სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ახალგაზრდებს სთხოვს, ბილწსიტყვაობაზე უარი თქვან. პატრიარქმა აღნიშნულ პრობლემაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ბილწსიტყვაობა ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მძიმე სენია. პატრიარქი აღნიშნავს, რომ რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. “ნამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება. საერთოდ, ყოველი სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ”, ბრძანა უწმინდესმა. მან სთხოვა ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე, განსაკუთრებით კი, დედასთან მიმართებაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1