როგორ ხართ? ეხლა რა მინდა გთხოვოთ. http://planeta.ge/index.php?showtopic=3216...15&start=15 აი, ამ თემაში ერთი დღით დამბანა მოდერატორმა. "დაისვენე ერთი დღით" - აი, ამ ტექსტით. არც კი ჩათვალა საჭიროდ, აეხსნა, რომელი სიტყვებისთვის მომცა ბანი. თქვენს ყველა მოდერატორს თავი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გონია, არიგებენ ბანებს და ვორნებს, შლიან, ჭრიან და კერავენ პოსტებს. დაააკვირდით, ძალიან გთხოვთ, ამ თემაში ჩემი ისეთი პოსტებია წაშლილი ( გოდესას მონიშნულია და დარჩენილია) , რომლებიც არც ოფტოპიკები იყო და არც შეურაცხმყოფელი. არ იყო მანდ არც გინება, არც შეურაცხყოფა, არც ისეთი არაფერი, რაც აბანოს განყოფილებას არ შეჰფერის. თემას ქვია მურთაზას ბარდელი და მიდის საუბარი ყველაფერზე, გარდა სექსისა, რადგან მოდერატორი არის შერჩეული სრული გოიმი და ყველაფერში ჩაუხედავი. მგონი ქალიშვილიც უნდა იყოს, კატასტროფად აღიქვამს ყველაფერ ისეთის ხსენებას, რაც სექსს ეხება. მიდის საუბარი მართლაც მურთაზულ სექსზე. ასე წინ ვერ წავალთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მეგობრულად: ფორუმს აქვს სერიოზული წარმატების შანსები, რომ არა მოდერატორები. პირადად მე მოდერატორების გამო ვტოვებ ფორუმს და ასე აპირებს იმ ადამაინების უმეტესობა, ვინც აქ არის დარეგისტრირებული. პირობას გაძლევთ, მალე აქ ერთი ადამიანი აღარ დარჩება. ასე რომ, დარჩეს მურთაზას ბარდელში უმფროსად ლამზირა დეიდა, მე კი აღარ შეგაწუხებთ. მაინც წარმატებები. ჩოხას მინდა ვთხოვო რაც შეიძლება მალე განიხილოს.. იუზერ ინფინიტის საჩივარი