Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn რა მნიშვნელობა აქვს: ობამამ დემოკრატიაო მე მგონი გარკვევით თქვა ხო?
  2. სასუალოდ დავთვალე და თითო ბინიდან 300-600 ლარი გამოდის საშუალო შემოსავალი ოჯახების არის 500-600 ლარი... ხოდა ერთი თვის საცხოვრებელ ფულს ახევენ რა... დედის ####### ვამათი! laci -მდეო
  3. გადაწყვეტილება №1-9 2011 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი. 2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს: ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან: ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისათვის და ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე; ა.ბ) საქმიანობისათვის სპორტის დარგში გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე. ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. გ) ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს: გ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს; გ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს. --- გილოცავთ მეგობრებო... ვისაც ბინა გაქვთ, დროა განამზადოთ შესაბამისი თანხა...
  4. გიორგი68 თავად კონგრესმენებმა მიაწოდეს ეგ ინფო
  5. თეა თადაშვილი http://www.tcc.gov.ge/uploads/administraciuli/tea_tadashvili.jpg ქართული მარტლმსაჯულების სახე ძმები ლუტიძეები თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 15:59 17-02-2011 6 თებერვალს, ზანდუკელის ქუჩაზე დაკავებული ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო . ზემდგომმა ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თეა თადაშვილის ის დადგენილება გააუქმა, რომლითაც ლუტიძეები 400-400 ლარით დაჯარიმდნენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ლუტიძეების მამამ ოლეგ ლუტიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ ლუტიძეების საჩივარი 15 თებერვალს დააკმაყოფილა, მას შემდეგ რაც შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაკავებაში მონაწილე პოლიციელები დასაჯა.
  6. machkatela და გიგა ბოკერიას მითი რატომ შეიქმნა თუ მესმოდეს რა...
  7. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააფრთხილა ავტოკრატი მმართველები, გააცნობიერონ, რომ მსოფლიო იცვლება . "მიუხედავად იმისა, მეგობრები არიან თუ მტრები, ისინი ძალის გამოყენებით და დაშინებით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ", - განაცხადა ბარაქ ობამამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ობამას განცხადებით, აშშ-ს ადმინისტრაცია ყოველთვის პროდემოკრატიული დემონსტრანტების მხარეზეა, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ლტოლვა გადადის იმ მთავრობების გადაყენების მოთხოვნაში, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან. `რაც ეგვიპტეში იყო მართალი, ის მართალი უნდა იყოს ირანშიც. რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს უნდა შეეძლოს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და დამოკიდებულება~_ აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. მისივე განმარტებით, მესიჯი, რომელიც აშშ-მ ჯერ კიდევ ეგვიპტის დემონსტრაციებამდე გაუგზავნა როგორც მეგობრებს, ისე მტრებს ახლო აღმოსავლეთში, იყო შემდეგი _ `მსოფლიო იცვლება, თქვენ გყავთ ენერგიული ახალგაზრდობა, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს ითხოვს და თუ თქვენ მართავთ ამ ქვეყნებს, მაშინ თავი არ უნდა მოიტყუოთ და უნდა გაითვალისწინოთ ეს ცვლილებები.~ მიუხედავად გამაფრთხილებელი მესიჯისა, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ვერ უკარნახებს სუვერენული სახელმწიფოების მთავრობებს როგორ უნდა მოიქცნენ, ვინაიდან `დემოკრატია რთული საქმეა~. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/159922-baraq-obamam-avtokrati-mmarthvelebi-gaafrthkhila.html პ.ს. მიდი ბარაქ მიაწექი!
  8. lasha1997 თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, უფრო ადრეც... ეხლა დაველოდოთ... ჯერჯერობით ხელისუფლება პოზაში დგას
  9. ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა. "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას მოეტანა საკუთარი ხედვები ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის სახით, ისინი ზეპირად მსჯელობდნენ და დაასახელეს ისეთი ციფრები და ფასები, რომ ვერ დაიმსახურეს გაგებითი დამოკიდებულება. "ჩვენ მათ ვთხოვეთ წარმოადგინონ ოფიციალური დოკუმენტი, შესაბამისი კალკულაციით და ახსნებით. როდესაც მივიღებთ წერილობით არგუმენტებს, ამ ვითომ არგუმენტებზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი სარწმუნო არგუმენტები და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ის ფასები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" გვამცნობს, სპეციალურად არის გაბერილი, ხოლო ის ხელის შემშლელი სირთულეები, რომელზეც ისინი საუბრობენ, აბსოლუტურად გადაჭარბებულია", - აღნიშნა მან. "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მოსახლეობის ბიომეტრიული პასპორტებით აღჭურვისთვის საჭირო თანხად ხელისუფლებამ 200 მილიონი დაასახელა, ხოლო მოსამზადებელ დროდ - წელიწადნახევარზე მეტი. ამ დროისთვის ცნობილი არ არის როდის გაიმართება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა. კონსულტაციები, სავარაუდოდ, მარტში განახლდება.
