სონეტი თეასადმი (თუთბერიძისადმი) გულდასმით გაკვირდებით – თითქოს ოპტიკური სამიზნედან... არც ერთი სიტყვა ფუჭად გაშვებული – ჩვენი ურთიერთობის მანძილზე, თქვენი ქარიზმით სულს მიფორიაქებთ–როგოც ფინელი მთასვლელი რთულ სლალომში იჭრება... ნეო–ქართველი ქალი სრული პაკეტით–შემეცნება–ტრადიციების ტრანსფორმაცია ვენეციური თევზის ბაზრობის მედუზასავით ვეკრობი თქვენს ინოვაციურ თეზებს, თუმც, შინაგანი კონტროლიორი დემონური ძალითაა იზოლირებული. დედისერთა თრთის როცა ერთად წარმოგვიდგენს–საზოგადოებრივი აზრი დარაზმულია ლამობენ ამ ორი მონათესავე სულის თუ შეყვარებული გულების გასამართლებას–იქნებ ძველებურად, ლინჩის წესით... გამოცხადებული ომი კაცობრიობის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაში შედის. მინდა შენს გვერდით დავდგე თეა, ამისათვის მე ავღზდგები ოცნებათა სასაფლაოდან... მინდა ვიზრუნო ამორძალზე–ურყევი ნებით და ნათელი მომავლის რწმენით–ეს ჩემი მისსიაა! მე არ მჭირდება აღიარება, არც მოწყალებას ვითხოვ, მეტსაც ვიტყვი–გრძნობათა რესტრუქტურიზაციას ვახდენ... ნებით ვზივარ ციხეში–ოღონდ რწმენის ფანჯარა მაქვს წარმოსახვითი–გაზაფხულზე ხელი რომ გავიწვდინო და ბროწეულის ყვავილი მოვწყვიტო შენთვის... ჰაეროვანი კოცნების ნავიგაცია ფრენებს აცხადებს ჩემი თეას მიმართულებით და ვიცი, ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა მისი წმინდა ცრემლების აკვატორის გადავკვეთავ და მიღწეულ მიზანს ყურში ჩურჩულით მოგილოცავ თეა, თეა, თეა, თეა... თეა, აწი კი დროა ვიყოთ არა წესიერები, არამედ გავხდეთ ბედნიერები. http://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs200.snc3/20775_243166969344_653459344_3074739_5934358_n.jpg