Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. mama შენ უსაფრთხოებასთან არის კავშირში...
  2. gendolf Saturn უცხო_პლანეტელი nina7777 Shaten laci Shaten ეხლა ვნახე ეს თემა...ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის! გაიხარეთ...
  3. Davidthebuilder პირველი, ეს არ არის ხუთლაირიან დაზღვევა მეორე, მომსახურების ჩამონათვალს სრულად გინაზღაურებენ, არ არის ბევრი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია და თან ივლისიდან გაიზრდება პაკეტიო
  4. Saturn მათ შორის ტარიფიც მაღალია.. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით...
  5. არ იქნება ეჭვი მაქვს 19 აპრილს არანაირი აქცია
  6. პარასკევს, 8 მარტს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. გთხოვთ დაუსვათ კითხვები მინისტრს! http://sana.ge/admin/upload/5725.jpg
  7. კახი კალაძეს სასწრაფო და გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ონლაინ კონფერენცია, ორშაბათს, 4 მარტს შედგება გადადებისთვის ბოდიში)...
  8. ყველაზე მეტი დატვირთვა "ენერგოპრო ჯორჯია"–ს და სს"თელასის" ხარჯზე მოდის,როგორ ფიქრობთ, აკმაყოფილებს კი მათი პროფესიული დონე საქართველოში არსებული ენერგოსისტემის გამართულ, ხარისხიან და მინიმალური დანაკარგებით მუშაობის ხარისხს. იგეგმება თუ არა სეზონური ტარიფის დადგენა – გაზის და ელ.ენერგიის ტარიფის შემუშავება დღის, ღამის და პიკის საათების მიხედვით.? როდის გადაიხედება 1999წელს მიღებული კანონი "ნავთობისა და გაზის შესახებ"?
  9. 6 თებერვალს უკვე შედგა პირველი შეხვედრა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ზონა სეისმურად აქტიურია და თან გარემოზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. არის კი ასეთ მსხვერპლზე წასვლა აუცილებელი? საქართველო არის ტრანზიტი (გამტარი), გაზმომარაგების და ნაწილობრივ ელ.ენერგიის გადაცემის კუთხით, მაშინ რატომ არის ტარიფი ასეთი მაღალი, დევს თუ არა სატრანზიტო ხელშეკრულებაში შეღავათის მუხლები და თუ არ დევს, რატომ არ გადახედავთ ამ საკითხს?
  10. ორშაბათს, 4 მარტს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახი კალაძე. დაუსვით კითხვები და მინისტრი შეეცდება ამომწურავად გასცეს პასუხი http://s004.radikal.ru/i206/1302/23/8b5b30f6b51e.jpg
  11. ანონსი: პარასკევს, 22 თებერვალს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. გთხოვთ დაუსვით კითხვები ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით. http://www.ambebi.ge/pictures/image2/a0cf2246f54399310b5ddfa4c986f637.jpg
  12. Saturn აზიზიეს მეჩეთი აშენდება? კი თუ არა?
  13. http://docgeeks.com/wp-content/uploads/2012/12/Berlinale-63-232x300.jpg "პლანეტა.გე"–ს კორესპონდენტი,,ბერლინალე’-დან : ფესტივალის ერთ–ერთ პროგრამა ,,ფორუმში“ აჩვენეს გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის და მისი მეუღლის, სიმონ გროსის ფილმი ,,გრძელი ნათელი დღეები“. ფილმი 1992 წელს თბილისში მიმდინარე მოვლენებს, სამოქალაქო ომს, ახლადგამოცხადებულ დამოუკიდებლობას ეძღვნება. ფილმში აღწერილია სკოლის მოსწავლე ორი გოგონას ისტორია, რომლებიც, სირთულეების მიუხედავად, ახერხებენ მეგობრობის შენარჩუნებას. ისტორიული მოვლენები ცვლიან ადამიანთა ცხოვრებას – ასეთია ფილმის მთავარი გზავნილი. ჩვენების შემდეგ კრიტიკოსთა და ლიტერატორთა ვიწრო წრეში მოწყობილ განხილვაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ლიტერატორ ლია ვიტეკის აზრით, რამდენადაც ის იცნობს საქართველოს, ფილმის ეპიზოდი, 14 წლის გოგონას გათხოვება, იმ მძიმე პერიოდშიც კი, შეუძლებელია ოჯახისთვის მისაღები ყოფილიყო. კინომცოდნე გაგა ჩხეიძეს კი კარგად ახსოვს რა სამოქალაქო დაპირისპირების წლები, თვლის, რომ შესაძლოა, მსგავსი სიტუაცია ლოგიკური ყოფილიყო. დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდა გერმანელმა მწერალმა ასტრიდ მატისმა ფილმს საინტერესო უწოდა. ფილმს დადებითი რეცენზიებით გამოეხმაურა გერმანული პრესაც. http://s018.radikal.ru/i505/1302/6b/79233d31842d.jpg
