ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს 22 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჰოლბრუკის ვიზიტისას განიხილება უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობა. ამასთან, ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ხვალ საქართველოს ეწვევა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაიევი. კალანდაძის თქმით, ვიზიტისას საუბარი შეეხება საქართველოში ეუთო-ს მისიის რაიმე ფორმით აღდგენის საკითხებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ძალიან გააქტიურდნენ ამერიკელები, აი ძალიან/.//