Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ამერიკელი ჯოს თვალებში შეციცინებაააა.. იყოს, რა პრობლემაა... დანარჩენში გეთანმხები :buchti: ხალხი ბრბოააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
  2. კონკორდატტან არაფერი უქმდება... ჩანაწერი ამოდის "ნოტარიული აქტების შესახებ ახალი კანონპროექტიდან, მაგრამ, პარლამენტში განხილვა ჯერ არ დაწყებულა და შეიძლება არც ამოვიდეს... ზოგადად კი, კონკორდატის საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული, კონსტიტუცია კი უზენაესი კანონია... ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი ცვლილება არ არის კონკორდატზე, მომავალში რა ვიცი აბა რა დაარტყამთ თავში.. (ეხლა გავიდა ჩემი უფროსი და ძლივს ზეწოლისგან განვთავისუფლდი ) ე.ი. ეს განმარტება ჩემი უფროსის გარეშე გავაკეთე
  3. :blink: :blink: :blink: ჩამოვთვალო????? , მარა ეგ მაგათ თემაში ჩამოვთვალე უკვე :ena:
  4. გადასახადი უნდა იყოს.. გეთანხმები.. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის ე.წ. მოწესრიგება, მაღალი გადასახადებისა და შესაბამისად მაღალი სანქციების დაწესებით დაიწყო.. გლეხისთვის ჰექტარზე 70 ლარი მორწყვაში, საკმაოდ დიდი თანხაა... მარტო მორწყვა ხომ არ არის საჭირო???? თან კახეთში და ქართლში.. დასავლეთში წყლის პრობლემა არაა და რაცხას მოახერხებს კაცი
  5. მაგასთან დაკავშირებით მე მეხსიერება მგალატობს, მოვა ახლა ერთი ადამიანი და გეტყვის... რაღაც პრევენციები რო იყო საქმეში, მახსოვს
  6. ჭიას რაღა ვუყოთ?? გახარება რო უნდა???? :help: :help:
  7. ვინა, ჩვენი მიშიკო??? ეგ მაგას არ იკადრებდა... :bob:
  8. ოპოზიცია თბილისში თუ მერობის ერთ კანდიდატზე შეჯერდა.. გაიმარჯვებს კიდეც
  9. ყოველ შემთხვევაში წარუმატებელიც არ იყო მხარეების ვინაობის გათვალისწინებით
  10. ქრისტიან-დემოკრატები ამბობენ, ეგ ნიშა ჩვენი იქნებაო და რა ვიცი აბა..
  11. ისე, ბოკერია ვაშაძეზე კარგი მინისტრი იქნება.. ამ ადამიანს დემაგოგიის და დარწმუნების უნიკალური უნარი აქვს და საგარეო ფრონტზე საჭიროა
  12. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ბატონო თავმჯდომარევ, ბატონებო, ქალბატონებო, სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო! გმადლობთ პატივისათვის! ჩემს გამოსვლას თქვენ წინაშე მე მივიჩნევ პატივად. მე მიმაჩნია პატივად თქვენი პარლამენტის წინაშე გამოსვლა. მე მოგმართავთ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ვიცე–პრეზიდენტის, არამედ ამერიკის პრეზიდენტის, ობამას სახელით და აგრეთვე ჩემი ქვეყნის სახელით. მე ჩამოვედი აქ შეერთებული შტატებიდან ცალსახა, მარტივი გზავნილით. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვდგავართ თქვენს გვერდით, თქვენს გზაზე, უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ. ეს არის მოგზაურობა, რომელიც მიმდინარეობს თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში. 1918 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა ისევე, როგორც გამოაცხადა ჩემმა ქვეყანამ იქამდე 150 წლით ადრე. 3 წლის შემდგომ თქვენ მიიღეთ კონსტიტუცია. ეს იყო თქვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ვაჟკაცური განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა თავდასხმის გარდაუვალი საფრთხე. ერთი თვის შემდეგ მოხდა ბოლშევიკური ოკუპაცია და ეს იყო ამ პარლამენტის ბოლო შეკრება იმ საუკუნის დასასრულამდე. ეს იყო ის მოგზაურობა, რომელიც 1918 წელს აღინიშნა თავისუფლებისადმი მოწოდებით. თავისუფლების ძახილი კიდევ ერთხელ გაისმა საქართველოში მომაკვდავი იმპერიის დასასრულისკენ. 3 წლის შემდეგ კიდევ გაისმა ეს შეძახილი, როცა ვარდმა დაიწყო აყვავება და საქართველოში დაიწყო პირველი პოსტსაბჭოთა ექსპერიმენტი. