არჩევნები ჯერ არ დანიშნულა, თუმცა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მისი გაყალბებისთვის მუშაობა, - ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უკვე შეუდგა ინოვაციური სქემების შემუშავებას თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად. "ამჯერად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების გაყალბებას შემდეგი გზით: რაიონებში მოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" ხელფასიან კოორდინატორებს ევალებათ, შეარჩიონ და თბილისის კოორდინატორების მეშვეობით დედაქალაქში დაარეგსიტრირონ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები. გათვლა ასეთია – ამ გზით თბილისის თითოეულ საარჩევნო უბანზე, დაახლოებით, 70-დან 100-მდე დარეგისტრირება უნდა მოხდეს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სასარგებლოდ მისცემენ ხმას", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში 750-მდე საარჩევნო უბანია, ეს ნიშნავს, დაახლოებით, 75 000 არათბილისელი ამომრჩეველი თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. რაზე მეცინება იცით..ამ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებამ რომ წააგოს არჩევნები..ხო იქნებიან სასტიკად დასაცინები?!