“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ აპირებს “ხელისუფლების ფარსში”, კერძოდ კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს წლის ბოლო ბრიფინგზე განაცხადა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში და აპირებს ხელისუფლების ბინძურ თამაშში მონაწილეობა მიიღოს, უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას ელის. მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი კვლავაც აპირებს იმ ოპოზიციონერების მოტყუებას, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ბურჯანაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების რეჟიმის გამყარებაში ხელშეწყობაა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. თუ ალასანია დამარცხდა, თავაწეული ნინო მოგვევლინება საპროტესტო აქციების ლიდერად...