  14. ბერლინალე გრძელდება... http://docgeeks.com/wp-content/uploads/2012/12/Berlinale-63-232x300.jpg ქართველი რეჟისორის, ზაზა რუსაძის ფილმის ,,ჩემი საბნის ნაკეცი"–ის ხუთი ჩვენება გაიმართა. გერმანიის პრესტიჟულმა გაზეთებმა ფილმს საუკეთესო რეცენზიები მიუძღვნეს. თუ ფესტივალის პირველი კვირა ლამაზი ქალების ნიშნით გამოირჩეოდა, მიმდინარე კვირა ცნობილი მამაკაცების სიმრავლით ხასიათდება. დიდი აჟიოტაჟი და ხმაური გამოიწვია ბერლინში პოპულარული მსახიობის ეთან ჰოუკის გამოჩენამ. კინომოყვარულებს ეს მსახიობი ახსოვთ ფილმებით: ,,გათენებამდე", ,,დაღამებამდე", ,,შუაღამემდე". ჰოუკი ,,ბერლინალეზე" ქერა თმებით მოგვევლინა, აღმოჩნდა, რომ მას ახალ ფილმში იღებენ, სადაც მოხუცი როკ–ვარსკვლავის როლს შეასრულებს. http://www3.pictures.zimbio.com/gi/Ethan+Hawke+Before+Midnight+Press+Conference+V8YMRfW69g8l.jpg ფესტივალის სტუმარი იყო ჯუდ ლოუ, რომელიც ექიმის როლს ასრულებს ფილმში ,,გვერდითი ეფექტი". ბერლინი სიხარულით შეხვდა ჯერემი აირონსის გამოჩენას. ფესტივალი დაამშვენა ჟულეტ ბინოშმა, რომელმაც ფრანგი მოქანდაკე კამილ კლოდელის როლი ითამაშა ფილმში ,,კამილ კლოდელი–1915". ბინოში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ერთ–ერთ რეალურ კანდიდატად ითვლება.ახლა ,,ბერლინალეზე" კატრინ დენევის ჩამოსვლას ელოდებიან... http://caching.dbm.adacorcdn.com/2013/02/4de552b0-720e-11e2-a15a-f9d36cb565b9/4e24ed20-720e-11e2-a6ce-c79c782cbedc.jpg
  15. გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებსა და მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებაში ეროვნული ბანკის ბრალეულობა იკვეთება. ასეთია საბჭოთა ანაბრების საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პოზიცია. ფბამ უკვე დაიწყო კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება. წინა კვირას მათ მიმართეს ეროვნულ ბანკს და მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის ინფორმაცია 1991-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის საკრედიტო რესურსის გაცემასთან დაკავშირებით. აფბამ მოიკვლია კომპანიების სია, რომლებიც აღნიშნულ წლებში ასეულობით მილიარდის მოცულობის კრედიტი აქვთ მიღებული ეროვნული ბანკისგან: „კავკასიონი“, „ოპიზარი“, „საქართველო“, „თამარიონი“, „მეტეხი“, „ნარიყალა“, „თბილისი“, „არაგვიბიზნესბანკი“, „იბერიაბანკი“, „ცეკავშირი“, „დრო“, „გორა“, „ჭიათურა“, „ენერგობანკი“, „რესპუბლიკა“, „ავტობანკი“, „პროგრესბანკი“, „მაგისტრალბანკი“, „იმედი“, „კერძო ბანკი“, „აღმაშენებელი“, „არგობანკი“, „გურიტი“, „დიდუბე“, „ბაგრატიონი“, „დელტა 2“, „ნუგეში“, „მედეა“, „კრიდიკა“, „თბს-ბანკი“, „თმს -21-ე საუკუნე“, „მუზა“, „ელიტა“, „ცხინვალი“, „ორბი“, „ფენიქსი“, „არმაზი“, „საქსოცბანკი“, „ტრანსბანკი“, „ბანკი ლარი“, „თბილუნივერსალბანკი“, „კავკასიის ბანკი“, „აღორძინება“, „კაპიტალბანკი“, „კონტინენტალბანკი“, „რუბიკონი“, „შალენი“, „კრედიტი“, „ამირანი“, „სამეფო ბანკი“, „ბანიბანკი“, „ქუთაისბანკი“, „ენგური“, „ეგრისი“, „სიონი“, „თბილკომბანკი“, „დივიდენდი“, „კობა“, „გეიკო“, „მერკური“, „ჯვარი“, „მშენებელი“, „ვესტა“, „იბერთბანკი“, „კენტავრი“, „პირამიდა“, „გრემი“, „ევრაზია“, „ვადაგი“, „ოქროს საწმისი“, „ბახტრიონი“, „ქველი“, „დელისი“, „ლუპარა“, „ქინძმარაული“, „კოლხა“, „ბათუმი“, „კოლხიდა“, „მარჩილი“, „კიდობანი“, „გეა“, „ელვა“, „თეთრი“, „პონტო პოლისი“. http://www.for.ge/view.php?for_id=21173&cat=9 პ.ს. ამ კომპანიების უკან ხომ კონკრეტული ადამიანები იდგნენ, რომლებმაც ჩვენს ხარჯზე ქონება იშოვეს?!
