორიცხული და როგორც კი დავინახავთ, რომ საფრთხე მაღალია, ამის შესახებ აუცილებლად გავაფრთხილებთ საზოგადოებას. - ადგილობრივი არჩევნების მერე რას ელით? საქართველოს დიდი ნაწილი ელის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, თუმცა მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ძალიან ელოდება. - რას იტყვით ყირგიზეთის სცენარის საქართველოში განმეორების საფრთხეზე? -ამ მოვლენების საქართველოსთან ვერავითარ კავშირს და გავლენას ვერ ვხედავ. არავითრი მსგავსება არ არსებობს - არც გეოგრაფიული, არც პოლიტიკური, ან რაიმე სხვა ტიპისა. ეს საქართველოზე გავლენას ვერ იქონიებს. არც არჩევნების მერე და არც არჩევნების დროს არავითარი არეულობა არ იქნება და არა იმიტომ, რომ პოლიცია არ დაუშვებს, არამედ საზოგადოების განწყობა მეტყველებს იმაზე, რომ ნოღაიდელის და მის მსგავს მცირე რადიკალურ ჯგუფებს პრაქტიკულად არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც კი, რომელიც ოპოზოციურად არის განწყობილი, ამგვარი სცენარი სრულიად მიუღებელია. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ასეთ რადიკალურ ქმედებებს დასაყრდენი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად, ობიექტურად და საზოგადოებრივი აქტიურობიდან გამომდინარე, საფრთხეს ვერ ვხედავ. -როგორ შეაფასებდით კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას? -სტაბილური ვითარებაა და მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიციელების დაცვა გავაძლიერეთ, მადლობა ღმერთს, ტრაგიკული შემთხვევა პოლიციელებში არ გვქონია. თუმცა, ძალიან შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გრძელდება მშვიდობიანი ქართველი მოქალაქეების გატაცებები. -არ შემიძლია არ გკითხოთ პოლიციელების ახალ ჰიმნზე... - ეს არ არის ჰიმნი, ესაა სიმღერა, რომელიც ძალიან მომწონს და აქტიური მონაწილეობაც მივიღე მის შექმნაში. -მუსიკა ხომ უკვე დაწერილი იყო? - ასარჩევი იყო სტილი. მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ძალიან ვგულშემატკივრობ ქართველ მომღერლებს, განსაკუთრებით „ნიჭიერებს". ჩემი იდეა იყო ჩაგვერთო ხალხური სიმღერები, საქართველოს ყველა კუთხე ყოფილიყო წარმოდგენილი. თუ გახსოვთ, სიმღერა იწყება გურულ-აჭარული ეტიუდებით, მერეა მეგრული და ქართლ-კახური. კიდევ დაიწერა ახალი სიმღერა და მალე კლიპდაც გადავიღებთ. შემიძლია მოგასმენინოთ. -თქვენი შესრულებით? არა სინდიდი მაქვს... ამ კლიპში იქნება პოლიციის დილა- ოთხი სხვადასხვა რეგიონის, ოთხი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელი იღვიძებს დილით და მიდის სამსახურში. მიხარია, რომ ეს უკვე გავრცელდა ხალხში. ვიცი რომ ძველი კლიპი პოპულარულია უცხოეთში, მათ შორის რუსეთშიც. 80 პროცენტს მიაჩნია, რომ კლიპში დეკორაციებია გამოყენებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ კლიპში არც ერთი დეკორაცია, არც ექშენები არ არის, ყველა ნამდვილი პოლიციელია. -რა იდეა ჩადეთ ამაში, ჩვენც ასევე უნდა გავიღვიძოთ? - იდეა მარტივია, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ყველაზე დიდი გმირი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დილით მიდის სამსახურში და საღამოს შინ ბრუნდება. ფაქტია, რომ დღეს უცხოელებთან საუბრის დროს თვით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც კი ამაყობენ ქართული პოლიციით, მე ეს სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი.. ქართველებს გვიყვარს უცხოელებთან თავის მოწონება და ეს ნამდვილად არის თავის მოწონების საგანი. ეს კიდო ერთი ინტერევიუ მერაბიშვილისგან
  14. გაზაფხულიააა///// მარა, არც ზამთარსა და შემოდგომაზე ღირს ჭირვეულობა..... ერთმანეთთან ბლატაობა ყველაზე უაზრო ეპიზოდია ხოლმე,... არ ჯობია მარტიოვად ვიცხოვროთ და სხვისთვის გულისტკენა არ გვიღირდეს???? ადამიანს ღმერთმა ხო მისცა თავისუფლება, ხოდა ის თავისუფალია და სასაცილოა ამბიცია, რომ მას ეს შეუზღუდო
  15. აქ ყველაფერი კარგად არის... არავინ გეუბნება ეს რა დაწერე?? რატომ დაწერე??? წყარო ვინ არი?? სანდოა???? ასე რომ////დავაფიქსირეეე.....
