"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ოპოზიციონერი ლიდერების აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილი შეხვედრების დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებს . "ვაშინგტონში გამოაშკარავდა, რომ სხვადასხვა პირებს ჩვენი ქვეყნის პრემიერი პირადად ურეკავს და სთხოვს, ოპოზიციას არ შეხვდეთო", - აცხადებს აშშ-დან დაბრუნებული ალასანია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ხელისუფლებას არ აწყობს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ობიექტური ინფორმაცია მივიდეს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აწვდიან მათ ინფორმაციას. მისივე თქმით, ჯონ მაკკეინი არ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოში კონსტიტუცია უკვე შეცვალეს, რადგან, ალასანიას ცნობით, მასთან შეხვედრისას სენატორმა იკითხა, მართლა აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციის შეცვლას. "ხელისუფლების ქმედებების ბავშვურ ინფანტილიზმს ჰგავს – სთხოვენ ლიდერებს, ოპოზიციას არ შეხვდეთო და ვერ ხვდებიან, რომ უკუშედეგს იღებენ. ძალიან გამიკვირდა, როცა ვაშინგტონში მითხრეს, წინა ვიზიტისას, პირდაპირ პრემიერი ურეკავდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და ეუბნებოდა, ცუდად იქნება აღქმული, თუ ოპოზიციის ლიდერს, ალასანიას შეხვდებითო. ეს სასაცილოცაა და გულსატკენიც, რადგან პრემიერი გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული", - აღნიშნავს ალასანია. მისი განცხადებით, ამერიკის პოლიტიკური წრეები, რეალურად აფასებენ პასუხისმგებლობის მქონე ძალებს და უნდათ სწორედ მათთან ურთიერთობის გაღრმავებით მიაღწიონ საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას. http://www.interpressnews.ge/ge/politika/159784-irakli-alasania--nika-gilaurs-mcdeloba-aqvs-ashsh-shi-opoziciis-shekhvedrebi-dablokos.html პ.ს. და აათ აბარიათ ქვეყნის მართვა?> :mubaraq: