პრაიმერში მონაწილე პარტიები დანარჩენ ოპოზიციას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. პრაიმერის ინიციატორებმა “საქართველოს გამარჯვების გეგმაც” შეიმუშავეს, რომელიც დღეს სასტუმრო “ბეტსში” პრაიმერის შესახებ საარჩევნო კოდექსის ხელმოწერისას წარადგინეს. “მივიჩნევთ, რომ საქართველოს გადარჩენის და გამარჯვების გზა გადის საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების შეცვლაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ შეურიგებელი, რეალური ოპოზიციური ძალების უკომპრომისო და, რაც მთავარია, ერთიანი ბრძოლით. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერესები, ერთობლივად დავიწყოთ მესამე და გადამწყვეტი ტალღა”, – აღნიშნულია “საქართველოს გამარჯვების გეგმაში”. გეგმის ტექსტის მიხედვით, პრაიმერში მონაწილე პარტიები 9 აპრილის შემდეგ, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ერთიანი აქციისკენ უკვე 26 მაისისთვის, სადაც მიღებული იქნება “საგანგებო და წინასწარი ზომები არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში”. ასევე, გეგმაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის პრაიმერი ჩატარდება 18 აპრილს, ხოლო 30 მაისს პრაიმერის ინიციატორები გეგმავენ, “ერთიანი ძალებით დაამარცხონ სააკაშვილი თბილისში და ყველა საშუალებით დაიცვან მათი ხმები”. ადგილობრივი არჩევნების მოგების შემთხვევაში კი, პრაიმერის ინიციატორები გეგმავენ გააგრძელონ უკომპრომისო ბრძოლა სააკაშვილის არაკანონიერი რეჟიმის საბოლოო და დაუყონებლივი დემონტაჟისთვის. “საქართველოს გამარჯვების გეგმის” დოკუმენტი ღია არის ყველა ოპოზიციური ძალისთვის, რომელსაც შეუძლია ხელმოწერით დაადასტუროს გეგმაში მონაწილეობაზე თანხმობა. სასტუმრო “ბეტსში” დღეს გაიმართა პრაიმერის საარჩევნო კოდექსზე ხელმოწერა. დღევანდელი მდგომარეობით, პრაიმერში მონაწილებს ექვსი პოლიტიკური სუბიექტი - “კონსერვატორები”, “ხალხის პარტია”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველო”, “მომავლის პარტია”, ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიცია - “მამულიშვილი”. პრაიმერის ინიციატორები კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც გააგრძელებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. თქვენც რომ დაგვასვენოთ, ვერა>?