  16. ვინმემ მითხრას, მერაბიშვილი-თარგამაძე არიან მოღალატეები, რომლებიც პუტინს ძეგლის აფეთქებას სთხოვენ, თუ ნოღაიდელი, კაცი იძახის ფრენები უნდა აღვადგინოოო
  17. რაც არ უნდა იყოს.....მე ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ/////// ესენი ჭამენ ერთმანეთს....ხელისუფლება კი მაგრად ხალისობს.... ირაკლი ალასანიამ მართლა ყველა ფეხზე უნდა დაიკიდოს, ერთი შეუკურთხოს და დამოუკიდებლად აკეთოს თავის საქმე
  18. შემოშვებით რაღას ვუზამდი, თუ ჩამისიძდა, მარაა..მე წავიდოდი სახლიდან
  19. რა და ის, რომ ამ ქვეყანასი უფასო მხოლოდ სასაფლაოზე ასვლააა.. თვარაა, თუ მოკვდი, მაშინ სასაფლაოც კი კაი ფასიანია
  20. პარტია "ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს, "იშვიათი გამონაკლისების გარდა", ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლას საყვედურობს. როგორც ცაგარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპოზიცია მთავარ სამიზნეს ასცდა და, როგორც მათ მიერ უკანასკნელი ქმედებებიდან ირკვევა, მათი მთავარი სამიზნე ხელისუფლების ნაცვლად, ირაკლი ალასანია იქცა. მისი თქმით, ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიციის უმეტესობა, ნებსით თუ უნებლიეთ, აწარმოებს და, სამწუხაროდ, ოპოზიციის სპექტრის უდიდესი ნაწილი პრობლემას გიგი უგულავას ნაცვლად ირაკლი ალასანიაში ხედავს. "ამით ოპოზიცია ხელისუფლების საქმეს აკეთებს, რომელიც წინასაარჩევნოდ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს", – განაცხადა ცაგარეიშვილმა და მაგალითად სატელევიზიო სიუჟეტებიც მოიყვანა. მისი თქმით, "სახელისუფლო ტელევიზიები" უკვე შეეშვნენ ოპოზიციის კრიტიკას და ოპოზიციაში არსებული კინკლაობის თაობაზე არსებული სიუჟეტების შემდეგ, აჩვენებენ გიგი უგულავას, რომელიც "მშვიდად დადის ბაღებსა თუ სკოლებში" და მშვიდად და გაწონასწორებულად ატარებს საარჩევნო კამპანიას. "იშიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიცია მთავარ მიზანს ასცდა, მე ამას ვეხადავ უკანასკნელ დღეებში", – განაცხადა ცაგარეიშვილმა, თუმცა მისი ადრესატები არ დააკონკრეტა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თავად მიხვდებიან. გიორგი ცაგარეიშვილი ირაკლი ალასანიას ურჩევს, « ყურადღება აღარავის მიაქციოს" და ისე იმოქმედოს. ვეთანხმები ამ კაცს
  21. აბა სხვა ყველაფერი ფასიანია დაა.....
×
×
  • შექმენი...