რუსეთი ძალიან ძლიერია, ქართული არმია კი ძალიან სუსტი იმისთვის, რომ ე.წ "რევანშისტმა" პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ახალი ომის გაჩაღება გაბედოს, - წერს გერმანული "Frankfurter Allgemaine~. აქვე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანა ქართველი ლიდერისთვის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. გამოცემა წერს, რომ რუსული მხარის მხრიდან პროპაგანდისტული თამაშის მიზანია, წარმოადგინოს სააკაშვილი, როგორც ომის გამოუსწორებელი "წამქეზებელი". "ნატოსა და ამერიკის განცხადება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი - სუსტი ნუგეშია. თუ ნატოს წევრობა დაეხმარება საქართველოს, გათავისუფლდეს რუსეთის გავლენისგან, თბილისი ადრე თუ გვიან იძულებული გახდება ფორმალური უარი თქვას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. თუმცა, როგორც ჩანს, არც ერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში ამისთვის მზად არ არის~, - წერს "Frankfurte Allgemaine". სტატიის ავტორის წერილის თანახმად, იმისათვის, რომ დაძაბული ვითარება შეიარაღებულ შეტაკებებში არ გადაიზარდოს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. "შესაძლოა ეს საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ომის წლისთავზე და მის შემდეგაც სიმშვიდე იქნება", - ნათქვამია სტატიაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1