  16. ხუთშაბათს, 14 თებერვალს, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ,,პლანეტა.გე" –ს ეთერში შეაფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. გთხოვთ დაუსვათ კითხვები http://s017.radikal.ru/i440/1302/93/f602b063eeaf.jpg
  17. აფბა-მ კვლევა ერთი საინტერესო ინფორმაციის მოძიებით დაიწყო. ეს ინფორმაცია ეხება დაახლოებით 500-ზე მეტ კომპანიაზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსს, რამაც ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, საფუძველი დაუდო იმ ჰიპერინლფაციურ პროცესებს, რაც საქართველოში 90-იან წლებში განვითარდა. აფბა-მ ეროვნულ ბანკს მიმართა თხოვნით, გადასცენ მას ეროვნული ბანკის მიერ 1991-1993 წლებში გაცემული ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაცია - რომელ კომპანიებზე რა ოდენობის ფულადი რესურსი გაიცა და რა წვლილი მიუძღვით ამ კომპანიებს ჰიპერინფლაციის საქმეში. აფბა-ს აქვს იმ კომპანიების ნაწილის ჩამონათვალი, რომლებმაც იმ პერიოდში ეროვნული ბანკიდან გარკვეული ფინანსური სახსრები მიიღეს. ძირითადად, ეს საბანკო ორგანიზაციებია და რამდენიმე მათგანის სახელი ემთხვევა საქართველოში დღეს მოქმედი მსხვილი ბანკების სახელებს (მაგალითად, „თიბისი ბანკი“, „რესპუბლიკა“, „პროგრესბანკი“), მაგრამ აფბა-ში ვერ აკონკრეტებენ, ეს ბანკები იმ ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეები არიან თუ არა, რომლებმაც 90-იან წლებში ეროვნული ბანკისგან მიიღეს ფულადი რესურსები. შესაბამისად, ამ კვლევის ფარგლებში, აფბა ამ საკითხის შესწავლასაც გეგმავს. ამ პროცესში კი მათ ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება, რომელსაც აფბა ახლა ელოდება. აფბა-ში განმარტავენ, რომ ამ კვლევასთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდიც შეიქმნება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მისი მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა, შეეძლება აფბა-ს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ამ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება. „ამ პროცესში ეროვნული ბანკის ბრალეულობა იმიტომ იკვეთება, რომ როგორც ცნობილია, საკრედიტო განაკვეთი სესხზე, ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალი არ უნდა იყოს. მაშინ კი, ჩვენთან ინფლაციამ წლიურ 2400%-საც კი მიაღწია, მაგრამ ეროვნული ბანკი იმდენად დაბალ პროცენტში გასცემდა სესხებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკრედიტო რესურსს იყენებდნენ, მისი დაბრუნების დროისთვის კოლოსალურ სარგებელს პოულობდნენ. შესაბამისად, ამ პროცესში ძალიან დიდ სარგებელს ნახულობდა დაახლოებით 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო მოსახლეობა ღატაკდებოდა“, - აცხადებს აფბა-ს წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი. აფბა-ში აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებსა და იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ეროვნული ბანკისგან მაშინ ფულადი სახსრები მიიღეს, გარკვეული გარიგება მოხდა, რის შედეგადაც ეს კომპანიები გამდიდრნენ, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა გაღატაკდა. http://for.ge/view.php?for_id=21101&cat=3 პ.ს. ანაბრები უნდა დაბრუნდეს!... თუნდაც დიდი დრო დასჭირდეს.. რადგან ვალს გასტუმრება უნდა, არ მეთანხმებით?!
×
×
  • შექმენი...