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირებების და ეკონომიკური სირთულეების პერიოდი და მოხდა უკუსვლა მანამ, სანამ 6 წლის წინ, 2003 წელს არ მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და დაიწყო თავისუფლების ახალი ეტაპი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიგო. მე მახსოვს თქვენი გზა თავისუფლებისაკენ, მე მას მთლიანად ვადევნებდი თვალყურს, ასევე მილიონობით ადამიანი გადევნებდათ თვალყურს მსოფლიოში, რომელთაც თვითონაც სურდათ თავისუფლება. ერთი წლის წინ, როგორც ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, მე ჩამოვედი საქართველოში სულ სხვა გარემოებების გამო და მე ბევრი ადამიანი მირჩევდა არ ჩამოვსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ არ იყო მაინცდამაინც ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ მე მსურს ცალსახად განვაცხადო რატომ იყო თქვენი თავისუფლება ამდენად მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსათვის. მე ვიდექი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და ცაში კიდევ ისმოდა სამხედრო თვითმფრინავების ხმა და მე მაშინ განვაცხადე იქ, იმ სახურავზე, ამერიკის მხარდაჭერის შესახებ საქართველოსადმი როგორც სენატორმა და მე დღეს კიდევ ერთხელ გიცხადებთ ამ მხარდაჭერას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტი (ხანგრძლივი აპლოდისმენტები). მე ამ მხარდაჭერას გიცხადებთ არა პირადად ჩემი, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით. ეს ვიზიტი საქართველოში სპეციალურად განხორციელდა ობამას ვიზიტის შემდგომ რუსეთში, მოსკოვში და როცა ის გეგმავდა თავის ვიზიტს, მან დამავალა მე, რომ დამეგეგმა ჩემი ვიზიტი თბილისში. ბატონებო და ქალბატონებო, მე მესმის, რომ ზოგიერთები შეშფოთებულები არიან და მე მესმის ეს შეშფოთება. ეს შეშფოთება შეეხება იმას, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობების ხელახალი ჩამოყალიბება არ მოხდეს საქართველოს ხარჯზე. მე მსურს ცალსახად განვაცხადო, მათ ვერ შეძლეს და ისინი ვერ შეძლებენ, როგორც მე განვაცხადე, პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა ორი კვირის წინ მოსკოვში. ჩვენ ვართ პრინციპულები იმ საკითხზე, რომ სუვერენულ დემოკრატიებს აქვთ უფლება მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და აირჩიონ თავისი პარტნიორები და თავისი ალიანსები. ჩვენ ვართ წინააღმდეგი XIX საუკუნეში დამკვიდრებული გავლენის სფეროს ცნების. ამ ცნებას ადგილი აღარ აქვს XXI საუკუნეში, (აპლოდისმენტები). ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს (აპლოდისმენტები) და ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს, არ აღიარონ ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ცალსახად იყო გამოხატული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში. შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონიდან და თქვენი ტერიტორიიდან უნდა გასულიყო ყველა შეიარაღებული ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მონიტორების უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ბატონებო და ქალბატონებო, კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი. გასული წლის ვიზიტის დროს მე შემძრა იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების ცხოვრებამ და იმ ეკონომიკურმა ზარალმა, რაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის დაზიანებამ. მე გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს და რომ შეერთებული შტატები განახორციელებს იმ ვალდებულებას, რაც იყო აღებული 1 მლრდ. დოლარის სახით. ბატონებო და ქალბატონებო, აგვისტოს შემდეგ ჩვენ დავეხმარეთ გადაადგილებულ პირებს თავშესაფრით და ფინანსური დახმარებით თქვენს მთავრობას, რათა დევნილებმა შეძლონ სახლში დაბრუნება და იყოს უზრუნველყოფილი ენერგოუსაფრთხოება, სამოქალაქო საზოგადოება და საკანონმდებლო სისტემა. მთლიანობაში საქართველო დღესდღეობით იღებს ერთ–ერთ ყველაზე დიდ დახმარებას შეერთებული შტატებიდან ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. 