Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn კი ეგრევე დამიდეს... მერე მეორეც, მაშინ მჭირდებოდა რაღაც ინფოები და რო ვერაფერი გავიგე, მაგიტომაც გავხსენი თემა გაქვს შეკითხვები? პ.ს. მთლად კარდუს ნუ დაესგავსები თქო
  2. უცხო_პლანეტელი გეთანხმები Saturn თუ ის არ იცავს კანონს, რომელიც თავად ღებულობს. მე რა ვალდებული ვარ დავიცვა?
  3. მიშა ეს არაა კორიფცია?: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კურორტი საირმე, რომელსაც 60 ათას ლარად ჰყიდდა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა „საირმის განვითარების კომპანიას“, რომელიც კურორტის 100%–იანი მფლობელი გახდა. კომპანიას სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების თანახმად, დაევალა, 2012 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელოს კურორტის რეაბილიტაცია, რისთვისაც ის 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ „საირმის განვითარების კომპანიის“, მისი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. ამის გამო საქინფორმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ კურორტისა და მყიდველი კომპანიის შესახებ დეტალებს მედიის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაეცნობიან. საქინფორმის წყაროს ინფორმაციით კი, „ახლადგამოჩეკილი“ „საირმის განვითარების კომპანია“ არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას – ნიკოლოზ სააკაშვილს ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გასაკვირი არცაა, რატომ გადაწყიტა ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის 1 ლარად გაყიდვა. http://www.saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3989%3A------1--&catid=99%3Aeconomics&Itemid=419
  4. kisa კარგი ბიზნეს გარემო რო გვაქ იმიტო
  5. ლიბიის მთავარსარდალმა ჯარი ხალხის მხარეს არისო... დამთავრდა კადაფი!
  6. ფილმზე მუშაობა ვახტანგ კომახიძემ რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ფილმთან დაკავშირებით ნეტგაზეთი თავად ვახტანგ კომახიძეს ესაუბრა: რატომ მომზადდა ეს ფილმი ასე გვიან? - ფილმის დაგვიანება გამოიწვია იმ მიზეზებმა, რის გამოც ახლა შვეიცარიაში ვარ და თავისთავად, შვეიცარიაში ფილმის გაკეთება ცარიელი ხელებით შეუძლებელი იყო. მთელი ეს დრო დაჭირდა ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას. შენი ვიზიტი ცხინვალში ამ ფილმის მომზადებას უკავშირდება? - ცხინვალში ვიყავი სტუმრად და მასალების სანახავად, მაგრამ ცხინვალიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, უკვე ვიცოდი, რომ ფილმი დაახლოებით ასეთი იქნებოდა. არსებობს თუ არა ალბათობა, რომ ფილმი “მტრის დაკვეთად” შერაცხონ. - ცხინვალიდან რომ გამოვედი, ჯერ კიდევ მაშინ შემრაცხეს КГБ-ს აგენტად. საერთოდ, ასეთი შერაცხვები მხოლოდ დისკრედიტაციის სურვილი კი არაა, გარკვეული პრევენციაა ხელისუფლების მხრიდან, რომ მსგავსი იარლიყის საფრთხის გამო ადამიანებმა თავი შეიკავონ „არასასიამოვნო“ აზრების გამოხატვისგან. ყოველთვის ასე იყო, აბა, მშიდობის მტრედად ხომ არ შეგრაცხავენ?! საერთოდ, საზოგადოების პრობლემაა, როცა ასეთი შერაცხვები ეფექტურად მუშაობს! ნაჩვენები კადრები რამდენად ეთიკურია? - ფილმში გამოყენებული კადრები უდავოდ ძალიან მძიმეა, ისეთივე მძიმე, როგორიც სააკაშვილის გამოსვლა ომის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ან პრეზიდენტის გაქცევა გორში, მაგრამ მედიამ ეს აჩვენა. მე ვფიქრობ, ეს მედიის სწორი გადაწყვეტილება იყო. მე მგონი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში „მოგებული ომი“. საკმარისი იყო თუ არა ხუთი რესპონდენტით ასეთი რთული პრობლემის ჩვენება? - რატომ ხუთი? აბა, რამდენი? – 7, 1007 თუ სამ მილიონ ნახევარი? ასე მხოლოდ ეს ხუთი ადამიანი არ ფიქრობს, (მეექვსე მე ვარ, თუნდაც). ეს ხუთი ადამიანი საკმარისი იყო იმ ამბის გადმოსაცემად, რაც ფილმშია ასახული.
