-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
გამოგზავნილია: 16 Apr 2010, 19:19 #19080798 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა ლევან გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს 18:56 - 16.04.2010 საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. "პირWელის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და იგი ამის შესახებ განცხადებას დღეს პირადად გააკეთებს. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია "პირWელს" "დაიცავი საქართველოს" წევრმა, ოპოზიციონერმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამაც დაუდასტურა. თავად გაჩეჩილაძე კი მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 21:00 საათზე რადიო "უცნობის" შენობაში დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე გააკეთ
-
მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") თბილისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დაყენების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. "ჩემს კანდიდატურაზე საუბარიც კი არ ყოფილა. არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ლევანი დღეს, 21.00 საათზე გააკეთებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია გაჩეჩილაძემ. მარაა, ეს იმას ნიშნავს რომ ლევანი აპირებს?
-
რასაკვირველია ღვთის საჩუქარია...რად უნდა ლაპარაკი)
-
dire ვერ დაგეთანხმები...ამას მოფიქრება არ უნდოდა?)))
-
გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ თბილისის მერის არჩევნებში მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") კანდიდატურის დაყენების შესახებ, ~დაიცავი საქართველოში~ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~დაიცავი საქართველოს~ წარმომადგენელმა ბიძინა გეგიძემ განუცხადა, ამის შესახებ მას პირველად ესმის. თუმცა, შეკითხვაზე, "ე.ი არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?", გეგიძემ აღნიშნა, რომ ~მას არ უთქვამს არც ის, არც ეს~. გაჩეჩილაძის მეგობარი მიიჩნევს, რომ ~უცნობი~ იქნებოდა ყველაზე კარგი მერი და ყველაზე კარგი სახელმწიფო მოხელე ქვეყნის სამსახურში. ~ასეთები თითო-ოროლა თუ გვაყვს~, - დასძინა ბიძინა გეგიძემ. "დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე განცხადებას დღეს, 21.00 საათზე გააკეთებს. იგი პრესკონფერენციას რადიო “უცნობში” გამართავს. მანამდე კი, სხვა განმარტებებს “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლები არ აკეთებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ანუ ლევანი უარს ამბობს მონაწილეობაზე და უცნობი დაიბოღმა უჩვენოდ ვინ იმღერას პონტშI?
-
გიორგი68 მცდარი აზრია...ალიანსის სტრატეგია მარტივია...ბრძოლა არჩევნებში...თუ გაყალბდა და ალბათ გაყალბდება...შემდეგ გადამწყვეტ ქმედებებზე გადასვლა დასავლეთის ჩუმი მხარდაჭერით...ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს...ამომრჩეველთა პასიურობაა...ანუ ის შემთხვევა, როცა უგულავა მართლა იგებს
-
ყირგიზეთის პრეზიდენტი გააპარეს ქვეყნიდან :))
newstudio replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds მაგარი ფრაზაა)))სასიგნაჩე -
15 აპრილს, საღამოს საინფორმაციო სააგენტოებმა "პირველმა" და "ინტერპრესმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "პოლონურმა მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვარშავაში გამგზავრებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა"(ციტატა სააგენტო "პირველის" ინფორმაციიდან). გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან პოლონეთის მხარეს საქართველოს დელეგაციისთვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს. რაც შეეხება დელეგაციის პოლონეთში გამგზავრებას, იმის გამო, რომ პოლონეთის მხარეს ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება როგორც ვარშავაში, ისე კრაკოვში გასამართი სამგლოვიარო ცერემონიალის საორგანიზაციო დეტალებზე, ბოლომდე არც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და მისი მონაწილეობის ფორმაა დაზუსტებული. ამ ეტაპზე დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ კვირას დაკრძალვის ცერემონიალს კრაკოვში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. რაც შეეხება შაბათს ვარშავაში გასამართ სამგლოვიარო ცერემონიას, თუკი პოლონეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს იყოს მხოლოდ ეროვნული ღონისძიება, მაშინ ვარშავაში არც ერთი ქვეყნის, მათ შორის, არც საქართველოს წარმომადგენლობა არ ჩავა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეეხება ყველა უცხოელ სტუმარს და არა მხოლოდ საქართველოს დელეგაციას. ხოლო თუ ამ სამგლოვიარო ცერემონიაზე შესაძლებელი იქნება უცხოელი სტუმრების დასწრება, მასში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მხარე. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ელდარ კვერნაძის კომენტარი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტში არაზუსტად იქნა გამოყენებული, სწორედ ზემოხსენებული შინაარსის იყო. გამოვთქვამთ სინანულს, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა "პირველმა" და "ინტერპრესმა" გაავრცელეს დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია, რომელიც შეეხება საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მგრძნობიარე თემას და საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სააგენტოების პარლამენტში აკრედიტებული თანამშრომლები ამგვარი ინფორმაციების გავრცელების დროს მომავალში მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ. http://www.parliament.ge/index.php?lang_id...p;info_id=27399 პ.ს. რაღაც ძალიან ხმამაღლა აღშფოთდა პარლამენტის სამსახური...თან კულუარებშიც ამბობენ არ მიგვიწვიეს კი არა გვთხოვეს არ ჩამოხვიდეთო...რამდენად მართალია არ ვიცი
-
მოგწონთ? მე ისე რა...არის კარგი რაღაცეებიც, მარა ცოტა თვითნაკეთს მაგონებს
-
“დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას დღეს, 21.00 საათზე გააკეთებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, 21.00 საათზე გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას რადიო “უცნობში” გამართავს. სხვა განმარტებებს “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლები ჯერ არ აკეთებენ. ამასთან, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" დაასახელოს. თუმცა, გუშინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში განაცხადეს, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ვნახოთ ოდესღაც მიშას რისხვა რას იზავს...დაიწყებს ლევანი მიშას თამაშს? თუ კი...აი მაშინ მაგ კაცზე საბოლოოდ წამიხდება შეხედულება...
-
T_A_T ამიტომ აქციები არ ჩაატაროს? ვერ ვხდები...
-
Leo_Nafta რას ნიშნავს მანიპულაციები? აი მე ეგ საკითხი გულით მაწუხებს მაგალითად....და რახან ამ თემაზე ვსაუბრობ..ვსპეკულირებ?
-
akkai არა, პირდაპირი ასოციაცია იყო, რომ ოპოზიციას ბოზები უჭერენ მხარს. ანუ გასაგებია ხო?ხოდა ასეთი სიუჟეტის მომგონის....
-
http://s49.radikal.ru/i123/1004/80/4cf8cdabe3e3.gif
-
პარლამენტის წინ ე.წ. პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ოპოზიციის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს კონკრეტულ გეგმას გამოაცხადებენ, მომავალ აქციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დღეს პარლამენტის შენობასთან მივიდა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ელოდებოდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ აქციის მთავარი მიზანი იყო არა მასშტაბურობა, არამედ მისი ხასიათი.
-
Roman თავად შორენა რელიგიურ ფანატიკოსებს აბრალებს, მაგათი ზეწოლის ბრალიაო
-
T_A_T რატომ უნდა დაიჭირონ?
-
Saturn პოლიტიკური ნიშნით ადვოკატებსაც დევნიან, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე პოლიტპატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები ნათია სირაძე და მარი იველაშვილი ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ პოლიტპატიმრების ინტერესებს იცავდნენ. ხატიაშვილის თქმით, ეს ადვოკატები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლეს ხელისუფლებას და იქ მიიტანეს ამბავი საქართველოში არსებული განუკითხაობის და უკანონო პატიმრების არსებობის შესახებ. ზაზა ხატიაშვილმა ყველა პროფესიის ადამიანს მოუწოდა, უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. აქციის მონაწილეებს ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
-
იტოგში გრეჩიხა თუ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში...ჩენგან მინიმუმ გინება არ აცდება
-
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხში ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანია, - ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ. როგორც “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან და ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან. მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური ნიშნით დევნა ჯერ სამსახურებიდან გათავისუფლებით დაიწყო, შემდეგ დაპატიმრებებით – აპატიმრებდნენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს; ასევე, იმ ადამიანების ახლობლებს, რომლებიც ხელისუფლებას პოლიტიკური განწყობის გამო არ მოსწონდა. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხში ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანია და სოლიდარობის აქციას უერთდება. “ხალხის პარტიის” ლიდერის, კობა დავითაშვილის თქმით კი, უკანონო პატიმრების წინაშე მათი მორალური ვალია, რომ აღნიშნული საკითხი გააპროტესტონ და უკანონო პტიმრებს მხარი დაუჭირონ. T_A_T არაფერი...გაჩეჩილაძინაირებს აღარ უნდა გავყვეთ
-
T_A_T ვერ შეკრიბავ...10 კაცის შეკრებაც ჭირს უმოტივაციოდ...ხოდა ამ 1 000 კაცს აქვს მოტივაცია და...
-
Siknadmo ხვალ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობას ლევან გაჩეჩილაძე, - ამის შესახებ თავად ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებთან განუცხადა. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს გაავრცელებს ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ საათზე გაიმართება ხვალინდელი პრესკონფერენცია, სადაც განცხადებას გააკეთებს მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" დაასახელოს. ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში დღეს განაცხადეს, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
-
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს. აქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, 15.00 საათიდან მიმდინარეობს. მასში არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობს. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ - ხელისუფლებამ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ხვალიდან, 16 აპრილიდან დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისფულება კანონით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდარობის აქციები უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეხლა გავიარე რუსთაველზე და 1 000 კაცამდე იყო, რა გამიხარდა, რომ ნაკლებ პოპულარული ბესელიაც კი კრიფავს ამდენ ხალხს საჭირბოროტო საკითხზე არ ვართ ესე იგი მთლად მარიონეტები. ხო ვინც არ იცის, აქცია პოლიტპატიმრებს ეხლებოდა და არა ზოგადად პატიმრებს. ამიტომ ყველა ახლობელი არ იქნებოდა. ტან აქცია კარგად დაანონსებული არ იყო!
-
ყველაზე ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვა
newstudio replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin იდეა აშკარად კარგია....მარა 50 რა ამბავია? 10იც ეყოფა...5 ოპო 5 მიშისტი...ან 10 უბრალოდ სანდო უზერი...ძუკუსნაირი მაგალიტად!