1 მლრდ დოლარი 5 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენ აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზების მიზნით. ყურადღება ექცევა ტრეინინგებს, დაგეგმვას და ორგანიზებას. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს სურს გაწევრიანდეს ნატოში. ჩვენ სავსებით ვუჭერთ მხარს ამ მისწრაფებას. პარლამენტარებო, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რომ დაგეხმაროთ, რომ დააკმაყოფილოთ ნატოს სტანდარტების მოთხოვნები. საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს ხელი ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ ქარტიით დაისახა ამბიციური გეგმები ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგოსფეროში თანამშრომლობა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და კულტურული კონტაქტების გაღრმავება ჩვენს ქვეყნებს შორის. ცალსახად მსურს განგიცხადოთ, რას ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და რას არ ნიშნავს ის. შეერთებულ შტატებს არ აქვს სურვილი შექმნას საკუთარი გავლენის სფერო ამ რეგიონში ან სადმე სხვაგან მსოფლიოში. ჩვენი მიზანი გახლავთ დავეხმაროთ მრავალპოლარული სამყაროს შექმნას, სადაც ქვეყნები ითანამშრომლებენ საერთო მიზნისთვის და საერთო პრობლემების დასაძლევად. ეს პარტნიორობები არ იქნება მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. ის იქნება დაფუძნებული ყველას სასარგებლოდ, ვისაც სურს გამჭვირვალე, დემოკრატიული და უსაფრთხო სამყარო. საქართველოსთან პარტნიორობა ნიშნავს უსაფრთხოების სფეროში გამოწვევებზე რეაგირებას. ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ქართველი ჯარისკაცები დგანან ჩვენი გულადი საზღვაო ქვეითების გვერდით ავღანეთში. ეს შეეხება ენერგოუსაფრთხოების საკითხებსაც და ჩვენ მივესალმებით საქართველოს როლს, როგორც დამაკავშირებლის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ეს იყო ათასი წლის წინ. ეს შეთანხმება შეეხება კავშირების გამყარებას არა მხოლოდ ჩვენს მთავრობებს შორის, არამედ ჩვენს ხალხებს შორისაც, სამეწარმეო თანამშრომლობასაც და თანამშრომლობას სამოქალაქო სფეროში. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება გაზიარებულ დემოკრატიულ ღირებულებებს. აი სწორედ ეს არის ამის იდეა. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას იმ დემოკრატიულ დაპირებებში, რომლებიც გაეცით ექვსი წლის წინ. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა პარალამენტს ამ კვირის დასაწყისში, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თქვენი „ვარდების რევოლუცია“ სრული სახით მაშინ წარდგება, როცა თქვენი მთავრობა იქნება დამყარებული დემოკრატიაზე, წარმომადგენლობითობაზე და იქნება ანგარიშგებადი, როცა პრობლემატური საკითხები განხილული იქნება პარლამენტში და არა მხოლოდ პარლამენტს გარეთ, როდესაც სრულად იქნება განხილული ისეთი საკითხი, როგორიც არის ხელისუფლების წონასწორობა და ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, როცა მედია იქნება სრულიად თავისუფალი და მიაწვდის ინფორმაციას მოსახლეობას ინფორმირებული გადაწყვეტილებების შესახებ და მთავრობა იქნება ანგარიშგებადი იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლებსაც მიიღებს, როცა სასამართლოები იქნება თავისუფალი გარე ზეგავლენისაგან და იქნება სრულიად მიუკერძოებელი და ძალაუფლების გადაცემა მოხდება მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესების შედეგად და არა ქუჩის აქციების შედეგად. ბატონებო და ქალბატონებო, არ მინდა, რომ ჭკუის სასწავლებელი ტონი მქონდეს, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ ჩემი გამოცდილებიდან: არ არსებობს დემოკრატიის კონკრეტული ნუსხა, მაგრამ არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული, რომ განვითარდეს ნებისმიერი დემოკრატია. წარმატებისათვის საჭიროა იყოს ჩართული ყველა, ვინც იმყოფება ახლა ამ დარბაზში და ყველანი, ვინც იყვნენ არჩეულნი, მაგრამ არ არიან წარმოდგენილნი ამ დარბაზში, მოითხოვს საქართველოს ყველა მოქალაქის მონაწილეობას მათი ეთნიკური წარმომავლობის თუ პარტიულობის მიუხედავად. მე დღეს განსაკუთრებით მოვუწოდებ საქართველოს ახალგაზრდობას, საქართველოს ლიდერების შემდეგ თაობას, განაგრძონ თავისი იდეებისა და მოსაზრებების მოწოდება, რათა შეიქმნას სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული საქართველო. მხოლოდ მაშინ ჩვენ ვნახავთ საქართველოს, რომელიც არის სამშობლო ყველა თავისი მოქალაქისათვის. შეიძლება, ეს ძალიან რთული იყოს, მაგრამ ღია კარი დატოვეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, რომ იცოდნენ მათ, რომ სხვა ვარიანტებიც აქვთ, გარდა არსებული სტატუს–კვოსი. არასტაბილურობა ან განახლებული კონფლიქტი არის ჩვენი თვალსაზრისით, მიუღებელი, სტატუს–კვოს გაგრძელების გარანტია და ხელს შეუშლის უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, რომელიც არის აუცილებელი ეკონომიკური ზრდისათვის და ეკონომიკური პროგრესისათვის, რომელიც ასე გჭირდებათ. როგორც ნათქვამია, არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა ტერიტორიული რეინტეგრაციისთვის. მხოლოდ მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო იქნება პერსპექტივა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და უჩვენებს აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობას, რომ საქართველოში მათ შეუძლიათ იგრძნონ თავი თავისუფლად და შეუზღუდავად და, რომ ისინი შეძლებენ ისარგებლონ ავტონომიით ფედერალური სისტემის მთავრობაში და, რომ ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე ეს ახლაა, და ნახონ მათ რეალური სარგებელი თქვენი ქვეყნის მოდელიდან. ძალა ერთობაშია. ბატონებო და ქალბატონებო, პარლამენტარებო, გაყოფილი საქართველო ვერ დაასრულებს თავის გზას ბოლომდე. გაერთიანებული საქართველო კი შეძლებს განახორციელოს თქვენი წინაპრების სურვილები და თქვენი შვილების ოცნებები. მე დავასრულებ საქართველოს, ალბათ, ყველაზე ცნობილი პოეტის ლექსის ნაწყვეტით. როდესაც ვხვდებოდი თქვენს პრეზიდენტს, მან ჩამიტარა პატარა ისტორიის გაკვეთილი თქვენს ყველაზე ცნობილ პოეტთან მიმართებაში. პოეტის, რომელმაც სული ჩაუდგა საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას 1921 წელს, ხმა ჩვენ დღესაც გვესმის, და იმედია, სწორად გადმოვცემ. მისი სიტყვებია: „ ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწვოდეს მის ტანჯვით სული, მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული.“ ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი პრეზიდენტი და მე, ჩემი ქვეყანა, ჩვენ გისურვებთ, რომ თქვენი დიდი ამოცანები შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. მე ვიცი, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენც იცით ეს და ძალიან დიდი მადლობა, რომ არა მარტო თქვენი ქვეყნის შთაგონება მოახერხეთ თავისუფლების იდეებით, არამედ მილიონობით სხვებისაც. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ. დიდი მადლობა და, როგორც გარანტი, ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით (ხანგრძლივი აპლოდისმენტები).
