ძალიან მარტივია, გარდა იმისა, რომ საქართველოში სტატუსი ყოველთვის ფასობდა, ოპოზიციურ მერს ექნება საშუალება 5 წლის განმავლობაში ნაკეთები "საქმეები" გამოამზიუროს. რაც ნაციონალებს უმძიმეს დარტყმას მიაყენებს. შესაბამისად ჩემი აზრით თბილისის მერის არჩევნები გადამწყვეტია. და რა არის ოპოზიციისთვის კარგი? ის რომ მათი ძალები არ გაიფანტება რეგიონებში ( ამ არჩევნებზე რეგიონების შედეგები მთავარი არაა), არამედ თბილისში კონცენტრირდება. და მეორე უმნიშვნელოვანესი. თბილისელთა დიდი უმრავლესობა 80%-ზე მეტი, ოპოზიციურად განწყობილია. დარწმუნებული ვარ აქტიურობაც მაღალი იქნება. შესაბამისად ძალიან ძალიან ცხელი თვეები გველის, და ვინ გაიმარჯვებს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!