საქართველოს საპატრიარქომ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ზვიადაძე ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ მორიგ მცდელობაზე საუბრობს. “ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული მცდელობა ახლა უკვე ახალ ფაზაში შევიდა, რაც იმით ვლინდება, რომ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური კამპანია მასმედიის თითქმის ყველა საშუალებით მიმდინარეობს - პრესით, ტელევიზიით და ინტერნეტით. ამასთან, გუშინ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო და სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას საეკლესიო თემების შესახებ გამართულ სატელევიზიო დებატებსა და საჯარო გამოსვლებში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქო კვლავ იმეორებს, რომ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია საპატრიარქოს და სასულიერო პირების ჩართვა მსგავსი ტიპის გადაცემებში, რადგან ანტიეკლესიური ძალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ მოძღვრებიც დებატების თანამონაწილენი გახადონ. “თუ რომელიმე სასულიერო პირი მაინც გადადგამს ასეთ ნაბიჯს, ეს იქნება მისი თვითნებობა და ანტიკანონიკური ქმედება”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მარტივად ვიტყვი...განკვეთილი მამა ბასილის დამორჩილებას დიდი სპეცოპერაცია დასჭირდა და ქვეყანა შეაზანზარა...ხელისუფლებას დაახლოებით მაინც წარმოუდგენია, რა მოყვება ზედმეტებში თუ გადავლენ?