  13. ლტოლვილებიც ახსენეს, გირგვლიანიც - ოღონდ კონკრეტული გვარით არა - ანუ, ქუჩური გარცევა არ იყო და იმედიც - მედიაზე კონტროლი საკმაოდ ძლიერად და არგუმენტირებულად.... ტყუილად გაქვს ეჭვი... თარგამაძემ ბაიდენსაც გადასცა ჟურნალისტების მიმართვა.. რაც შეეხება გიორგვლიანზე, თუ პრობლემის გამოსწორება გინდა და არა მხოლოდ შურისძიება, ერთ კონკრეტულ გვარზე არ უნდა ჩაიხვიო.... მაგათ გირგვლიანის გვარი რომ ეძახათ, ეგ მარტივად მხოლოდ პიარზე გათვლილი იქნებოდა.. თუმცა, კონკრეტული გვარებიც დაუსახელეს, ვინც იარარის ჩადების გამო ზის, ვინ იმის გამო ზის რომ ოპოზიციასია და ა.შ..... თარგამაძეს გირგვლიანი მოჰკითხო, ნამეტანიააა... (მაგის გადაცემამ დაიწყო ეგ ამბავი, ცნობისთვის და ახლა მაგის გახსენება, მარტივი პოპულიზმი იქნებოდა)
  14. ვაააახ.... აგვისტოს ომის დროს, ერთ-ერთი კლშე იყო, რომ რუსეტი ებრძვის დემოკრატიულ ქვეყანას, რადგან არ უნდა მის სიახლოვეს დემოკრატიის შენებაააააა.. ხოდა, ერთპარტიული რომ ყოფილიყო პარლამენტი, მაგას ვეღარ იტყოდნენ!!! ხოდა, არ თქვათ ახლა, რომ ოპოზიციაში რუსეთის აგენტურა არ არის.............
  15. აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთში საქართველოს დიქტატურაზე და არადემოკრატიულობაზე მიდიოდა ლაპარაკი, მაგ დროს პარლამეტი ერთპარტიული რომ ყოფილიყო?? რა შედეგი შეიძლება ჰქონოდა მაგას??? ამის თქმა, არავის უნდა...
  16. აბა.. 1 ჰექტარის მორწყვა 70 ლარი ღირს.....როგორია?? კახეთში კი ხშირი მორწყვაა საჭირო, ისეთი გვალვა იცის....
  17. მაგათ მერე, გამომზიურებული ოპოზიცია გამოამზიურებს და მაგარი ამბავი იქნებააა :jump: :jump: :jump:
  18. თვითონ თუ არ მოინდომეს ჩვენთან ყოფნა.... არაფეეეერი გვეშველებააააა
  19. და რა სპორტის აკადემიაზე უარესი მიზეზები არ არსებობს რომ ხალხი ქუცაში გამოვიდეს???? ხალხი იმას არ აპროტესტებს, რაც გასაპროტესტებელია..... ხალხს უყვარს ქუჩასი დგომა და ტაშის კვრა.. "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" ძახილი და "გადადექი".. ქუჩაში გამოსვლა გენეტიკური მოთხოვნაა და არა პატრიოტიზმი
  20. პარლამენტში დებატებს მოუსმინე?? მიშასთვის, ვანოსთვის და გიგისთვის, ასე რეალურად თავისი სახელი, არ დაურქმევია ჯერ გარეთა ოპოზიციას.....ზუსტად, და არა გადამეტებულად და ხალხის დაბოლების მეთოდით... რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმას..... მანდ კუკავას და მელაძის ამბავი იყო... კუკავა ვერ მოხვდა პარლამენტში და აიყოლია დანარჩენებიც... დავითაშვილს მთვრალს მოაწერინეს ხელი ოპოზიციის ე.წ. საერთო განცხადებაზე, რომ პარლამენტში არ შედიოდნენ..... ჯერ მანდატებიც არ ჰქონდათ დახეული, რომ უკვე მიხვდნენ შეცდომას და კუკავას გადაეკიდნენ კიდეც.. ასე რომ, პარლამენტში შესვლაზე უარი, არა "ქვეყნის სიყვარულის" გამო, არამედ თვითგადარჩენის გამო თქვეს//////
  21. კარგი.. მარაა.. მემარჯვენეები ან რესპუბლიკელები რომ გაქრნენ, რა შეიცვლება?/ ან ბურჯანაძის პარტია რომ გაქრეს??.. გრეჩიხაც რომ აღარ არსებობდეს??? არჩევნების გაყალბება პირობითია - გაყალბდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო არა "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ შემუშავებული რაიმე მეთოდით...
×
×
  • შექმენი...