  7. Siknadmo ეს ნიშნავს რომ არანაირი პოლიტიკა არ არსებობს სამინისტროში ეს ნახე: http://planeta.ge/index.php?showtopic=52461
  8. ძუკუ იმედია კადაფივით არ გაგიჟდებიან: Лидер Ливийской джамахирии Муаммар Каддафи отдал приказ подготовить диверсии на нефтепроводах страны, пишет журнал Time со ссылкой на человека, близкого к ливийскому правительству. Собеседник издания заявил, что взрывы на нефтепроводах и нефтеперерабатывающих заводах станут посланием Каддафи манифестантам: "Либо я, либо хаос!". Ливийский источник Time утверждает, что Каддафи понимает всю тяжесть своего положения и осознает, что не сможет вернуть себе прежнюю власть после мятежей по всей стране, однако собирается заставить своих противников пожалеть о предательстве, превратив Ливию в новое Сомали. Помимо взрывов на нефтепроводах Каддафи планирует выпустить из тюрем исламистских боевиков в надежде на то, что они поспособствуют наступлению хаоса в стране. Источник издания утверждает, что ливийский лидер чувствуют себя преданным средствами массовой информации и политиками Запада. По мнению собеседника Time, Каддафии сейчас пользуется поддержкой только своего племени аль-каддафа и небольшой части армии - около пяти тысяч человек. ნავთობტრუბების აფეთქებს აპირებს ეგ ავადმყოფი
  9. mtidan ეგ იმიტომ ხდება. რომ მცოდნე და პროფესიონალი კონკურენტია და უსიტყვოდ მორჩილიც ვერაა...
  10. ქარელის რაიონის სოფელ დირბში თოვლმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთებული რიტუალების სახლი 21 თებერვალს დაანგრია. შენობას აღარც სახურავი აქვს და აღარც კედლები.ის გასულ ზაფხულს გაკეთდა და ფაქტობრივად საძირკვლამდე დაიშალა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჰამლეტ დავრაშელიძე აცხადებს, რომ მის ასაშნებელად 36 000 ლარი დაიხარჯა. ტელეკომპანია ,,თრიალეთი” სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტის კომენტარებს ავრცელებს. ისინი პრობლემის მიზეზად მშენებელი კომპანიის დაუდევრობას და უპასუხისმგებლობას ასახელებენ. როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, სოფლის ხელმძღვანელები თავის დროზე მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს და რაიონის გამგეობას აფრთხილებდნენ, რომ სახლი უხარისხოდ შენდება. კერძოდ, ნაცვლად 50 სმ სისქის საძირკვლისა, გაითხარა 25 სმ-ზე. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი სერგო მურაჩაშვილი ამბობს, რომ როგორც კი ხმა ამოიღო, მაშინვე გააჩუმეს. ,,ამის გარდა კედლები დაიწია განზე, ბლოკების გადაბმა სათანადოდ არ მოხდა. ასე რომ ამ შენობას ფუნდამენტიდან უნდა მოხსნა და ხელახლა აშენება სჭირდება” – ამბობს სოფლის გამგებელი. რიტუალების სახლი, სადაც ქორწილები და ქელეხები უნდა გმართულიყო, ინდმეწარმე რამაზ აბულაძემ ააშენა. http://kartliskhma.wordpress.com/2011/02/23/დირბში-სოფლის-მხარდაჭერი/ :mubaraq:
  11. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ზუგდიდში გლეხებსა და ფერმერებს შეხვდა . ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია "გავაძლიეროთ სოფელი - დავძლიოთ სიღარიბე" გააცნო. "თუ სოფელი არ გავაძლიერეთ, რთულია ებრძოლო სიღარიბეს და უმუშევრობას, ჩვენი დევიზი - ძლიერი სოფელი, ძლიერი გლეხი და ძლიერი ფერმერი, სწორედ ამ პრობლემების დაძლევას განაპირობებს და ეს ძალიან პოზოტიურადაა აღქმული ჩვენი თანამოქალაქეების მიერ", - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" გლეხური მეურნეობების შექმნის იდეით გამოდიან და მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, საწყის ეტაპზე 300 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. "დღეს კი ერთი პროცენტიც არ არის გამოყოფილი ამ მიმართულებით", - დასძინა მან. "თავისუფალი დემოკრატების" სტრატეგია ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რათა მიიღწეული იქნას აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის დაძლევა. სტრატეგიას ირაკლი ალასანია მოსახლეობას ყველა რეგიონში გააცნობს. "თავისუფალმა დემოკრატებმა" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ასევე წარადგინეს შიდა ქართლსა და გურიაში. http://www.interpressnews.ge/ge/regioni/160574-irakli-alasania-thu-sofeli-ar-ggadzlierda-rthulia-ebrdzolo-sigharibes-da-umushevrobas.html ისე, ვინმემ იცის, რამდენი პროცენტია სოფლად მოსახლეობა დარჩენილი?
  12. asds აი ამაში სრულიად გეთანხმები mtidan 1 კ-ზე ნაკლებად არ გამოვა ეგ ამბავი..!
  13. Marish 19 ლათიმურად რატომ წერ?
  14. babuagiorgi კი, არის ესეც სამწუხაროდ... ისევ საზოგადოებამ უნდა იყოჩაღოს... შეძლებს, ხო კაი, შედარებით მშვიდობიანი ომავალი გვექნება, თუ არა და...
  15. გიორგი68 მე რას მეკითხები სტატისტიკის დეპარტამენტს კითხე.. პ.ს. შსს-ში საშუალო ხეფასი 600-800 ლარია თუ არ ვცდები.. ეს კი არის რამდენიმე ათეული ათასი კაცი
  16. გიორგი68 საშუალო ანუ ვიღაცას 2 000$ და ვიღაცას 100 ლარი... საშუალო გამოდის ამდენი თორე უმრავლესობას 200=400 ლარი აქვს...
×
×
  • შექმენი...