  10. Siknadmo მე მგონი არაა სასაცილოდ საქმე, ტუ არა მოლაპარაკებები, მაშინ ეს: ფორპოსტი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში , - ამის შესახებ, "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, "დღევანდელი რეჟიმის" ატანა და მოთმენა უკვე შეუძლებელი გახდა. "აქამდე არ არსებობდა ორგანიზებული ძალა, რომელიც წერტილს დაუსვამდა ერთი ადამიანის განუყოფელ მმართველობას საქართველოში. ასეთი ძალა "ქართული პარტიის" სახით თანდათან ყალიბდება და მალე ის თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის", - აღნიშნა სუბარმა. მისი თქმით, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს "ქართული პარტია" ითანამშრომლებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ არა იმ პარტიებთან, რომლებიც "სააკაშვილის რეჟიმის სატელიტებს წარმოადგენენ". "გამაოცა სააკაშვილის ამასწინანდელმა განცხადებამ, რომ რუსეთთან ომის შედეგად საქართველომ მხოლოდ ქვაღორღიანი ადგილები დაკარგა და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანის მმართველობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. უკვე ამ გაზაფხულის ბოლოს "ქართული პარტია" მზად იქნება ავტორიტარული მმართველობის დასამარცხებლად", - აცხადებს სოზარ სუბარი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/159865-sozar-subari-gazafkhulis-bolos-qqarthuli-partiaq-avtoritaruli-mmarthvelobis-dasamarckheblad-mzad-iqneba.html
  11. Saturn ჩვენ გარდა ევროპაში კიდე 7 პოსტსაბჭოთა ქვეყანაა...
  12. [პირველი] არჩევნების პირადობის ბიომეტრიული მოწმობებით ჩატარების შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ხელისუფლება "საფრთხისშემცველად" მიიჩნევს. როგორც დღეს ცსკ-ში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის სახელისუფლებო წევრმა პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა, "ხელისუფლებას მიაჩნია, რომ “ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დაიწყოს". "საარჩევნო პროცესში პირადობის ბიომეტრიული გამოყენება საფრთხისშემცველია და ეს უცხოელი ექსპერტების დასკვნაშიც წერია. არცერთ ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტებით იდენტიფიკაცია არ ხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დავიწყოთ", - განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს 1 მარტს წარმოადგენს. "ამ წინადადებებს ჯგუფის ფორმატში მომუშავე ყველა პარტია გაეცნობა და ისინი ჯგუფის მომდევნო შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ, 9 მარტს გაიმართება, მომზადებულები შეხვდებიან", - დასძინა კუბლაშვილმა. http://www.presage.tv/?m=news&NID=5818 პ.ს. ჩაიშალა ფაქტიურად მოლპარაკებები?!
  13. 16:07 16-02-2011 6 თებერვალს, ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს ორგანოებიდან ძველი თბილისის სამმართველოს ორი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გაათავისუფლეს . თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე და სასტიკი საყვედური შეეფარდა შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს. ეს გადაწყვეტილება შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიიღეს. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა სათვალთვალო კამერით გადაღებული იმ ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყეს, რომელიც "ინტერპრესნიუსისა" და palitratv.ge-ს საიტზე განთავსდა. ვიდეომასალიდან ჩანს, პოლიციელები როგორ აჩერებენ ქუჩაში, ტროტუარზე მიმავალ ორ პირს და აკავებენ. ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები ამტკიცებდნენ, რომ უსაფუძვლოდ დააკავეს და ამას ვიდეომასალაც ადასტურებს. აღნიშნული ვიდეომასალა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა და ლუტიძეების საქმეს ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. --- კარგია!
×
×
  • შექმენი...